ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა ბითაძე დაასვენა და პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, ბოლდუინი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქე იანის ანტეტოკუმპოს და მიტოღლუს ლიდერობით დომინირებდა და პირველი მეოთხედი 22:13 მოგვიგო. მეორე პერიოდის დასაწყისში კორსანტიას ძალისხმევით ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება მოვახერხეთ, მაგრამ შემდეგ ბერძნებმა უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 29:46 დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, სერბმა სპეციალისტმა შენგელიასაც დასვენების, სხვა კალათბურთელებს კი თავის გამოჩენის საშუალება მისცა და დიდი ანგარიშით მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო. სანაძემ და შერმადინმა (პლუს 7 მოხსნა) 11-11 ქულა ჩააგდეს, 8 კორსანტიამ (5 მოხსნა), 3 ბოლდუინმა, 2-2 ბურჯანაძემ, ჯინჭარაძემ და შენგელიამ.

იანისის ანგარიშზე 25 ქულაა (8 მოხსნა), მიტოღლუმ კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტილი მატჩი ელის - 2 სექტემბერს მასპინძელ კვიპროსთან, ხოლო 4 სექტემბერს ბოსნიასთან.

კოზმა
მადლობა რეკომენდაციისთვის, მაგრამ რა კავშირში იყო ჩემ დაწერილთან ან ეგ რეკომენდაცია ან ჩელებაძის ისტორია? საერთოდ ჩემ კომენტართან რა შუაში იყო ეგ ყველაფერი. პირველივე წინადადებას მინდა გავცე პასუხი - რა დაჯერება უნდა, როცა ყველა ქართველი ვინც ამერიკის კოლეჯში ითამაშა ევროპაში წავიდა ამერიკიდან???? მითუმეტეს მაგალითი მოგიყვანე ბეჟანიშვილი უკვე ესპანეთშია. კი, დამეჯერება იმიტომ რომ ვიცი რა როგორ მუშაობს. მერედა განა სხვისია ჩვენი კალათბურთელი რომელმაც უცხოეთში ისწავლა თამაში? მამუ არი სხვისი? იქ დაბადებულ-გაზრდილია და მერე რა? კოლეჯი როცა მთავრდება დიახაც რომ ევროპას უნდა მიადგე, ბეჟანიშვილი უკვე ევროპაშია. კოლეჯის მერე სამი ვარიანტია თუ არ დაიდრაფტე. 1. G ლიგაში თამაშობ, რაც ენბიეის განვითარების ლიგაა. მაგ ლიგას მორჩები და ან ევროპაში მიდიხარ ან ძალიან დიდი იშვიათობით ენბიეიში გაწინაურებენ. 2. ევროპაში მიდიხარ. 3. კარიერას თავს ანებებ და ამერიკაში სხვა პროფესიით დაიწყებ ცხოვრებას - არა კალათბურთით. :) ხოდა უნდა ვიჩალიჩოთ და ეს ხალხი ნაკრებამდე მივიყვანოთ. ჩვენი რესურსია ეს და არა სხვისი. 2025 წელია კარზე ბიძია !
-ს
წაგება კი არ არის,არამედ როგორ წააგე!მაინც თამაშობ,40 წუთი ხომ უნდა ჩაამთავრო ბოლომდე,მაგრამ თავს თუ არ შეაკლავ,ნორმალურად მაინც ივარჯიშე.7-8 წუთში ქულას რომ ვერ იღებ და ბურთის ჩაგდება არ შეგიძლია,ეგ არის გასაკრიტიკებელი,თორემ საბერძნეთი ჩვენზე გაცილებით ძლიერებსაც მოუგებს.ამ თამაშში,ფსიქოლოგიური წნეხი არ ჰქონდათ,მაგრამ მაინც ვერ აგდებენ,ბურთს ვერ ატარებენ,კომბინაციას და პასს ვერ აკეთებენ.ეგ არის გულის გასახეთქი.ჯიკიჩი სროლას ვერ ასწავლის,ეს ნაკრებში მისვლამდე უნდა იცოდნენ.არ იციან!არც ასაკობრივი ნაკრებების ბიჭებმა იციან და სამომავლოდ,როცა სანაძის დონეზე მსროლელიც აღარ გეყოლება,რას ვშვრებით?ალბათ მაინც ბავშვთა მწვრთნელების მომზადება უნდა გახდეს პირველი რიგის ამოცანა,კალათბურთის ფედერაციისათვის.რაც არის,ამას აღარაფერი ეშველება,თუმცა კარგი მწვრთნელი მათთვის ხელის კორექტირებას და ნაწილობრივ გაუმჯობესებას მაინც შესძლებს.
ვახტანგი
რა მაინტერესებს იცით გიორგი ბეჟანიშვილს რატომ არ მისცეს საქართველოს მოქალაქეობა და რატომ არ იძახებენ ნაკრებში? ასევე, ncaa-ში 5-6 კარგი ბიჭი თამაშობს, მაგ. ცარციძე, მერკვილაძე და ა.შ. და არ ჯობია მივაჩვიოთ ნაკრებს? ჩვენი ჩემპიონატი არის ფსკერი და აქედან საერთოდ არ ღირს ნაკრებში გამოძახება. ასევე, შერმადინი ძალიან დაბერდა და ნაკრებში მის გამოძახებას ახალგაზრდებს მიეცეთ შანსი ჯობია, ბურჯანაძეც ჯობია რომ არ იყოს ნაკრებში, არქაულ კალათბურთს თამაშობს კორსანტიას არაუშავს,და + ამ ნაკრებიდან მხოლოდ ესენი უნდა დარჩნენ: ბითაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, სანაძე, ანდრონიკაშვილი კამარის ნაცვლად კი უკეთესი გამთამაშებელი გვჭირდება, ბურთს კარგად ატარებს მაგრამ სროლაც არ უვარგა და პასებშიც მოიკოჭლებს
გიო
ბიჭოო, 5 კაცი და 5 კაციო. მაქამდე რატომ დავედით, რომ 5 კაცზე მეტი არა გვყავს. ეს არის გასარჩევი და შესასშფოთებელი, თორემ 5 კაცს რა უჭირს.
გიო
რა კრიტერიუმით არის ოჩხიკიძე ნაკრებში? თუმცა სადაც ლონდარიძეა იქ ოჩხიკიძე რა გასაკვირია.

ლევან თედიაშვილს ჰკითხეს,რას ფიქრობთ,თქვენი შვილები თქვენნაირი მოჭიდავეები დადგებიანო?-ვერაო,გადაწყვეტით უპასუხა ლევანამ.მაგათ გაჭირვება არ უნახიათო!თვითონ იცოდა,რომ ჭიდაობა იყო მისი შანსი და ამით უნდა მპოპოვებინა მდგომარეობა.ამიტომ თავს იკლავდა ვარჯიშით.მის შვილებს ყველაფერი ჰქონდათ და ვერც გახდნენ დიდი სპორტსმენები.დიდი სპორტი დიდ,ფანატიკურ შრომას და თვითშეწირვას მოითხოვს,გაზულუქებული ბავშვი,დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწევს,რადგან საამისო გაჭირვება არ აქვს.სწორედ აქ ვიჭედებით.გაჭირვებული უფულობის გამო ვერ ვარჯიშობს,ფულიანი ვარჯიშობს,მაგრამ თავს ვერ ხარჯავს.მანდ უკვე სკოლის და მწვრთნელის პიროვნულ თვისებებზეა ყველაფერი.თუ ნიჭიერიც შეინახეს და გამოზარდეს,ფულიანის გადახდილით,მაშინ შეიძლება კარგი კალათბურთელებიც გამოვზარდოთ.

ხალხმა ამერიკაში ფეხი მოიკიდა და დაგიჯერებიათ,ვინმე იქიდან ევროპაში წამოვიდეს?სანამ იქ კიდევ რაღაცა პერსპექტივა ექნებათ,ევროპისაკენ არც გამოიხედავენ.სხვის იმედზე ყოფნა არ შეიძლება,შენი გასაკეთებელი,შენ უნდა გააკეთო.ჩვენმა ფედერაციამ,უცხოურ კლუბეთან დადო ხელშეკრულებები,ნიჭიერი ახალგაზრდები იქ წაიყვანონ და მათზე ზრუვა,ფაქტობრივად თავიდან მოიშორა.იმ კლუბს შენი საქმე რაში ენაღვლება?ვიღაცას,ცოტა უფრო ნიჭიერს,ან შესაძლოა თანაბარს,მაგრამ თავისას,წინ დააყენებს და გაქაჩავს,შენი კი,მუდამ მეორე როგში იდგება,სამადლოდ შესანახად.ან მათ რას ვერჩით,ხომ ვხედავთ,რომ თამაში მართლაც არ იციან.სროლა,ბურთის ტარება,პასი,ნახტომი,იქ წასვლამდე,უკვე აქ,ადგილზე უნდა ჰქონდეთ ნასწავლი.15-16,ან უფრო დიდი ასაკის ბავშვს,ნულიდან ვეღარ ასწავლი,მაღალ დონეზე თამაშს.საბაზისო განათლება,უკვე აქ უნდა ჰქონდეთ ათვისებული.განთქმული ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე,თავის დროზე კალათბურთს თამაშობდა და დაახლოებით 19 წლისა გადავიდა ფეხბურთში,ძალიან მაგარი იყო თავით თამაშში,დარტყმითაც კარგად ურტყამდა,პენალტებს,გოლის საოცარი ალღო ჰქონდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც იყო მიწვეული,მაგრამ ფეხით თამაში,მოტყუება და დრიბლინგი,მაინც მისი საქმე არ იყო.ის საბაზისო,ქუჩის ფეხბურთი და ქართული საფეხბურთო სკოლა არ ჰქონდა გავლილი და ეს,აშკარად ეტყობოდა.საბჭოთა კავშირის ნებისმიერ გუნდში,ის ლიდერი გახდებოდა და ორ-სამჯერ მეტ გოლსაც გაიტანდა,მაგრამ საქართველოში,ფინტის გარეშე მოთამაშე თავდამსხმელი,არავის სწამდა,რამაზ შენგელიაც საოცარ ფორმაში იყო და რეზო,ძალიან დაიჩაგრა,ამის გამო.საქართველოდან წასვლა,მაშინ ქართველისათვის წარმოუდგენელი იყო,თორემ რეზო,ნებისმიერ გუნდს,რუსულს,თუ უკრაინულს,სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანდა.აქ უნდა მოვამზადოთ,კვალიფიციური მწვრთნელები,ბავშვთა მწვრთნელები და მათ უნდა გამოზარდონ,ნიჭიერი ბავშვებისაგან,კარგი კალათბურთელები. გუშინ, ტელევიზორში არხიდან არზე რომ გადავდიოდი,უცებ,ნიკა ამაშუკელს მოვკარი თვალი.მთელი დოკუმენტური ფილმი იყო,სადაც ნიკა ამაშუკელი თავის ცხოვრების გზას და კიდევ უამრავ რამეზე ლაპარაკობდა.გუშინ,31 აგვისტოს,დაახლოებით 17 საათზე გადიოდა და ვისაც ნანახი არ აქვს,ძალიან საინტერესო იქნება,მისი მოსმენა.რასაც ჰყვება,როგორ და რით გაიტაცა,9 წლის ნიკა,რომ ფანატიკურად შეუყვარდა რაგბი.ბევრ რამეზე საუბრობს და ვფიქრობ,ბევრი სულ სხვა თვალით შეხედავს,სპორტის ამ სახეობას და ზოგადად სპორტსაც.მოკედ,რეკომენდაციას ვუწევ,აუცილებლად ნახოთ.დღევანდელი არ არის,ალბათ 2023 წელს არის გადაღებული,მაგრამ არ ინანებთ.ჰო,არხის სახელი,ჯორჯიან ტაიმსი ყოფილა.პირველად შევედი ამ არხზე,საინტერესო მასალები აქვთ.
S.K.K. -ს
დადასტურებით უნგრეთის ნაკრებიც ფინალში ასევე იყო იგივე ნარკოტიკის გავლენის ქვეშ

პატივისცემით საკუთარ აზრს მოგახსენებთ, მისაღები პრობლემები ჩამოთვალეთ,მაგრამ ამ პატარა ქვეყნის გუნდმა 1962 წ ევროლიგა მოიგო და 1972 წ ოლიმპიადაზე "3 წამის" დროს, 5-დან 2 ქართველი იყო იყ პარკეტზე. ყოველთვის გვყავდა კარგი გამთამაშებელი , 90 -იან გაყინულ დარბაზებში გაზარდეს კვალიფიციურმა მწვრთნელებმა ის ოქროს გუნდი , ევროპაზე პირველად რომ ითამაშა. სამწუხარო წაგება არაა, სამწუხაროა კალათბურთელმა თამაში რომ არ იცის, მაგრამ მთლად დამნაშავე არც თვითონაა იმიტომ , რომ არავინ ასწავლა. პრობლემა საშუალო ნიჭის ბავშვები კი არ მგონია, დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელები და ანგაჟირებული მშობლებია. უფასო სექციებიაც საჭიროა, რეგიონებში ჯანმრთელმა ბავშვებმა რომ შეძლონ ვარჯიში. იმედია, სანიკიძე გამოასწორებს წლობით გაფუჭებულ საქმეს. თუმცა ძალიან რთულია.უცებ საიდან მოიყვანს კარგ ბავშვთა მწვრთნელებს. დრო სჭირდება ყველაფერს.
ლარი
ეხ რას ვიზამთ, მუხანათია წუთისოფელი, აბა ეხლა ვისი ჯერია რომ ვასიამოვნოთ.
ა, ბატონო კაცი!
ოოოპ, ათიანში გაარტყი! ჰოდა ამ მშობლებიც რომ იკითხონ - ოკ, ვეტერანი ვარსკვლავების აკადემიაში კი მომყავს ბავშვი და გადარეული სიხარულით, მაგრამ ვინ წვრთნის, ვინ ასწავლის, ვინ აღზრდის ამ ბავშვებსო, არ იქნებოდა ურიგო. მარა მაგათაც ჰგონიათ, რომ იოლი გზა იპოვეს და მერე იწყებენ წუწუნს, ჩემი ორმეტრიანი შვილი რატომ ვერ თამაშობს ხარისხიან კალათბურთსო. ხალხო, დასვით კითხვები, არ ტეხავს - საჭიროა!
გულშემატკივარობა კარგია, მაგრამ
პატივცემულო, სხვა გუნდები სრული როტაციით თამაშობენ, ეგ არის სხვაობა ჯიკიჩის სტრატეგიასა და მაგალითად, სპანულისის სტრატეგიულ ამოცანას შორის! მაყურებელს რაც შეეხება, ამხელა გზას რომ გაივლი ნაკრების საგულშემატკივროდ ე.ი. სიყვარულის გარდა რაღაცეებიც იცი კალათბურთზე და შესაბამისად ისიც იცი, რომ ჩვენი ამოცანაა ჯგუფიდან გავიდეთ და თან ისე, რომ შედარებით უკეთესი კალენდარი გვქონდეს. ჰოდა, ამ კარგ ხალხსაც და ჩვენც მოგვეცემა გამარჯვებით ტკბობის შანსიც, მაგრამ საბერძნეთთან თავის შეკვლა არ ჯდება ამ ამოცანებში - ძალა არ გვეყოფა უბრალოდ!
S.K.K.
ჯუჯის - გერმანიის 1954 წლის მაგალითი ფეხბურთში არ გამოდგება. ჯგუფში გერმანიამ 3-8 წააგო უნგრეთის დიდ გუნდთან და მერე ფინალი მოუგო 3-2. მაგრამ აქ ერთი მომენტია. მოგვიანებით გაირკვა რომ თამაშის წინ გერმანელმა ფეხბურთელებმა მიიღეს პერვიტინი - ნარკოტიკი-სტიმულანტი, რომელსაც გერმანელი ჯარისკაცები უხვად მოიხმარდნენ ომის დროს. სად იყო 54-ში დოპინგ კონტროლი. ეს ისე ცნობისათვის
ჯუჯი
მინდა ემიგრანტ ქალბატონს ვუპასუხო. თქვენი პატრიოტიზმი მესმის,მაგრამ ეს სპორტია. ზოგჯერ პატარა უნდა დათმო,რომ დიდი მოიგო. უფრო პოპულარულად აგიხსნით.1954 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში გერმანიის ნაკრებმა წააგო ჯგუფში დიდი ანგარიშით უნგრეთის დიდ გუნდთან. ფინალი კი ყველას გასაკვირვად მოუგო იმავე გუნდს,რომელიც მსოფლიოში უძლიერესად ითვლებოდა.
დამკვირვებელი
კი, ბატონო, თანამედროვე სპორტი და წარმატება სპორტში უამრავი კომპონენტისგან შედგება, ნიჭის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ ნიჭს თუ სხვა კომპონენტებიც არ დაეატა (რაც თქვენ ჩამოთვალეთ) ასევე ძნელია შედეგზე გასვლა. ფულიანი მამიკოების თემაც ცოტა თავისი მოტყუებას ჰგავს - ეგეთები აქაურ აკადემიებს არ კადრულობენ პირდაპირ ევროპა-ამერიკაში უშვებენ შვილებს და ამაში ცუდი არაფერია. Აქ ჩამოდიან ეს მოთამაშეები და ზოგი ახერხერბს განვითარებას, ზოგი ვერა. Რაც შეეხება ამ ნიჭიერი ბავშვების დაჩაგვრის და ნაკრებში გამოძახება-არგამოძახების კიდევ ერთ ყბადაღებულ თემას - ეს ასაკობრივი ჩემპიონატები ხომ ტარდება და ხომ ჩანს წესით ამ ბავშვების შესაძლებლობები, მართლა მაინტერესებს. Სულ ამაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაცა არ წაიყვანეს, სხვა წაიყვანეს. შეიძლება 1-2 კაცი მართლა პროტექციით ხვდება მანდ ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა მართლა გამორჩეულ ნიჭის მოთამაშეს რანაირად დააიგნორებენ, რა ინტერესი აქვთ რაღაც ბუნდოვანია. გასაგებია, რომ ეკიპირება, სწავლის საფასური ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მთლად ფინანსებს ნუ დავაბრალებთ, რომ მასობრიობა (აქედან გამონდინარე, კონკურენცია) ზოგადად პრობლემაა ქართულ სპორტში. აგერ თბილისში ასაკობრივი ევრობასკეტი ჩატარდა და კადრებში ჩანდა, რომ ცარიელი იყო დარბაზი მარტო საქართველოს თამაშებზე დადიოდა ხალხი. Ან ეს აკადემიები სად იყვნენ, ან მწვრთნელები, ან კალათბურთელები, რა ვიცი, ეგ ხომ მაინც იყო უფასო. Ამიტომ იმის თამაში მინდა, რომ ინტერესი, ჩართულობა ნაკლებია და ნაკრები რომ მოიგებს ან წააგებს, მაშინ გვახსენდება რომ რაღაც ისე არ არის. არადა ენერგია თუ არ დახარჯე, დიდი შრომა თუ არ ჩადე, დღეს შედეგზე გასვლა შეუძლებელია (პრინციპში ხოველთვის ასე იყო ალბათ).
დდდ
კახუჩელავ, ქვეყანას გაეშვი და თავად თუ იქამდე ვერ მიხვდი, დაღუპული რომ ხარ, მინიმუმ ამ საიტიდან მაინც რომ დაიღუპო, არა?!...
ქართველი ქალი ემიგრაციიდან
მაინც რაზე ბჭობთ აქ ქართველი ვაჟკაცები? შეიძლება თუ არა ეროვნული ნაკრების მაისურით ნახევარი ძალით თამაში იმისთვის, რომ მეოცე ადგილის სანაცვლოდ მეთხუთმეტე დაიკავოთ? აბა, თორნიკე შენგელია გიჟია, რომ ყველა თამაშში თავს იკლავს და თქვენ ხართ მიზანმიმართულად ჭკვიანები? მაგან არც სატურნირო მდგომარეობა იცის, არც შემდეგ ეტაპზე გასვლის წესები და თქვენ ყველაფერი იცით? მაგ ბიჭმა თუ წინასწარ წაგებულ მატჩში მონაწილეობის მიღება არ ისურვა, სამშობლო არ უყვარს და თქვენ გიყვართ? თუ გოგა ბითაძემაც მაგ მიზეზით არ ითამაშა, უდიდესი პატივისცემა მას. და ნეტავი ჰიმნს რაღას უშვრებით, ისიც ნახევარი ძალით უნდა იმღეროთ ხოლმე, თუ "საქმეს" დასჭირდა? და რაღას გამოელით მაგ დემორალიზებული კალათბურთელებით ან ვის რას დაუმტკიცებთ მაგ საპატიო მერამდენეღაცა ადგილით, თუკი ყველაზე ბინძურ სამორინესაც კი აჯობებთ თეთრი ბაირაღების ფრიალით? გინახავთ, კუნძულელები რაგბიში როგორ ასრულებენ ეგრედ წოდებულ ჰაკას? უცხოელი მწვრთნელის "ღვთივგანბრძნობილი" რჩევების გამართლებას, იქნებ, ხორუმის ცეკვა გერჩიათ ჩვენი ბიჭებისთვის? ეჰ, მარტო სპორტში რომ იყოთ ასეთი ზედმიწევნით პრაგმატულები, ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შემიძლია და ვერც ბოდიშებს მოგიხდით იმისთვის, რასაც ახლა ვწერ - თქვენი მიღწეული შედეგები და თქვენი ნაპატრონები ქვეყანა არ გაიშვა, სათვალავი მაქვს არეული, მერამდენედ მრცხვენია თქვენს მაგივრად. ჩემზე კი ნუ იდარდებთ და დიდად ნურც გამომეპასუხებით, სხვა ყველაფერი დალაგებული მაქვს, ერთი ეგ არის, აქეთ უფრო გვიმძაფრდება ხოლმე აი ის, თქვენ რომ მანდ გიჩლუნგდებათ, თუმცა მის სახელს კი ვეღარ მოგახსენებთ, დაფარვა სჭირდებაო და მაგიტომ...
კოკა
ბოლო ხანებში სულ ვხვდები კომენტარებს, რომლებშიც სულ ფულზე ლაპარაკი. ფულს აკეთებს ფედერაცია, ფულის გამო არ უნდა თამაში ჩაკვეს, კიტეს, ფულის გამო გადავიდა შენგელია. მოკლედ გაგიჟდები რა კაცი. ისე გამოჰყავს ზოგს ფული, თითქოს, თვითონ არ გააკეთებდნენ ფულს,ამ საიტზე გავიგე რომ თურმე ფული საშინელი რამ ყოფილა, სპიდიც და კიბოც არაფერია ფულთან შედარებით)) ბებიათქვენისამ თქვენ უარს იტყოდით ხომ იცით. საშუალება არ გაქვთ ამის და იმიტომ იპატიოსნებთ თავს. თქვენთვის სხვა რომ კარგად ცხოვრობს, ეგ გაღიზიანებთ, სხცა არაფერი
Kaxa
და მეორე რჩევა, იქნებ ფსიქოლოგები დაიქირაონ რამოდენიმე ფსიხი კალათბურთელისთვის. არ შეიძლება შენი ემოციით ქვეყანა დაღუპო. ყველას ეხება.
Kaxa
რა გვეშველება,,, ასეთი თამაშით ბოსნიასთან კი არა კვიპროსთანაც შეიძლება ვერ მოვიგოთ. იცით რაარი სიმართლე ესანქთმა არ დაგვაფასა და იფიქრა ოფლის დაღვრის გარეშე მოვუგებთო.
დემნა
ბევრი კომენტარი წავიკითხე ამ პოსტზე ასევე სხვადასხვა აზრი , მიხარია რომ აზრს გამოთქვამს ხალხი , ასევე სასიხარულოა რომ ნაკლები გინებაა და მეტი აზრის გამოხატვა , თუმცა მე მხოლოდ ჩემ აზრს გავაზიარებ , რადგანაც ვერ გამოვდგები კალათბურთის ექსპერტად ან ვინმეს დამცველად უბრალოდ კომენტარების კითხვის შემდეგ დავწერ ჩემ აზრს ხალხის აზრზე. კალათბურთი ბავშვობიდან მიყვარს ერთ-ერთი დინამიური სპორტია , ალბათ ურთულესიც რადგანაც გადაწყვეტილების მიღების დრო ბევრად მცირეა ვიდრე სხვა სპორტში , ჩემთვის პირველი არგუმენტი აქ იწყება - ფაქტია რომ ჩვენი ბიჭები მონდომებით და სულისკვეთებით თამაშობენ მაგრამ თავს იჩენს (ალბათ ) საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონე რადგანაც ტემპი ბევრად დაბალია ვიდრე მოწინავე ჩემპიონატებში , ამიტომაც რთულია გაიზარდოს საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის კალათბურთელი რაც მეტწილად განსაზღვრას ნებისმიერი ტოპ ნაკრების თამაშს , რათქმა უნდა კალათბურთში არიან სუპერვარსკვლავები რომლწბიც იგებენ თამაშს მაგრამ კარგი დონის ან საშუალო დონის თანაგუნდელების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ ვერაფერს , ასევე 5 კალათბურთელი არ არის საკმარისი ხანგრძლივ ტურნირზე წარმატების მისაღწევად . რაც შეეხება ფულს და მამიკოს ფულით გატენილ აკადემიებს , მე ნამდვილად არ ვიცი კალათბურთის აკადემიებში რა ხდება მაგრამ ვიცი რა ხდება სხვა სპორტში რადგანაც ვმუშაობ 15 წელია სპორტში , ხშირად მსმენია მშობლის ან სხვა ადამიანის შეფასება წარუმატებლობაზე და ალბათ პირველ ან მეორე ადგილზე დგას მსგავსი ახსნა ფული და ნაცნობობა . ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას ნეტავ იყოს ვინმე ნიჭიერი და ფულის გამო დაიჩაგროს ან ვინმეს ახლობლობის გამო ჩემს სპორტში გამიხარდება გვერძე დაუდგე და სიმართლისკენ ვიბრძოლო მასთან ერთად , მეტიც ჩემი დახმარება არც დაჭირდება უამრავი ხალხია ჩართული ამ საქმეში და ბრძოლა მიდის ნიჭიერი ბავშვის ან მოზარდის აღმოსაჩენად არავინ დატოვებს ნიჭიერს დაჩაგრულს ამის მწმამს და სხვაგვარად უბრალოდ დილეტანტური აზრია მეტი არაფერი ჩემთვის . ასევე მნიშვნელოვანია ის არის რომ გავიგით სპორტის თანამედროვე სირთულე რაში მდგომარეობს . კომენტარი იყო რომ უფასო მხოლოდ 10 ბავშვია მაქსიმუმ აკადემიაშიო ან სკოლებში არავინ დადის რომ ნიჭიერი ბავშვები მოიზიდონო.ამ ორი ნაბიჯით მაგარ ნაკრებს კი ვერ ჩამუვაყალიბებთ არამედ გავზირდით მასიურ ჩართულობას სპორტში რაც მეტწილად გაზრდის ბავშვების რაოდენობას რაც უფრო მეტ სელექციას მოგცემს , თუმცა ტალანტების მოძიებაში სხვა რამეა საჭირო ჩემი აზრით . თანამედროვე სპორტი უკვე იმ საფეხურზეა რომელზეც ნიჭი მეტწილად საკმარისი არაა ( გამონაკლისი სუპერ ნიჭიერები რომელბიც ალბათ საუკუნეში 1-2 იბადება )ნიჭს ასევე ჭირდება პასუხისმგებლობა , ასევე მნიშვნელოვანია შრომის მოყვარეობა , ხასიათი , განათლება , ფიზიკურ - მენტალური მდგრადობა , სპეციალისტები , სამედიცინო გუნდი , სპორტის მეცნიერთა ჯგუფი და აშ , ჩვენი ქვეყანა კი არ არის იმ დონეზე რომ მსგავსი სისტემა გამართოს სპორტული კუთხით და გაზარდოს არა მარტო ნიჭიერი ( მხოლოდ ნიჭიერებზე დგას ჩვენი სპორტი) არამედ უფრო მნშივნელოვანი რაც არის საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ათლეტები . ვფიქრობ რომ არგუმენტები რომ ვიღაცის მშობელი ფულს იხდის ან და ფედერაცია ფულს იპარავს , ან მსგავსი კომეტარები უსაფუძვლოა ჩემთვის . არც ფედერქციას ვიცნობ და არც კალათბურთლებს უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ რაც გამაჩნია . პ.ს წარმატება ბიჭებს , მადლობა მათ ყველაფრისთვის , ჩემთვის როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის დასაფასებელია და საამაყოა როგორც თამაშობენ განვლილ 3 შეხვედრაში , მადლობა კიდევ ერთხელ
ბს
არი შანსი რომ მეექვსე თამაში ისრაელთან მოგვიწიოს, თუ ასე იქნება, მერე მეშვიდე თამაშზეც გვექნება პრეტენზია
თორნიკე
კიდევ ერთი: აკადემიები ცუდ ნაკადს უშვებენო. იცით მერე რატომ? ბუნებრივი სელექცია არ ხდება და იმიტომ. აკადემიაში ყველა ფულიანი მამიკოს შვილი მიჰყავთ. კითხეთ მოქმედ აკადემიებში ჯამში რამდენი კალათბურთელი ვარჯიშობს უფასოდ - 10 თუ იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯაროთ მოვიხდი ბოდიშს ფედერაციასთან, მაგრამ არ იქნება ამის ნახევარიც. ხოდა მდიდარი მშობლების გაზულუქებული შვილების თამაში არაა კალათბურთი - ასეთი შეიძლება იყოს ჩოგბურთი, გოლფი, ბილიარდი. ფულით რომ ბუნებრივი ნიჭი და შრომისმოყვარეობა იყიდებოდეს, აქამდე დანარჩენებს ნაღდად გადაგვაშენებდნენ. შექმენით ფედერაციის ეგიდით საჯარო აკადემიები, დაიარეთ სკოლა-სკოლა მთელი საქართველო და ბუნებრივად ნიჭიერები ჩარიცხეთ იქ და არა გადახდისუნარიანები. ასაკობრივ ნაკრებებს მშობლებისგან ჩამოსული "სტავკების" მიხედვით რო აკომპლექტებთ, შედეგიც შესაბამისი გაქვთ. რამდენი ნაკრებია A დივიზიონში? - 0. ნაკრების თადარიგის უმეტესობა ისეთი სიზუსტით ისვრის საჯარიმოებს, სკოლის მოსწავლეები რო აჯობებენ ხშირ შემთხვევაში, ესაა სამარცხვინო მეგობრებო, თორემ ჯიკიჩს რო ამოცანისთვის ცივსისხლიანად შეუძლია წაგებული თამაშის დათმობა, ვერაფერს ვხედავ მაგაში დასაძრახს.
ვოოოტ-ს თორნიკესგან
ფედერაციას რო კიდია ჩემპიონატი, ნაკრებიც და ფულს აკეთებენ ვიცით, მაგრამ თქვენ კალათბურთი იმდენად გაგეგებათ, რამდენადაც მე კრიკეტი. სამი-ოთხი კაცის იმედყე ვართ და იმათი გადაწვა წინასწარ წაგებულ თამაშში ნამდვილად არ შეიძლებოდა ეს ერთი. ბერძნებს რო ედრებით - ორი გრანდი ყავს ევროლიგაში და კიდევ 4-5 ევროპულ ტურნირებზე თამაშობს, რა ნამუსით ამბობთ რამეს. ესპანეთთან რო მოვიგეთ სენსაციაზე მეტიცაა ასე მგონია. საბერძნეთთან ისეც 15 ქულით მაინც წავაგებდით სრულიად ოპტიმალურ პირობებშიც კი. ამ შემადგენლობით ჯიკიჩის პროგრამა მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა და მეტს ვინც ითხოვს რეალობასთან ახლოსაც არაა. კოლაბორაციას რაც შეეხება რუსეთთან, ცოლის და შვილის გაუპატიურებით რო დაგემუქრებიან, შეგიძლიათ ეკოლაბორაციოთ თქვენ, ნორმალური ქართველები სიკვდილამდე დავიცავთ მინიმუმ ჩვენ ოჯახებს, თუნდაც წაგებულ ბრძოლაში!
გრიშა
ამ ჩემპიონატზე 6-ზე მეტ თამაშს მაინც ვერ ითამაშებენ, არ ჯობდა ეს ხუთი შეხვედრა ღირსეულად ჩაეტარებინათ?
ჟორა გაბრიჭიძე
თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა აქ გადამწყვეტი ესპანეთ, იტალია-საბერძნეთთან გამარჯვება კი არა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გამარჯვებას აქვს, ანუ ევრობასკეტი ჩვენთვის ახლა იწყება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ესპანეთთან მოვიგეთ თუ არა, გასასვლელად ბოსნია-ჰერცოგოვინას დამარცხება საჭირო.
Aleko
Kargi tamashi iyo
დათო
ძალიან შემაშფოთებელია, რომ თავისუფალი სასროლი სიტუაციებიდან ვერ აგდებენ.

იანისა და კიდევ ყველა თითქმის იანისა იყო , ძაან მაგარი ნაკრები იყო . ვინც დღეს ნაკრებს გააკრიტიკებს წაგების გამო , ჩასაფრებულია.
ვანო
ეს ჯარიმების ვერ ჩაგდება რაღა უბედურება?!.სირცხვილია ბოლო-ბოლო!
გოჩა
ყოველ ერთ წუთში 1,3 ქულას აგროვებდნენ(საშუალოდ) და მეტი რა ექნათ?
გივი
ბიჭები ვინც გვყავს რაც შეუძლიათ ეგ არის ...მეტს ნუ მოვთხოვთ მეტი არ შეუძლიათ.....თუ გასაკრიტიკებელია და საჩხუბარია ფედერაციასთან რატო არის ასეთი დაბალი დონის ჩემპიონატი...რატო არ იზრდებიან მაღალი დონის ბავშვევი...რატო ვბუქსაობთ ერთ ადგილზე...ფედერაციას უნდა მოვთხოვოთ პასუხი...ბიჭები რაც შეუძლია ეს არის....ავიღოთ ანდრონიკაშვილი ვერ ამართლებს რატო იმიტომ რომ ეგ გავზარდეთ სხვა არა .ამაზე უკეთესი დავიჯერო არავი იყო რომ გაეგზავნათ..კულტი შევქმენით და რა მივიღეთ ნული.ფედერაციას უნდა მოთხოვოთ პასუხი
ადამიანი
2 ნომერი და 3 ნომერი არ გვყავს.მამუ და გოგა ვერ.დაგვეხმარებიან შენგელიას კონტრაქტი გამოჩნდება როგორ იქნება.დანარჩენებით მომდევნო ვერც მსოფლიოზე გავალთ და ვერც ევროპაზე. ჩვენი კალათბურთი ძალიან დაბალია.კლუბები პირველსავე ტურიდან ვარდებიან. მომავალი თაობაც არ ჩანს რომ მოდიოდნენ არადა ესენი დაბერდნენ უკვე გიო მიდის სანაძე იღლება ბექა რაც იყო ის არის....ძალიან დაბალი დინეა.ამ ჩემპიონატს დავანებოთ თავი ვთამაშობთ....შემდეგი.....
კოზმა
დროა ბეჟანიშვილის პასპორტზე ფედერაციამ იმუშაოს. მერკვილაძე, გიგიბერია და მსგავსი თუ არის კოლეჯის კალათბურთიდან ვინმე, ვინც ამთავრებს იქ თამაშს წამოვიდნენ ევროპაში და ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ. არის რეალურად რაღაც სახის რესურსი რასაც ვერ ვიყენებთ მათი სახით. ზუსტად ნაღდად ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა გამოიცადნონ ეს კალათბურთელები. მერკვილაძე კაპიტანი იყო თავისი კოლეჯის, გიგიბერია 2.18 არის (მითუმეტეს, რომ შერმადინი მიდის) და ბეჟანიშვილს ცოტა აკლდა NBA-მდე და G ლიგაშიც კარგი იყო. მითუმეტეს ეს უკანასკნელი უკვე ევროპაში თამაშობს და მოქალაქეობაზეა მოსაგვარებელი საქმე, თუ კითხულობს ამას ვინც საჭიროა, გთხოვთ იმოქმედოთ! პირველ რიგში ეს სკამის სიგრძეს შეცვლის და ხარისხსა და კონკურენციას აამაღლებს, შედეგად ასეთ დიდ ტურნირებზე მეტი როტაცია გამოგვივა და ასეთი უსუსურები არ ვიქნებით ასეთ თამაშებში. მეორე მხრივ მოგვადგება მალე მსოფლიო საკვალიფიკაციოები, სადაც სანდრო და გოგა ვერ დაგვეხმარებიან, ევროლიგის ხალხიც საეჭვოა.
ვოოტ
თუ არ იცი,ბერძნებმა გუშინ ჩვენზე გვიან ითამაშეს და დასასვენებლადაც ჩვენზე ნაკლები დრო ჰქონდათ... ალბათ, ლიდერების გარეშეც იოლად მოგვიგებდნენ, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და გულშემატკივარს არ აკადრეს ნახევარი ძალით თამაში... 1942-ში კიეველმა ფეხბურთელებმა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ფასად არ ისურვეს ნაცისტებთან დაწოლა და დატყვევებულმა, ნაშიმშილევმა და განაწამებმა პატრიოტებმა 5:3 ამოტენეს ნასუქი ნაცისტები... და შენ რის ფასად ამართლებ წინასწარ გამოცხადებულ კაპიტულაციას - ჯგუფიდან თუ გახვალ, ჩემპიონი გახდები, ქვეყანას ააყვავებ და ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენ?!... უთავმოყვარეო მაჩვების თავზე სახარებას არ კითხულობენ, ვინც ჯიკიჩისა და ფედერაციის მახვილგონივრულ პროსტიტუციას ამართლებთ, მოუსავლეთშიც გაჰყოლიხართ, თქვენი გამომტირებლის, ჩემთავად ოხერი დედაც ვატირე - როცა გეუბნებიან - რუსს კი არ უნდა ეომო, ჯობია მოელაპარაკო, თორემ ქვას ქვაზე არ დაგიტოვებსო, თავებს იკლავთ, კოლაბორაცია არ გვეკადრებაო და ბერძნები რაღა იყო, ატომურ ბომბს გესროდნენ თუ მედეას ამოგითხრიდნენ საფლავიდან, რატომ უნდა გაგორებულიყავი და თანაც წინასწარ გამოცხადებულად- თამაშის მერე ვერ იტყოდი, აზრი არ ჰქონდა და ძალები შევინახეთო?!...
Товарищ ბატონო ირაკლი.
კომემტარები არ ვწეროთ თუ слава кпсс -ს ვწეროთ, რას გვირჩევთ, იქნებ ინსტრუქციაც დაგვიწეროთ?
ჯუანშერი
ჯიკიჩმა რა ქნას ამ ახალგაზრდა კუანებმა უნდა ივარჯიშონ მეტი და კარგ გუნდებში ითამაშონ. სამი კაცის გარდა საერთოდ დაბალი დონეა თუ მაჰათ დონე ქვიათ. ივარჯიშეთ ბიჭო ახლებო !!
ირაკლი აფხაიძე
კრიტიკა გასაგებია (თუმცა მეტწილად დილეტანტურია), მაგრამ უმეტესობა ჩასაფრებულის პოზიციიდან აკომენტარებს. გუშინ თორნიკეს საქციელი არ მოეწონათ, მოთმინება მართებდაო და 1000 დამრიგებლური საყვედურნარევი ნოტაციები, ზოგიც შეურაცხმყოფელი. დღეს ტაქტიკური ჩანაფიქრი და მეორე შემადგენლობით თამაში იყო შეცდომაო... შენ რომ კლავიატურასთან ზიხარ, როგორ არ ესმის მოდანზე მყოფ ნაკრებს შენი...

ვაიმე , რა სისულელეა და 16 კაცმა ლაიკი დაწერა.
ტიმო
გული მტკივა მაგრამ მწვრთნელსაც უნდა გავუგოთ, არ არსებობს დედამიწაზე გუნდი, და მარტო გუნდი კი არა, ფიზიოლოგია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 6 დღეში 5 ფინალივით თამაში ითამაშო 5 კაცით, თან შედეგი მოითხოვო გასვლა ჯგუფიდან და მერე კიდევ გასვლა და ა.შ. კი ძაან მტკივნეულია მაგრამ მოდით ვენდოთ ჯიკიჩს, მაგათმა უფრო იციან ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა, დღეს რო შეგვეკლა თავი და შემდეგ დღეებში გამოფიტულები ყოფილიყვნენ ეგეც ხო არ გვინდოდა... ასე რომ ჩვენი ბიჭების მწამს ბოლომდე და გაგვახარებენ ისე რო არც მოველით

კარგიც აღვნიშნოთ. რომელი ქვეყნის რომელი ღვაწლმოსილი 36 წლის კალათბურთელი აიღებდა თავისთავზე ამხელა ტვირთს, რომ წაგებულ თამაშში მე-3 სასტავთან ერთად ეთამაშა მთელი თამაში ? არავინ , ალბათ. არავითარი პონტები, ძალიან მაგარი ქართველი კაცია შერმადინი. მამუკელაშვილს რესპექტი.თავს ზემოთ ძალა არ იყო. ბითაძეს ველოდებით მაგარ ხოდზე ზეგ.
კარგით რა
საიტზე ფეხბურთის კომენტარებში ვიღაც წერდა, ჩვენ ქართველები მეომარი ერი ვართო, ჰო, მგონი კიტეს ტრავმის კომენტარებში. მეომრები დიდი ხნის წინ ვიყავით, ეხლა კურდღლები ვართ, ყურცქვიტა ბაჭიები. აბა, ასეთი სამარცხვინო წაგების შემდეგ, სხვა არაფერი მომდის თავში. ამხელა სხვაობით ალბათ არასდროს წაგვიგია/
S.K.K.
ეს კორსანტია და ჯინჭარაძე რა "კოპი-პეისტივით" არიან, თუ მეჩვენება?
ჰაიმე
მე მეგონა, ჯიკიჩი მწვრთნელად ჩამოიყვანეს და თურმე, ამ თხაწვერამ უნდა გადაგვიწყვიტოს, ვის გავუგორდეთ ქართველები მაკე ღორივით და ვის - თავი შევაკლათ კუთხეში მიმწყვდეული ნადირივით... დავიჯერო, თავად ვერ გადავწყვეტდით?!...
სტალინი
მართალია ორი ძირითადი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ევრობასკეტზე ყველაზე დიდი ანგარიშით დავმარცხდით, რეკორდი მოიხსნა თვით საბერძნეთთან, აქამდე 31 გვქონდა წაგებული ათენში 1997 წლის ევროპის შესარჩევზე. და საერთოდ ამ მატჩმა გენადი კაპუსტინის დინამო გამახსენა, რომელიც ასევე წინასწარ წაგებულ თამაშებს ცსკა და ჟალგირისთან 50 ქულას აგებდა. გამომდინარე იქიდან რომ აქამდე ბანკეტზე ნაკრებს ორი თამაში ზედიზედ არ მოუგია, ღირდა კი ასეთი მსხვერპლის გაღება? იმედია ეს ნავსი წელს გატყდება
იპოლიტე
არა უშავს, იანისა გოგას ბულკია, სადაც დაიჭერს ნბა-ში იქ გადაახევს ბურთს თავზე ჩვენი ციკლოპი.))
დდდ
მაგრად გავაბითურეთ ბერძნები - რომ იფიქრეს, არიქა, ქართველების წინასამატჩო კომენტარები მხოლოდ ტაქტიკური ეშმაკობა იყო და ესენი დანებებას არ აპირებენო, ზუსტად მანდ გავგორდით ბოზი კურდღლებივით... თქვენი არ ვიცი და პირადად მე დღევანდელმა თამაშმა აგვისტოს ომი გამახსენა - უნიტაზიპარია რუსი სალდაფონები რომ შეცვივდნენ ჩვენი ლოფხვების ყაზარმებში და უხვი ალაფით დატვირთულები ერთმანეთს რომ უზიარებდნენ გაოცებას - ამ ცუანა ქართველებს ვერ უყურებ, რა შეიარაღება და რა პირობები ჰქონიათ ამ უნიფხვოებს და მაინც არ იომესო... ბოდიში გმირებთან და მათ ხსოვნასთან, მე მხოლოდ საკუთარ ემოციებს ვაზიარებ და პირველ დისლაიქსაც თავადვე დავუსვამ ჩემს სამარცხვინო კომენტარს...

თამაშის დამთავრებამდე 7.31 წუთი იყო დარჩენილი,საქართველოს ნაკრებმა 50-ე ქულა რომ აიღო და ამის შემდეგ,სულ სამი ქულა მოაგროვა,მამუკელაშვილის ენდვანით,თამაშის დამთავრებამდე,4.54 წუთით ადრე.ამის შემდეგ,ქულა აღარ აგვიღია!გუშინ ჭირვეულის მორჯულება გადიოდა,მგონი სილქ უნივერსალზე.ჰოდა ჩვენი ნაკრები,იმ მღვდლის მიერ მომზადებულ გუნდს ჰგავს,ფინალში რომ თამაშობენ,მაგრამ თამაშის გაგებაში არ არიან და ნულზე აგებენ,სანამ ადრიანო ჩელენტანო არ შემოვიდა მოედანზე.სტატისტიკა ჯერ არ დაუდიათ,მაგრამ ბერძნები სამქულიანებს ალბათ უფრო უკეთესი პროცენტით ისროდნენ,ვიდრე ჩვენ საჯარიმოებს.ამ გუნდს მომდევნო შესარჩევში ამერიკელები მოაკლდებიან,შერმადინი,ერთ ორ წელიწადში,ალბათ შენგელია და სანაძეც.კახა ჯინჭარაძეც უკვე 32 წლისაა,ბურჯანაძე-31-ს.ესენი რომ ასე თამაშობენ,უამათოდ რა იქნება,უკვე წარმოდგენაც აღარ მინდა.ჩვენი ვეტერანი ვარსკვლავები კალათბურთის აკადემიებს რომ ხსნიან და ასეთ მოუმზადებელ კადრებს უშვებენ,თანაც უხარისხო პროდუქციის გამოშვებაში სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებენ,მშობლებისაგან,ვფიქრობ ანაზღაურება კი არა, წუნდებული პროდუქციის გამოშვებისათვის,სოლიდური ჯარიმით უნდა დაისაჯონ,როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება.კარგია,რომ საკალათბურთო არენა აშენდა,მაგრამ იქ კალათბურთს უნდა თამაშობდნენ,სადაც კალათში ბურთი უნდა ჩააგდო.ამას რატომღაც არ ასწავლიან.
ლაშა
კვიპროსს შევხვდებით დასვანებული მაგრამ მორალურად გატეხილი გუნდით. ამ განრიგზე რას წუწუნებთ სხვებიც ზუსტად იგივე განრიგში თამაშობენ. ხო ჯიკიჩი არ გაუშვათ ამბად დადის ტიტულები აქვს ადრე მოგებულიო. დაუშვათ და გავედით ჯგუფითან დღევანდელ და რა ხდება მერე ამ.სამარცხვინო დაწოლას რაც დღეს გავაკეთეთ რამე გადაფარავს? დარბაზი სავსე იყო ქართველებით და საქართველოს დროშებით ზოგმა ალბათ რამდენი კილომეტრი გამოიარა რომ მანდ მოსულიყო და რას ეუბნებით ჯიკიჩის სტრატეგია ასეთია დღეს საბერძნეთს უნდა დავუწვეთო? მარაზმია რაც ქართულ კალათბურთში ხდება თავისი პოლიტიკური ფედერაციით მერე ლელინივით რაღაც მედლების დაკიდებით ტრიბუნებზე პოლიტიკოსებით და ასე შემდეგ, გულშემატკივრობის ყიველგვარ მუღამს გიკარგავენ
აბა კაცო, უყურე შენ რა უქნია ჯიკიჩს
ოჩხიკიძე, ფევაძე და ანდრინიკაშვილი ქუჩაში დაკარგული ბავშვებივით რატომ დარბიან, ვინმე გვიპასუხებს? ჯიკიჩს ახალი სქემა მოუფიქრებია, პერიმეტრზე ტიკი-ტაკა, მომირბენინე-მოგოცუნცულებ და მანამდე ერთ საპატიო წრესაც დავარტყამ. 24 კი არა ეგრე შვილო 48 წამიც არ გეყოფათ თქვენ. ფარზე კალათიც რო არის დამაგრებული, ეგ თუ იცით? ხანდახან იქნებ გაიხედოთ და ისროლოთ ხოლმე, რა იცი, იქნებ ჩავარდეს? აბა თუ არ ისროლეთ, თავისით ეგ არ ჩახტება კალათში. დათმობა გამიგია, ძალების დაზოგვაც, მაგრამ 41 ქულით წაგება? სირცხვილია ღმერთმანი.
დაგაგვიანდა გენო
გოგა არ გვყავდა, თორემ აქეთ მოვუგებდით 41 ქულას. როგორი მაგიური ციფრით წააგეს ლომებმა, პირდაპირ მიულოცეს ფედერაციას))))))))))))))))))))))
Gio
Samarcxvino shedegi,wageba ise ro drois dawva srolebis gareshe.tu winaswar ageb rato tamashob shishit?
დააT
1) დიდი ანგარიში წაგებას გამართლება არ აქვს, არ გვჭირდებო და თუ გვჭირდებოდა არ არის საბაბი. 2) ჩვენ დავინახეთი ის გუნდი რომელიც ევრობასკეტზე ან მსოფლიობასკეტის შესარჩევებში ერთ თამაშსაც ვერ მოიგებს შენგელიას, მამუკელაშვილის და ბითაძის გარეშე . 3) ვხურავთ დიდ ისტორიას რასაც ჰქვია ევრობასკეტზე და მსოფლიობასკეტზე გასვლა. 4) გავიცნობ გინების მიზნით იმას ვინც საქართველოს ნაკრებში ოჩხიკიძის გამოძახება ურჩია. სად მოეწონათ, ვინ დაინახა მასში პერსპექტივა და როგორ მოხვდა ევრობასკეტზე მას შემდეგ, რაც შესარჩევებში ითამაშა.
ალექსანდრე
დიდები არ შეიძლება ბავშვებს ან ეთამაშებოდნენ, არ არის სამართლიანი.. ბოდიში, სხვა როგორ უნდა შევაფასო -41?? 4 სამიანი 14ის წინააღმდეგ, ორიანების საშინელი პროცენტულობა.. სამაგიეროდ ჯარიმებზე უმუშავიათ.. ანდრონიკაშვილმა, სანაძემ, ბურჯანაძემ, შენგელიამ და ბოლდუინმა ჯამში 14 ორიანი ისროლეს და .. ვერცერთი ვერ ჩააგდეს..ვერცერთი!!! 14დან ვერცერთი!! მიიტანენ პერიმეტრთან ბურთს და ესტაფეტასავით დაათამაშებენ გასწვრივ, 0 კობინაცია, 0! დარწმუნებულები ვართ რომ გვინდა საფრანგეთთან მერვედფინალი??
ნახევარი ძალით ვითამაშეთ.
კინაღამ მოუგეთ მე-2 შემადგენლობით სულ რაღაც 41 ქ დაგვაკლდა 😂😁
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
"აიაქსმა" ბრაიან ბრობი პრემიერ ლიგის კლუბს მიჰყიდა
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა
[VIDEO] ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
საგა დასრულდა - ედერსონი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელი გახდება - "სიტი" კი დონარუმას შეიძენს
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე - "ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა"
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია
"წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი "ხულიგანს" ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს" - ესპანეთი გაოგნებულია
"შთაბეჭდილების ქვეშ ვარ" - ვიზიტი ევრობასკეტისთვის სასახლის მშენებლობის პროცესზე
დეტალური განხილვა - ქართველი კალათბურთელების შეფასება
იანისის ლიდერობით - საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტიდან მოხსნან
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა