"ცელიეს" პრეზიდენტმა და რუსეთის სკეიტბორდის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი კოლოტილომ Championship-თან ინტერვიუში რუსული ფეხბურთის საერთაშორისო არენაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

კოლოტილოს თქმით, მას სჯერა, რომ ჩეფერინი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

"უეფას პრეზიდენტი, სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი, რუსულ ფეხბურთზე გიჟდება. ის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია, რათა რუსული ფეხბურთი ევროპულ არენას დაუბრუნოს. ყველას ნამდვილად სჯერა, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ამ სიტუაციაში მძევლები ვართ. დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ საჭიროც კი ჩვენთვის. ყველას გვჯერა, რომ მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე, და კიდევ უკეთესად. მაგრამ მომთმენები უნდა ვიყოთ. რუსულმა კლუბებმა უნდა გაიაზრონ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის არარსებობის მიუხედავად, გაჩერება არ შეიძლება. იგივე ეხება რუსეთის ნაკრებსაც. აფრიკელებთან გამარჯვება კარგია, მაგრამ კარგია ისიც, რომ ახლა ჩილე და პერუ გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებს შორის. ეს ამხანაგური მატჩები ბევრად სერიოზულია! ეს ყველას სჭირდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსულ ფეხბურთს დადებითი იმიჯი შევინარჩუნოთ", – თქვა კოლოტილომ "ჩემპიონატის" კორესპონდენტ ვლადისლავ კრუგლოვთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები და რუსული საფეხბურთო კლუბები 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს.

იმერელი
ეს ტრუხა ბაზარია
Toti
ეჰ ისეთი პირი უჩანს მალე ჩვენთანაც ითამაშებენ ამხანაგურათ
კასპიდან
ბარემ დაწერე,ჩვენთანაც მართლები არიან თქო!..აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი"წმინდა რუსული მისიაა!"რომ 9 აპრილს ნიჩბებით რომ დაერივნენ მომიტინგეებს ესეც დასავლეთთან ომის ნაწილი იყო,რუსეთი რომ ძირგამომთხრელ საქმეს დღენიადაგ ეწევა საქართველოს წინააღმდეგ ესეც ამ,ლიბერასტების,მედასავლეთეების წინააღმდეგ წარმოებული ომის ნაწილია,ასე ფიქრობ ალბათ!..მართლა მებრალები
კასპიდანს
ომს და სამხედრო აგრესიას კი არ უჭერენ მხარს,არამედ თავიანთ ქვეყანას,რომელიც მართალია უკრაინასთანაც,ევროპასთანაც,ნატოსთანაც და ამერიკასთანაც.მეტს არ ვიტყვი ,ვინაიდან ისე გაქვთ თავები გაბრუებულები ე.წ. ლიბერასტული ნარატივებით ,ახსნას აზრი არ აქვს .
კასპიდან
თქვენი სპორტსმენები მხარს უჭერენ ომს,სამხედრო აგრესიას და ასეთ შემთხვევაში არაფერი გესაქმებათ საერთაშორისო ასპარეზობებზე
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გაუტკბა პრეზიდენტობა - ჩეფერინმა პუტინის გზა აირჩია
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს