„ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პირველი, რომელსაც უფრო მეორე გუნდების შეხვედრა შეიძლება ვუწოდოთ, 4:1 მოიგო, მეორე კი - 3:2.

ძირითადი გუნდების დაპირისპირებაში მასპინძელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მან „ენფილდზე“ პირველად ითამაშა, ორი გოლი გაუშვა, რომელთა მოგერიება შეუძლებელი იყო, ხოლო შეხვედრის დასასრულს თავისი ოსტატობა წარმოაჩინა.

„წითლები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ და სალაჰმა დააწინაურა. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც სანსეტმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა ანგარიში და პირველი ტაიმი ალოგიკურად 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მერსისაიდელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ბასკების კარი გაკპომ დალაშქრა. მალე სანადიმ გაკპოსგან რიკოშეტით თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, ცოტა ხანში გაკპომ უნაი სიმონს გაუტანა და დუბლი შეასრულა. მერე ენდოს მოპოვებული პენალტი სალაჰმა ვერ გამოიყენა. ამას „ატლეტიკის“ შეტევა, არესის დარტყმა და მამარდაშვილის მიერ ბურთის აკრობატულ ნახტომში მოგერიება მოჰყვა. ბოლოს გიორგიმ პირისპირ გასულ იზეტასაც არ გაატანინა. მართალია, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ ქართველმა თავისი რეაქცია ყველას დაანახა.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - ბილბაო 3:2

გოლები: 1:0 სალაჰი (14), 1:1 სანსეტი (29), 2:1 გაკპო (56), 2:2 სანადი (64), 3:2 გაკპო (70)

გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (81, ლივერპული)

მამარდაშვილი, ენდო, კონატე, კერკეზი, ვირცი (რაიტი 74), სობოსლაი, სალაჰი, გაკპო, ეკიტიკე (კიეზა 57), ფრიმპონგი (ნალო 72), გრავენბერხი

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - ბილბაო 4:1

გოლები: 1:0 ნგუმოჰა (2), 2:0 ნუნიესი (5), 3:0 პადილია (42), 4:0 ელიოტი (58) , 4:1 გურუსეტა (76)

ლივერპული: ვუდმანი (პეჩი 46), ნუნიესი, მაკალისტერი (ლაკი 56), ჯონსი, ელიოტი, ციმიკასი, რობერტსონი, ნიონი (პილინგი 67), დოაკი (დანსი 56), ნგუმოჰა (დოერტი 67), სტივენსონი

10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე „ლივერპული“ „უემბლიზე“ „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.

tngh
გამოჩენილა ჩემზე მომაგრებული...
Tngn-ს
შენ კი წლის ბოლომდე წალკის საკრებულოს დეპუტატი იქნები!
ალისონი
ჰო როგორც შენ იტყვი. ზოგჯერ სურვილები არ ემთხვევა შესაძლებლობებს.თუ გსმენია ეს
tngh
მამარდაშვილი წლის ბოლოს "ლივერპულის" ძირითადი მეკარე იქნება... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
დავით
რუსული გამოთქმაა ასეთი. ნასსი ვ გლაზა, ვსო ბოჟიი რასსა . აი ეს სჭირს ბევრ ქართველს
nika
და რა შეფასება უნდა ჰქონოდა, კარში დარტყმა სულ 3 იყო, აქედან ორი აუღებელი და ერთი მოგერიება. თამაშის შესაბამისი შეფასებებია. ბღავილს და სიხარულს კიდევ ჩარჩოებში მოქცევა არ სჭირდება რა. ფეხბურთი გულშემატკივრობისთვისაა, სანახაობაა ეს და არა საგამოცდო ცენტრი — რომ ობიექტურობა მოეთხოვებოდეს ვინმეს. უამრავი გუნდია პირველ ლიგაში რომ ვერ გადადიან, მაგრამ ისეთი ქომაგები ჰყავთ, საკუთარი გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის გადაღუნავენ ყველას და ყველაფერს. ვისაც როგორც უნდა, ისე უგულშემატკივებს და არ სჭირდება აქ შეზღუდვების დაწესება. კვარაცხელიაც ყაზანში იყო, მაგრამ აიკლო იტალია. გუნდებით არაფერი იზომება, მაგას გარემოებები წყვეტს.

კომო,ხუმრობ?მერე რა,რომ რიკოშეტი იყო?თუ რიყეზე ქვის დანახვა არ გინდა,შენი ნებაა,მაგრამ ფეხბურთს შეეშვი!
პარტოს თუ ბარტოს
შენ ღრუსეთის ან პარნნს თამაშებს უყურე , ასეთი კლასის ფეხბურთელების თამაშები შენთვის არ არის საჭირო, მალადეც გიორგი კარგად ითამაშა, მაგარი სეივიც ქონდა, სულ წარმატებები,
კახა
ეს იმ დონეზეა ძმაო, 50 წელიც არ ეყოფა რომ უყუროს.
გიორგი
გენაცვალე მამარდ, ჩვენი იმედი ხარ!
ზაზა
რა მაღალი კლასი დაამტკიცა ყველაზე დაბალი შეფასება 6.3 მიიღო მის გუბდში ვირტცთან ერთად. იყავით ობიექტურები. არ არის აუცილებელი როცა შეცდომებს უშვებს ვიძახოთ რა მაგრად ითამაშაო. კარგი მეკარეა,ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს,მაგრამ არ არის ეს უაზრო ბღავილი საჭირო მსოფლიოში პირველი მეკარეაო. საქართველოს ნაკრებს დღწს ჰყავს მსოფლიო დონის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი და ეს არის კვარაცხელია. დანარჩენები არიან საშუალო ან საშუალო დონის ფეხბურთელები. გადახედეთ რა გუნდებში თამაშობენ.რომელია გრანდი პსჟ ან ლივერპულის გარდა. ესაა რეალობა.
კომო, თუ Porto?
"რათა 5"? ----------- თამაში ნახე ?
კახა
კარგი მატჩი ჩაატარა, ბრავო მამარდ. მაღლი კლასია და კიდევ უფრო მოუმატებს დარწმუნებული ვარ! რეალთან მისი თამაში არ დამავიწყდება,იქ დაამტკიცა თავისი კლასი. ვისაც ეჭვი ეპარება გიოში გადაახვიოს რეალთან ჩატარებული მატჩები და ნახავს რა დონეა მამარდა!
porto
არარი ლივერპულის დონის შესაბამისი მამარდა ეხლა და ვნახოდ რა იქნება 5-6 წლის მერე.
nika
მერე არაფერი ძმა, ჯერ რიკოშეტის შინაარსს გაეცანი, მერე ერთი ოცი წელი უყურე ფეხბურთს და შეიძლება რამე გაიგო, თუ შური და ბოღმა არ გადაგეფარება, რასაკვირველია
კომო
მაღალი კლასი არა ის, მეორე გოლი უნდა აეღო, მერე რა რომ რიკოშეტი იყო.
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს