დღეს თბილისის დროით 14:30 საათზე გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულმა" იაპონიაში "იოკოჰამა მარინოსის" წინააღმდეგ ითამაშა და 3-1 ანგარიშით იმარჯვა. მამარდაშვილმა ერთი მაგარი მოგერიება შემოგვთავაზა, თუმცა კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო. მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ რას წერენ უცხოელები ქართველ მეკარეზე სოციალურ ქსელში:

"გულწრფელად რომ ვთქვა, მამარდაშვილი ამ სეზონში იმედს გამიცრუებს. ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია."

"თუ რომელიმე გუნდი ჩვენთან პრესინგზე წამოვა, მამარდაშვილის გამო სერიოზულ საფრთხეში ჩავვარდებით."

"ალისონი ფორმაში უნდა იყოს, რადგან მამარდაშვილს სასწავლი ბევრი აქვს, მან უნდა დაივიწყოს უაზრო გრძელი გადაცემების გაკეთება და თავდაპირველად, ფეხით თამაში მცველებთან და საყრდენებთან შეთამაშებით გაიუმჯობესოს."

"ბევრ მეკარეს თავით დარტყმულის მოგერიება ისე არ შეუძლია, როგორც გიორგი მამარდაშვილს!"

"მამარდაშვილის პირველ მატჩებში დავინახეთ, რომ ის ბურთებს კარგად იღებს, მაგრამ ფეხით თამაშზე სამუშაო აქვს."

"რაც წინასასეზონო შეხვედრებში ვნახე, მამარდაშვილში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. ვიმედოვნებ, რომ ის უბრალოდ გუნდთან შეწყობის პროცესშია და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვერ წარმოაჩინა."

"მოდით, მას გვერდში დავუდგეთ, როგორც ეს ალისონის შემთხვევაში გავაკეთეთ და შედეგმაც არ დააყოვნა!"

"ლივერპული" წინასასეზონო პერიოდის ბოლო მატჩს ბილბაოს "ატლეტიკთან" 4 აგვისტოს გამართავს, 10 აგვისტოს კი "მერსესაიდელები" "კრისტალ პალასს" ინგლისის სუპერთასის დასაუფლებლად შეხვდებიან.

გია
მეცინება იმ ხალხზე კრიტიკას რომ ვერ იტანენ,სულ ექსტაზში არიან
კოტე
რამდენადაც უძლიერესია ხაზზე, იმდენად სუსტია ფეხით თამაშისას და გამოსვლებზე. 1 წელი ქონდა იმისთვის, რომ ეს დაეხვეწა და მომზადებულიყო ლივერპულისთვის, იმედია ყველაფერი რიგზე იქნება
zaza
ნუკრი შე საცოდავო ერთი შარშან დატენეს ალისონი და მეორე წელს დატენიან.კაცი ბრაზილიის ნაკრების ძირიტადი მეკარეა.შენი მოკლე ჭკუით ვინც მამარდაზე კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა რუსებია ხო?ვაი შენს პატრონს.წადი რა ტანვარჯიშს უყურე
ნუკრი
ეგენი მამარდას ღირსები არ არიან.ყავდეთ ალისონი და რომ დატენიან სიტი,ჩელსი და დანარჩენები მერე მოვლენ აზრზე.თქვენ კიდე სხვა აკრიტიკეთ ვინმე კლავიატურის ლომებო...
ასდ
აბა რა გითხრათ, ამბიციური გუნდია და გულშემატკივარიც მასეთი ყავს, თუმცა რომ მოიშორა ბურთი უკანვე შეატენეს.
იკა
რა თქმა უნდა არის ფსიქოლოგიური ფაქტორი, ლივერპულია რაც არ უნდა იყოს, ნელნელა მოეხსნება დაძაბულიბა
გიგო პაპა
ვეთანხმები ბრიტანელების შენიშვნას. არც მე მომეწონა როგორ იქცევა ბურთთან მოპყრობაში. თითქოს რაღაც ახალს იგონებსო, დგას და ელოდება მოწინააღმდეგის მივარდნას. მოიცილე რა დროულად ეგ დედააფეთქებული ბურთი და დანარჩენს გუნდი მიხედავს.
b
რუსებს როგორ შურთ ქართველების რას ამბობენ მეკარეზე შეხედეთ ერთი
მირო
ინგლისურ პრესაში არ აქვეყნებენ ნეგატიურ კომენტარებს მამარდაზე და თქვენ Sportall.ge რატომ აქვეყნებთ,რა მიზნით,ვერ გამიგია.ერთი ორი ქომაგი რაღაცას რომ იტყვის ეგრევე თქვენ რატომ უნდა გამოაქვეყნოთ???მამარდას გაკრიტიკება რას გაძლევთ,ვერ გამიგია.
ასეთიც ხდება
დღეს საკმაოდ კარგად ითამაშა ფეხით, დაძაბული იყო მაგრამ კარგად გამოუვიდა, აუცილებლად გამოუვა უკეთესად, 35 მილიონს ტყუილად არ იხდიან თუ იმედი არ აქვთ.

არაფერი მოულოდნელი.ყველამ ვიცით,რომ მამარდას ფეხით და გამოსვლებზე თამაში დასახვეწი აქვს.ამ თამაშში ფეხით თამაშობდა,მაგრამ დაძაბულობა ვიზუალურადაც კი ეტყობოდა.უარი მაინც არ უთქვამს და იმედია,მალე თავდაჯერებასაც მიაღწევს.ვალენსიაში ფეხით თამაში პრაქტიკულად არ უწევდა,ლივერპულმა მისი ამ ნაკლის შესახებ თავიდანვე იცოდა და მისი იმედი რომ არ ჰქონოდათ,არ იყიდიდნენ.იმუშავებენ მასთან,ალისონსაც შეხედავს და სწრაფად რომ სწავლობს,ესეც ყველამ ვიცით.უბრალოდ,ამის გამო,შესაძლოა სათამაშო პრაქტიკა მოაკლდეს და ჩვენი ნაკრებისთვის ეს ძალიან ცუდი იქნება.
ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა
მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი - "ლივერპულმა" "იოკოჰამას" დაუქამბექა
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
"ნახეთ, როგორ მოიქცა?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენი გააკრიტიკა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
[VIDEO] "მამარდას" ეფექტური მოგერიება "იოკოჰამასთან" - ქართველმა "ლივერპული" გაშვებული გოლისგან იხსნა
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
[VIDEO] მამარდაშვილს შანსი მეორე ტაიმში მიეცა - უხვგოლიან მატჩში "ლივერპული" "მილანთან" დამარცხდა
[VIDEO] "მამარდას" ეფექტური მოგერიება "იოკოჰამასთან" - ქართველმა "ლივერპული" გაშვებული გოლისგან იხსნა
მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი - "ლივერპულმა" "იოკოჰამას" დაუქამბექა
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს