ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ამერიკის ჩემპიონატისა(MLS) და მექსიკის ჩემპიონატის(Liga MX) საუკეთესო თერთმეტეულები ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. მატჩში მონაწილეობაზე "ინტერ მაიამის" ვარსკვლავებმა: ლიონელ მესიმ და ჟორდი ალბამ უარი განაცხადეს, რის გამოც MLS-მა მათ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ყოველივეს "ინტერ მაიამის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და ზემოთხსენებული ორი მოთამაშის ყოფილი თანაგუნდელი არგენტინელი ხავიერ მასკერანო გამოეხმაურა:

"ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ლიგისთვის, თავად ამერიკული ლიგის მნიშვნელოვან თამაშებსა და სამუშაო პერიოდს არ უნდა დაემთხვეს, რადგან ჩვენ ისედაც გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ამის ასეთ დროს დამატება უბრალოდ სიგიჟეა.

ჩვენ ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი სტუმრად გავმართეთ, ხოლო ბოლო ორ თვეში საკმაოდ გადატვირთული კალენდარი გვაქვს: თამაში თითქმის ყოველ სამ დღეში ერთხელ გვიწევს. ასე რომ, მსგავს პროექტებს მივესალმები, მაგრამ, აჯობებს, ასეთი შეხვედრები შაბათ-კვირას დაიგეგმოს, რათა ფეხბურთელებმა ფორმა სრულყოფილად აღიდგინონ და დაისვენონ.

ოთხშაბათს გამართული მატჩის შემდეგ მხოლოდ 48 საათი გავიდა და მოთამაშეებს შეხვედრების გამართვა კიდევ უწევთ, ეს კი მათთვის საკმარისი დასვენება ნამდვილად არ გახლავთ. მთავარი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ფეხბურთი მოთამაშეებს ეკუთვნით. ფეხბურთელების გარეშე არც მწვრთნელები, არც მედია და თავად ეს სფეროც არ იარსებებდა. შესაბამისად, თუ ჩვენ მათ არ გავუფრთხილდებით, ჩვენ თვითონვე დავიკარგებით."

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ბარსელონას" ყოფილი არგენტინელი საყრდენი ნახევარმცველი "ინტერ მაიამის" თავკაცად 2024 წლის ნოემბერში დაინიშნა. ფლორიდას გუნდს კი წლევანდელ ჩემპიონატში სხვა გუნდებისგან განსხვავებით ყველაზე ცოტა - 21 მატჩი აქვს გამართული, 41 ქულით კი მეშვიდე პოზიციას იკავებს.

ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
1/8-ფინალში მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"კარიერას ისე არ დავასრულებ, ახალ "კამპ ნოუზე" არ ვითამაშო" - არგენტინელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს
"სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად" - ილია თოფურია ლიონელ მესისა და მაიამის "ინტერის" სხვა ვარსკვლავებს შეხვდა [PHOTOS]
"მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს" - მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"ბარსელონადან" კიდევ ერთი მცველი მიდის? - ყველაფერი ზამთარში გადაწყდება
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
მესის მაიამის "ინტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: MLS-ის რეგლამენტი სრული სისულელეა
ხავიერ მასკერანომ არგენტინის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა
ჟორდი ალბას გასაკვირი გარეგნული გარდასახვა
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
"ნაპოლი" "ბარსელონას" მცველის გადაბირებას შეეცდება
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
მესი პიკეზე ნაწყენია, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
უკვე მეოთხე - რატომ უკბინა სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს [VIDEO]
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
უეინ რუნიმ MLS-ში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"სან ხოსეს" თავკაცი ყაზაიშვილზე: სწორედ ეს მინდოდა ვაკოსგან
MLS-ში კლუბების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება
"მცველის პოზიციაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა" - მასკერანო მესიზე
მსაჯი გაყინული თმითა და წარბებით - MLS-ის ისტორიაში ყველაზე ცივი მატჩი გაიმართა [VIDEO]
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
ბეკჰემის "ინტერმა" ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო, დევიდმა მხარი დაუჭირა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა