"მილანმა" კლუბის 39 წლის ახალწვეული ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გულშემატკივრებს წარუდგინა. "როსონერის" ფანებმა ვეტერან ვარსკვლავს დიდებული დახვედრა მოუწყვეს.

ლუკამ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისტორიულ გუნდში მოხვდა და მზადაა, "მილანს" დიდების დაბრუნებაში დაეხმაროს.

"შემეძლო უფრო მარტივი გზა ამერჩია, სხვა ლიგა, სადაც კონკურენცია არც ისე მაღალია, მაგრამ ეს ჩემს ხასიათს არ შეესაბამება. ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ, ამიტომაც "მილანში" გადავედი.

ვესაუბრე ანჩელოტის, მან "მილანის" შესახებ ყველაფერი საუკეთესო მითხრა. ის აქ იყო როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი, მან ყველაფერი მიამბო კლუბის შესახებ. დიდ კლუბში მოვედი, სადაც მოლოდინები მაღალია. ჩემი მოლოდინებიც მაღალია. იმედი მაქვს, რომ იმ დონეზე ვიქნები, რაც ამ კლუბს სჭირდება.

მწვრთნელს ჩემს სათამაშო დროზე დაველაპარაკები. აქ ფეხბურთის სათამაშოდ მოვედი და მინდა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდე. ჩემი ამბიცია და სურვილიც სწორედ ესაა.

13 წელი გავატარე მსოფლიოს უდიდეს კლუბში და ახლა ვარ გუნდში, რომელიც ოდესღაც ისეთი იყო, როგორიც დღეს მადრიდის "რეალია". სადღაც ეს დაიკარგა, მაგრამ "მილანმა" ამ დონის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლოს.

ჩემი ამოცანაა, მაქსიმალურად ყველას დავეხმარო და ფეხბურთისგან კვლავ სიამოვნება მივიღო", - თქვა მოდრიჩმა.

gel-100
რა შემადგენლობით?? მილანს წინა სეზონში მშვენიერი შემადგენლობა ყავდა იტალიის მასშტაბით მაინც და კარგი მწვრთნელი უკეთეს გუნდს გააკეთებდა, არ ვიცი ახალ სეზონში რა შემადგენლობა ეყოლებათ თუმცა ლეაო, რეინდერსი, ტამი, ხიმენესი, პულისიჩი, ლოპტუს-ჩიკი, იოვიჩი, ფოფანა, ტომორი, პავლოვიჩი, ჩაო, ტეო, მენიო ეს ბიჭები მაღალი დონის მწვრთნელთან ერთად კარგ შედეგს დადებდნენ შეხედეთ კონტემ რა ფეხბურთელებით გახადა ჩემპიონი ნაპოლი, თუნდაც ინტერს რომელიც ლიგის ფინალში გავიდა ლაუტაროს და ბარელას თუ გამოვაკლებთ რომელი ფეხბურთელი ყავდა მილანზე უკეთესი??
გგ
პროფესორი მოდრიჩი თავის წილ, ორიოდ გენიალურ პასს ალბათ ყველა მატჩში გააკეთებს, მაგრამ მილანისთვის ძველი დიდების დაბრუნება??? მილანის ამ შემადგენლობით prime მოდრიჩიც ვერაფერს გახდებოდა და 39 წლისა… აქვე შეგახსენებთ, რომ მილანის “ჩაღზევება” ზუსტად სახელიანი, მაგრამ 34+ ასაკის ფეხბურთელების მასიური მიყვანით დაიწყო და ისევ იმავე გზას უბრუნდებიან 🤷🏻♂️

საცოდავები
ჯოყოლა
რომის პაპს ირჩევენ ეს ჩემისები?:)
ჯვებე
ვარსკვლავებით გადატენილ რეალში ვერაფერი მოიგო და მილანს რაში უნდა გამოადგეს? ერთი პაპაჩემი წამოდგება საფლავიდან და მეორე მილანი მიაღწევს რამეს მოდრიჩთან ერთად. რაღა დროს 40 წლის კაცის სირბილია, 16 წლის ბიჭები დაფრინავენ წამყვან გუნდებში...
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა
ორივე ქართველი სასტარტოში და "მეცის" მორიგი წაგება
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" დამარცხდა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია
ორივე შემთხვევაში გავარდნენ - "ვესტ ჰემის" ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 52 წლის განმავლობაში
არის თუ არა იამალისგან ფეხმძიმედ - ნიკი ნიკოლმა კითხვას უპასუხა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მოინანია და აპატიეს - ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს "ბარსელონასთან" მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება - პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრენტფორდთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები - "ლივერპული" "ბრენტფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
დი კანიო: სერია А-ს სპილოების სასაფლაოა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა
საუდის არაბეთის კლუბი ვინისიუს სანაცვლოდ 300 მილიონი ფუნტის გადახდაზე თანახმაა
ტრენტს "ელ კლასიკოში" თამაში სურს - როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს
ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მბაპე მოედანს მალე დაუბრუნდება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
მოინანია და აპატიეს - ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს "ბარსელონასთან" მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს