საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსში ჩავიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა შეკრება ჩეხეთში დაასრულა და დღეს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უკვე პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელ კვიპროსში 12 კალათბურთელით ჩავიდა, რომელსაც მე-13, ეროვნული გუნდის კაპიტანი ლიმასოლში დახვდა. თორნიკე შენგელია კვიპროსში ჩვენს გუნდზე რამდენიმე საათით ადრე, ბარსელონადან ჩავიდა და რამდენიმე დღე სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს. მოგეხსენებათ, კაპიტანი ნაკრებს ლატვიაში, 8 აგვისტოს ესტონეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, გულის არითმიის გამო გამოაკლდა და ძირფესვიანი გამოკვლევების ჩასატარებლად ბარსელონაში იმყოფებოდა.

ნაკრების 13-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე. ევრობასკეტზე საქართველო 12 მოთამაშით წარდგება, ასე რომ, 27 აგვისტომდე ალეკსანდარ ჯიკიჩს შემადგენლობიდან 1 მოთამაშის ამოგდება მოუწევს.

ათენი-ლარნაკას რეისს საათნახევარი რომ არ დაეგვიანა, საქართველო და ესპანეთის ნაკრები კვიპროსში ერთად ჩაფრინდებოდნენ. ლიმასოლში საქართველოს ნაკრებს მცირედით ჩაასწრო C ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ხოლო კიდევ ერთი ფავორიტი იტალია ლიმასოლში 24 აგვისტოს, შუადღეს ჩავიდა.

საქართველოს ნაკრები ლიმასოლის სპიროს კიპრიანუს დარბაზში პირველ ვარჯიშს დღეს, 12:00 საათზე (თბილისის დროით 13:00) ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველ მატჩს 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

GBF

რაზო
ვერ ითამაშეს იტალიასთან, ცუდია. ჩვენ გუნდს უნდა ვგულშემატკივრობდეთ, კი არ უნდა ვლანძღავდეთ ჩაგდებული თამაშისთვის. თუ შეატყეთ რო თამაშს ყიდიან ან ბოლომდე არ იხარჯებიან მაშინმოვთხოვოთ პასუხი. სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ გვერდზე დგომაა საჭირო. ნუ გამოხვალთ ხოლმე "ყველაზე ჭკვიანები"
ვახტანგი
ლონდარიძეზე ბევრად უკეთესი სტატისტიკა აქვს ტურძილაძეს, ქულებიც და მოხსნებიც, რატომ არ გამოიძახეს ნაკრებში? ლუკა მაზიაშვილს კი ოჩხიკიძეზე, თან დიდი სხვაობით. სტატისტიკას რატომ არ უყურებენ ნაკრებში?
გალო
ამ უნიჭო ლონდარიძეს რას გადაეკიდეთ, თორემ სხვები ხომ ვარსკლავებს წყვიტავენ პირდაპირ
toy
მანუმ რატომ დატოვა სამწვრთნელო შტაბი?
tngh
ეს გაუთავებელი ირონია კონკრეტული პიროვნების მიმართ... არ არის სასურველი, წინ ოფიციალური თამაშებია!!!
ხვიჩა მაგარია!
ილიას ფინალამდე შეინახავს ჯიკიჩი და აი იქ გამოუშვებს როგორც ხარს კორიდაზე.
ჩემპიონობაზე გავიწევით ალბათ
სერბეთს რომ შევხვდეთ 1/2 ფინალში კი დავახევთ ბურთს თავზე ასე 30-35 ქ მოვუგებთ
toy
ლონდარიძეზე უკეთესი იყო, ყოველთვის ბექა ბექაური, რომელიც საერთოდ არ იყო განაცხადში.
გია
დარწმუნებული ვარ ფევაძეს გამოუშვებს და ლონდარიძეს დაიტოვებს, რა ნახა ამ ლონდარიძეში ვერ ვხვდები, ფევაძეს ამხანაგურებშიც კი არ მისცა შანსი.
S.K.K.
ლონდარიძე ესპანეთის, საბერძნეთის ან იტალიის ნაკრებში რომ იყოს იქიდანაც ვერ ამოაგდებენ ისეთი მაგია დასდევს ბიჭს. მააშ!
FIKIs
ლონდარიძე სასტავშია წყნარად ვარ ეხლა! მინიმუმ ნახევარფინალი გარანტირებულია! ლონდარიძე სასტავშია. საზიზღრები ხართ უნამუსოები რო ჯიკიჩი. ბოლდუინი და სასტავში გაჩითული ლონდარიძე ლონდრე გყავთ!
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
დაიჩმაც ვერაფერი შეცვალა - "ნოტინგემ ფორესტმა" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი დაითხოვა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
[VIDEO] შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - "ბარსელონამ" "ლიონ-ვილერბანი" დაამარცხა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა