ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები შენგელიას გარეშე პირთამდე სავსე 15-ათასიან „კაუნო არენაზე“ ლიეტუვასთან 54:77 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: ბოლდუინი, ანდრონიკაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, შერმადინი. მასპინძლებმა სტარტზე 9:0 გაქცევა მოახერხეს, ჯიკიჩს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ბურჯანაძემ ორჯერ შედეგიანად შეუტია, შეცვლაზე შესულმა ბითაძემ სამქულიანი ჩააგდო, მამუკელაშვილმა ხუთი ქულა შეგვძინა და პირველი მეოთხედი 19:16 დასრულდა.

სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ირჯებოდა ბოლდუინი, შერმადინსაც არ წაუვიდა თამაში, შეტევების დაგვირგვინება გვიჭირდა, შეცდომებს ვუშვებდით და დიდი შესვენების წინ ტაბლოზე 40:26 დაფიქსირდა.

მეტოქე ფარზე დომინირებდა, სადაც ვალანჩუნასი შეუჩერებელი იყო, პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ, დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ და 18 ქულით გავიდნენ წინ. მერე როგორც იქნა, მეშვიდე ცდიდან ბოლდუინმა პირველი ქულები აიღო, კიდევ ხუთი ქულა ჩააგდო, ჩვენმა გუნდმა კი სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა - 53:45.

დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თითქოს თამაშში დავბრუნდით, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო, 9 ქულა ბურჯანაძემ ჩააგდო, 8 ბითაძემ, 7 ბოლდუინმა, 6 შერმადინმა, 5 კორსანტიამ, 4 კი ოჩხიკიძემ.

ისევ პრობლემაა მოკლე სათადარიგოთა სკამი და ის, რომ ქულების უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელი აგროვებს, ხოლო ერთ მატჩში 54 ქულა ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ერთი სიტყვით, ისრაელთან და ესტონეთთან წაგების შემდეგ, ლიეტუვასთან უფრო დიდი ანგარიშით მარცხი განვიცადეთ და იმედია, როდესაც უკვე ბოლოს და ბოლოს ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება, იმ თამაშს აჩვენებენ, რომელსაც გულშემატკივარი ელოდება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 აგვისტოს პოლონეთთან ჩაატარებს.

tngh
ეჰ დაოკდით რა ხალხო, ეს ბოლო ევრობასკეტია სადაც შეიძლება რაღაც კიდე ვქნათ, ამის მერე კაი ხანს, როგორც საკუთარ ყურებს ისე ვეღარ ვიხილავთ დიდ ტურნირებს.დდდ
Murada
Სამწუხაროდ მიზეზი ერთი არ არის. Აღარ გვყავს ფაჩულია, სანიკიძე. Მწვრთნელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. Აღარ ჩანს ახალ თაობაში პერსპექტიული მომავალი. Მოკლედ:ყველაფერი მისახედია! Ბავშვებიდან უნდა დაიწყოს ძირეული გარდაქმნა და ყველას და ყველაფერს შეეხოს! Ჩვენ დღეს, 3-4 კალათბურთელი(ძირითადი ბირთვი) რომ გამოგვაკლდეს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ვეღარ მოვუგებთ.
მასტერს
ყველაფრის შენებას ჭირდება საძირკველი, სხვანაირად არ გამოდის. თუ ვინმეს მართლა შეტკივა კალათბურთის გული, ბავშვთა კალათბურთს უნდა მიხედოს, ხარისხი და კონკურენცია უნდა გაიზარდოს ასაკობრივ ჩემპიონატებში, თორემ 2-3 უდაოდ ნიჭიერი ბავშვის ხარჯზე შორს წასვლა გაგვიჭირდება. ამხანაგურებში არ გამოიყურება დამაჯერებლად ჩვენი ნაკრები, მაგრამ იქ რამდენიმე მაღალი კლასის კალათბურთელია და ამის ხარჯზე უნდა დადონ შედეგი. Წარმატება ბიჭებს!

მოგება, წაგება შესაძლოა არც ნიშნავს,მაგრამ 40 წუთში 54 ქულაზე მეტს რომ ვერ აგდებს,იმ ნაკრების იმედი როგორ გვქონდეს?მაგას ერთი და ორი კაცი ვერ უშველის.
პაატა
წასულია ჩვენი ნაკრების საქმე ამხამაგირი ამხანაგური რომ გაიძახით მეტოქეებისთვის რა ოფიციალური თამაშები იყო? კარგით რა წაგებაც არის და წაგებაც მრცხვენოდა როგორ დაგვცინოდნენ მეტოქის გულშემატკივრები.
devo
ვინმემ ამიხსენით რა დამსახურებით ხვდება ლონდარიძე ნაკრებში??? ევროპის ყველაზე სუსტი გუნდებიც კი არ ინერესდებიან მისით, ასი წლის არის, რა უნდა ნაკრებში? რა გაუკეთებია ნაკრებისთვის?
ATP 16
სანამ საქართველოში არ მოვიწვევთ ბავშვთა ასაკის მწვრთნელებს, რომლებიც მიზანმიმართულად იმუშავებენ ხუთივე პოზიიცის განვითარებაზე არაფერი გამოვა. ბასკონიას კემპიდან წასული ხალხის სიას გადახედეთ და უპატრონოს თუ ნახავთ ვინმეს გამიხარდება. არადა კემპის დროს ეგ “ უპატრონოები” გუნდის კაპიტნებად დანიშნეს ესპანელებმა!!! შემდეგ წელს იცით რა მოხდაა? ორ ჯგუფად გაყვეს კემპი , მამიკოშნიკებად და “ უპატრონოებად” , და ერთმანეთში არც ათამაშეს რომ შეგედარებინა მათი თამაშიი. რა დაუჯდა სახელმწიფოს ბასკონიას კემპიი?! ვინ აგებს პასუხს გადაყრილ ფულზეე?! და რა შევსება მიიღო ქართულმა ქალათბურთმა მაგ გადაწყვეტილებით?! როდესაც შენ იცი რომ ძალიან მაგარი ხარ, თუმცა არ გათამაშებენ, კომბინაციას შენზე არ დაამთავრებენ, ერთი შეცდომის გამო სკამზე აღმოჩნდები როცა სხვები ფარქვეშ ბურთსაც ვერ აგდებენ, როდესაც მსაჯები გყავს ყველა “ კომპლექსიანი”, არ შემდგარი ვითომ კალათბურთელები, ზოგმა წესებიც არ იცის და როგორც უნდა ისე გაჯარიმებს, ნიჭიერი ბავშვების უმეტესობა ანებებს თავს და სწავლას იწყებს !!! ხოდა უყრეთ ეხლა პარლამენტარებისა და ბიზნესმენ-კალათბურთის ფუნქციონირების შვილებსა და ახლობლებს, ეგ არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღეე!!! მესი რომ საქართველოში დაბადებულიყო, დღეს ალბათ ელიავაზე ნაწილებს გაყიდიდა, რადგან ვერც განათლებას მიიღებდა ამ ქვეყანაში ფულის გარეშეე და ფეხბურთში ვინ გაახარებდა, მიამტვრევდნენ სადმე ფეხს და მორჩემოდა მაგით. ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც საკუთარი შრომით ცხოვრობს და არ ეთაკილება არაფერი!!!( ელიავას ხსენება რომ იმ ადამიანების მიმართ ქედმაღლურ დამოკიდებულებაში არავინ ჩამითვალოს. !!!
zaza
კომენტარებს რატომ არ მიქვეყნებთ? არც დისკრედიტაციულია და არც შეურაცმყოფელი.ბანანაშვილი მოაშორეთ ეკრანსმეთქი და არ გააკაროთ რეპორტაჟებსმეთქი ეგაა მიუღებელი?რატო ვერ ეგუებით ჯანსაღ კრიტიკას. ბანანაშვილისებურად ვიტყვი აბა რაააააააააა)))))
rembo))
,, რა გითხრათ , რით გაგახაროთ ?!" - დაახლოებით ათი წლის წინ ვწერდი , ქართული კალათბურთის მომავალი საფრთხეშია-მეთქი . არასწორი მიდგომები ბავშვთა კალათბურთში - სამწვრთნელო - ამღზრდელობითი მუშაობა კრიტიკას ვერ უძლებს . არავითარი ყურადღება ბავშვთა კალათბურთში ტალანტებს არ ეთმობათ . ხშირია , როცა უსახსრობის გამო ნიჭიერი ბავშვები იჩაგრებიან და მერე სულაც თავს ანებებენ სპორტს . დაულაგებელია ბავშვთა ლიგების შეჯიბრებები . ასაკობრივი დაყოფაც კითხვის ნიშნებს ბადებს . არ ხდება ზონალური დაყოფა რეგიონების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით და თითქმის ყველა მატჩი თბილისში იმართება . ამის გამო , სრულფასოვანი დაფინანსების გარეშე ბევრი რეგიონის გუნდი ბავშვთა ლიგებში მონაწილეობას ვერ იღებს . რას უნდა მივაწეროთ ის , რომ ამდენი წელია გამთამაშებელი და მსროლელი ვერ გავზარდეთ , რა , ასე უნიჭოები ვართ მთელი საქართველო ?!ჩემი აზრით , ფედერაცია ყურადღებას უნდა აქცევდეს ტალანტებს და მათთვის შეღავათები , ასევე ცალკე შეკრება-სწავლებები უნდა იმართებოდეს საკალათბურთო ბანაკებში . დამავიწყდა , დისციპლინის საკითხები ბავშვთა გუნდებში კრიტიკას ვერ უძლებს . ნორმალურია , როცა 16-18 წლის ბავშვი , ნაკრების წევრი სიგარეტს ეწევა და ლუდით იჭყიპება ? არადა , ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი . მოკლედ , სალაპარაკო იმდენია , რომ ერთი საიტი არ ეყოფა და თუ დროზე არ მიექცა ყურადღება ასეთ საკითხებს , ერთ-ორ წელიწადში სრული კატასტროფა გვექნება .
აგული ერისთავი
მდგომარეობის გამოსასწორებლად გასული საუკუნის 70-80 წლების მეთოდს უნდა მივმართოსთ და გუნდში მოვიწვიოთ ქართველი კალათბურთელები ......ოვი, .....ინი, .....ევი, ...სკი
ელიასი
აგერ უკვე 50 წელი შესრულდება, რაც ლონდარიძე რეგულარულად ხვდება ნაკრებში ყველა მწვრთნელისა და ფედერაციის ბოსთა პირობებში. 50 წლის მანძილზე ამ ვაჟკაცს ჯამურად 50 წამი არ აქვს მოედნის შიგნით გატარებული სათამაშო დროში. აქედან დასკვნა: დიფ-სთეითის დაჟინებული მოთხოვნაა ყოველ მეორე წელს აუცილებლად დადასტურდეს, რომ ლონდარიძე ჯერ კიდევ ცოცხალია და ყველის ვაჭრის ყაიდაზე ღრეჭვის უნარი შემორჩენილი აქვს! ჯ-ჭინჭარაძეს ამავე სიცხარის მოკითხვა!
ირაკლი
ალბათ სჯობს ოფიციალურ თამაშებს დაველოდოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები! ბერვჯერ ყოფილა ამხანაგურებში წაგებულ გუნდს ოფიციალურ თამაშებში გამოუჩენიათ თავი. თუმცა იმ ფაქტს რომ ნაკრების მომავალი ძალიან ბუნდოვანია, ვერაფრით გავექცევით. თავი და თავი ამ კრიზისის არის ბავშვთა კალათბურთი, ასაკობრივების შედეგები კატასტროფულია! მაინტერესებს ფედერაციას ააქვს რაიმე გეგმა? სანიკიძე გასაგებია, მაგრამ იქ ხომ სხვებიც მუშაობენ, ვინც გამოცდილი კადრია და ალბათ უნდა ფიქრობდნენ მომავალზე.
გაკვირვებული
კარგი, ვთქვათ მასსეა?! ამდენ პატრონიანებში გამთამაშებლები და მცველები ვერ გამოჩნდნენ?! ერთი უფასო (სახელმწიფო დაფინანსებით) 25 ბავშვვზე გათვალისწინებული სექციის გახსნა რატომ ვერ მოხერხდა?! თუ არის სადაა შედეგი?! მაგის გარდა ვფიქრობ, რომ კალათბურთი საკმაოდ უინტერესო თამაშია! ამიტომ ახალგაზრდებიც აღარ ეტანებიან!
Zaali
სასწრაფოდ მოსაცილებელია ნაკრების მწვრთნელი, ზუროსი ბევრად უკეთესი იყო.
გულშემატკივარი
უკეთესს რას ველოდით? თუ ვინმეს ოდნავ შეხება გაქვთ საკალათბუტთო სკოლებთან უკვე იცით რა ხდება ბავშვებში. 14 წლამდელები , მერე 16 ან 18 . აქ არის ჯერ შიდა კლუბური ნეპოტიზმის არნახული მასშტაბები და მერე ნაკრებში მოხვედრა ხომ საერთოდ. რამდენი წელია ერთი გამთამაშებელი ვერ გავზარდეთ ? არ აკარებენ ნაკრებს უპატრონოებს. ფეხბურთზე უარესი სიტუაციაა. ერთი და იგივე გვარები და წინასწარ ცნობილი შედეგი . მეთანხმებით ?
Zura
მთავარია ლონდარიძე ხომ გვყავს ყველა ევრობასკეტზე პირსახოცის მჭამელად...
Gio
Londarize atamashet,kaci veterani gaxdeba skamze.jikichi malavs tamashs uechveli.seriozuli taqtikosia.
რეალობა
ფეხბურთში 52-ზე რო ვართ ვიცით და კალათბურთზეც რო გვითხრათ თუ შეიძლება..მგონია ძაან უკან ვართ დანიაშიც გამოჩნდა რა ბიჭებიც ვართ!!
ადამიანი
რა ღირს და 180 ლარი ეს თანახას იხდიდი გააიგივეთ სკოლის მიდგომა.ფაქტირად მოვალეობის მოხდის მიზნით.ინდივიდუალური მომზადება ერთი 50 ლარი კვირაში 2 ან 3 დღე.ფიტნესის მომზადება 340 ინსტრუქტორი და აბონემენტი 100 150 ლარი.ამას ბოტასები 300 400 ლარი და თუ ფორმის შეკერვა მოგთხოვეს 150 ლარი.თუ თბილისიდა არ არის და უწევს ჩამოსვლა ჩათვალე ვალებში ჩაუძირები.როგორ მე ერთი 207სმ ბავშვი არავინ არ მიაქცია ყურადღება და ზის სახლში.რომ მიექციათ რა გამოვიდოდა კაცმა არ იცის.მაგრამ კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო. ვალები ავიღე რომ ევლო და 6 წლის მერე მითხრეს სუსტიაო.აი ასე ხდება ყველაფერი
ks
saidan moatries es boldvini ??? qartveli magaze cudad itamashebs vinme?? an es treineri ??? azrze araa erti kombinacia argauketebiat!!
მოყვარული
თუ იცით რა ღირს ბავშვი რომ ატარო კალათბურთზე? ---ფულიანი, მაგრამ უჯიგრო ტიპების გასართობად აქციეს....ნიჭიერ ბავშვებს შანსი არ აქვთ.
გივი
20 ბი 20 ადგილი 18 ბი 12 ადგილი. 16 ბის უსახური გამოსვლა ა ლიგაში. დიდი ნაკრები ბებრები და ახალგაზრდები ვინ....20 ბიდან ბ ლიგაში 20 ადგილით რომ ვართ? ფედერაცია უნდა გადადგეს მთელი შემადგენლობა იმიტომ რომ უკან და უკან მივდივართ კალათბურთში. აკადემიაბის კონტროლი უნდა დაიწყოს იმიტომ რომ აკადემიებში ახლობლებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე უცხოდ მისულ ბავშვს.შესაბამისად გაიზარდნენ ვინები 18 ბის და 20 ბის განადგურებით ევროპაზე. აკადემიებს უნდა მოთხოვოს ფედერაიამ და უნდა ჩაერთოს ბავშვების გაზრდაში და ახლობლობა უნდა გადავარდეს.ფედერაციამ კარები ყველა ბავშვს უნდა გაუღოს და არა მარტო თავის შვილებს და ახლობლებს.ამიტომ ფედერაცია უნდა გადადგეს.ჟურნალისტებმაც უნდა ამოიღოთ ხმა.გუშინდელი თამაში იყო ქუჩის კალათბურთი.შენგელიაც რომ ყოფილიყო და შევქმნით ილუზიას რომ რამეს გააკეთებდა
1981
შენგელიას იქით კატასტროფაა. ერთი 10 -12 წელი მკვდარია ეს სპორტი საქართველოში
მერაბ მაღლაკელიძე
სავალალო დღეშია ქართული კალათბურთი, ასაკობრივ ნაკრებების თამაში ვერანაირ იმედს ვერ იძლევა სასიკეთოს, კლასში იმხელა სხვაობაა როგორც ცა და დედამიწა. ფედერაციაში კიდევ რას ფიქრობენ უვარგისი ბოლდუინის იმედათ ყოფნა? შენგელიაც მალე წავა და მერე რა გვეშველება? სანაძემაც მაგრად მოუკლო, რატი კიდევ ვერ შედგა კალათბურთელად, რისი იმედი უნდა გვქონდეს? გოგა და მამუ შესარჩევში ვერ ითამაშებენ, დავქვეითდებით ბ ლიგაში და გავხდებით მაჩანჩალები.
toy
დღეს ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდმა წააგო და თან ლიეტუვაზე გაცილებით სუსტებთან და საკმაოდ სოლიდური სხვაობით, საბერძნეთმა-იზრაელთან, ბოსნიამ-მონტენეგროსთა, ნუ კვიპროსი=სერბეთთან სახსენებლადაც არ ღირს, ასე, რომ კატასროფა არ მომხდარა.

ნაკრებიდან თანდათან მიდიან ვეტერანები და მათი ღირსეულად შემცვლელები აღარსად ჩანან.ამ ჩემპიონატის შემდეგ,გიორგი შერმადინიც ამთავრებს სანაკრებო კარიერას და დიდი ალბათობით,მომდევნო ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვეღარ მოვიპოვებთ.ბითაძეს და მამუკელაშვილს ხომ მხოლოდ ფინალურ ტურნირებზე შეუძლიათ ნაკრების დახმარება,ჩვენ კი,იქამდე ვერ მივაღწევთ.როცა 20 წლამდელების თამაშს ვუყურებდით,მგონი ყველა დარწმუნდა,რომ მის წევრებს,კალათბურთთან მხოლოდ შორეული ნაცნობობა აკავშირებს და პირველ ნაკრებს ვერაფერს შემატებენ.არა,დრო მოვა და მათ მოუწევთ,პირველ ნაკრებში თამაში,მაგრამ ეს უკვე სადღაც მეორე,ან სულაც მესამე დივიზიონში იქნება.ასაკობრივი ნაკრების მოვალეობა,პირველი ნაკრებისათვის შევსების მომზადებაა,თუნდაც მხოლოდ ერთის,მაგრამ სრულფასოვანი შევსების.ჯარიმების სროლა არ შეუძლიათ და ბურთის გათამაშება,რა იმედი უნდა გვქონდეს მაგათგან?რამდენიმე წლის წინ,ჩვენი ასაკობრივი ნაკრები,რომელიღაცა უცხოურ ტურნირზე თამაშობდა,სტრიმს ვუყურებდი და ჩვენი მწვრთნელის მხრიდან ისეთი დედის გინების კორიანტელი ისმოდა მთელი თამაშის დროს,რომ იმ 17-18 წლის ბიჭებისაგან,ყოველ წამს დედას რომ უგინებს მწვრთნელი,კალათბურთელი კი არა,კაციც ვერ გაიზრდებოდა.ვერც გაიზარდნენ და ვერც იზრდებიან.ასე დათრგუნული ადამიანი,ინიციატივას ვერ გამოიჩენს და გაბედულად ვერ ითამაშებს.მაშინ სპორტალზეც დავწერე,ამის შესახებ.რა ფედერაციის ხელმძღვანელებმა არ იციან,მათი დანიშნული მწვრთნელი ასე რომ თრგუნავს სასკოლო ასაკის ბიჭებს?სკოლაში მასწავლებელმა ბავშვს რომ უყვიროს,ამის გამო აგდებენ სკოლიდან და მწვრთნელი რა, მასწავლებლად არ ითვლება?არც მწვრთნელად ვარგა და არც კაცად,მაგრამ წლები იყო ნაკრებში.ალბათ სხვებიც იქნებიან მსგავსები და ყველაფერი განადგურებისაკენ მიდის.დარბაზები შენდება,ნიჭიერი ბავშვები კი,სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან და ნორმალურ მწვრთნელს რომ არ ამზადებ,ვის უნდა მოეკითხოს?ყოფილი კალათბურთლი,პირდაპირ მწვრთნელი ვერ გახდება,მან პედაგოგიკა და კიდევ სხვაც ბევრი რამე უნდა ისწავლოს.სწავლობენ და იყენებენ?რა ვიცი,თითქოს არაფერი ეტყობათ.როცა ხედავ,რომ სისტემა არ მუშაობს და სანაკრები კადრების გაზრდა სულ უფრო ძნელდება,ხომ უნდა მიხვდნენ მესვეურები,რომ რაღაცა შესაცვლელი და მხოლოდ უცხოელების ხელში შენი მომავლის ჩაგდება,დამღუპველია?პოლიტიკაშიც და სპორტშიც,შენი ბედის უცხოელების ხელში ჩაგდება,ერთნაირად დამღუპველია.ჩვენი თავი,ჩვენადვე გვეყუდნოდეს,ახლა უფრო აქტუალური გახდა,ოღონდ,ჩვენი თავი,ქვეყნის შვილებს უნდა მივანდოთ და არა მედროვეებს,ან უცოდინრებს.
დააT-as
ნუ პრაფესორობ რა დღეს იზრაელმა 17 ქულით მოუგო საბერძნეთს, ჩვენ 10-ით მოგვიგო და რა ჩვენ საბერძნეთზე მაგრები ვართ? არაფერს ნიშნავს ამხანაგური მოგება წაგება.
რა ვიცი აბა....
თუ სანაძეს ათამაშებ, მაშინ დერიუგინიც დააბრუნე, გივი ბიჭიაშვილიც მაგარი გვყვავდა. სადაც ლონდარიძე, იქაც სინჯარაძე ან გენადი კაპუსტინი დასვი. ნაკრები გვყავს, მტერსაც რომ არ უსურვებს კაცი. ყველა გუნდი ჩვენზე ვარჯიშობს. სხვათა შორის წინა მოსამზადებელიც ესე ჩააგდეს.
შენგელია კი არა, ამათ მამაზეციერიც ვეღარ უშველის!
სისწრაფეში დაგვჩაგრეს, პირველი შეტევა ნულზე გვქონდა. უკან დაბრუნებასაც ვერ ვასწრებდით. ჯინჭარაძე, ლონდარიძე, სანაძე, შერმადინის იმედად ვართ? სად არიან ახალგაზრდები, ფედერაციას პატრონი ყაავს საერთოდ? ადრე დავაი ბიჩებოს მაინც იძახდნენ, პირსახოცებს აბზრიალებდნენ, ეხლა მაგასაც არავინ კადრულობს, მალე სომხეთ-აზერბაიჯანიც მოგვიგებს.
ჭინჭრაქა
სანაძე და კაშია ბიძაშვილ-მამიდაშვილებია? თუ 50 წლამდე თამაში დაგინებული აქვთ?
დააT
ამ თამაშს შენგელიაც ვერ უშველიდა. 10 წელიწადზე მეტია ახალგაზრდული 16-18-20 წლამდე ნაკრებიდან შევსება აღარ მოდის. შერმადინი 2-3 წლიან გამონაკლის თუ არ ჩავთვლითმთელი, მისი კარიერა ნაკრებში არ იყო კარგი და ეხლა საპატიო ყარაულივითაა. ლონდარიძე და სანაძის ძმა 12 კაციან განაცხადს ასვებენ. ოჩხიკიძე ძალიან ცუდი გამთამაშებელია, დიდხანს იჩერებს ბურთს და შეტევას ვერ ანვითარებს. სანაძე და ანდრონიკაშვილი ხასიათების კალათბურთელია, დღეს ორივე უხასიათოდ იყო. ბოლდუინი ნახევრად სამოყვარულო გუნდებთ იყო მაგარი, ეხლა ვნახეთ რაც არის. ადვილი წარმოსადგენია რას გვიზამენ ევრობასკეტზე. შენგელიას, ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე სამოყვარულო გუნდი ვართ და ეს პერსპექტივა უახლოეს 5-6 წელიწადში გველოდება.
rona
ნუ წიოკობთ რა ორღობის დედაკაცებივით, თოკოასთან ერთად ბევრს გავამწარებთ, კამარს წაუვა და ვნახოთ რა.

ძალიან დიდ პატივს ვცემ სანიკიძეს და ეს უდონობაც მისი ბრალი არაა, მაგრამ სამარცხვინოა , როცა გუნდი აგებს იმიტომ, რომ არ იცის კალათბურთის თამაში. ალბათ გამოსავალი ინტელექტის მქონე მწვრთნელობის მოსურნეების უცხოეთის საუკეთესო სკოლებ ში გაგზავნაა, რომ კარგი მწვრთნელები დადგნენ, და კალათბურთის ანა ბანა ასწავლონ ნიჭიერ ქართველ ბიჭებს.

რომელ თამაშს აჩვენებენ ' რომელიც არ იციან , რადგან არავინ ასწავლათ ? მარტო ცენტრებსა იციან თამაში , აქაურებს კი ელემენტარულ კომბინაციებს უხსნის ჯიკიჩი , გუშინ სროლაში ავარჯიშებდა საწყალი კაცი . სულ თავი ხელებით უჭირავს . ეს ბოლდუინი კი ალბათ გუნდურ თამაშსაა დაჩვეული და შოკშია. დენიკინის დროინდელი საოცარი " მოთამაშეები " ცალკე თემაა. სანსძეს მეტი შვილი არ ჰყავს ? იქნებ ყავს და ისიც შეიყვანოს ნაკრებში , ეგებ გვიშველოს 🤦
შაქრო პაპა
შემდეგ თამაშებს უფრო დიდი სხვაობით წააგებენ. ბებერმა ვალანჩუნასმა გადაახია თავზე ბურთი ბითაძეს. ნახევარი გუნდი ბალასტია. შერმადინი უკვე საჯარიმოებსაც ვეღარ აგდებს. 24 წამში რომ ბურთის კალათში ტყორცნას ვერ მოახერხებ, თანაც 6-ჯერ თუ 7-ჯერ, დამთავრებულია გუნდზე საუბარი. ტყუილად იხარჯება ხალხის ფული. მარტო სანდროს და თოკოს იმედად შორს ვერ გავფრინდებით. არც მწვრთნელი წყვეტს ციდან ვარსკვლავებს. უჯიგროდ ათამაშა გუნდი.
კორსანტია 2
იმედი ნუ მოგეშალოთ, მაგრამ ამ გუნდის იმედზე ჩემი მტერი იყოს
Beto
პროცესია მოსამზადებელი და უკეთესობა იქნება ! შენგელია დიდი ძალაა და არ იყო, სანდრო ახალი დამატებულია და სანამ გადმოერთვება ევროპის დროზე დრო უნდა, ბითაძეს თუ ტრავმა ჰქონდა ესეიგი უჭირს ჯერ.იმ ფაქტსკი ვერ გავექცევით რომ მოკლე სკამია. მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა გუნდი იქნება ევროპაზე, მომზადებულიც და კონცენტრირებულიც. წარმატებები!ევროპის მერე გავაკეთით ანალიზი აჯობებს!
[VIDEO] - 41 საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს
"ლაიფციგი" ამ ზაფხულს შესაძლოა, კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარტინესის ვარიანტს მიუბრუნდა - არგენტინელი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ
ჯეკსონის საინტერესო ტრანსფერი - მიუნხენში ჩავიდა, მაგრამ "ჩელსიმ" მისი დაბრუნება მოითხოვა
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
"ლიონმა" გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა
"დილა" და "გაგრა" სამ-სამი ქულით
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ქოჩორაშვილი სასტარტოში იყო - "სპორტინგმა" სახლში "პორტუსთან" წააგო
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
[VIDEO] ნაკრების მატჩების წინ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენმა" "გრენობლს" ვერ მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89