საფრანგეთის ჩემპიონატის 2025/26 წლების სეზონის მეორე ტურის მატჩს ჩემპიონი პსჟ გახსნის და "ანჟეს" "პარკ-დე-ფრენსზე" (48 229) უმასპინძლებს - დღეს, 22 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე. პირველ ტურში ლუის ენრიკეს მხრიდან ცოტა უცნაური ექსპერიმენტი ვნახეთ. პარიზელებმა გამარჯვებით დაიწყეს, სანაკრებო პაუზამდე კი კიდევ ერთი ტური იქნება.

მოქმედ ჩემპიონებს "ანჟეს" წინააღმდეგ ზედიზედ 18 მატჩი აქვთ მოგებული, 10 წლის წინ უგოლო ფრე ითამაშეს, დედაქალაქელებმა კი 1975 წელს წააგეს. ბოლო დაპირისპირებაში, გასულ სეზონში, "ასტონ ვილასთან" ჩემპიონთა ლიგის გამო, ენრიკეს ბიჭებმა მეტოქე დაინდეს, ერთადერთი გოლი კი დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი პასით გაიტანა. ამჟამად ოპტიმალურად მიჩნეულ შემადგენლობას და ამ ორ ფეხბურთელს შეტევის ფლანგებზე ელოდნენ, შუაში კი უსმან დემბელე იქნებოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა(სავარაუდო მიზეზი ფეხზე დისკომფორტია). ესპანელი მწვრთნელი დარწმუნდებოდა, "კვარას" მარცხნივ გამოყენება რომ უმჯობესია, პოზიციების ეპიზოდურად შეცვლისა და მაქსიმალური თავისუფლების მინიჭების პირობებში.

რაც შეეხება ამ გუნდების გასული სეზონის პირველ დაპირისპირებას, ბარკოლამ და ლიმ 2-2 გოლი გაიტანეს. სასტარტოში თამაში კორეელსაც სურს, მაგრამ დისკვალიფიკაციის შემდეგ ჟოაო ნევეში დაბრუნდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ენრიკე.

პარიზულ არენაზე მეკარე შევალიე პირველად წარსდგება, დაველოდოთ ეს უკრაინელ მცველ ზაბარნის რამდენად მოუწევს.

"ანჟემ" ტურნირი მეორე დედაქალაქურ კლუბ, ელიტაში 46 წლის შემდეგ დაბრუნებულ, "პარიზთან" გამარჯვებით დაიწყო, ესტებან ლეპოლიმ კი - გოლით. დუჟუს გუნდი წინა სეზონში თასზე საკმაოდ შორს გავიდა, ლიგა 1 კი გასავარდნ ზონასთან ახლოს დაასრულა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:

შევალიე- ჰაკიმი,მარკინიოსი,პაჩო,მენდეში-ნევეში,ვიტინია,რუისი-დუე,დემბელე,ბარკოლა.

გიორგი მიქაუტაძე და "ლიონი" კი შაბათს, 23:05 საათზე, ქართველის ყოფილ კლუბსა და ამჟამად გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის "მეცს" უმასპინძლებს. უფრო ადრე, 22:00 საათზე, ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ბულონს" ესტუმრება.

Anthon
Rodis gadadis Kvara Realshi? Iqneb mipasuxot!
aburjga
კავშირი არ გაქვთ კვარაცხელიასთან?! ტელეფონი გამორთო?!
კოლა
"მაგარ" მზადყოფნაში ვხვდებით თურქებს
ფეოლა
ლონდარიძე რომ დავიმატოთ სანაკრებოდ? აბა კალათბურთში მაინც სკამს ხეხავს და....მოესწრება გადმოყვანა.))
დიმიტრი
უკეთეს შემთხვევაში ალბათ ხვიჩა ერთ თამაშს ითამაშებს თურქეთთან შეხვედრამდე. და რომელ ოპტომალურ ფორმაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მე მაგალითად არ მესმის.
შემდეგი ალბათ ზურიკო იქნება....
ათი წუთი არ უთამაშია ბოლოს, რა კუნთი, რის ატმი კურკა?
ანჟე არაა ხვიჩას დონის
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხვიჩა ჩემპიონთა ლიგისთვის და შიდა ჩემპიონატში მხოლოდ ძლიერ გუნდებთან სათამაშოდ იყიდეს. ტყუილად ველოდებით მისგან ბევრ გოლს და ასისტებს. უცებ მოუგონეს კუნთის დისკომფორტი, მე შენ გეტყვი და გაუჭირდებოდათ. აფსუს, ხომ დახატავდა ანჟესთან დუბლი ან ჰეთრიქი......
ბესო
იმედია კვარა სანაკრებო თამაშებისთვის მზად იქნება
ლელა კაკულია
რაებს ჩორტაობენ ეს ნაკრების ფეხბურთელები, მეც კი ვეღარ ვიგებ. ვანგას უნდა ვთხოვო დახმარება.
კუნთის დისკომფორტი არა კოვიდი კიდევ
ჩაკვე 2 დაიწყო აქაც. ველოდები როდის გავრცელდება ინფო, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარება!
ხვიჩა დაიმახსოვრე! -e
როგორმე კვარაცხელი გაარჩევს შენი დამხარების გარეშე რაც უნდა აკეთოს და რაც დაწერე აფსურდები. და ათასის ისულელე დააბრალე რონის. მაგ რონი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი სახეა. ყველაზე მეტი მიმდევარი ყავს. ყველაზე მეტი გამომწერი. და ხელფასი აქვს კიდე წელიწადში 20 ტონა. შენნაირი პრიმატები კი მრავლად არის ყურადღების ღირსად რო არავინ ცნობს
ქუთაისი
კვარაცხელიას კუნთის მცირე დისკომფორტი აქვს და მიტომ არაა განაცხადში...ინფორმაცია ზუსტია...საგანგაშო არაფერია...მიკრო ტრამვაა.
ხვიჩა დაიმახსოვრე!
ხვიჩა! შენს კუმირს არ მიბაძო: ნარცისობაში, ქედმაღლობაში, საკუთარი თავის ტრიპაჩულად წარმოჩენაში, იყავი ის რაც ხარ: უბრალო, მოსიყვარულე და არა ამპარტანავი! ეს თვისებები არ დაკარგო, ამ შენი პიროვნული ხასიათითაც უყვარხარ ხალხს!
რონალდო
კვარა შენი კუმირი რონალდოა,ტალანტი ხარ და მიბაძე ცოტა ჟილკაში,ფიზიკურ ვსრჯიშში ხო ხედავ რა ტანზეა და როგორ დაფრინავს 40 წლის კაცი.
ზურა
ამასობაში ხვიჩას დაავიწყდება ფეხბურთის თამაში.
q
მანდ რა ხდება კაცმა არ იცის. არ გამოვრიცხავ ვინისისუსი რეალიდან გაშვება და კვრაცხელიას დამატება მზადდებოდეს :)

დისკომფორტი ნიშნავს,რომ რაღაცა დაზიანებულია და დატვირთვამ შესაძლოა ტრავმა გააღრმავოს.რა თქმა უნდა მწვრთნელი არ გარისკავს.
გიორგი
ვატყობ ბილეთის გაყიდვა მომიწევს თურქეთან
ბუჯანგას
კი მარა ამ ქართველებს რაორგანიზმი გვაქ ასეთი თოთო, რომ მარტო ჩვენ ვიღლებით ფეხბურთია თუ კალათბურთი?
ბუჯანგა
ამ უსახურ გუნდებთან ხვიჩა თუ დაისვენებს ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ...ისედაც ძალიან გადაიტვირთა...და ჯობია დასვენებული მოძლიერებული იყოს თურქებთან შეხვედრის დროს...ყველაზე პრინციპული ჩვენთვის ეს შეხვედრაა..ანჟერი ძალაინ ხისტ ფეხბურთს თამაშობს და უხეშობასაც არ ერიდებიან ძლიერ გუნდებთან...ალბათ დგეს ნახევარ საათს მაინც ათამაშებს..და მგონი ასე აჯობებს..
იკა
რაც არ უნდა იყოს პსჟ ანჟეს რომ ეთამაშება ცოტა უხერხულია, უბრალოდ უაზრო ჩემპიონატია
papai
ძაან უინტერესოა საფრანგეთის ჩემპიონატი, კვარა და ჟორჟი რომ არა გახედვაც კი არ ღირს მაგათკენ.. იმედია მალე შეიცვლიან ლიგას
რას გაუგებ ამ ენრიკეს
უკვე აღარც მჯერა რომ ხვიჩა დაიწყებს ძირითადში. არაა გამორიცხული რომ ბარკოლა დააყენოს. არადა, მარჯვნივ და ცენტრში ხვიჩა გინდ ყოფილა და გინდ არა. ეგ კი არადა, უკვე თავის ფლანგიდან უჭირს შეტევა. სანამ ესენი ტიკი-ტაკას აგორებენ, ხვიჩას უკვე მჭიდროდ კეტავენ და თავს ზემოთ ნაღდად ვერ ახტება. გააფუჭეს რა ბიჭი, აღარც გვახსოვს ბოლოს როდის გააკეთა დრიბლინგი.
მალხაზ ჯობავა
ა, ძმაო შემადგენლობა! რად უნდა ამ შემადგენლობას ექსპერიმენტები და ახალი ველოსიპედის გამოგონება. გაიყვანე, მიანრგრევენ, მორჩა. შიგადაშიგ რათქმაუნდა საჭიროა სწორე შეცვლები და მაგას ქე მიხედავს.
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
აბუაშვილის "მეცი" "ლავალს" დაუზავდა
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა
[VIDEO] ლა ლიგაში წიტაიშვილის დებიუტი შედგა - "რაიო ვალეკანომ" "რასინგს" მოუგო
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა