ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

ევრობასკეტის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩეხეთთან 87:100 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ისევ ვერ დაგვეხმარა შენგელია, ბითაძე კი დაასვენეს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი, შერმადინი. თამაში შედეგიანი გამოვიდა, პერიმეტრს ვერ ვკეტავდით, მეტოქე სამქულიანებს და საჯარიმოებს კარგად ასრულებდა, პირველი მეოთხედი 27:28, ხოლო პირველი ტაიმი  42:55 დავთმეთ.

თამაშის სურათი დიდი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა და საბოლოოდ მორიგი მარცხი განვიცადეთ.

22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მამუკელაშვილი იყო (პლუს 7 მოხსნა), ბურჯანაძემ 14 ქულა ჩააგდო (6 მოხსნა), შერმადინმა (8 მოხსნა) და სანაძემ 13-13, ბოლდუინმა 9, ანდრონიკაშვილმა 8, ოჩხიკიძემ 7, ლონდარიძემ და კორსანტიამ - თითო-თითო.

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს, მოსამზადებელ ეტაპზე ყველა სპარინგი წააგო.

როგორ გეტყობათ,რომ ასაკობრივი ნაკრებების თამაში არ გიყურებიათ.იქ „ინტელექტსაც“ ნახავდით და „ოსტატობასაც“.გვირაბის ბოლოში სინათლე კი არა,სინათლის ანარეკლიც კი არ ჩანს.

• ვაჟა

ნაკრებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს და ძნელია მაგ მდგომარეობაში მაღალ შედეგებს ველოდოთ. შენგელიას თამაში საერთოდ სათუოა. ტრავმებს იშუშებენ ბოლდუინი, ანდრონიკაშვილი, ბითაძე, შერმადინი. მოკლედ, იმედია 28 აგვისტოსთვის თუ არა, ბოლო 3 თამაშში მაინც ფორმაში იქნებიან. წარმატებები

• S.K.K.

P.S. ვგულისხმობ შესარჩევის პირველი ციკლი (დანია, უკრაინასთან) თორემ 12 საუკეთესოში რომ ვერ მოვხვდებით, მგონი ზედმეტია ამაზე ლაპარაკი)

• tedo

უყვირის კი არა , ჭამს სიმეონე , მაგრამ არავინ ითრგუნება .პიროვნულ სეურაცხყოფას აყენებს ? ყვირილის გარდა , ნეტავ სხვა პრობლემა არ ექნებოდეს ჯიკიჩს . რას ქვია ითრგუნება ? თუ ამხელა კაცები , იმას ვერ ხვდებიან , რომ მწვრთნელიც ადამიანია და ემოცია აქვს , რაზე აქვტ საერტოდ პრეტენზია ?

• S.K.K.

დღეს თამაშებს დიდწილად სამქულიანები იგებს. სროლა ავტომატიზმამდე უნდა იყოს დაყვანილი (და არა ვაი თუ ჩავარდეს); ამისთვის საჭიროა კვირაში ათასჯერ მაინც ისროლოს მოთამაშემ ვარჯიშის დროს. უნდა გვყავდეს გუნდში მინიმუმ ორი შტატიანი მსროლელი. რაც შეეხება ნაკრებს, თუ მოხდა სასწაული და მეოთხე ადგილით გავედით დიდი ალბათობით საფრანგეთს გადავეყრებით. ძველმა თაობამ მაქსიმუმ კიდევ ერთი (მსოფლიო) შესარჩევი გაქაჩოს. ამის მერე უახლოესი მომავალი არ ჩანს.

• კონსპირაციის თეორია

ამხანაგურ სპარინგებში წაგება ჯიკიჩის ტაქტიკური სქემის ნაწილია. ასეთი გზით აბნევს მომავალ მეტოქეებს. :) P.s ვაი თქვენს პატრონს!

• სტალინი

ლონდარიძე კალათბურთელი ყოფილა, მაგრამ კალათში სროლა არ იცის. მისი ბრალი არაა, მაჯა არა აქვს დაყენებული, ეს კი უკვე ბავშვობის მწვრთნელის ბრალია

• კიკი

კაი ერთი თუ კაცი ხარ. სანიკიძეს სად სცალია, კანონებზე კონცენტრირებული პარლამენტში

• 50%???

გოლდენ სტეიტი ისვრის 35%-ით და ნუ დავჩაგრავთ სტატში! :) :)

• მაგრად მოემზადნენ)))

ლამის ერთი თვე ემზადებიან და გუნდს ოპტიმალური შემადგენლობით ერთი თამაშიც არ გაუმართავს. ან ბითაძის უთამაშებლობა რას გავდა გუშინ? ჰო, მართლა. ჰიმნს რატომ არ მღერიან მამუ და ბითაძე, ქართული დაავიწყდათ ამერიკაში ყოფნისას? ან ეს სიცილი და თავჩაღუნული დგომა რა წესია? ჰიმნზე ხალხი ტირის ემოციებისგან, იქნებ ეს ვინმემ აუხსნას გოგას, დიდი ბიჭია უკვე და მეტი სერიოზულობა მართებს. ცალკე თემაა ახალგაზრდები. რატომ ყავთ ნაკრებში, თუ ამხანაგურებშიც კი არ ათამაშებენ? ვინმეს გჯერათ რომ მათ ესპანეთთან და საბერძნეთთან ათამაშებს ჯიკიჩი? ბიჭებს კიდე ნუ უყვირის, ითრგუნება ეგრე სპორტსმენი, კარგი მწვრთნელი პირველ რიგში კარგი აღმზრდელი, დამრიგებელი და მასწავლებელი უნდა იყოს! არ გყოფნის ნერვები ზუროსივით, მაშინ დაახვიე!

• გაკვირვებული

როცა გუნდი წარმატებებს აღწევდა ლნდარიძე მაშინაც ირიცხებოდა გუნდში! ახლა ლონდარიძის პრობლემა არ დგას. პრობლემა არის ბოლდუინი და ვინმე მე-2 ბოლდუინის პოზიციაზე. ჯიკიჩი გამოუვალ მდგომარეობაშია, ვერანაირ სქემას ვერ დახაზავს რადგან გამთამაშებლები არ გვყვანან. ოჩხიკიძე და ანდრონიკაშვილი მხოლოდ არარსებული გამთააშებლების შესვენებისათვის 2-3 წუთით შეიძლება ივარგონ. მოკლედ ნაკრები ძალიან დაბალი დონეა!

• ჯორდანი

ერთი კაი სილა უნდა მწვრთნელებიან კალათბურთელებიანათ ყველას და გამოფხიზლდებიან. სად იპოვეს ეს ჯიკიჩი რაგბისტი უფროა ვიდრე კალათბურთელი.

• მარი

მარკო არა, რიკი რუბიო!

• ჯელა

ერთი სიტყვაა ჩემი მხრიდან. კრახი!

• გივი

ჩეხეთს და პილონეთს რომ ვერ მოუგებ ფედერაცია დაიხურე ქუდი და წადი.ესპანეთს და საბერძნეთის მომგებები ვართ...კატასტროფა...პასუხს რატო არავინ ითხოვს საინტეტესოა.

• მარი

მაგას დამატებული მარკო რუბიო და ალბერტო აბალდე

• თემური

ქართულ კალათბურთში აშკარა კრიზისია - შერმადინი და შენგელია ასაკში შევიდნენ, ამასთან თოკოს ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა. ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფულად დაბალია, აქედან ჯინჭარაძესა და ლონდარიძეზე უკეთესი მოთამაშე იძებნებაა. ასაკობრივი ნაკრებებიც რეგრესს განიცდიან, 16 წლიანების 11-12 ადგილიც ჯგუფში წარმატებათ მიგვაჩნია.ამ დროს აშშ კოლეჯებში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ სალარიძე, მერკვილაძე, ავალიანი, რომლებიც თავის გუნდებში ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ფედერაცია არც დაინტერესებულა მათი თუნდაც მოსინჯვით. ან სულაც 217 სმ სიმაღლის გიგიბერია ლონდარიძეს ყველა შემთხვევაში აჯიბებდა. ბავშთა კალათბურთშიც სასწავლო პროცესი აშკარად მიშვებულია, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი, რომლის აპარატი უნდა აკონტროლებდეს სპორტული სკოლების საქმიანობას, საკუთარ აკადემიას აყალიბებს. ორდენები და მედლები საქმეს რომ შველოდეს, მაგას ზარაფხანაც კარგად მოუვლიდა!

• კობა

სამწუხაროდ, ამდენი წაგების მერე ძნელი იქნება მოგება, მაგრამ არა შეუძლებელი!!...

• ბოლდუინი ?

ახლა "რაღა დროსია", მაგრამ ბოლდუინი ვისი იდეა იყო ? აშკარად, ვერ "ქაჩავს"! ჰოდა, იქნებ მსოფლიოს შესარჩევისთვის, ანუ ევროპის შემდეგ ვინმე ახალი მოინახოს...

• Kaxa

საიდან მოიყვანეთ ეს ჯიკიჩი დაღუპა ნაკრები, დააბრუნეთ ზუროსი ან დანიშნეთ მარკოიშვილი, კაცი მონაკოში მუშაობს მწვრთნელის დამხმარეთ და ჯიკიჩზე ბევრათ კარგათ ესმის თანამედროვე კალათბურთი. სირცხვილიაააააა სირცხვილიიიი, რასაც ეს კაცი ათამაშებს ჩვენ ბიჭებს.

• ლონდარიძე სანიკის ბიძაშვილია თუ ჯიკიჩის?))))-s

ნუ იცით ხოლმე ეს უკბილო ხუმრობები. ლონდარიძე შიდა ჩემპიონატის ვარსკვლავია და 2017 წლიდან საქართველოს ნაკრებშია. სად იყო მაშინ სანიკიძე და ჯიკიჩი ? თანაც ცენტრები არ გვიჭირს, სხვა პოზიციებზე ხო ჯორდანები დარბიან. სროლა რომ არ იცის არავინ , ეგეც სანიკიძე-ჯიკიჩის ბრალია ?

• BOSS

არ ვიცი რა ხდება ფედერაციაში,მაგრამ ფაქტია რომ საშინაო ევროზე ჩავვარდით,ეხლა საერთოდ უდონო გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ.ლონდარიძე უკვე საღადაო თემად იქცა …შეიძლება კვიპროსს მოვუგოთ და მონტენეგროსაც,მაგრამ შემდეგ შესარჩევ ციკლში ძირეული ცვლილებებია საჭირო,როგორც სამწვ შტაბში ისე ნაკრებში.ჯობია ახალგ დროზე შევუშვათ გუნდში და გამოცდილებთან ერთად ითამაშონ,ოღონდ ვისაც ხელი არ უკანკალებს სროლისას და სულს და გულს ჩადებს ნებისმიერ თამაშში

ახლა ფინალურ ეტაპზე მაინც გავაღწიეთ და ამ შემადგენლობას მამუკელაშივილი,ბითაძე და შერმადინი რომ დააკლდებიან,მაშინ რაღა უნდა ვითამაშოთ და რისი იმედი გვქონდეს?!ფაჩულიას და სანიკიძის თაობა ნაკრებში რომ მოვიდნენ,20 წლისები,უკვე მხეცები იყვნენ.ახლა მათ ხელში გამოზრდილები, დღევანდელი 18,20 წლის კალათბურთელები,დავიჯერო თვითონ მაინც მოსწონთ?წელს უკვრ მეათე სეზონს იწყებს ფაჩულიას აკადემია.უკვე დროა,მისი აღზრდილები პირველ ნაკრებში ჩანდნენ.ჩანან?მანაც და სანიკიძემაც,რაღაცა უნდა შეცვალონ მუშაობაში,თანაც სასწრაფოდ,თორემ ვარსკვლავები თანდათან ტოვებენ სარბიელს და თუ მათ გვერდით არ დავაჟკაცდა მომდევნო თაობა და თაობათა წყვეტა მოხდა,(ახლა,ეს თითქოს გარდაუვალი ჩანს)ძალიან გაჭირდება,ძველი დონის შენარჩუნებაც კი.ვიცი,რომ პიროვნულად ძალიან კარგი ბიჭია ლონდარიძე,ალბათ 10 წელია ნაკრების წევრია და სკამიდან დდებული გულშემატკივრობა იცის,მაგრამ შეუშვეს მოედანზე და 6 ჯარიმიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო.ისეა დაძაბული,რომ პირველი სროლა,კინაღამ საერთოდ ააცილა კალათს.აზრი აქვს მის ნაკრებში გაჩერებას?ორი ტექნიკური ჯარიმა ავიღეთ და შერმადინი როგორ გამოვიდა წყობილებიდან,ასეთი მისგან არაფერი მახსოვს.გრძნობენ ბიჭები,რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ და ნერვები აწყდებათ.ისევ მათ ზურგზე გადაივლის ეს ჩემპიონატიც,მაგრამ წლები თავისას შვრება და ესმით,რომ სულ უფრო ნაკლების გაწევა შეუძლიათ,უკვე ვეღარ ეწევიან და ნერვიულობენ.მესმის მათი,ვუთანაგრძნობ,მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია?! საპალნეაკიდებული ვირი,დიდი ტვირთის ქვეშ რომ დავარდება,ცემა ტყეპით და გინებით ვერ ააყენებ,ისევ მოფერებამ და გამხნევებამ შეიძლება გასჭრას.ჰოდა ჩვენც გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები,იქნებ რაღაცა კიდევ შესძლონ,თორემ დაცინვა და გინება,კიდევ უფრო დაადუნებს,ისედაც დასუსტებულ ნაკრებს.სავარაუდოდ,ამის შემდეგ კაი ხანს,ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ჩვენ ნაკრებს ვეღარ ვიხილავთ,ჰო და შევირგოთ,სანამ ეს მაინც გვაქვს.

• ეჰ, გაგვშიფრეს და მაგიტომაც წავაგეთ

სწორედ მაშინ, როცა ჯიკიჩმა ლონდარიძეს და კორსანტიას 30-ქულიანი დაწინაურების სქემა მოუხაზა, უკნიდან დიფსთეითი მიეპარა კამერით და ეგრევე გადააგზავნა ჩეხთა ბანაკში. აბა ამის მერე რაღას გახდებოდნენ ჩვენი მფრინავი არწივები.....

• df

ჯიკიჩ, ვიცით რომ შეგტენეს ლონდარიძე და მეორე მაგისი მსგავსი ლონდრე ბოისას სახით, მაგრამ ნუ ათამაშებ მაინც. არ არის არაფრის დამტკიცება საჭირო, ისედაც ვიცით ვის ხელში ხარ. მე მცხვენია ლონდარიძის და ფედერაციის ნაცვლად. თავმოყვარეობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, მთელი ერის დასაცინი შენ ხარ და დღეს ჩეხებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინე, რომ შენს მეტი ოპერატორი არავის აჩვენებდა მსხვილი კადრით.

• გაბო

ამ ნაკრების კრიტერიუმი იზომება მხოლოდ ცხვირის ზომით

• ინტელექტუალი

მაინტერესებს, საერთოდ საკალათბურთო აზროვნება რაიმე კრიტერიუმით თუ იზომება? ლონდარიძეს, ჯინჭარაძეს და კორსანტიას რა უნდათ ნაკრებში? არ ჯობია 15 წლის ბავშვები წაეყვანათ? გამოცდილებას მაინც მიიღებდნენ.

• ლონდარიძე სანიკის ბიძაშვილია თუ ჯიკიჩის?))))

ძნელია მხოლოდ ერთი პროფესიონალის იმედად ყოფნა, დაიღალა ლონდარიძე და გუნდიც გატყდა.

• ცოტნე

თამაშსს მალავენ ჩვენები.. ვერ ხედავ ჯიკიჩმა კამერა გააწიეთო ისეთ ტაქტიკას ხაზავდა. არ დამინახონო… მართლა რა იქნება

• ჟორა

გუნდს, რომელსაც 3 ქულიანების სროლაში 50%-ანი შედეგი მაინც არ აქვს, არანაირ ტურნირზე არ ექნება შანსი. ვაკვირდები და ყოველთვის ისეთი ბედოვლათი უცხოელი გვყავს დამატებული, როგორებიც ჩვენები არიან.

• A

მსგავსი სუსტი ნაკრები ყველა რგოლში, 3 წამიანის გარდა, მე ევროზე არ მეგულებს, ჩეხებს და პოლონელებს ახევენ ბურთს, ჩვენ იქით გვახევენ, საშველს ვერ ვხედავ

• ანი

ესპანეთი ძმები ერნანგომესების მეთაურობით გაგვანადგურებენ!

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში

ურთულეს ჯგუფში - EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია