ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა, რომელიც თურქეთთან წინა შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია:

"ბოლომდე ახლაც არ მესმის, რატომ გამაძევეს. თამაშის დროს მწვრთნელობა იოლი არაა, მეოთხე მსაჯთან კითხვებით ხშირად მიდიხარ, ის კი გეუბნება, დამშვიდდი, დაწყნარდიო. ერთხელაც ჩემმა ემოციებმა იძალა. თანამედროვე ფეხბურთში ეს ცუდია, როცა პასუხებს ვერ იღებ და ფაქტობრივად, ისე ხდება, როგორც სკოლაში. მეხუთე შეცვლა საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან შევუტიეთ, ორი გოლი გავიტანეთ და ჩავთვალე, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იყვნენ, თამაშის სცენარის შეცვლა შეეძლოთ.

4 მცველითა და ამ სისტემით მარტიდან ვთამაშობთ. დაცვითი სისტემის შეცვლა ჩემი გადაწყვეტილებაა. ერთა ლიგაზე უკრაინასა და ალბანეთთან დავრწმუნდით, რომ ის სქემა აღარ მუშაობდა. ამას თაობათა ცვლა ემატება და გვირჩევნია, ახალ ტაქტიკაზე ახლავე, წინასწარვე გადავეწყოთ. ის შეცდომები, რაც თურქეთთან დავუშვით, უფრო ინდივიდუალური იყო და არა სქემიდან გამომდინარე.

გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან ბულგარეთი თურქეთისგან განსხვავებული გუნდია. მითუმეტეს, მოკლე დროში მეორე მატჩი გვაქვს. თამაში ახლა უფრო ორგანიზებულად უნდა დავიწყოთ.

მადლობა მსაჯებს, რომ ტრიბუნიდან მატჩს უფასოდ ვუყურებ. ცუდი ისაა, რომ თამაშამდე ფეხბურთელებთან მეტი საუბარი მომიწევს, რადგან უშუალოდ შეხვედრაში მათ ვერ დაველაპარაკები.

ბულგარეთს 3 წლის წინ შევხვდით. ორივე თამაში კარგი გამოდგა, შედეგის მიუხედავად მეორე მატჩში კარგად ვითამაშეთ. ახლა ბულგარეთის ნაკრები უფრო ორგანიზებული გუნდია და მათთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა. მთავარი საფრთხე არა კონკრეტული ფეხბურთელებიდან, არამედ ბულგარელთა თამაშის სტილით, მაღალი პრესინგითა და კარგად სტრუქტურირებულად თამაშიდან ველით.

იმ პირველი 21 წუთის შემდეგ, რაც თურქეთთან ჩავატარეთ, თუ ბულგარეთის ნაკრები არ დავაფასეთ, დიდი შეცდომა იქნება".

• ცოტნე

კაშია ათამაშე ძმაო.. არ დაგეკარგოს.. რომელ თაობათა ცვლაზე ლაპრაკობ . ამას ჩვენ დებილები ვგონივართ .. აგერ კვევსკირი წავიდა ფა ეგრევე სამწრთვნელო შტაბში აიყვანეს . როდემდე უნდა ვუთმინოთ ეს ძმაკაცობა და მეგობრობა. მართლა სანამ არ დაგისტვენთ მანამდე ითამაშე

• ლევანი

saba-ს, ალბანეთთან სახლში, დააყენა 4 1 4 1 სქემა, სასწაული, ჩემი აზრით. რაც მოხდა ვიცით, ბიჭები დარბოდნენ და არ იცოდნენ ვის, სად, რა ექნა. კიდევ ერთი სასწაული ის იყო, რომ იმ თამაშის მერე თქვა, სწორი სქემა იყო და მომავალშიც გამოვიყენებო. რა ვიცი აბა...

მშვენიერი გადაწყვეტილებაა 4 მცველი, მაგრამ 4-4-2 არის უაზრობა საქართველოს ნაკრებისთვის, რაც გამოჩნდა. მოედნის ცენტრში 3 ნომინალური ნახევარმცველი გვჭირდება და დაცვაში სწორად შერჩეული ხალხი.

• რომა

2გოლი გავიტანეთ და მესამე ფორვარდის დამატება საჭირო არ იყოვო... თამაშს სტაიონიდან უყურე თუ ფლეშკორიდან? მეორე გოლი 98წუთზე გაიტანეს ბიჭებმა და მთელი ნახევარი საათი 10 კაციან თურქებს მომენტს ვერ უქმნიდით.... ილუზიებში ცხოვრობს ეს კაცი

• Levani

კარგია 4 მცველი,მაგრამ ორივე სწრაფი უნდა იყოს ცენტრში. ახლა გვყავს ნელი კაშია და კონდიციაში ნაკლებად მყოფი გოგლიჩიძე.არც ლოჩოშვილია ცენტრში საიმედო-არა აქვს საკმარისი დახვეწილობა.ვერც დვალზე ვიტყვი რომ სწრაფია. მოკლედ გოგლიჩიძე უნდა შევიდეს ფორმაში და მეწყვილე უნდა ვუპოვოთ

• noko

ინდივიდუალურ შეცდომებს მე-15 წუთზე სქემის შეცვლით არ ასწორებენ. იყო ინდივიდუალური შეცდომებიც და ტაქტიკური შეცდომებიც, მაგრამ არ აღიარება შენი შეცდომების ძალიან ცუდია

• ნაცარქექია

ბულგარეთთან ხვიჩა კაპიტნად! არავითარი კიტე და დედოვშჩინა კიდევ გუნდში. ვინც ყველაზე დაფასებული და აღიარებული გვყავს მსოფლიოში, ის უნდა იყოს კაპიტანი, რომ მსაჯს ცოტათი მაინც ქონდეს მისდამი რიდი და პატივისცემა. კიტემ ისიც არ იკადრა ერთი საიელეფონო ზარით მაინც ჩაეყენებია გულშემატკივარი და წუხილი გამოეთქვა რომ გუნდს ვერ ეხმარებოდა. ჩაკვე ხომ საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. ეს უმაქნისი ფედერაცია რატომ არ ასაჩივრებს სანიოლის წითელს? ან ხომ შეეძლოთ თხოვნით მიემართათ უეფასთვის თამაშის ერთი საათით გვიან დაწყების თაობაზე? არა მგონია ბულგარელები ყოფილიყვნენ წინააღმდეგი, უფრო ეგრილებოდა საღამოს და ხალხიც კალათბურთსაც ვუყურებდით წესიერად. ვინმე საერთოდ ფიქრობს ამ ქვეყანაში ხალხის კომფორტულად ცხოვრებაზე?

• გიო-ს

სოციალური ქსელების წაშლა რომ შველოდეს მაგ საქმეს....)) სულ არ იყო კალაძის ავტოგოლების დროს ეგენი, მაგრამ დღესაც მწარედ ახსენებს ხალხი. აქედან ვერ ამოშლიო. ხომ გაგიგია?)))) ისე, რაც უფრო გაჯიუტდებიან კაშია და სანიოლი, მით მეტ შეცდომას დაუშვებს გურამა. ჯობია წავიდეს. გვირჩევნია, სხვა ახალგაზრდამ დაუშვას შეცდომა, ვიდრე მაგან. მაგას პერსპექტივა აღარ აქვს, აი ახალგაზრდა კი გამოცდილებას შეიძენს და ნაკრებს გამოადგება მომავალში.

• la

მგონი გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. კაშია არ ზის პრესკომფერენციაზე :)

• თაობათა ცვლაო?)))

რომელ თაობათა ცვლაზეა საუბარი? ერთი კაცი ძლივს წავიდა, ისიც ხალხის დაჟინებული მოთხოვნით. ლორია არ ითვლება, მანამდეც იყო უკვე მამარდა პირველ ნომრად კარში. ვინც გასაშვებია, იმას ვერ უშვებთ და მაგიტომაც დაიჭირეთ კაი ჩიტი თურქებთან.

• დავით 67

როგორ ყველაფრის მცოდნე ხალხი გვყავს. საიდან ასეთი პროფესიონალური განათლება ფეხბურთში, პირდაპირ საოცარია. კაშიას ნაცვლად გოგლიჩიძე, თურმე დაბრდღვნის ყველაფერს. ერთი სანიოლის ნაცვლად ვინ გინდათ იმას ვერ ამბობთ და ეს მიკვირს. გაიგეთ მთავარი, რომ ფეხბურთელი გვყავს ერთი, გუნდი შედგება 11 ფეხბურთელისგან. ეს იცოდით თუ არა? ეხლა ნომრები არეულია და შეიძლება ზოგს 99-ც ეგონოს. ბევრმა შეიძლება გამაკრიტიკოს,მაგრამ სანიოლზე უკეთესად როგორ იცით თუ ვინ სად უნდა დააყენოს. ვარჯიშებს ესწრებით? მოკლედ რა. ევროზე სულ სანიოლის ქება დიდება მესმოდა, ეხლა ყველა აგინებს. სუფთა ქართული ხასიათი. ყველაფერში ეგრე არ არის?

• gurinio

უკრაინასთან ორივე და ჩეხეთთან გასვლითი თამაშის დროს ალბათ. ფაქტი იყო, რომ დაგვიმუღამეს ეგ ტაქტიკა და რაღაც უნდა შეცვლილიყო, ან ტაქტიკა ან შემსრულებლები. შეიცვალა ტაქტიკა, რაც ჩემი აზრით სწორიც იყო, მაგრამ 4-3-3-ში ან 4-4-2 ში ნელი კაშია სარგებლის მაგიერ ზარალს მოგვიტანს ყოველთვის.

• გიო

წაშალა სოციალური ქსელები გურამამ და ზოგადად ცდლილობს რეალობას თვალი აარიდოს, კარი ეგოისტია და თავის ილუზიებში ცხოვრობს ტრენერი რისთვის არის? ჩვენ ყველანი თუ ვხედავთ რომ წასვლის დრო მოვიდა ნუთუ ეგ ვერ ხედავს?

• riki

კაშო ან ვილი როდის მორჩებიან თითის უკან დამალვას? რა უნდათ სანამ სტადიონზე არ დაუსტვენს ხალხი არ უნდა წავიდეს? დააყანედე დაცვაში გოგლიჩიზე ლოჩო ან ხვადაგიანი, ვინგბექებად კიდე აზაროვი და გოჩოლეიშვილი

• Saba

ალბანეთთან თბილისში 4:3:3 იყო და წავაგეთ. იქ 5 მცველი გვყავდა და მოვიგეთ. ვერ გავიგე რანაირად გამოიტანა ვილიმ 4 მცველზე გადასვლის აუცილებლობა. შემისწორედ თუ მეშლება.

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

ბულგარელები თბილისში უფრო აგრესიულ თამაშს აანონსებენ - მათ პირველი ქულების მოპოვების იმედი აქვთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

ბულგარელები თბილისში უფრო აგრესიულ თამაშს აანონსებენ - მათ პირველი ქულების მოპოვების იმედი აქვთ

მნიშვნელოვანი დანაკლისი - ბულგარეთის ნაკრებს საქართველოსთან გუნდის კაპიტანი ვერ დაეხმარება

"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში

ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო

საქართველო - ბულგარეთი | 6 სექტემბრის განრიგი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე

"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა

"ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?" - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს

დაბრუნება დიდხნიანი პაუზის შემდეგ - ცარუკიანის მეტოქე ცნობილია

კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს

[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას - უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა

პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს

დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

საქართველო - ბულგარეთი | 6 სექტემბრის განრიგი

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

წაგება, როგორც უმძიმესი მდგომარეობა - სავარაუდო შემადგენლობა ბულგარეთთან

[VIDEO] ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო

2026 წლიდან FIFA სანაკრებო განრიგს მნიშვნელოვნად ცვლის - ეროვნული გუნდი ზედიზედ 4 შეხვედრას გამართავს

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ