„გრანადას“ საიტი იტყობინება, რომ ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ მოსკოვის „დინამოსგან“ 22 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატეს.

Granada Digital-ი წერს, რომ გაგნიძეს შეუძლია გუნდში თანამემამულე გიორგი წიტაიშვილის წარმატებული გზა გაიმეოროს, რომელიც „მეცში“ გადავიდა.

„გაგნიძე ახალგაზრდა და პერსპექტიულია, თამაშობს როგორც შემტევი ნახევარმცველის ასევე საყრდენის პოზიციაზე და გუნდს გააძლიერებს“, - აღნიშნავს Ahora Granada.

Transfermarkt-ის მიხედვით ლუკას ფასი 1.2 მილიონი ევროა, მოსკოვის „დინამოსთან“ კი კონტრაქტით 2026 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული. გასული სეზონის მეორე წრეში ის „კრილია სოვეტოვში“ იყო განათხოვრებული.

ასე რომ, გაგნიძე მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, ახლა კარიერის გასაგრძელებლად ჩინებული შესაძლებლობა მიეცა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

"გრანადა" სამი ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში უქულოდაა და 6 სექტემბერს სტუმრად "მალაგას" შეხვდება.

დავით 67
როგორც იქნა ამოძვრა რუსქოცბიძკობიდან, ე.ი ჭაობიდან
და
წერტილ. შენს თავს თუ ცნობ?

სამი წლის წინ,ლუკა დღევანდელზე უკეთესად თამაშობდა.ძირითადში უშვებდნენ სათამაშოდ.შარშან,მოსკოვის დინამოში,სულ 4 თუ 5 თამაში ჩაატარა.ხან სად გაუშვეს იჯარით და ხან სად.წელს ეგეც აღარ არის.დაინახეს რომ ჩაქრა და გაშვებაზე დათანახმდნენ.სულ მუქთად გადაგდებას,გაშვება არჩიეს.უკრაინაშიც დაახლოებით ასე ექცევიან ჩვენებს,განსაკუთრებით ძლიერი კლუბები.ომმა ეტყობა უფრო დაუნდობლები გახადა, ორივე ქვეყნის ხალხი.არც საკვირველია,ქართველებსაც ვეღარ ვცნობ,ისე შეიცვალნენ,ბოლო 30-35 წელში.
მერაბი ჩხოროწყუ
გილოცავთ ლუკა აბა შენ იცი,ეს კარგი შანსი უნდა გამოიყენო, წარმატებები,

ძალიან კარგი პოსტია!

ვაშა!როგორც იქნა თავი დააღწია!რამდენი წელი დაკარგა,მაგრამ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და დანაკარგის ანაზღაურებას შეძლებს.გრანადა უკვე იცნობს ქართველებს და ლუკაც,გიორგი წიტაიშვილისაგან საჭირო ინფორმაციას მიიღებდა.ასე რომ შეჩვევას დიდი პრობლემები არ უნდა მოჰყვეს.საფეხბურთო უნარები,ლუკას ძალიან კარგი ჰქონდა და ამდენი უთამაშებლობის გამო,ცოტა გაუუარესდა,მაგრამ ესპანეთში ძალიან სწრაფად ამოქაჩავს.დარწმუნებული ვარ,სეზონის ბოლოს,უკვე გუნდის ერთერთი ლიდერი გახდება.ნეტავი ზაფხულშივე გაეშვათ,სანაკრებოდ მზად იქნებოდა.ჯანმრთელობას ვუსურვებ და ჯანმრთელი ლუკა,აუცილებლად წარმატებულიც გახდება.
ვახტანგი
ძალიან კარგი, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება ამ 5 ლიგის გარდა პატარა ასაკში არსად გადახვიდეთ, ჯობია მეორე და მესამე ლიგებში ითამშოთ და სწორ ფეხბურთს მიეჩვიოთ და საფეხბურთო გარემოში მოხვდეთ, ვიდრე გადახვიდეთ რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ. ესენი: ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი. ასაკში როცა იქნებით და ჩამოყალიბდებით მერე გინდა ირანში ითამაშეთ და გინდა არაბეთში ფინანსების გამო. 28-29 წლამდე ტოპ 5-ის გარდა არ გაეკაროთ სხვა ჩემპიონატებს და 21-22 წლამდე საქართველოდან გააღწიეთ და არ დარჩეთ ამ ჭაობში
gel-100
ალბათ ლუკას კარიერის გადარჩენის ერთ-ერთი ბოლო შანსია მას შეუძლია ამ შანსის გამოყენებით ის შეცდომა რომელიც დაუშვა მაშინ როცა რუსეთში გადავიდა გამოასწოროს და ის ფეხბურთი ითამაშოს რაც მისი ნიჭის ფეხბურთელს შეუძლია,,როცა ლუკა გაგნიძის თამაში პირველად ვნახე ვიფიქრე ახალი ლუკა მოდრიჩი გახდება მეთქი და ამის შანსი ჯერ კიდევ აქვს ის ჯერ 22-წლისაა და წინ აქვს მთელი კარიერა,,როცა საუკეთესო ფორმაში მყოფი ლუკა ვნახე პირველად ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ დღეს ნაკრების ძირითადის შეუცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი არ იქნებოდა თუმცა შეცდა და ახლა არის შანსი შეცდომა გამოასწოროს მით უმეტეს ჩვენი ნაკრებიც პროგრესირებს ნელა-ნელა ყველა პოზიციისთვის გამოვზარდეთ ახალი კადრი და პროგრესის გზაზე მდგარ ნაკრებში უფრო ადვილია შენც გქონდეს პროგრესი და ის შესაძლებლობები სრულად აჩვენო რაც გაგაჩნია,,ისედაც ძალიან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა გვეკარგება დაბალი დონის ჩემპიონატის და უშანსობის გამო და ვინც თავიდანვე მიიღეთ შანსი და თავიდანვე მოექეცით ყურადღების ცენტრში ისინი მაინც ნუ გაანიავებთ ამ შესაძლებლობას თორე ბიჭები ისე ამთავრებენ ფეხბურთის თამაშს ერთხელაც ვერ ხვდებიან ტელევიიზიის ან თუნდაც გაზეთის ყურადღების ცენტრში
მწარე
მაგას 21-ანებშიც ქონდა ბურთი და მოედანი, მაგრამ ვერ გამოიყენა.
გიგო პაპა
არაა კარგი როცა ნაკრების წევრები მეორე ლიგებში გვყვავს. გამოდის რომ კუიბიშევში ვერ გაამართლა და სეგუნდას ბოლოადგილოსანს ათხოვეს. ამ ბიჭს კარგა ხნის აწყობილი უნდა ჰქონდეს უკვე კარიერა. ეხლა მანდედან როდის ზედა ლიგაში აიწევს და იმასაც მოახერხებს კი? წარმატებები ლუკას. ისიც კარგია, რომ ჭაობს მოცილდება.
ჩოლო
წარმატებები,ეს შანსია!
საქართველო
აბა რუსეთის ჩემპიონატი ჭაობიაო და იქედან ვერსად ვეღარ მიდიანო?!
ზარმაცი თუ არაა მონაცემები კარგი აქვს
მშვენიერია იმ წუმპეს მოშორდა და ლა ლიგას მიუახლოვდა. ახლა ყველაფერი მის ხელშია და დიდი შრომის ფასად ლა ლიგაც რეალურია. აგერ ბურთი და მოედანი.
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ოსერთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას იდეალური პრეასისტი - პსჟ-მ "ოსერს" მძიმე მატჩი მოუგო
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
დავითაშვილი ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის და კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად - ლორთქიფანიძე "კარარეზეში" გადავიდა
გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა
"ასეთი მეკარით დიდ ტიტულებს ვერ მოიგებ" - ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა შევალიე გააკრიტიკა
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
4 წლის შემდეგ - ლუკა გაგნიძე სავარაუდოდ, მოსკოვის "დინამოს" დატოვებს
"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
გოლი და საგოლე გადაცემა - წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი "გრანადაში" [VIDEO]
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
"ტიუკავინი "ატლეტიკოში"?" - "მარკას" რედაქტორი ინფორმაციამ გააოცა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში