საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისკენ სვლა წაგებით (თურქეთთან 2:3) კი დაიწყო, მაგრამ ხასიათის გამოსწორება მალევე შეუძლია. დიახ, გამოსწორება და იმედია, არა გაუარესება. წინ ბულგარეთთან მატჩია, ისევ "დინამო არენაზე" - დღეს, 7 სექტემბერს, 17:00 საათზე.

"ჯვაროსნებს" ბულგარელებთან საამაყო ისტორია არ აქვს, მაგრამ ბოლო გადაკვეთის დროს ეს გარკვეულწილად გამოსწორდა და ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად დიდი ანგარიშით (5:2) მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა ამის შემდეგ თბილისში მკვეთრად დაცვიდან ითამაშეს და არ წააგეს (0:0).

ილიან ილიევის გუნდმაც მარცხით დაიწყო, ოღონდ ეს ესპანელებთან (0:3) მოხდა. საინტერესოა, წარუმატებელი თამაშების შემდეგ მწვრთნელები რა ცვლილებებს მიმართავენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან ნაკრებში მე-19 გოლი გაიტანა და გიორგი მიქაუტაძეს ერთი შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება. პირველობას ჯერ შოთა არველაძე (26) ინარჩუნებს.

მართალია, სამი გოლი გაუშვა, მაგრამ ესპანელებთან გუნდში საუკეთესო შეფასება მეკარე ვუცოვს ჰქონდა, შემდეგ კი ცენტრალურ მცველ ცენოვს. ბულგარელები 4-3-3 სისტემით თამაშობდნენ. კირილ დესპოდოვის ტრავმა მართლაც სერიოზული დანაკლისია.

ორივე ნაკრებმა იცის, რომ წაგება მუნდიალის გზაზე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებთ, ამიტომ მონდომებას არ დააკლებენ. სანიოლის გუნდი შინ თამაშობს და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენონ.

ბულგარელები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს საკმაოდ ხშირად ახერხებდნენ, 1994 წელს კი სულაც მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ვილი სანიოლი თურქებთან გააძევეს და სათადარიგოთა სკამზე არ იქნება. როგორც მატჩის შემდეგ მისი ასისტენტისგან, ზურაბ ხიზანიშვილისგან გავიგეთ, ტაქტიკა არ შეიცვლება და კვლავ 4-მცველიანი იქნება. საბედნიეროდ, ტრავმა არ არის, ხოლო ვინ როგორ აღიდგინა ფიზიკური ფორმა, ამას სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება.

დაცვაში ერთი ცვლილება ნამდვილად იქნება და მარცხენა მცველად ირაკლი აზაროვი ითამაშებს. საქართველოს ნაკრები გარისკავს და შეტევას ეცდება, რაც გარკვეულ რისკებთანაც იქნება დაკავშირებული.

გიორგი წიტაიშვილის ნაცვლად ნიკა გაგნიძე და თავიდანვე 4-3-3 სქემა ლოგიკურია. წინა მატჩიდან სხვა ცვლილებას ნაკლებად ველით. შესაძლოა, სანიოლმა შანსი ნოდარ ლომინაძეს მისცეს და სათადარიგოთა შორის ანზორ მექვაბიშვილი აღმოჩნდეს.

მთავარი მსაჯი შვედი ნუბერგია.

თორნიკე
მორიგ ჯერზე, ახლაც ევრო 2028 თვის ვემზადებით ეგრე გამოდის
პეტუხი კრიშტიანუ
ერთმანეთს რომ ემთხვევა ორი ნაკრების თამაში ამაზე რატომ არავინ საუბრობს???ლაქუცა ჟურნალისტები როგორც წესი გატრუნული არიან,სადაც არ არის საჭირო იქ გაიტლიკებიან!!! მე არ მახსოვს საფეხბურთო ნაკრებს დღის 5 საათზე ეთამაშა!!!
ნელსონ მანდელა
თურქეთთან თამაშის შემდეგ თუ ისევ კაშია დააყენა ძირითადში სანიოლი იქნება ყველაზე დიდი ჩ$ორი საქართველოს ტრენერების ისტორიაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მასეთი ცუდი თამაშის შემდეგ არ შეიძლება თვალები დახუჭო და ათამაშო....
ესტატე გასპენჯიშვილი
თურქეთთან მატჩში ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელის მოტივაცია,მონდომება არ იყო სახარბიელო,იმედი ვიქონიოთ ამ მხრივ უკეთ მომზადებულ და შემართულ თერთმეტეულს ვიხილავთ მოედანზე,წარმატებები!
ვაჟა მასწავლებელი
საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები ყოველთვის საღამოს ან 8, ან 9 საათზე ინიშნებოდა. მაინცდამაინც დღეს, როცა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თამაშობს რიგაში, რატომ დაემთხვა თამაშის დროები? ამას ქვია "მარცხენამ არ იცის მარჯვენა რას აკეთებსო". სამწუხაროა, მაგრამ "ასე ვერ ავფრინდებით".
უფროსი
Тебя подвёл Google Translate. В статье всё правильно написано.

ნამდვილად ძალიან აკლია!ნაკრებში მის მნიშვნელობას კარგად ვხედავთ,მაგრამ სამწუხაროდ,ნორმალური კლუბები ვერ ამჩნევენ.ევროპაზეც ვერ შეემჩნიათ მისი თამაში,შეუძლებელია.იქნებ თვითონ არ აქვს ძლიერ კლუბში თამაშის ამბიცია,ან მისი კლუბები ძალიან ძვირს აფასებენ?არ ვიცი.
უვიცი
მეზარება ახლა ისტორიაში ჩახედვა, ბოლოს ჩაკვეს გარეშე თამაში როდის მოვიგეთ ვინმეს ახსოვს? იმედია დღეს იქნება ეგეთი, მაგრამ ეჭვი მეპარება
სანდრო1987
თურქეთთან ყველაზე დიდო პრობლემა დაცვიდან ბურთის ამოტანა იყო, რაშიც საუკეთესო დვალია, მან ბოლოს ნაკრებში თამაში როდის ჩააგდონან როდის იყო არა საიმედო, ვერ ვიხსენებ, ნამდვილად ძალიან აკლია ის დაცვას ფა იმედი მაქვს მალე დაეხმარება ნაკრებს
Geofootball
ლაშა დვალი ძალიან აკლდა გუნდს, განსაკუთრებით დაცვას. სამწუხაროდ ამას ბევრი ვერ ამჩნევს და ნამდვილად დაუფასებელი ფეხბურთელია ის ნაკრებისთვის
დანტე
მოკლედ რომ ვილაპარაკო, ითამაშებს კაშია წავაგებთ, არ ითამაშებს მოვიგებთ...და საერთოდ სანიოლი მწვრთნელი არ არის, უფრო ფიზკულტურის მასწავლებელი...ჩემი პროგნოზით ისევ კაშიას დააყენებს და ფლანგზე ლოჩოშვილს, თამაშს წავაგებთ და კობიაშვილი იტყვის მე რა შუაში ვარო...
გია
ძალიან მძიმე დარტყმა მივიღეთ თურქეთთან. ეხლა მაგ თამაშის ანალიზს არ მოვყვებით. ბულგარეთტან თამაშზე ვიფიქროთ. პირველი დაცვაში ცაჯდებიან და დაუმუშავებელი კომბინაციების გარეშე გაგვიჭირდება. მეორე მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა კაშიასადმი მისი დიდი დამსახურებისა ქართული ფეხბურთისადმი შეცვლაზე უნდა ვიფიქრით. მიუხედავად ყველაფრისა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ტავდაუზოგავი ბრძოლის გარეშე არაფერი არ იქნება.
tngh
კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის გარეშე რთულია საბრძოლო შემადგენლობის დაყენება...
Валерий
19 гол за сборную Грузию, а не Турцию
la
ჩემი აზრით ნაკრებმა უნდა ითამაშოს 4-5-1 სისტემით. საერთოდაც ვფიქრობ ცენტრფორვარდის გარეშე. ცრუ 9-იანით. დღევანდელ ფეხბურთში ცენტრის მოგება არის გადამწყვეტი. არაა სულელი წნრიკე თუნდაც კვარაცხელიას შუახაზში რო წევს და დაცვის დახმარებასაც ავალებს
დავით 67
ამ თურქებს მაინც მოუგეთ ბიჭებო. არაფერი საწინააღმდეობა ბულგარელების. უბრალოდ ვთქვი ის ვინც არიან. ზოგს ძირძველი სლავები ჰგონიათ
suxia
იქნებ ვინმემ უთხრათ კაშიას, რომ 38-ის არის და ვეღარ ქაჩავს. მაგაზე კარგ ფორმაში იყო კანკავა, მაგრამ მიხვდა და ღირსეულად წავიდა
Levani
ბულგარეთს მოუგებენ. შეიძლება სხვაც რომ იყოს მოეგოთ,მაგრამ ბულგარეთი ძალიან სუსტია.ოს ცენტრალური მცველი კაპიტანია და ერთადერთი კაცია ვინც ფეხბურთელს წააგავს.კიდე წინ ყავთ მასიური ცენტრფორვარდი რომელიც ქვილითაიას დონისა არ არის და მარცხენა გარემარბი-ერთადერთი შემტევი რომელიც ფაფხურის და შესაბამისად სიცოცხლის ნიშნებს იძლევა.სხვებმა ბურთის გაჩერება არ იციან
გოჩა
სანამ სანიოლი და კაშია იქნებიან არაფერი გვეშველება
ზურაბ
თამაშის წინ ფეხბურთელებს 200-200 გრამი სანთლის არაყი უნდა.დაალევინონ.
მუჭანახევარა
ანუ, პირველი თამაშის შემდეგ სათანადო დასკვნების გამოტანის ნაცვლად საპირისპიროს აკეთებენ! რამდენადაც მივხვდი კაშია ისევ ძირითადში დაიწყებს, ხოლო არაფრის მომცემი ტაქტიკა საერთოდ არ შეიცვლება. ახალწვეულ ლომინაძეს შანსი არც აქ მიეცემა, აღარაფერს ვამბობ სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდებზე და პირველი ტაიმი თუ ფრედ დასრულდა მეორეში ბუდუს შემოყვანაზე არც ახლა იფიქრებს სამწვრთნელო შტაბი, რადგანაც ის "დიფ სთეითის" გავლენის ქვეშაა და აქციაზე დასახიჩრებულების მხარდამჭერ განცხადებას შეეწირა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში.(პარწია ვისშე ვსეგო) სანიოლმა მოედნიდან ხომ აგვაშენა და ამჯერად უკვე ტელეფონის მეშვეობით გასცემს რჩევა-დარიგებებს. ერთი სიტყვით - ცუდი სუნი ტრიალებს "ბრატცი" და იმდენს ნუ იზამთ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) , კინწისკვრით გახდეთ გასაყრელნი. ოდნავ გონს მოუხმეთ და რაიმე შეცვალეთ რადიკალურად, თორემ "ვეჩნი" არაფერია ქვეყანაზე ღმერთის გარდა და მათ შორის არც "პარწია". ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი პარტიული იყო და არის! ხელოვნება, კულტურა, ვაჭრობა, სპორტი...ან მიყვები ქარავანს და ბღავი როგორც ყველა დანარჩენი, ან განდეგილი და განწირული ხარ. P.s ხიზან, კაშიას თამაშებს გადავხედე იუთუბზე და დიდი იქაც ვერაფერი. ეგეც რომ არ იყოს, 10 წლის წინ რომ ფორმაში იყო ფეხბურთელი იმის მიხედვით არ აყენებენ ნაკრების ძირითადში დღეს! გვესმის რომ ძმაკაცია და რამე, ზუსტად ამიტომ ნუ გაწირავ და დაასვენე, თუ არ გინდა ნახევარმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ ომახიანად აგინოს. ჰო მართლა, არ დავიზარე და შენს "ფენომენალურ" თამაშსაც შევავლე თვალი კვიპროსის ნაკრებთან. იმდენი "ძოვე" მაშინ, დინამო არენას გაზონი ახლაც კბილში გექნება გაჭედილი:D
ხვიჩა მაგარია!
ძალიანაც კარგი თუ ბულგარეთი დაცვაში ჩაჯდება. როგორი კარგი მეკარე ყავთ, უცებ გააგებინებენ ხვიჩა, ჟორჟი და ზურიკომ, რომ ამოტენიან ესპანელებზე მეტად!
Givi
უნდა მორჩეს ექსპერიმენტები, ვგულისხმობ ლოჩოშვილის ადგილზე აზაროვი უნდა იდგეს და ლოჩოშვილმა ცენტრში უნდა ითამაშოს კაშიას ნაცვლად, როგორც სომხეთთან იყო და შედეგიც დაიდო...
უვიცი
რაც შეეხება დაცვას აუცილებლად ვარ მომხრე, რომ 2 ცენტრალური მცველით და 2 სწრაფი ლატერალით ვითამაშოთ, როდესაც ამის ფუფუნება გვაქვს, ამაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ არ მესმის. გოჩოლეიშვილს და აზაროვს ვგულისხმობ პირველ რიგში. თუმცა არის ერთი მაგრამ, დაცვის ცენტრში ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ჯერ კიდევ გამოუცდელი და დასახვეწი გოგლიჩიძე და ასაკთან შედარებითაც კი ძალიან შენელებული კაშია (რომელიც მომენტებში მართლა ძალიან დიდ საქმეს ასრულებს, მაგრამ შეცდომებსაც უმატა), აი ამის გათვალისწინებით და ასევე იმის, რომ პირველი მატჩი (ჩემი აზრით ფინალის ტოლფასი) წაგებული გვაქ და შეტევასთან ერთად სიფრთხილეც გვმართებს, შესაძლოა გავიგოთ მწვრთნელის და კვლავ ლოჩოშვილი-კაკაბაძე ფლსნგზე ვიხილოთ, რომლებიც დაცვის ცენტრს მეტად ეხმარებიან. მითუმეტეს, რომ ლიბეროს ტიპის საყრდენი ნახევარმცველიც კარგა ხანია არ გვყავს ნაკრებში (ლომინაძე არის გამოძახებული და შეუძლია ამ როლის მორგება, მაგრამ ჩემი აზრით ჯერ არაა მზად ამ დონეზე სათამაშოდ).
მალხაზ ჯობავა
კიდე გარისკვაზე ორჭოფობენ ეს მედროვეები. აბა თუ არ გარისკე და არ მოიგე ეს თამაში მაშინ რისთვის აგდია ეს სამწვრთნელო შტაბია თუ ბიურო, აბა მომავალი შესარჩევისთვის ამზადებთ გუნდს, იბიომატ!
უვიცი
მე მომხრე ვარ, რომ 4-3-3 ვითამაშოთ, როდესაც გუნდში არის რესურსი 3 შემტევის, სმ ტაქტიკას ალტერნატივა არ აქვს. სხვა ტაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გვყავს ამ ტაქტიკის შესაბამისი შემსრულებლები. ჩვენ შემთხვევაში სწორედ შეტევაში არ გვიჭირს და გვაქვს არჩევანი.
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" სტუმრად "იუვენტუსს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? - ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
"არ მინდა თავმდაბალი ვიყო, მე მესიზე უკეთესი ვარ" - კრიშტიანო რონალდო
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
"იუვენტუსში" მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს" - ლუჩანო სპალეტი
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა