საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში სავარჯიშო და დახურული ხასიათის მატჩი გამართა ჩეხეთთან, რომელსაც ქალთა საკალათბურთო კლუბ USK-ს დარბაზმა უმასპინძლა. შეხვედრას არ ჰყავდა მაყურებელი, არ მომხდარა მოთამაშეთა ანონსირება და არ შესრულებულა ეროვნული ჰიმნები.

ეს გახლდათ 21 აგვისტოს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ დამატებითი შესაძლებლობა, გუნდებს სათამაშო ტაქტიკა და კომბინაციები დაემუშავებინათ. საქართველოს ნაკრების ჩეხეთში ყოფნით ჩეხებმაც ისარგებლეს და ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში დამატებითი სპარინგი დაგეგმეს.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც ფეხის მოძრაობისას დისკომფორტს გრძნობდა და საერთო გადაწყვეტილებით მას დასვენების საშუალება მისცეს. მამუკელაშილი ჩეხეთთან პორდუბიცეში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

ჩეხეთთან მატჩის 12-კაციან განაცხადში არ ყოფილა კიდევ 3 კალათბურთელი – გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი და სანდრო სანაძე. ამ უკანასკნელმა გუშინწინდელი ვარჯიშის დროს ფეხი ისე ამოიბრუნა, რომ თაბაშირში ჩაუსვეს. სანდრო სანაძისთვის სანაკრებო შეკრება დასრულდა და მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა საევრობასკეტო შემადგენლობა კიდევ 2 მოთამაშით შეამცირა.

რაც შეეხება მატჩს, საქართველოს ნაკრებს ჰქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ხარვეზები სჭარბობდა, რის გამოც საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ჩეხებმა 34 ცდიდან 15 სამქულიანი ჩააგდეს, საქართველომ კი ვერც პერიმეტრის დაცვა მოახერხა და შორი სროლები თავადაც არ წაუვიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა იმდენი სამიანი ესროლა, რამდენიც ჩეხებმა ჩააგდეს – 15, საიდანაც 5 გამოიყენა და წასაგებად გაიწირა.

საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ჰქონდა სამწამიან ზონაში, სადაც გოგა ბითაძეს რომ ვერ აჩერებდნენ, უხეშად ეთამაშებოდნენ. ამის გამო გოგამ ტექნიკური მიიღო, ჯარიმებიც ნაადრევად დაუგროვდა და მოედნის დატოვება მოუწია. თუმცა არც გიორგი შერმადინი აკლებდა ჩეხებს ფარქვეშ ხელს და ამიტომაც მასპინძლებმა სტრატეგია შეცვალეს. სამქულიანებზე გადავიდნენ და ამ საქმიდან ხეირი რომ ნახეს, ბოლომდე უერთგულეს.

საბოლოოდ შეხვედრა 103:83 დასრულდა. ორივე გუნდმა საკმაოდ ბევრი ქულა მოიხვეჭა. საქართველოს ნაკრებში 17-17 ქულით გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე გამოირჩნენ. 14 ქულა ჰქონდა კამარ ბოლდუინს, 11 – გოგა ბითაძეს.

საქართველოს ნაკრები 21 აგვისტოს, დილას, 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პორდუბიცეში გაემგზავრა, სადაც სასტუმროში დაბინავდება და საღამოს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

GBF

zura222
ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა რომ რაც შეიძლება მალე გააუქმონ სამქულიანები ! არ ვიცი რაა ჩვენი ნამდვილი ჭირია ეს სამქულიანები @ და რამდენი თამაში წავაგეთ ისეთი რომ სამიანები რომ არ ყოფილიყო აუცილებლად მოვიგებდით ! ყველამ ისწავლა სამქულიანების სროლა ერთი ჩვენ ვერ მოვაბით თავი @ ვინც ასე თუ ისე კარგი მსროლელი გვყავდა ლეგიონერები ისინი გავუშვით და უაზროებით შევცვალეთ @ სამქულიანების გაუქმებას არ აპირებენ და შეიძლება მალე 4-5 ქულიანებიც შემოიღონ@ ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა მოვამზადოთ მსროლელები ჯერ კიდევ პატარა ბაცშვებიდან უნდა დავიწყოთ და დღეში მინიმუმ 3 საათი უნდა ასროლინონ და ასროლინოონ ! სხვანაირად 10 წლის მერეც ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით !
ვაააა-ს
რაც გოგამ მიახწია შენ იმის მეათასედს ვერ მიახწევ.შენ კი არა მთელი შენი მოდგმა
ვაააა
გოგას 11 ქულით სამწამიანში უბატონია. :DDD დაულეწია ფარი და ეგ არის!:DDD
ფეოლა
ვერ ხედავთ რომ თამაში არავის უნდა? ძალით ავარჯიშებენ ბიჭებს, გაგიჟდები კაცი. გაუშვით სახლებში, ზაფხულია, ხალხს დასვენება უნდა.
"კოლია ძერიუგინი" - ს-ს
შენ - კი.
"კოლია ძერიუგინი" - ს
ანუ გამოუვალიდან რომ გავალთ განავალი ვიქნებით?
ფოტოგრაფი
აი, დაახლოებით ასეთი სახის გამომეტყველება ექნება ბოლოს ჯიკიჩს, როგორიც ამ სურათზე აქვს. მაგრამ ორდენს მაინც დავკიდებთ, ბევრი გვაქვს კანცელარიაში.)))))
კოლია ძერიუგინი
ანუ ჯიკიჩმა მიასეკვესტრა გუნდი? და რაღა დარჩა გუნდისგან, ხუთი კაცი მაინც გროვდება თუ ოთხითაც გადავურბენთ ბერძნებს და იტალიელებს?)) ნუ შეიძლება ესპანეთთან გაგვიჭირდეს ცოტა, მაგრამ მე პირადად ჯინჭარაძე-კორსანტიას ტანდემის იმედი მაქვს. ყველას მოვიგებთ, მხოლოდ კვიპროსთან დავთმობთ და გავალთ. სად გავალთ? ვიტყოდი, მაგრამ მრცხვენია.)))
ჭინჭრაქა
ლონდარიძე ხელშეუხებელია, გუნდის თილისმაა, არავინ გაბედოს მაგის შეკვეცა. აი ნახავთ ესპანეთს როგორ გადაახევს თავზე ბურთს. მაგათთვის ინახავს ჯიკიჩი, სიურპრიზს გვიმზადებს.:)
ხვიჩა მაგარია!
საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ჰქონდა სამწამიან ზონაში, სადაც გოგა ბითაძეს რომ ვერ აჩერებდნენ, უხეშად ეთამაშებოდნენ. ამის გამო გოგამ ტექნიკური მიიღო, ჯარიმებიც ნაადრევად დაუგროვდა და მოედნის დატოვება მოუწია. ))) მაგარი უპირატესობა ჰქონია. )))) ისე, ხუმრობა იქით იყოს და ამ სამიანებზე რატომ უკანკალებთ ხელი? ორჯერ მეტი უსვრიათ ჩეხებს და დაუბომბიათ კიდეც. სანაძე პერიმეტრზე რომ გარე განათების ბოძივით დგება, ვერ უნდა ტყორცნოს? ბევრზე უკეთესად ეხერხება 3-ქულიანები. ეს შეკვეცა ხომ ცალკე საღადაო თემაა, კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ჯიკიჩი სხვა პლანეტაზეა, დიფსთეითშია გასული.))))))))))))
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია