ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

"იუთუბარხზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახლდათ.

კობიაშვილი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, სადაც ქართველმა სპეციალისტმა ჩემპიონატის დაბალ დონეს გაუსვა ხაზი.

რა თქვა ჭიაბრიშვილმა?

"ჩემი შეფასება არ ვიცი ვის როგორ მოსწონს, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, გვაქვს დაბალი დონის ხარისხი და თამაშები, ამას პირადად ჩემს გუნდზე ვიტყვი. ქვეყნის ჩემპიონატი ასე არ ვითარდება, ერთ დონეზეც კი ვერაფრით ვერ ვჩერდებით, იმიტომ, რომ ყოველი წელი უარესია... ეს ვისაც ეხება - სახელმწიფომ, ფედერაციამ, კლუბებმა, ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკონ რაღაც, რომ ამ დონეს ეშველოს. ჩემპიონატის დონე საგრძნობლად დაბალია წინა წელთან შედარებით", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა ეროვნული ლიგის მე-20 ტურში საგარეჯოს "გარეჯთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ.

კობიაშვილის თქმით, მისთვის ჭიაბრიშვილის ეს განცხადება გაუგებარია.

"მინდა ამ თემასაც შევეხო, ერთი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობდა... სიმართლე გითხრათ, რაღაც ვიდეო ვნახე და მართლა გაუგებარია, რასაც აკეთებს. მგონია, რომ თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, ადამიანი საერთოდ მწვრთნელია, თუ ექსპერტი. ისეთ რაღაცებს საუბრობს, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მგონია, რომ სისულელეა, რასაც საუბრობს. თურმე ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩვენი ჩემპიონატის დონე აამაღლოს და გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი. კი ბატონო, ვიცით, რომ არის ძალიან დაბალი, დიდი ხანია, რაც ამას ვხედავთ და ამას ვიძახი დიდი ხანია, რომ დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს? ანუ ფედერაციამ უნდა იზრუნოს? ადამიანი, რომელიც ირჩევს ფეხბურთელებს, შენ მოგყავს, კონტრაქტს შენ უფორმებ, შენ ამზადებ, შენ მიგყავს შეკრებაზე, შენ ავარჯიშებ, შენ ათამაშებ, ტაქტიკას შენ განაგებ და ვინ უნდა აწიოს ჩემპიონატის დონე? ანუ მე უნდა ავწიო მისი გუნდის მომზადების ხარისხი?

სამწუხაროა ის, რომ ამ მესიჯს კარგად ყიდი, ვიღაც ამას იჯერებს. პრობლემა იცით, რაშია? ამას საუბრობს ადამიანი, რომლისგანაც პირიქით მოლოდინი გაქვს, რომ თავის მუშაობით გუნდს ხელს დაატყობს, ან მანამდე სადაც მუშაობდა, რომ ჩემპიონატის ხარისხი აწიოს. ეს ადამიანი ბათუმის "დინამომდე" ბევრ სხვა გუნდში იყო და მათ შორის ევროტურნირებიც აქვს ნათამაშები და აღარ ვიტყვი ვინ გამოაგდო და რა ეტაპები აქვს გავლილი  და როგორ აქვს.

• beqa

ფეხბურთის ფედერაციის მოვალეობაა ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა,საინტერესოა თუ კლუბები არ განვითარდა საიდან უნდა შეავსოს ნაკრები?

• ტიტე

კობიაშვილი ამ შემთხვევაში საუბრობს აბსოლუტურ სიმართლეს, ჩემპიონატის დონის ამაღლებას არ და ვერ უზრუნველყოფს ფედერაცია, ამასთანავე ფეხბურთის განვითარების ფონდი არ არის ფედერაციის სტრუქტურა და ის არ ურიცხავს თანხას კლუბებს, აი რაც შეეხება ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და სისწორე ნამდვილად უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ, კი ამბობს ბატონი ფედერაციის პრეზიდენტი დარწმუნებული ვარ კონტროლდება აუდიტი უტარდება ამ თანხებსო, მაგრამ მთლად ასე ლამაზად არ მგონია იყოს საქმე, რამოდენიმე გუნდს ატვირთული აქვს აუდიტის დასკვნა და გაგეცინება ოდნავ ჩახედულ ადამიანს იქ რა ციფრებიცაა მოყვანილი, როგორც შემოსავლების ნაწილში ისე ხარჯვაში. კლუბის მეპატრონეებს უნდა მოსთხოვოს სახელმწიფომ გაცილებით მეტი და ჩემი აზრით, თანხაც უნდა გაიცეს ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგის შესაბამისად, თორემ მიეჩვივნენ „უფასო ფულს“ და თავს ბედნიერად გრძნობენ იმით რასაც „ხრავენ“. პატარა აკაკი წერეთელი რომ ყვება ლექსს „ბეღელს თაგვი შესჩვევია, ხრავს თუ რამ სახრავია, მაგრამ უფრო დიდი თაგვი, თავად მოურავიაო“ ისეა საქმე, ვინც ინვესტიციის მოზიდვაზე, კარგი ლეგიონერების ჩამოყვანაზე, კლუბზე ფულის ხარჯვაზე, სწორი სტრუქტურის და გარემოს შექმნაზე როგორც „ოსტატთა“ გუნდში, ასევე საბავშვო აკადემიებში, პასუხისმგებლები უნდა იყვნენ, ისინი ბეღლის ხვრაზე არიან გადასულები, ამიტომ მათ უნდა მოეთხოვოთ. სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ნამცხვრის და მათრახის, ვინც კარგად გაუძღვება საქმეს ნამცხვრის დიდი ნაჭერი მიიღოს, ხოლო ვინც „მღრნელად“ არის გადაქცეული იმაზე მათრახი ალალია.

• ლაშა

კობიაშვილი სიმართლეს ამბობს. პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობის 95%-მა არ ოც8ს, ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატს მხოლოდ ორგანიზებას უკეთებს.კლუბები კერძოა და მათი დონ8ს ამაღლებაზე კლუბების მფლ9ბელებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ინდა იზრუნონ. ფედერაცია კლუბს არ ფლობს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ის დაფინანსებაში, ინგრასტრუქტურის მოწყობაში ეხმარება, მაგრამ კლუბების დონესთან კავშირი არ აქვს.

• ვახო

რა გჭირს ქართველი არ ხარ? ენა როგორ გიბრუნდება და ნაკრების ჩაფლავებაზე როგორ ლაპარაკობ მაგ ბოღმას ნთხევას ჯობია რამე წესიერი უსურვო ან მინიმუმ გაჩუმდე მაინც ამ ვითომ პოლიტიკამ საერთოდ ნუ გაგაბოროტათ...!

• ჟორა გაბრიჭიძე

ქართული ფეხბურთის უბედურება იცით რაშია? პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ყველას მეგობარი და ძმაკაცია, ამიტომ არ მიდის კრიტიკა და საუბარი პრობლემებზე და დამნაშავის მონახვაზე. აგერ კაცმა რაღაც თქვა კრიტიკული და თვით ფედერაციის პრეზიდენტმა ჩაწიხლა. ამის შემდეგ ვის მოუნდება ობიექტურად იმსჯელოს ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე? იყო პარლამენტში რაღაც დადგენილება მიიღეს მათზე ვინც ორ თანამდეგობას იკავებს, რატომ არ მოქმედებს ფეხბურთში ასეთი რამ? კობიაშვილი ან ცუდად ასრულებს ფედერაციის პრეზიდენტის ფუნქციას ან ცუდი პარლამენტარია. არაა კაცი ქვეყნად ვინც ორ ასეთ ერთმანეთისგან დაშორებულ საქმიანობას ეწევა და წარმატებულად, მით უმეტეს ფედერაციაშიაც პირდაპირ მინდვრიდან მოვიდა და არანაირი სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია. არა გვაქვს ჩვენ ფეხბურთში ისე საქმე, რომ მისი პრეზიდენტი სხვა საქმითაც დაკავდეს.

• ზურაბ

რა იყო, ბიჯო, კობიაშვილზე გოიმი რო ვთქვი, მაგიტო არ აქვეყნებთ? გეშინიათ მაგათი თუ რაშია საქმე?

• რომული

ნაკრები, რო ჩაფლავდება ახლა მსოფლიო შესარჩევში, მერე ვნახავ ვის დააბრალებთ, თუმცა რა ეგერ კალათბურთში ყველაფერს ვაგებთ და ფედერაციას მაინც ყინჩად უჭირავს თავი.

• საბა

ვერ გავიგე რა უნდა კობიაშვილს?შოთი არველაძემ არ გამაკრიტიკოსო,ჭიაბრიშვილმა არ გამაკრიტიკოსო,გუცაევმა,ჩივაძემ გაბელიამ,სულაქველიძემ,ხურცილავამ შეიძლება რო გაგარიტიკოს "პატივცემული ფედერაციის პრეზიდენტო"?

დაგუგლე და ამოგიგდებს სტატიებს

• მდაა

არველაძეების დროს ხომ ყვაოდა ფეხბურთი ჯერ ნაკრებში ….ჩემ ძმას თუ არ ათამაშებ გერმანიასთან არც ჩვენ ტყუპები არ ვითამაშებთო …!!! და ეგ ძმა არ იჯდა 20 წელიწადი ფედერაციაში რა გააკეთა ….სანან ყოველ დილას ყოველივე ქართველი არ ადგება და თავის გასაკათებელ საქმეს არ გააკეთებს ეგრე ვიქნებით სულ სხვის გინებაში იმიტომ რომ ვიღაცეების ბრალია თუ მე შენ პეტრე პავლე არ ვართ მილიონრები და ხელის განძრევა კლავიატურის მიღმა აღარავის უნდა …!!!რაც შეეხება კობის უარესის ღირსი ხარ რომ მაგ ბაყაყებს ამდენ სახელმწიფოს ფულს აძლევ და ამით ფედერაციას სვრი კლუბებთან შეხებაში შეეშვი თქო დამხრჩვალან იმ თავიანთ ჭაობში ხოლო ვინც გადარჩება ისინი ითამაშებენ ფეხბურთს და თუ არა და კისერიც უტეხიათ ….თქვენ კი მაგ ფული მოახმარეთ აკადემიებს და ეგ აკადემიები ათამაშე ერთმანეთში ანუ ასაკობრივთა ტურნირები 13დან 16 წლამდის აი იქ აღმოჩნდება ნიჭიერები ნაკრებისთვის აკადემიები თუ ეგ ფული იქ წავა უნდა გახდეს უფასო და სადღეღამისო უმრავ ნიჭიერ ბავშვს იპოვნით შემდეგ ტალანტი ბავშვი ყოველთვის იპოვნის გზას მაინც გარბიან საზღვარგარეთ 16 წლის ასაკში ისე რომ ამ მყრალ ჩემპიონატში ერთი თამაშიც არ უთამაშია ….შეწყვტეთ ამ …. ….. კლუბების დაფინანსება დაე გადარჩეს ის ვინც შეძლებს ვინც ვერა გზა დაგვილოცია მოუსვლელში დამთავრდება რა ეს კარუსელები ყველა ფეხბურთელს ყველა მწვრთნელს 10 კლუბი მაინც ექნებათ გამოცვლილი …მაგიტომაც კიდია ხალხს მაგალითს ვამბობ თუ ქუთაისელი ან ფოთელი ფეხბურთელი თამაშობს ყველგან და არ არსებობს არავითარი ტრადიცია კლუბების და თვით ფეხბურთელებს კიდია რატომ უკვირთ რომ ხალხსაც კიდია ადრე იყვნენ ეგეთი ფეხბურთელები მეგრელაძე უფროსი მთელი კარიერა გაატარა ტორპედოში მაგიტომაც უყვარდა ხალხს და დადიოდა სტაიონზე ეგეთები იყო ყველა ქალაქში და ყველა კლუბში …ვიმორებ დაინგრეს დღევანდელი სისტემა და სახელმწიფო ფულის გარეშე დაინგრევა ….და ვინებიც გადარჩება ესე იგი უყვართ ფეხბურთი და არა ფული ფეხბურთში ესე იგი აქვთ უნარი ფულის მოძიების და სხვა ბევრი უნარი …!!!

• Berzena

Hen dros gabanzda xvela klubi batono Kobi da ganadgurda saklubo pexburti. Vin unda agos pasuxi tuara tkven dajekit vcrtnelebtan da pexburthi haxedul xalxtan ertad da ikneb vinmem hkvianuri hemiktavazod . Hias ki did pativs vcem da did carmatebebs usurveb Gio xmerti hensken .didi carmatebebs gisurveb .

• kassey

პროფესორებს კობიმ სახე გააძრო:)))))))) ბრავო!!!

• forzza

არველაძის პასუხი შეგიძლია კომენტარის სახით გდმოიტანო? სად ნახე არველაძის პასუხი კობიზე. კობი სადაც იქნება არველაძეები სუნთქვას ვერ ბედავენ ისეთი მიქარული აქვთ და ეგ ყველამ იცის საფეხბურთო სამყაროში!!!!!!!!! არველაძის პასუხი არ გაიშვა :))))))))))))))))))))))

• ანაგელი

გერმანიაში , სადაც კობი თამაშობდა სახელმწიფო თითქმის ყველა კლუბის მოწილეა. კრიზისის პერიოდში მთავრობამ ფედერაციასთან ერთად შეიმუშავა 10 წლიანი პროგრამა და გამოიყვანა კრიზისიდან ფეხბურთი. არა მგონია კობიმ ეს არ იცოდეს.

• მამუკა

ჭიას ვიცნობ ბავშვობიდან, ძალიან მაგარი ადამიანია და თავის საქმის პროფესიონალი, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი თუ მშენებელს ხარისხიანი მასლა არ მიუტანა პატრონმა მყარ სახლს ვერ ააშენებს როგორი ძლიერი მშენებელიც არ უნდა იყოს, ასევე მწვრთნელიც, თუ გუნდის მეპატრონემ არ იზრუნა ხარისხიანი ფეხბურთელების მოყვანაზე შედეგი ვერ დაიდება, ზუსტად ეს უპასუხა კობიმ რომ სახელმწიფო ყველა გუნდს ვერ დააფინანსებსო და პრიორიტეტდიც ვერავინ ვერ ეყოლებაო, ამიტომ კლუბების მეპატრონეებმა უნდა იზრუნონ რომ ფული ჩადონ და კლასი ამაღლდესო.

• sd-ს

ნაურუ! იქ პრეზიდენტი ყველაფერია. ყველა სფეროს მინისტრიცაა

• Ქართველი

Ჭიაბრიშვლის ვეთანხმები იმაში რო შეიძლება ერთად დასხდომა და რაღაც გამოსავლის პოვნა. Კობიაშვილს კი იმაში ვეთანხმები რო საერთოდ არაა ეგ ფედერაციის საქმე თუ პირდაპირ შევხედავთ ყველა კლუბი კერძოა და მიხედოს მფლობელმა მოიყვანოს მაღალი ხარისხი ფეხბურთელები და მწვრთნელები ფედერაცია ვერ დააფინანსებს ყველა კლუბს მარა კიდიათ რაც ყოფნით იმაზე მეტს შოულობენ კლიბის მფლობელები და ზედმეტად არ იტკიებენ თავს ასეა ეს. Ფედერაციამ დიდი დიდი სტადიონები და ბაზები მოაწესრიგოს მარა ეგეც არაა ბოლომდე მაგათი საქმე ხელშეწყობა კი ბატონო მესმის

თფუი შენ! მე რა შუაში ვარო?! რა ხართ ეს ქოცები, არასდროს რომ არაფერ შუაში ხართ!!

• SOS

კობიაშვილის პასუხი ყველა კითხვაზე,არ მესმის! ვერ ვხედავ!არ ვლაპარაკობ!კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ საქართველოში მთავრობაში ან ფედერაციაში ოთხ წელზე მეტ ხანს არ უნდა ჰქონდეთ ძალაუფლება!

"მიხედე რა შენს საქმეს რას პროფესორი"-ასე მიმართა კობიაშვილმა არველაძეს,შოთიმ კი კარგი პასუხი გასცა,ყველამ გააკრიტიკა კობიაშვილი ამის გამო,მერე კი ბოდიშები იხადა.რა კატასტროფაა საქართველოში, თანამდებობის პირს ვინც ხალხთან არის ანგარიშვალდებული ელემენტარული კრიტიკის მოსმენაც არ უნდა!

• სოსო

კობიაშვილი ვერ იტანს ვერანაირ კრიტიკას ჯანსაღსაც კი,შოთა არველაძესაც კი კაჩაობა დაუწყო და კარგი პასუხიც მიიღო!

• ზურაბ

რა შუაშია და თავშია! სწორს ამბობს წია. მერე თან ამბობს, დავხდეთ და ერთად გადავჭრათო. რა არ მოეწონა ამ გოიმს? მერე ეს ქალური კბენები რა იყო, ვისთან წააგო და გამოვარდაო? და ვის მოუგო, ის გახსოვს? შენა, ჯიგარსონ მართლა რამე ხო არ გგონია რო ხარ? მართლა დაიჯერეთ რო ლეგენდები ხართ შენ და შენმა ბრატებმა? რა შედეგი გქონდათ ერთი აბა კარგად გაიხსენეთ? მარა შენი ხასიათი შალკეში გამოჩნდა კარგად, ვიღაც ზანგს რო გაექაჩე და მერე სახეზე ხელაფარებული დავარდი. მანდ ჩანდა შენი კაცობა და ვაჟკაცობა. პროფესიონალიზმს რაც შეეხება, რას მიიჩნეს შენ დამსახურებად? კვარაცხელია რო მაგარია და უეფამ ისეთი სისტემა რო შექმნა, ვისაც არ ეზარება ყველა რო გადის? წადი რა ივნისი და ივლისი გაითვალე ჯერ კარგად რამდენიმეჯერ

• კახა

მართალია ეს კაცი რა შუაშია ფედერაცია და სახელმწიფო, ეს საკითხი უნდა გადაჭრან ხელოსნებმა. მალიარი ხარ ბიჭოო.

• ჯორჯო ბიძია

კობიმ მე რა შუაში ვარ ბოლოზე რო ვართო..სულ რო არ ჩავატაროთ ჩემპიონატი ხო შეილება?? ზაფხულია ბიჭებს დასვენება უნდათ..მაგრა ტეხავს რა..

• სოკრატე.

კობიაშვილი რას იზამს რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს. მაგას ჯობია სწორი პროექტი შექმნას და ტოტალიზატორები ჩამოაშოროს საფეხბურთო ჩემპიონატს. ძლიერი საფეხბურთო გუნდის შესაქმნელად მხოლოდ კარგი მოთამაშეები არ არის საკმარისი. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს უამრავ ფაქტორს, რათა გუნდი მართლაც წარმატებული გახდეს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. წესიერი გუნდი რომ ჩამოაყალიბო გასაკეთებელია: სწორი ხედვა და სტრატეგია, სათამაშო ფილოსოფია, ტრანსფერების პოლიტიკა, გამოცდილი და კომპეტენტური მწვრთნელები, ძლიერი კლუბური ინფრასტრუქტურა და ფინანსები, გულშემატკივრების მხარდაჭერა სასწრაფოდ სწორი მენეჯმეტია გასაკეთებელი თორე ძალიან უკან დავიხიეთ…. სირცხვილია ფედერაცია

• მარგალი

ლოგიკა კობი,ლოგიკა! თუ ჩემპიონატი მიდის წლებია უფსკრულისკენ,ისევე როგორც ქვეყანა, მეთაური ე.ი. პრეზიდენტი თუ "თავმჯდომარე" უნდა გადადგეს!!! ლოგიკა კობი,ლოგიკა!!! ,P.S. ქოც-ნაცი და ლოგიკა?

• სირცხვილია !

თქვენი მმართველობის პირობებში: ბავშვთა ფეხბურთი — პრინციპულად უყურადღებოდ მიტოვებული; რეგიონული კლუბები — თითქმის უმოქმედო, უმოტივაციო და უპერსპექტივო; მწვრთნელთა პროფესიული დონე — დაუფინანსებელი, გაუტანჯავი, ტექნიკურად ჩამორჩენილი; ეროვნული ჩემპიონატი — არაფრით მიმზიდველი შიდა სავალდებულო მოვალეობა, რომელიც უკვე მხოლოდ სახელით ცხოვრობს; ფედერაციის როლი საზოგადოებაში — ელიტარული წრის მიერ მართულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ ორგანიზაციად ქცეული. და ამის ფონზე, ფედერაცია გამოჰყოფს მილიონებს ღონისძიებებზე, რეკლამაზე და უცხოელ პარტნიორებთან პიარზე, მაგრამ ძირფესვიანი პრობლემები მიჩქმალულია — რადგან მათი მოგვარება რეალურ შრომას და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

• amataki

ბატონ კობიაშვილს სცოდნია ზედმიწევნით სად ყოფილა ქართული ფეხბურთის სისუსტეები. ფეხბურთის განვითარებით რომ ევროპის "პადვალში" ვართ, ჯუჯა ქვეყნებიც კი გვასწრებენ, შენელებული ფეხბურთი რომ გვაქვს ამ "ვაი მწვრთნელებიდან" გამომდინარე ყოფილა. ფედერაცია წელებზე ფეხს იდგამს, დღე და ღამეს ასწორებს და რად გინდა: ერთი-ორი არაფრისმცოდნე მწვრთნელი წყალში ჩაყრის ამდენი კაცის ნაამაგარს. თქვენი ნათქვამიაო და იქნება და ბატონო პრეზიდენტო, მოიძიოთ როგორმე სანიოლის მაგვარი ერთი ათიოდე მწვრთნელი. რას მოითხოვენ ნეტა ამისთანას, ორი-სამი წელი რომ მივუჩინოთ ამ არაფრისმაქნის კლუბებს. არც ისე დიდი ხნის წინ სამასი ათასი იყო თუ არ ვცდები, რომ გადავუძახეთ ბიუჯეტიდან მაგ არაფრისმცოდნეებს. ამჯერად უშუალოდ თქვენ ხელში თუ აიღებთ მაგ საქმეს, უეჭველად დასაფასებელი განვითარება უნდა ექნეს, ამ მცოდნე და გამოცდილ ფედერაციას რომ შეეფერება ისეთი! კაი საქმიზა ფული ბიუჯეტიდან არ უნდა დაგვენანოს, მასეა საჭირო და მიტომ! კი არის უკვე დრო, ვაჩვენოთ მაგ მამლაყინწა ევროპელებს, რაფრად უნდა საქმის გაკეთება თანაც აქეთ რავარ გასკდებიან გულზე ქართულ ფეხბურთს მიკედლებული "ვაიექსპერტები" და ათასი ჯურის აგენტები.

• Mamuka

ტიპი ვერ გარკვეული რა ავალია ფეხბურთის განვითარება შენს ქვეყანაში როგორც ფიფა არეგულირებს წესებს და ზრუნავს ფეღბურთის განვითარებაზე მსოფლიოში ისე შენც გვევალება კარგი ჩემპიონატის ჩატარება შენ აწესებს წესებს ბონუსებს და ზრუნავ ჩემპიონატის ამაღლებაზე ანუ კლუბები შენ თამაშს თამაშობენ ამააღლე ბონუსები და იყიდიან კარგ ფხბუთელებს კლუბები გაზარდე კლუბების დაფინანსება

კობიაშვილმა და იაშვილმა ძალიან დიდი ხანი ითამაშეს გერმანიაში,მერე კი,იქაურ სისტემაში იმუშავეს და საქართველოში თუ ვინმეს აქვს ევროპული გამოცდილება და ცოდნა,სწორედ ეს ორნი არიან.რაც გინდა თვალი დავიბრმავოთ,მათ ხელში უამრავი მოედანი,სტადიონი,საწვრთნელი ბაზა და აკადემია აშენდა საქართველოში,გუშინაც საფეხბურთო სკოლა ავაზა,რომელიც სააკაშვილმა გაყიდა და იქ მგონი ავტოსადგომი გააკეთეს,ამათ კი გამოისყიდეს,აღადგინეს და კვლავ გახსნეს.ფეხბურთელები სწორედ იიიქ გაიზრდებიან და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა,სწორედ ამ ახლად აშენებული ობიექტების დამსახურებაა.წესით,ჩემპიონატს პროფესიონალური ლიგა უნდა ატარებდეს.ადრე ასეც იყო,მაგრამ მერე ლიგა დაიშალა და ჩემპიონატი რომ არ ჩაშლილიყო,ფედერაციამ თვითონ იტვირთა,ჩემპიონატის ჩატარება.ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული და ყველა ვხედავთ,რომ საქმე გამოსწორებისაკენ ვერ მიდის.ჭიაბრიშვილი სულ ცოტა იმაში მაინც არის მართალი,რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და რაღაცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს.ამას ერთი და ორი მხარე ვერ გააკეთებს,სახელმწიფო,ფედერაცია,კლუბები,მწვრთნელები,საფეხბურთო მენეჯერები უნდა შეიკრიბონ და რაღაცა კომპლექსური გეგმა შეადგინონ,რომელსაც მიჰყვებიან და რაც მის განხორციელებისათვის საჭირო იქნება,სპეციალისტების გადამზადება იქნება თუ კანონმდებლობის შეცვლა,ყველაფერზე იმსჯელებენ და განახორციელებენ.რაც დღეს ჩემპიონატის ჩატარებისათვის ფული იხარჯება,ფაქტია,რომ უაზროდ გადაყრილი გამოდის,ჰო და ამ ფულის კონტროლზეც უნდა იზრუნონ და რეალურად საქმეში დახარჯვაზეც.ყველას ესმის,რომ საჭიროა პროფლიგის ხელახლა შექმნა,ჰოდა კლუბებმა მაგაზეც უნდა მოილაპარაკონ და იმაზეც,რა დახმარება დასჭირდებათ სახელმწიფოსაგან.

• rigiti

მწვრთნელი რომ ექსპერტიც იყოს ვითომ რაო არ მოსულაო??? რავი ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტშიც რო ზიხარ ეგ რა თქმა უნდა მოსულა!!!! აი ზუსტად მაგიტომ ვართ იქ (......) სადაც ვართ!!!

• კახი

ზურაბიშვილს თუ აქვს წიგნი წაკითხული რა გაუკეთა ქვეყანას კარგი?

• forzza

კობი საუკეთესო პრეზიდენტია ფედერაციის! დანარჩენი კრეტინი კლავიატურის ვირთხა ლომების ქილიკია!! უბანშიც რომ არ უშვებენ სათამაშოდ:)))))))))))

• ელიასი

წლების წინ, როცა კობიაშვილმა გრანდიოზულ და უნიკალურ რეფორმად შემოგვტენა ეროვნული ჩემპიონატის გაზაფხულ-შემოდგომის სქემაზე გადასვლა, კაციშვილი არ გამოჩნდა სპორტის ექსპერტებს შორის, რომელიც ამ სრულიად აშკარა იდიოტიზმს (Back in USSR) გააპროტესტებდა. ახლაც თუ საცოდავად წამოიკნავლებენ და იქვე ენაზე იკბენენ მწარედ, ვაი-ვაი ქოცბანდიდან ვინმე არ გადაგვეკიდოსო. ჰოდა, ასე, გაბოლებთ კალიაძის საძმო და ყლაპეთ კვამლი ბლომად და ღრმად. მერე კი, ასე 10-20 წლის შემდეგ რომელიმე ქართულმა კლუბმა 1-ლი წრე თუ დასძლია მე-3 რანგის ევროტურნირზე (რადგან სან-მარინოს კლუბმა 11 მოთამაშე ვერ მოაგროვა), ოსანა დასცხეთ ომახიანად, ჩვენი ტრიუმფატორი გუნდი ავტობუსის სახურავზე წამოასკუპეთ და მთელი კვირა იზეიმეთ გადაუღებლად. მერე კი, როცა ეს საოცარი გუნდი ფარერების კლუბთან 0-20 ანგარიშით დამარცხდება, მსაჯებს დააბრალეთ ეს ყველაფერი ან კიდევ დიფ-სთეითს.

• ჟორა

ადრე, მინისტრობის დროს ქალბატონმა წულუკიანმა კარგი წინადადება წამოაყენა, რომ ფედერაციის პრეზიდენტები, მხოლოდ ორი ვადით იმუშავებენო, აგერ წავიდა ძალიან წარმატებული ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ფეხბურთს რატომ არ ეხება ეს?

• ავთო

ჩემთვის გაუგებარია რატომ ყავთ გუნდებში გაურკვეველი წარმოშობის და კვალიფიკაციის ლეგიონერები. ფედერაციამ უნდა შეზღუდოს ლეგიონერების რაოდენობა. ბოლო წლებში ბავშვთა ფეხბურთი სწორედ ფედერაციის ხელშეწყობით ძალიან განვითარდა. სწორედ მომავალ თაობას უნდა მიეცეს ჩემპიონატში თამაშის საშუალება

• ჟორა

ფედერაციის პრეზიდენტს ასეთი წარმოდგენა რომ აქვს ფეხბურთის დონის ამაღლებაზე, სწორედ იმიტომ გვაქვს უსუსტესი ჩემპიონატი. ფეხბურთის დონის ამაღლებას უნდა დღედაღამ მუშაობა პირველ რიგში ფედერაციის მხრიდან და დიდი ფული. დიდი ფული ფეხბურთში უნდა მოვიდეს კერძო ინვესტიციებიდან, ან ქალაქის ბიუჯეტიდან ვისაც გუნდი ჰყავს, ან მთავრობამ უნდა მისცეს ეს ფული ფეხბურთს. საქართველოში ბიზნესი თვითონაა მშიერი და რა ეფეხბურთება, რაც შეიძლება საზღვარგარეთიდან შემოსულ ინვესტიციას ის არ იქნება, რადგან შედეგი არ გაქვს. ქალაქის ბიუჯეტიდან ფეხბურთი ვერაფერს მიიღებს, რადგან ქალაქს გუნდის შენახვის ფული არ აქვს. დარჩა მთავრობის დახმარება, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს და არა გუნდის მწვრთნელმა. მიუხედავად ყველაფრისა არც ხელისუფლებას აქვს ის საშუალება, რომ ფეხბურთში ყოველწლიურად ერთი მილიარდი ჩადოს (არადა არიან გუნდები, რომლებსაც მილიარდზე მეტი ბიუჯეტი აქვს, ჩვენ კი ქვეყანაში მთელ ფეხბურთს ვერ ვაძლევთ ამ თანხას), ამიტომ ხომ არაა დრო ფეხბურთისადმი მიდგომა შევცვალოთ? რაში გვჭირდება 8-10 ლიგა და ამდენი მეათე ხარისხოვანი ფეხბურთელი? ფეხბურთელი ან ხარ და ან არ ხარ. ამ მეათე ხარისხის ფეხბურთელებს ხელს ვუშლით ცხოვრების გზის არჩევაში. დასდევს ამ ბურთს, მიაღწევს 30-35 წელს და არც ფეხბურთელია და არც სხვა არანაირი სპეციალობა არ აქვს. კარგად დაფიქრებაა საჭირო.

• Gio

Araprofesionalizmis bralia yvelaferi.dawyebuli bavshta fexburtidan federaciis chatvlit.profesorobas sheeshvit da yvelam sworad imushavet da tu ar icit chamoiyvanet is xalxi vinamac saqme icis.fexburtelebsac unda motxovot meti da tu ar sheuzlia sheeshvas fexburts an moyvarulta ligashi gadainacvlos.ertmanetze dabralebit saqme ar gamoswordeba.federaciam kide ufaso skolebi daafinansos da ara 30wlis fexburteli.

• რეალობა

კობიაშვილი- პარლამენტის წევრი და ფეხბურთის თავკაცი, ყოფილი ფეხბურთელი კალაძე- თბილისის მერი და პარტიის მეთაური, ყოფილი ფეხბურთელი ყაველაშვილი- ქვეყნის პრეზიდენტი, მანამდე პარლამენტის წევრი, ყოფილი ფეხბურთელი ამათ ორი წიგნი არა აქვთ წაკითხული და ქვეყანას მართავენ. მერე იტყვით რქტო ვართ ტრ..კში..?

• rombi

დაბალი დონეა მეც ვიციო,კობიაშვილმა!ე.ი. სიმართლე ბრძანა მწვრთნელმა! ხო, და გსაბრაზებელი რა არის ვერ გავიგე!? ერთად დაჯექით სახელმწიფო,ფედერაცია,კლუბებიო. ნუ კობიაშვილი ერთად დაჯდომის წინააღმდეგია. ერთად დადექით,ან სხვა რამ მოიფიქრეთ! ფაქტია საბიუჯეტო დაფინანსებამ არა,თუ აამაღლა ფეხბურთის დონე პირიქით..........................

• ქართველი

საბჭოთა კავშირი კი არა დავითის და თამარის დიდი საქართველო უნდა აღდგეს ძლიერი კავკასიური ალიანსით. ვისაც ეს არ უნდა მოღალატეა და მოსაკვეთია საერთოდ კავკასიიდან

• დუდი

ჭიაბრიშვილი არის მამააბრამის ბატკანი,თავის თავზე დიდი წარმოდგენის ორ ბატს არ ჩააბარებს კაცი გუნდს კი არა,გასვლაზე სომხებთან სამით მოლის მოგების შემდეგ სახლში როგორ უნდა წააგო და გამოვარდე,თურმე ფედერაციის ბრალი ყოფილა,ასეთი დაუნახავი და უმადური მწვრთნელები ყავს ყველას არ ვგულისხმობ კლუბებს

• sd

დამისახელეთ 1 ნორმალური ქვეყანა ან წარმატებული ფედერაცია, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელი პარლამენტარიცაა. კაცი დღეს და ღამეს უნდა ასწორებდეს რომ ერთ ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგელო თანამდებობაზე რაღაც გააკეთოს და ეს ორივეზეა მომჯდარი. და ტიპს კიდევ თავხედობა ჰყოფნის და ფეხბურთის დაბალი დონე ჩემი ბრალი არ არისო. ახია ჩვენზე, აი ამ ჭუჭყს რომ თავზე ვისვამთ, თავმოყვარეობა არ გვაქვს. გადახედეთ კალათბურთს, იგივე მდგომარეობაა და თითქმის ყველა ფედერაცია ასეა.

• ნუგზარი

Ჭიაბრიშვილი არის ამბიციური ნარცისი. "Რა ფედერაცია, რი ფედერაცია". Მაგრამ თავის თავს ხომ არ დააბრალებს, საქართველოში ჩემი ჩათვლით, არაკვალიფიციური მწვრთნელები არიან და ვერ ვათამაშებთ იმ ფეხბურთს, რა პოტენციალიც რეალურად აქვს გუნდსო. Ან ყოფილ და მომავალ დამსაქმებლებზე ხომ არ იტყვის, სუსტი მენეჯმენტი აქვთო. Ფედერაციას რაც შეუძლია უტარებს მწვრთნელებს სწავლებებს და სემინარებს, მაგრამ კაცი ამით თუ არ ცხოვრობ და კლუბის მმესაკუთრეებს არ აქვთ ჩამოყალიბებული სწორი სტრუქტურა, კობიაშვილი არს უშველის. თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, საბურთალოს, მარტვილის მერანს და ა. Შ. კლუბებს ფედერაცია აფინანსებს გარკვეული თანხით, რომელსაც უეფადან იღებს. Ამ და სხვა გუნდებს აქვთ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები. Რუსთავში მაგალითად ფეხბურთის ფედერაციამ თვითონ გააკეთა აკადემია. Ამ 16-18 წლის ბავშვებზე რომ ასეთი ინტერესია ევროპული გუნდებიდან, U21 რომ მოსაგებად ეთამაშება ტოპ 5-ის გუნდებს, საიდან ეს ბავშვები. Ფეხბურთელის გაზრდა 6-7 წლიდან იწყება და 10-12 წელი უნდა წინასწარი შედეგი რომ მიიღო. Დანგრეული იყო მთელი ინფრასტრუქტურა და ფედერაციის პრეზიდენტი რუსეთიდან ჩამოყვანილი პროვინციული ცირკის დირექტორი იყო. Კიდევ ბევრი მოასწრეს და მალე კიდევ მეტი წარმატებული ფეხბურთელი გვეყოლება.

• გოგა ქუთაისიდან

რა დამსახურებისთვის აირჩიეს ეს პარალმენტარი - პრეზიდენტი ზედიზედ მესამედ ფედერაციის პრეზიდენტად?! თუ ყველაფერი მწვრთნელმა უნდა გააკეთოს. პრეზიდენტი რა მოხელე ჩიქვანია!

• მერაბი ჩხოროწყუ

ბატონო ლევან,მე არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ რეფორმები უნდა გაკეთდეს , ვინ უნდა გააკეთოს ფედერაციამ, ხომ ასეა, დავაკვირდეთ ყაზახეთს, გავიგე რომ იქ სახელმწიფო ფული იხარჯება ადგილობრივი ფეხბურთელებზე, დავაკვირდეთ სომეხი მეზობლებს ნოა გავიდა ჯგუფის ფაზაში,1 ,4 მოიგო გასვლაზე სლოვენიაში, რეფორმების გაკეთება არ არის მწვრთნელის ან გულშემატკივრის საქმე, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე აქ რა გვიშლის ხელს ბატონო ლევან, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი გაკეთდეს ხომ უნდა , თელავში, ყვარელში, დუშეთში, ლანჩხუთში, პატარა 3 ათასიანი სკანდინავიური ტიპის სტადიონები, რაც შეეხება გაკეთებულს მადლობას გიხდით, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ წარმატებებს ვუსურვებ ქართული სპორტს ყველა სახეობაში,

• გურამი

კობიაშვილო სად გაგიგია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის დეპუტატი შენი დრო მოკვდა დროა დატოვო თანმდებობა არ გეყო რაც ჭამე ვერ დამალავ გარეთ გამოდი და ჰკითხე ვისაც ესმის ფეხბურთი ისე კალაძეს ჰკითხე ეგ არის შენი სეკუნდატი წადი სახლში

• გოგის

სკოლაში დადიოდი? ამდენ შეცდომას რომ დაუშვებ კომენტარში. სულ რომ გაჩუმდე არ სჯობია? არ სჭირდება ლევანას შენი ადვოკატობა

• aburjga

რომელი სტადიონებია განადგურებული გიორგი?! 60-იან და 70 -იან წლებში მეტი და უკეთესი იყო, დინამომ ლივერპულს რომ დაახია თავზე ბურთი?! ასეთი პირობები, ამდენი სტადიონები, ამდენი მუქთა ფული სად იყო, როდის იყო?!

• გოგი

სულ, რომ ცამდე მართალი იყოს კობიაშვილი შინაარსობრივად, მიმართვის ფორმა - ,,სისულელე,, ,,მწვრთნელია თუ ექსპერტი" - აჩვენებს , რომ მისი შინაგანი და თანამდებობრივი მდგომარეობა პოლუსებივით აცდენილია. ვინც ცოტათი მაინც ვიცნობთ ჭიაბრიშვილს, ის არის ძალიან მოაზროვნე პროფესიონალი, კაცმა თქვა სიმართლე მაგრამ გადიდკაცებულ ბოგანოებს არ უყვართ ასეთი ხალხი და ასეთ პასუხებში ამჟღავნებენ ხოლმე საკუთარ დონეს.

• aburjga

ფეხებზე არ ჰკიდიათ, მაგრამ ფული, ფული მთავარია ბაბაია! ისეთი ცხოვრება მოვიდა თუ არ გაქვს ფული მაშინ ხარ ნული!!! ხალხი დასირდა აშკარად! მაგალითად ჯანღონით სავსე ახალგაზრდა სპორტსმენი კაცი საათობით წევს ვიღაც გამ--ის ოთახში მაგიდაზე და ტანზე, ხელებზე, ფეხებზე, ენაზე რაღაც სირობებს იხატავს და წარწერებს იწერს!!! თან არც კი რცხვენია?!! გამოდის მერე მოედანზე და დანარჩენი კი იცით! ვაი და ვუი კოლექტიურ დასავლეთს!

• თორელი

ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ ესეთი განაცხადების მერე პანჩურით უნდა ვაგდებდეთ ფედერაციიდან ამ უწიგნურ , თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანს,თან რა უტიფარია! ჭიაბრიშვილი არის მოაზროვნე და ქვეყნის ბედ იღბალზე მოფიქრალი კაცი და ესე მარიონეტები ვერ იტანენ რადგან ხვდებიან რომ თვითონ არ არიან ასეთები და საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობთ ასეთ უწიგნურებს.

• თორელი

აი ფედერაციის პრეზიდენტი ასეთ განცხადებას რომ გააკეთებს, იმის შემდეგ რაც კაცმა თქვა რომ რაღაც საშველია მოსაფიქრებელი და ყველამ ერთად მოვიფიქროთო,მარტო ასეთი განცხადება აჩვენებს რა ტლუცაა ფედერაციის პრეზიდენტი, რა დონეზე აზროვნებს. მართლა გასაყრელები ხართ მაგრამ პატრონი არ ყავს ქვეყანას თქვენნაირი მუქთამჭამელები რომ დაიფრინოს.

• aburjga

ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში! ისე ფეხბურთს ინტერესი არ ექნება! მაყურებელი სტადიონზე თუ არ მივიდა იქ ფეხბურთი როგორ იფეხბურთებს?! აგერ კაცი დივანზე წამოგორებული რეალის და ლივერპულის თამაშს სტადიონის ხელა ტელევიზორში უყურებს! ყველა ევროპული გუნდის ძვე, ახალთუ მომავალში დაგეგმილს! რაც არ უნდა უყვარდეს ამ კაცს ფეხბურთი მახარაძის მერცხალი და ხაშურის თამაშების საყურებლად სტადიონზე წასვლა არ უღირს! რა უნდა ნახოს იქ, რა ფეხბურთ?! მაგრამ ვთქვათ ქუთაისის ტორპედო თუ ეთამაშება სიმფეროპოლის ტავრიას ან ნიკოპოლის კოლოსს, მაშინ ეროვნული გრძნობებით აღტყინებული იქნებ კიდც წავიდეს სტადიონზე?! ამიტომ საბჭოთა კავშირი აუცილებლად უნდა აღდგეს, ოღონ 12 რესპუბლიკა! ნაბიჭვარი ბალტიისპირელები არ უნდა მობრუნდნენ არავითარ შემთხვევაში! უკრაინაც საეჭვოა, ალბათ ბრიტანეთის ჩემპიონატში ითამაშებენ, მაგენი ხომ ანგლო-საქსების ნათესავები არიან, ხორცით და სისხლით თუ არა სულიერად 100%-ით! ))) თუ ასე არ გინდათ, მაშინ უნდა შევეგუოთ რა ეროვნული ჩემპინატიც გვაქვს იმას! ამ საქმე ჭიაბრიშვილი და კობიაშვილი არ ეყოფა! სტალინი და ბერია უნდა აღდგეს, სახელი მაინც!

• ლაშა

ჭიაბრიშვილის რამდენიმე ინტერვიუ და ანალიზი მოვისმინე და მივხვდი,რომ ძალიან გონიერი და განათლებული კაცია.რაც მეტი იქნება ქართულ ფეხბურთში ასეთი მით უკეთესი.

• realoba

ყველაფერი თუ მაგათმა უნდა გააკეთოს და ყველაფერზე გუნდებია პასუხისმგებელი, ფედერაცია რაში გვჭირდება, მართო დიდი ხელფასები რომ აიღოთ?

• ვახო

კობიაშვილი მეც არ მეხატება გულზე, მაგრამ ნათქვამია: ქურდი ერთ ცოდვას სჩადის დამბრალებელი ათასსო. დაბრალებაში ძალიან მაგრები ვართ, მომხდარის გაანალიზება გვიჭირს ,,ცოტა". ჯერ ერთი, პოლიტიკის ყველგან შეტენვას თავი დაანებეთ, ქართული ფეხბურთის გათახსირება არც სააკიანის და არც ოცნების დროს არ დაწყებულა და ამაში მეტნაკლებად ყველას მიუძღვის ბრალი. მხოლოდ მთავარზე გავამახვილებ ყურადღებას, ყველაფერს აქ ვერ ჩამოთვლი. ფეხბურთში ჩახედული კაცი შეამჩნევს, რომ ქართველ ფეხბურთელებს აერთიანებს დაბალი ტექნიკური, ცუდი ფიზიკური და უმდაბლესი საფეხბურთო ინტელექტი. მინდა ამ უკანასნელზე შევჩერდე. ჩვენმა ფეხბურთელებმა არ იციან არა მარტო საჯარიმო დარტყმების, აუტის და კუთხურის(ნაკრების ზოგიერთ მოთამაშესაც ეხება) მოწოდება, უჭირთ ბურთის წართმევაზე უჯარიმოდ თამაში, არ იციან სად ,,აიკიდონ "ჯარიმა და ისე ქაჯურად არღვევენ წესებს, რომ გარანტირებულად ყვითლდებიან და წითლდებიან. ფსიქოლოგიურ მომზადებაზე რაღა უნდა ვთქვა 0-ლია. ამას ყველაფერს არაპროფესიონალიზმი ჰქვია და სწორედ ეს არის ევროტურნირებზე დიდი ანგარიშებით წაგების მიზეზი! საიდან იწყება ეს ყველაფერი ბავშვთა საფეხბურთო სკოლებიდან( რომლებსაც, ანეგდოტია- აკადემიები დაარქვეს ) და ვინ უნდა მოამზადოს ბვშვები? მწვრთნელებმა(ყოფილმა ფეხბურთელებმა),რომელთა სულ ცოტა 90 პროცენტმა ზემოთ ჩამოთვლილი თვითონ არ იცის ბავშვს რა უნდა ასწავლოს? ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობა ჩასაფრებულია თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა იმაზე ხელი მოითბოს. ქართულ ფეხბურთს, ყველაზე მეტა ანდრო ჟორდანიას მსგავსი პატრიოტები და ამავე დროს პროფესიონალები აკლია. ტრაგედიაა , რომ ერთხელ ვერ ვეღირსე საფეხბურთო გადაცემას, სადაც ქართული ფეხბურთის ჭირვარამზე ობიექტური საუბარი იქნებოდა. მანდაც არაპროფესიონალიზმი ჰყვავის. ხოდა ვართ იქ სადაც ვართ და საშველი არ სჩანს. იმედია დაბეჭდავთ ძველი გულშემატკივრის გულისტკივილს... ხო, მართლა ერთი სიტყვა ჭიაბერაშვილზეც მინდა ვთქვა, ცოტა არ იყოს უცნაურია საფეხბურთო ექსპერტობაზე ჰქონდეს პრეტენზია კაცს, რომელმაც სომხეთში 3-0 მოგების შემდეგ თბილისში თამაში იმავე ანგარიშით წააგო და დამატებით დროში ევროტურნირიდან გამოვარდა...

• გოგი

ვინც კომენტარებში აკეთებთ და პროფესორობთ კლავიატურის ლომები ხართ და მეტი არაფერი.თქვენ რა გინდათ თავათ რომ კობიაშვილმა აწიოს ფეხბურთის დონე საქართველოში?ეს.ი.მწვრთ ბ-ნ წლებმა და ფეხბურთელებმა ფული აითლღონ და ყვერები იფხანონ? დარწმუნებული ვარ ქართულ გუნდებში მწვრთ ნუ რლებსაც და ფეხბურთელებსაც სულ ფეხებზე ჰკიდიათ ფეხბურთის დონე ოღონდ ფული გააკეთონ.

• თხოვნა უეფას

ერთხელ ქენით სიკეთე და რომელიმე ევროტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული გუნდი შეახვედრეთ ერთმანეთს და პირველ ბარიერს უეჭველი დავძლევთ. ვაი თქვენს პატრონს

• გიორგი

მართლაც და რა შუაშია ფეხბურთის ფედერაცია საქართველოში ფეხბურთის დონეზე არაფერ შუაშია

• შავლეგო აშორდია

ხშირად გვსმენია ჩვენი ფეხბურთელების სუსტ,ან არასაკმარის ფიზ-მომზადებაზე,ეს გამოჩნდა კიდეც ლევადიასთან,რიგასთან და ბევრ ევროპულ გუნდთთან.მააშ,ფედერაციას არ შეუძლია სპორტ დარბაზები,ტრენაჟორებით,საცურაო აუზით და სხვა საჭირო აქსესუარებით აღჭურვოს კლუბები,კერძო არ შვება ვხედავთ და ველოდოთ თუ ვინ გამოჩნდება ქველმოქმედი?!..ეს საკითხი ხომ ხელეწიფება ფედერაციას რომ მოაგვაროს?

• დავით 67

კობიაშვილი კრიტიკას ვერ იტანს, როგორც ვანიაშვილი. ერთი ფედერაციას მოაჯდა, მეორე ქვეყანას

• გიორგი

დარჩენილიყავი შალკეში, იქ საშუალო მაგრამ წესიერი მენეჯერი მაინც იქნებოდი, რეალურ საქმეს გააკეთებდი. აქ კი რეალობას და ფეხბურთს მოწყვეტილი უსახური ტიპი ხარ, ცარიელი ადგილი. ქართული ფეხბურთის ცოდვა გკიდია. რად გინდა ასეთი ფული?

• უფროსი

კარგი კომენტარებია. უმრავლესობამ ძალიან კარგად უპასუხა კობიაშვილს. იმედია, წაიკითხავს.

• კოტე

საღოლ კობი, აბა რა გონიათ ამათ, სად გაგონილა ფედერაცია ეროვნული ჩემპიონატის დონეზე ზრუნავდეს. ფედერაციაში მთავარია ხელფასების, პრემიების და სხვადასხვანაირი დანამატების აღება, ჩემპიონატის დონის ამაღლება არა კვატი

• იკა

შენ საერთოდ ვინ ხარ ბოლობოლო ჩამოყალიბდი,პარლამენტარი ხარ, ფედერაციის პრეზიდენტი ხარ თუ ვინ ხარ? რა გაგიკეთებია ან ფედერაციაში, ან პარლამენტში?! თუ ვინმემ რამე წარმატებას მიახწია, თუ საქართველოს ნაკრები ასე-თუ ისე წარმატებულია, ეს ფეხბურთელების ინდივიდუალური ნიჭის და შრომის წყალობით!

• lado

კობი რო მოკეტო არ გინდა? ასე ნაკლებ სისულელეს იტყვი. დაბალზე დაბალი დონეა 100 პროცენტიანია ჭიაბრიშვილი.ყოველს წელს უკან და უკან მივდივარტ.

• გოჩა

ბატონო კობიაშვილო:თუ ქვეყნის წარმატება ევროპაზე შენი ბრალია,მაშინ რატომ არაა შენი ბრალი ქვეყნის კლუბების წარუმატებლობა ევროპაზე?

• მერე რას იტყვით

კობი გეყოფა ბლატაობა რომ შეძვერი ოცნებაში და ფულს რომ აკეთებ ფაქტია აღძრული,სომხური და ყაზახური გუნდები გავიდნენ ტურნირებზე ქართული ვერა, იმ ევროპის ჩემპიონატზეც გაგვიმართლა თორემ დიდი ალბათობით მსოფლიოზე ვერ გავალთ

• ავაზა

ჭიაბრიშვილს ახალი არაფერი უთქვია. კობიაშვილიც ტყუილა ცხარობს. არც მას მიუძღვის ბრალი, ეროვნული ჩემპიონატის ასეთი დაბალი დონის გამო. ხალხო, ცოტა აზრზე მოდით, ქართულ ფეხბურთში, კლუბების გაძლიერებაში დიდი ფული თუ არ ჩაიდო, ვერაფერ წინსვლას ვერ ვეღირსებით. პსჟ-ს ის არაბი მილიარდელი რომ არ აფინანსებდეს და კლუბისთვის სხვა ქვეყნების ვარსკვლავებს არ ყიდულობდეს, პსჟ, პსჟ ვერ იქნებოდა... ჩვენი კლუბები კი ქართველ ფეხბურთელებსაც ვერ აკავებენ საქართველოს კლუბებში. და ერთიც, ფული რომ ჩადო, უკან მოგებით უნდა ბრუნდებოდეს ეგ ფული. ეს კი საქართველოში შეუძლებელია და ძალზედ დიდი ხნის ლოდინი მოგვიწევს.. მხოლოდ ერთი ნუგეში გვრჩება, საქართველოს ეროვნული ნაკრები, სადაც უცხოეთში განთესილი ბიჭებით მივაღწიოთ მცირე წარმატებებს, მაგალითად როგორც იყო, ევროპის ფინალურ ეტაპზე გასვლა. დიდი გამარჯვება იქნება, ახლა თუ მსფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე გავალთ.

• გიორგი ჭიაბრიშვილი

• ინფრასტრუქტურა, სტადიონები, საწვრთნელი ბაზები — ეს მწვრთნელის საქმე არ არის. • ბავშვთა და ახალგაზრდულ აკადემიებში ინვესტიციები — ეს ფედერაციის სტრატეგიული ამოცანაა. • რეგლამენტები, ლიმიტები, უცხოელი ფეხბურთელების პოლიტიკა, ფინანსური გამჭვირვალობა კლუბებში — ესეც ფედერაციამ უნდა მოაგვაროს.

• გიორგი ჭიაბრიშვილი

ბატონო ლევან, თქვენი კომენტარი ჩემ მიმართ ნამდვილად მიუღებელია. როცა მწვრთნელი სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან პასუხი არ უნდა იყოს „ეს სისულელეა“. თქვენი ამ ფრაზით თქვენ მხოლოდ იმას ამტკიცებთ, რომ კრიტიკას ვერ იტანთ და პრობლემის არსზე საუბარს გაურბიხართ. გთხოვთ, არ შეეცადოთ ყველაფერი მწვრთნელებზე გადაიტანოთ. მწვრთნელი გუნდის დონეზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატის დონე – ფედერაციაზე. თუ სტადიონები განადგურებულია, ინფრასტრუქტურა ჩამორჩენილია, ახალგაზრდული პროგრამები სუსტია და რეგლამენტები ვერ ქმნის კონკურენტულ გარემოს – ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელის. თქვენ თავად აღიარეთ, რომ „დიდი ხანია დონე დაბალია“. მაშინ ბუნებრივია კითხვა: ამ წლების განმავლობაში თქვენ რა გააკეთეთ, რომ ეს შეცვლილიყო? პასუხის მაგივრად თქვენ მწვრთნელის დისკრედიტაციას ცდილობთ. ეს ადვილია, მაგრამ პრობლემას ვერ წყვეტს. მე როგორც მწვრთნელი პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ მხოლოდ საკუთარ თავზე, მაგრამ საკუთარ საქმეს ვაკეთებ – ვამზადებ გუნდს, ვმუშაობ ფეხბურთელებთან და შედეგისთვის ვიბრძვი. თქვენ კი სისტემაზე ხართ პასუხისმგებელი და თუ სისტემა ვერ მუშაობს, მთავარი პასუხისმგებელი სწორედ ფედერაციაა.

• სირბილის სწავლების ცენტრი

დააწესეთ ნორმატივები და პერიოდულად გამოაქვეყნეთ ყველა ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები და ნახავთ, რომ მალე ეს კომპონენტი გაუმჯობესდება (ეს რაც ეხება სირბილს). სხვა მიმართულებითაც შეთანხმდით რაღაც კრიტერიუმენზე და ვინც შესაბამის დონეს ვერ აკმაყოფილებს დაუფინანსეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება!

• გოგა

დამაიმედებელი განცხადება გაკეთა კობიაშვილმა:) არა ძმაო არავის ბრალი არ არის, მოდით და მე დამაბრალეთ, თუ შენ არ ხარ შუაში ფედერაცის პრეზიდენტი, აბა ვინ არის? 12 წელიწადია რით ვერ აიწია დონე, რა ხდება? მე გეეტყვით რაც ხდება, ტოტალიზატორებმა ჩაიგდეს ხელში ჩემპიონატი და აკეთებთ ფულს ერთად, ეგ უნდა უთხრას კობიაშვილს ვინმემ, რო ხალხმა ვიცით ყველაფერი

• ს

ბრალი მიუძღვის სახელმწიფო მართვის სისტემას რომელიც მთლიანად კორუფციაზეა აგებული ფულის შოვნაზე და გათეთრებაზე. კლუბების დანიშნულებაც ეგაა. მთავრობაში მოკალეთებული ჩინოვნიკების ფული გათეთრდეს. არცერთი კუბი საქარტელოში არ არის იმისთვის რომ შედეგი დაიდოს. ამ კლუბების დანიშნულება არის ფულსი გათეთრება და ბიუჯედიტან გამოყოფილი სახსრების თქვლება ეს ამ ჭიაბერაშვილმაც კარგად იცის და ბატონი დეპუტატ-პრეზიდენტის გაანჩხლება ამანაც გამოიწვია. რა გალაპარაკებსო. სენც ამ სიბინძურის ნაწილი არ ხარო :) ჩემსავითო :)

• q

და შენ თუ არაფერშუაში ხარ შე მამაცხონებულო და რაფერი გევალება და არც გაგეგება რაღას ზიხარ მაგ ფედერაციასში რაში ირბ ხელფასს და გრანტებს?

• ჰაჰა

მე თუ მკითხავ, ორივეს ბრალია. და შეიძლება ჩვენი ბრალიც არის.

• მწარე

პოლიტიკის გარეშე. არავის ვსაყვედურობ. წინა ხელისუფლებამ ვისოლი მოიყვანა ტორპედოში და ფიფია დინამოში. რამე გამოვიდა აქედან? პ.ს. ვიმეორებ. კი არ ვლანძღავ ვინმეს, ვამბობ ეგ სახელმწიფომ უკვე სცადა, მაგრამ არ გამოვიდა.

• ზურა

ანუ, დონე რო დაბალია, ფედერაცია და სახელმწიფო არაფერ შუაშია? მაგრები ხართ ძალიან! უსაქმურები!

• llcl

თურმე ბიუჯეტიდან მხოლოდ ფულის გამოტანა, ჩემპიონატის ჩატარება და ფულის თავის საძმო-სანაცნობოზე გადანაწილება ევალება ბატონ ლევანს, ჩემპიონატის დონის ამაღლება რა ამის საქმეა! ჯერ თავად ჩამოყალიბდი, პარლამენტარი ხარ, ფედერაციის პრეზიდენტი, მმართველი პარტიის წევრი თუ რა ჩემი ბერძენიშვილი ხარ?

• ხვიჩა მაგარია!

გაუნათლებელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი!!!

• nika

კობიაშვილო შენ ამ განცხადების მერე ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყო? ტიპმა აღიარა შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლება ფედერაციის საქმე არ არისო, ანუ არც მუშაობენ ამაზე. აბა ვისი საქმეა, აქ გერმანია და ინგლისი არაა თვითონ კლუბებმა რომ განსაზღვრონ რაღაცეები, ფსკერზეა შიდა ჩემპიონატი ყველა მხრივ - ფინანსურად, მწვრთნელების დონით, ფეხბურთელების დონით, ინფრასტრუქტურის დონით, ბავშვთა ფეხბურთით, ამიტომ სწორედ სახელმწიფომ უნდა ამოქაჩოს ეს პრობლემები, ამ დონის საკითხებს ჩვენი კლუბები ვერ გადაწყვეტენ, ბიზნესი არ მოვა ასეთ განადგურებულ სფეროში. ასეთი მიდგომების გამო ვართ ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზე საკლუბო თვალსაზრისით. კრიტიკული აზრიც მიუღებელია ამათთვის და აქეთ ლანძღავენ ხალხს. ვინ ხარ წადი ბიძია შეეშვი რაც არ იცი მაგას

• უსამშობლო ნაც აკაცუკებს

ხო ხედავთ ყველაფერი ქართული და ქართველი გეზიზღებათ? აიკრიფეთ გუდანაბადი და წადით საქართველოდან. თქვენი უსამშობლო დემენციისგსნ განკურნებული დორბლიანი რო იყო პრეზიდენტი აქეთ გამოხედვაც არ მინდოდა.ხოდა წადით საქართველოდან,წადიით

• zaza

აქ პრობლემა სხვა რამეშია ფედერაცია რომელიც სახელმწიფოსგან ფულს ხარჯავს კლუბებში, უნდა მიზნობრივად განსაზღვროს თანხები სად წავა და არა, მარტო მისცეს ფული და ხელები დაიბანოს? უნდა იყოს კრიტერიუმები ეს თანხა სად შეიძლება წავიდეს. შემდეგ პირობები არაა შექმნილი რომ კერძო ბიზნესმა ფეხბურთი დააფინანსოს, გავიხსენოთ ვისოლი რა ხეირი იყო, ფეხბურთში რომ ფულის დაბანდება მომგებიანი იყოს რომელი ქართველი ბიზნესმენი იტყოდა უარს? სწორედ ფედერაციას ეს ევალება რომ გააკონტროლოს და მიზნობრივობა განსაზღვროს ფეხბურთზე დახარჯული ფულის და კერძო ბიზნესის დაინტერესებითვის შესაბამისი პიროვები შექმნას. ფედერაცოა სანამ არ გააკონტროლებს ფულის მიზნობრივობას მანამდე იქნება კარმუშკა რომელითაც ყველა სარგებლობს

• Pepelu

კობი 100-იანია!! კერძო კლუბის მწვრთნელი იძახის დონე დაბალიაო!! არბენინე, მოამზადე, ტაქტიკა და ტექნიკა განავითარე, ფიზმომზადების წესიერი მწვრთნელი მოიყვანე, ნორმალური ლოჯისტიკის მენეჯერი, ნორმალური სპორტული დირექტორი გეგმავდეს ტრანსფერებს, საეჭვო ტრანსფერებში ფული არ აკეთო და დონეც აიწევს!!! ფედერაციამ და სახელმწიფომ, რაც უნდა ქნას იმას აკეთებს, სტადიონებს აშენებენ, ფულს აძლევენ, სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვთ კლუბებს! პროლიგა შექმენით და თქვენ ჩაატარეთ ჩემპიონატიო და კლუბები არ შვებიან! მეტი რა უნდა ქნას კობიმ ირბინოს თუ იაშკამ?!! მაგრამ სწორი თქვა სალუქვაძემ, კლუბების უმეტესობას ჭაობი ურჩევნია შიგნით იჯდეს და იყიყინოს!!!

• მიჩინიო

რა თქმა უნდა დაბალი დონე როა კლუბების ბრალიცაა, მწვრთნელებისაც, ფეხბურთელებისაც, ფედერაციისა და კიდე ბევრი ვიღაცის. მარა აი სისულელეაო იძახო და ჩვენ კარგები ვართ, საერთოდაც არაფერ შუაში ვართ, მარტო კლუბების ბრალია და თვითონ აამაღლონ დონეო - ოცნების წევრის სტანდარტული პოზიციაა. "მწვრთნელია თუ ექსპერტი" <- ეს საერთოდ რანაირი ბაზარია? ტიპი ფედერაციის პრეზიდენტიცაა, თან დეპუტატიც ამაში პრობლემას ვერ ხედავს, როგორ უნდა გააკეთოს თავისი წილი საქმე კარგად? პრიმიტიული "სამ ტაკოი" განცხადებაა, სხვა ბევრი არაფერი შეუძლიათ მაგათ.

• მიშელ ტერ-სააკიანი

მომეწონა შენი მიმართვა კობიაშვილისადმი, და ამიტომაც გეძლევა ჩემი უზენაესი უფლება ემთხვიო კობიაშვილს პენისზე!👏🏻

• რომანას

არადა რა თქვა ტყუილი ერთი დაასახელე. ყველა მწვრთნელია თუ გუნდის ფლობელი წუწუნებს რო უფრო ბევრი თანხებიაო ფეხბურთში ჩასადებიო და ვისგან მოითხოვენ,ფედერაციისგან და სახელნწიფოსგან.რაც გამოყოფილია რაში ხარჯავენ?რას მოახმარეს?გუნდების მფლობელებს მწვრთნელებთან ერთად ჩამოჰყავთ ვიღაც უკლასო ლეგიონერები და მშვენივრად ტეხავენ ზუსტადაც ლეგიონერებში ფულს. მწვრთნელები რო ბევრს სცოდავენ და თავად არიან დაბალი დონის ბევრჯერ დამტკიცებულა და ვისკენ იშვერს ხელს? ფულს რო იღებენ ახალგაზრდა ფეხბურთებისგან-ძირითად შემადგენლობაში დაყენებაში,მეორე ტაიმში შეყვანაზე ან 30 წუთზე,ან 15 წუთზე ფედერაციის ბრალია? ნაცნობის შვილი თამაშობდა ფეხბურთს.პირდებოდნენ დიდი მომავალი აქ და უეჭველი ევროპაში გავყიდითო.საწყალ კაცს ბიზნესი ჰქონდა,ისეთ დღეში ჩააგდეს ბიზნესი გაყიდა,ბანკის ვალები აიღო და ეხლა ცოლი გაგზავნა იტალიაში.ისე გამოაშტერეს კაცი მთელი ფული მწვრთნელთან და გუნდის მეპატრონეებთან მიჰქონდა.ბოლოს 19 წლის ბიჭმა ფეხბურთს თავი დაანება,მარშუტკები ჩამოაქ და ჰყიდის წვალებით რო ვალები დაფარონ.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

კობიაშვილოვ წადი რა რუსეთში რა გინდა რამ გაგაბოროტა ასე საქართველოზე ? ან კაცს რო იმედი აქ რო ქოცები რამეს კარგს აკეთებენ საქართველოში ის ხო მთლად ამათზე უარესია რადგან ანტიქართულ საქმეს უწყობს ხელს

• შაკა

რატომაა დაბალი დონე?!..ჩემპიონატის ფორმატი მართლა შესაცვლელია,მეორე ყველა კლუბი განიცდის მაღალი დონის ფეხბურთელების დეფიციტს,მაგ;გუნდმა განიცადა ფიასკო ევროტურნირის რომელიღაც ეტაპზე,ის ფეხბურთელები,რომელიც ჰყავდა უკვე წასვლაზე ფიქრობენ,რატომ?..იმიტომ რომ ოჯახი ჰყავს სარჩენი და მიდის ყაზახეთში,აზერბაიჯანის,აღმოსავლეთ ევროპის საშუალო ან დაბალი დონის კლუბებში.ნაცვლად იმისა,რომ შეინარჩუნოს პერსპექტიული ფეხბურთელი და სამომავლიდ მოემზადოს,გუნდიდან მიდის.მესამე საშუალო დონის ლეგიონერები მაინც უნდა ჩამოდიოდნენ აქ სათამაშოდ და ნაცვლად რას ვხედავთ?!..აფრიკის,აღმ.ევროპის საშუალო დონეს მიახლოებული მოთამაშეებიც არ არიან აქ.ჩვენი ბიზნესმენები რაღაცნაიარდ უნდა მიიზიდონ რომ კლუბებში თანხები ჩადონ.ბავშვთა ფეხბურთს მაინც არ ექცევა სათანადო ყურადღება

• Roma

Ტიპი რა ნაგლია ჩემი.

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია

ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...