10 წლის წინ ევროპის სუპერთასი თბილისში ჩატარდა, ახლა კი საშუალება გვაქვს, ქართველ ფეხბურთელს ვუქომაგოთ - დღეს, 13 აგვისტოს, უდინეს "ფრიულიზე" ჩვენი დროით 23:00 საათზე პსჟ ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს გასულ სეზონში პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ დაძლიეს და ტურნირები მოიგეს. პარიზული კლუბი 2025 წლის დიდებას ვერასდროს დაივიწყებს, ნანატრი ჯილდო მოიპოვეს და გვინდა, ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი ერთხელაც გამოვყოთ.

ლუის ენრიკეს ბიჭებმა ივნისი ბრწყინვალე ფორმაში დაასრულეს, ამას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხი მოჰყვა.

ხსენებული ტურნირის ბოლო ორი მატჩი პაჩომა და ერნანდესმა გამოტოვეს. ისინი დაბრუნდებიან, მაგრამ ახლა დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეშია. მეკარე დონარუმას გუნდიდან გაშვებაც გადაწყდა. კარში შევალიე იქნება.

"ტოტენჰემს" მედისონი ტრავმირებული ჰყავს, წინასასეზონო პერიოდი კი სოლანკემაც გამოტოვა. მარცხენა მცველ უდოჯიეს ტრავმა, ვინც სუპერთასის მასპინძელ ქალაქში თამაშობდა, მწვრთნელ ტომას ფრენკის კიდევ ერთი პრობლემაა. მარჯვენა მცველი ესპანელი პორო, კვარაცხელიამ ერთ დროს, სანაკრებო დონეზე საკმაოდ დაჩაგრა და ვნახოთ, ახლა რა იქნება.

არცერთ ამ გუნდს ევროპის სუპერთასი არ მოუგია. ახლა მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ძალიან გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ პსჟ-ს წინასასეზონო მომზადება არ გაუვლია, პირდაპირ ახალ სეზონს იწყებს, "ტოტემჰემმა" კი 6 ამხანაგური მატჩი გამართა.

სავარაუდო შემადგენლონები

პსჟ: შევალიე - ჰაკიმი,მარკინიოსი,პაჩო, მენდეში - ზაირე-ემერი, ვიტინია, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია

ტოტენჰემი: ვიკარიო, პედრო პორო, რომერო, ვან დერ ვეენი, სპერსი - ბეტანკური, პალინია, სარი - ჯონსონი, რიჩარლისონი, კუდუსი.

მსაჯი: პინეირო(პორტუგალია).

პეტუხ რონალდოს
გაგიდეს?უკმაყოფილო ხომ არ დარჩი?
პეტუხი კრიშტიანუ
შარშანდელი ზღაპარი დამთავრდა,ძალიან ღრმად გაუდებენ ინგლისელები!
გიგო პაპა
ხვიჩამ ალბათ რაღაც სასწაული თამაში უნდა ჩაატაროს, სამი თუ არა, 2 მაინც უნდა გაიტანოს და დასახელდეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, რომ სამეულში ან ხუთეულში მაინც მოხვდეს. არც ეს იქნება ურიგო, მაგრამ როგორ ფორმაშია, ეგაა საკითხავი. თან ტოტენჰემსაც რაღაც გეგმა შეუმუშავებია ხვიჩას გასაჩერებლად და ვნახოთ რა გამოვა. ფაქტია, რომ პირდაპირ თასზე თამაში გუნდისთვის ძალიან ძნელი იქნება. ერთი ამხანაგური მაინც მოესწროთ ამ დალოცვილებს, ხომ შეიძლებოდა? წარმატებები ჩვენს ლომს!!!

პსჟმ მხოლოდ 1 კვირაა,რაც ვარჯიში დაიწყო,არც ერთი ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია და მეკარეც ახალი ეყოლება,რომელსაც პსჟში თამაში არ აქვს ჩატარებული.რა თქმა უნდა მცველებთან ურთიერთგაგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.ყველა მონაცემით ტოტენჰემი უკეთეს მდგომარეობაშია,მაგრამ პსჟს ფეხბურთელებს უფრო მაღალი კლასი აქვთ და ეს არის მათი შანსი.გუნდის ასე გვიან შეკრება,რა თქმა უნდა იძულებითი ნაბიჯი იყო,ზეგადატვირთული წინა სეზონის შემდეგ.რა თქმა უნდა ამ თამაშში გამარჯვებას შეეცდებიან,მაგრამ დარწმუნებული ვარ,მათი მთავარი მიზანი,ზამთრის პირისათვის კლუბის ფორმის პიკის სიახლოვეს მიყვანა იქნება,ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაშებისათვის რომ თამაში დალაგდეს და გუნდი საგაზაფხულო თამაშებისათვის 100% მზად იყოს.სწორედ ასე აკეთებდა მადრიდის რეალი,როცა რამდენიმე სეზონის განმავლობაში სეზონს მძიმედ იწყებდა და გაზაფხულის პირზე,შეუჩერებელ ძალად იქცეოდა.რა თქმა უნდა გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ,კვარას და პსჟს.ვფიქრობ ეს თამაში საბოლოო ცვლილებებს შეიტანს,ოქროს ბურთისათვის მებრძოლი ფეხბურთელების რანჟირებაში და მინდა,კვარა სხვებზე მეტად ბრწყინავდეს.
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს