დასრულდა მსოფლიოს 2027 წლის პრე-საკვალიფიკაციო ტურნირი და გაირკვა ის 2 ნაკრები, რომლებიც მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იქნებიან. ეს გახლავთ უკრაინა და დანია, რომელთან ერთადაც საკვალიფიკაციოს A ჯგუფში საქართველოს მეტოქე ესპანეთი იქნება.

ფორმატი ასეთია: მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი 2027 წელს კატარში გაიმართება და ამ ტურნირისთვის მხოლოდ მასპინძლებს აქვთ ადგილი დაჯავშნული. დანარჩენი 31 გუნდი 2025-2027 წლებში ჩატარებელი საკვალიფიკაციოებით უნდა გაირკვეს. ყველა კონტინენტი თავის საკვალიფიკაციოს ატარებს და მუნდიალის საგზურები შემდეგნაირად არის განაწილებული: აფრიკა (5), ამერიკა (7), აზია-ოკეანეთი (7), ევროპა (12).

ევროპის საკვალიფიკაციოში 32 ნაკრები მონაწილეობს, საიდანაც 24-ს, რომელთა შორისაც საქართველოც იყო, მასში მონაწილეობა ევრობასკეტ 2025-ში ასპარეზობის გამო განაღდებული ჰქონდა. ევრობასკეტზე ვერგასულმა გუნდებმა ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციოში მოსახვედრი ტურნირი, ეგრეთწოდებული პრე-საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშეს.

14 მაისს გამართული მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრისას 8 ჯგუფი დაკომპლექტდა, თუმცა წინასწარ განისაზღვრა ჯგუფებში ადგილები პრე-საკვალიფიკაციოდან გამოსული გუნდებისთვის. ამუ საქართველოსთან ესპანეთი მოხვდა, დანარჩენი 2 გუნდი კი მოგვიანებით ჩატარებული პრე-საკვალიფიკაციოს შედეგად გამოვლინდა. წინასწარ ვიცოდით რომ საქართველოსთან და ესპანეთთან ერთად ჯგუფში მოხვდებოდნენ პრე-საკვალიფიკაციოს D ჯგუფის (უკრაინა, სლოვაკეთი, შვეიცარია) გამარჯვებული და G ჯგუფში (ხორვატია, დანია, ნორვეგია) მეორე ადგილზე გასული გუნდი.

ასე და ამგვარად, D ჯგუფში უკრაინამ იპირველა, ხოლო D-ში მეორეზე დანია გავიდა. შესაბამისად, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გუნდი საბოლოოდ დაკომპლექტდა. გათამაშების ფორმატის თანახმად ჯგუფში 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი 2023 წელს ჰქონდა, იაპონიაში ჩატარებულ F ჯგუფში კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლია და მართალია, სლოვენიასთან დამარცხდა, შემდეგ რაუნდში გავიდა. მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ქართველი კალათბურთელები მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდნენ და საბოლოო ჯამში, მე-16 ადგილი დაიკავეს.

GBF.GE

ივანე ოტიაშვილი
1. უკრაინა როგორ გავიგოთ - აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინა, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინა და არა ოკუპირებული უკრაინა 2. საქართველო 3, უკრაინა 4, ესპანეთი
კოლა
ესპანეთი დაგინებული აქვთ, რომ სულ ჩვენთან ერთად უნდა იყოს შესარჩევებში?
zura222
წესით დანიასაც უნდა მოვუგოთ და უკრაინასაც ! თუ ისევ არ დაეხმარებიან ევროაკაცუკები უკრაინას @
ვეტერანი ბობსლეისტი
რავი, ორი უკრაინა კი გვყავს ჯგუფში სურათზე.))
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო