ცნობილმა ლატვიელმა კალათბურთელმა დავის ბერტანსმა VTB-ის სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამის შესახებ "დუბაის" კალათბურთელმა თავად ისაუბრა.

VTB-ის სუპერთასი 24, 25 სექტემბერს, სერბიის ქალაქ ბელგრადში გაიმართება, აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას მოსკოვის ცსკა, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი", "ცრვენა ზვეზდა" და "დუბაი" მიიღებენ.

ბერტანსის თქმით, იგი არ აპირებს იმ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას, სადაც აგრესორი ქვეყნის გუნდები ასპარეზობენ.

"ჩემს პოზიციაზე ვისაუბრე როგორც მთავარ მწვრთნელთან, ისე გენერალურ მენეჯერთან, და ისინი მხარს სრულად მიჭერენ. არ ვითამაშებ ტურნირებზე, სადაც აგრესორი ქვეყნის გუნდები ასპარეზობენ.

რაც შეეხება VTB სუპერთასის ორგანიზატორებს, მათ განვუცხადე, რომ ასეთ ტურნირზე ვერ ვითამაშებ, თუნდაც "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ", – განაცხადა ბერტანსმა.

32 წლის ფორვარდი „დუბაის“ 2023 წლის ზაფხულს, NBA-ში გატარებული 8 სეზონის შემდეგ შეუერთდა.

წინა სეზონში ადრიატიკის ლიგაში ბერტანსის საშუალო სტატისტიკა 11.3 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს "დუბაიმ" შემადგენლობა ცსკა-დან და "ზენიტიდან" დამატებული ალექს ავრამოვიჩითა და დუეინ ბეიკონით გააძლიერა.

პენსიონერი.
სპორცმენებს რა ეპოლიტიკოსებათ. სად უნდა ჰქონდეთ მაგისი დრო. სპორტი და პოლიტიკა ერთად არ სძოვს. სპორცმენები კი არა, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსები ვერ ერკვევიან პოლიტიკაში. ხალხზე ხომ საუბარი, საერთოდ ზედმეტია. ზოგიერთებისთვის კი, არ ბნელა, ფული უნათებს ჯოჯოხეთს.
სოსო
შენგელიას კი არ გავს!
ნინო
ღირსეული სპორტსმენი და ღირსეული ადამიანი,არ გავს რუსეთზე შეყვარებულ ჩვენს სპორტსმენებს!!
სოსო
რატომ წამიშალეთ ჩემი კომენტარი?
ვითომ ნინი-ს
შენც კაცუნა ხარ მარა გოგოთ ასაღებ თავს!
ნინი
ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების მოცლილი მთავრობებია, ჩვენს საქმეებში უხეშად,რომ ერევიან და მაგას იწონებთ?!
ნინი
ჩვენს საამაყო, სასახელო სპორცმენებზე, ეგ ენები დაიმოკლეთ და თქვენს საკუთარ უმაქნის თავებზე ილაპარაკეთ! საინტერესოა სად ნახეთ ან გაიგონეთ, რომ ოკუპანტებზე არიან შეყვარებულები? რეებს იგონებთ და რა ზღაპრებს ყვებით? ეგება ისიც დააბრალოთ,რო რუსეთიდან ფულებს იღებენ? (ლიაკა ხოშტარიასავით?) უბრალოთ გშურთ ქართველი სპოეცმენების წარმატება. ვაი თქვენს პატრონებს? ჭორიკანა კაცუნებო?
სოსო
სპორტულ,რატო წამიშალეთ კომენტარი??
სოსო
რატომ წაშალეთ ჩემი კომენტარი შენგელიაზე?
სოსო
ადმინ,შენგელიაზე დაწერილი კომენტარები რატომ წაშალეთ?
ნიკა
ლუკა კურტანიძეა მაგის მაგალითი და კიდევ ბევრი ქართველი სპორტსმენი!
დავით-ს
მაინც შავ ლაქათ დარჩება რუსეთი შენგელიას ბიოგრაფიაში!!!
აფთოს
გაგარტყით შენ და რუსეთს!
SOS
ქართველმა სპორტსმენებმა კი ფულით ტკბობა,თითის ზემოთ აწევა,გულზე მჯიღის დარტყმა და მარიაჟობა იციან,თან თავშიც ძალიან მალე უვარდებათ და ყველაფრის ბატონ-პატრონი გონიათ თავები,ამაში კი ჩვენ გულშემატკივრები ვართ დამნაშავე,არავის და არაფრის გაღმერთება არ ღირს!!!
დავით
მეგობარო, შენზე არანაკლებ ვიყავი გამწარებული, როცა შენგელია ცეესკაში გადავიდა - მაგის სახელის ხსენებაც არ მინდოდა! მაგრამ შემდგომი მოქმედებებით და საქართველოს ნაკრებისადმი თავდადებით დაამტკიცა (ჩემთვის) რომ ეს მისგან ნამდვილად შეცდომა იყო.
ირაკლი
არ გავს ჩვენს ფულზე და ოკუპანტზე შეყვარებულ სპორტსმენებს?!
საქართველო
ქართველებო,აი ეს არის ქვეყნის და საკუთარი ღირსების დაცვა!!სამწუხაროდ ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვართ!!
გაუმარჯოს ბეტრანს!
ფეხბურთელები,კალათბურთელები,მოფარიკავეები,მოჭიდავეები და სხვა სპორტის წარმომადგენლები მხარს არ უნდა უჭერდნენ ომს,ხალხის ხოცვა-ჟლეტვას,მინიმუმ მშვიდობას უნდა ქადაგებდეს ათლეტი.ჩვენ კი რას ვხედავთ რუსი სპორტსმენების მხრიდან?!..გულმხურვალე მხარდაჭერას პრეზიდენტ პუტინის მიმართ და ე.წ."სპეციალურ სამხედრო ოპერაციას"რომელიც ომი მთელი თავისი სისასტიკით,გვერდში უდგანანან.როცა 2001 წელს ამერიკელი შეიჭრნენ ჯერ ერაყში,შემდეგ ავღანეთში მაშინ ჯორდანმა,სამპრასმა,აგასიმ და სხვა მაშინდელმა მოწინავე სპორტსმენებმა დაგმეს ეს ნაბიჯი,მაგრამ ისინო ინოაგენტებად,ქვეყნის მოღალატეებად არ გამოუცხადებიათ ამისთვის,ეგაა განსხვავება!
აფთო
კაცური კაცი თუ იცი მაინც რას ნიშნავს😀
ავთო
კაცური კაცი!!!
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..