ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის დისკვალიფიცირებულმა მწვრთნელმა სანიოლმა თურქეთთან წაგების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში კაშიას და წიტაიშვილის ნაცვლად აზაროვი და გაგნიძე დააყენა და „ჯვაროსნებს“ კვარაცხელიამ უკაპიტნა.

წვიმიან ამინდში დებიუტში უფრო აქტიური სტუმრები იყვნენ, რომლებმაც პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან დიმიტროვის თავური მამადაშვილმა მოიგერია. ამას მასპინძელთა შეტევები მოჰყვა და კაკაბაძის დარტყმული ბურთი მეკარე ვუცოვმა მოიგერია. უკვე დასაწყისში მიიღეს ყვითელი ბარათები მექვაბიშვილმა და ლოჩოშვილმა. შემდეგ კვარაცხელიამ უშედეგოდ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. მოწინააღმდეგე დაცვაში ჩადგა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. 30-ე წუთზე ხვიჩამ მცველის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. ქართველი ფეხბურთელების უპირატესობა უკვე აშკარა იყო, ბულგარელებზე ზეწოლას აძლიერებდნენ და ლოგიკური მეორე გოლიც გავიტანეთ - დავითაშვილმა გაგნიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე ტაიმი თავიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა როგორც კი სანიოლის შეგირდები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას, მესამე გოლი ვუცოვს მიქაუტაძემ გაუტანა, რის შემდეგაც ფრანგმა სპეციალისტმა რიგი წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, ბოლოს გულიაშვილმა ორჯერ ვერ უწია მიზანს და 3:0.

ერთი სიტყვის, ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ საფრანგეთის ძლევის მერე ფეხბურთელებმაც გაგვახარეს.

მომდევნო შეხვედრას 11ოქტომბერს გასვლაზე ესპანეთთან ჩავატარებთ.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ბულგარეთი 3:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 გაგნიძე (44), 3:0 მიქაუტაძე (65)

საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე (ლომინაძე 83), ქოჩორაშვილი (მამუჩაშვილი 77), მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია (გულიაშვილი 77), დავითაშვილი (ლობჟანიძე 83), მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)

• C

მეზარება ბწვრი წერა, მარა დავწერ რაღაცას, შემაჯამებელს: თურქეთთან ორი პირველი გოლი პირდაპირ მამარდაშვილის ბრალი იყო. კაშია შეცდა, მარა მამარდაშვილს რომ სწორად ეთამაშა მისკენ პასი საერთოდ არ იყო საჭირო. პირველი გოლი ხომ პირდაპირ აჩუქა ფეხითზ ეტყობა ლივერპულს აჩვენებდა რომ ფეხით კარგად ვთამაშობო. ამიტომ მამარდაშვილმა ბულგარლებთან რომ აიღო დასაწყისში ერთგვარად გამოისყიდა 1 გოლი. ცოტა ლომცენტრირებულად უნდა ამიტომ და არც ერთი წამით არ ღირს მარიაჟობა და მოშვება. კვარა არის ყველაზე საოცარი მოვლენა ქართულ ფეხბურთში. ფაქტიურად მთელ გუნდს და სტადიონს გრძნობს, თავისითაც თამაშობს სასწაულად და გუნდააც ათამაშებს. მადლობა კვარა. გაგნიძე ძალიან მომეწონა რიგ ეპიზოდებში, უბრალოდ სათქმელია მისთვის რომ ორიენტაცია მეტად აიღოს წინ გაშლაზე და არა უკან უკან პასებზე. მეტი შემოქმედებითობა, რაც შეუძლია გამოჩნდა. ყოჩაღ. ძალიან არ მომეწონა ორივე თამაშში ქოჩორაშვილის თვალებდახუჭულობა და რაღაც ყალბი გამომეტყველება ჰიმნის სმენისას, მერე ეს რაღაც ზედმეტი პათოსი არეულ თამაშში ჩანს. სჯობია მეტი სერიოზულობა და მეტი კონცენტრაცია. მოკლედ ლანდია ჩემპიონატის მერე საკუთარი თავის. არ მომეწონა დავითაშვილის ჩართვა ძიეითადში, მაპატიოს მანაც და ყველამ, სწორედ თურქეთთანაც კარცი რეიდი ჰქონდა და გოლი და აქაც მშვენიერი პასი მისცა, მარა რაღაც ორიენტირებულია საკითარ თავზე უფრო, ვიდრე გუნდზე და ამით მთელი გუნდური თამაში მეტად აგებს. ვთხოვდი ასეთ რამეს; დათმოს ეგო და რაც შეიძლება მეტად ოთამაშოს გუნდზე და კვარაზეც, მკქაუტაძეზეც, რადგან ხშირია მომენტები როცა პასს უგვიანებენ ხვიჩას, ან საერთოდ არ აძლევდნენ თურქეთთან, სულ დავითაშვილისკენ ათამაშებდნენ ბურთს და ეს მარტო ხვიჩას ამოკეტვის ბრალი არაა, ესაა ემოციური მოშლა გუნდის, როცა იგრძნობა რაღაც მძაფეი კონკურენცია და მეტის დსმტკიცების სურვილი იქ, სადაც გუნდურობა არის მთავარი ზოგჰერ. სადაც ინდივიდუალოლურად მოდის დრო თამაშის იქ დავითაშვილს არაფერს არ ვუკარგავ, ყოჩაღ მაგ დროს, უბრალოდ დროს უნდა სწორი შერჩევა. მომეწონა გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი, მარა დაცვა დირკაა ამ წუთას ჯამში და ესპანეთთან გაგვიჭირდება, იმედია კიტეიშვილი დაბრუნდება იქამდე. გუშინდელი თამაში საბოლოოდ ძალიან მომეწონა, რადგან განწყობას შექმნის. ხიზანიშვილის ინტერვიუბარ მომეწონა და გულიასვილის ღორობა კლასიკური რამეა , რაც არ უნდა გააკეთო კაცმა მოედანზე. კარგი კიდევ ის იყო, რომ ლობჟანიძე შემოვიდა ბოლოს და ეტყობოდა პოტენცია. მისი გამოყენება შეიძლება ისევ კარგად

• Fan

ერთი ბანალური კითხვა მაქვს-ეს ფანების ნაწილი წელზემოთ რატომ შიშვლდება ფეხბურთის თამაშის დროს( უმრავლესობა არა ნავარჯიშევია:-). ეს კაი ტიპობას ნიშნავს,საშიში- ულტრა ვართო თუ რა? თუ სისხლი ისე უდუღთ,რომ ძალიან სცხებათ და წვიმისა და უამინდობის მიუხედავად უძლებენ ასე ყოფნას თითქმის 2 საათი? დამაჯერებელი პასუხი მომწეროს ორიგინალმა :-) ანუ ვინც თვითონ ამას აკეთებს.

• იკა

ყველა წარმატებული ადამიანი გარდა იმისა რომ ამ წარმატებას უზარმაზარი შრომის შედეგად აღწევენ, ასევე ღმერთის მეგობრები არიან. საქართველოში დგება დრო ნიჭიერების ზეიმის. ის დრო წარსულს ბარდება როცა ბოზობით ხდებოდნენ "ცნობადები და წარმატებულები", (და ეს იყო ძირითადად ე.წ. შოუ ბიზნესი და შოუ ბიზნესი იყო ყველგან და ყველაფერში), დრო მოდის როდესაც პატიოსნება ძლიერ დაფასდება და ბოზების ადგილი აღარ იქნება ჩვენს საზოგადოებაში, და თუ ისინი მაინც არ მოიშლიან ბოზობას, საზოგადოება მათ რეტროგრადებად და ქაჯებად გამოაცხადებს. (ძველ ბოზებს უკვე ნაოჭები შემოეპარათ და მალე დადუმდებიან...) ეს პროცესი უკვე დაწყებულია, - შეუძლებელი იყო ბოზობის პროპაგანდის იმ რამდენიმე ათწლეულს საფუძველში დაეზიანებინა უძველესი კულტურა. წინა პლანზე მოდიან მშროელი, ნიჭიერი, ოჯახის და ქვეყნის მოყვარული, მაგალითის მიმცემი ადამიანები, რომლებიც ხიდად გაეფინებიან მომავალ თაობებს. რაც ვერ შეძლო ეკლესიამ და სახელმწიფომ, ამას გააკეთებს უძველესი ქართული თვითმყოფადობა.

• ჭინჭრაქა

მართალია, აზაროვს იამალი დაჩაგრავს, სუსტია ირაკლი დაცვაში. კი ბატონო, იყოს დვალი, მაგრამ მერე შეტევაში გაუჭირდება ხვიჩას. ეს პედრიც ძალიან სახიფათოა, მოკლედ მაგარი ბიჭები ყავს ესპანეთს, მანქანაა პირდაპირ შეტევისას. მაგარ პრესინგსაც თამაშობენ 6-7 კაცით, ყველგან დასწრებაზე არიან და ცენტრსაც მობილურად აკონტროლებენ. როგორ იოლად არღვევდნენ თურქების დაცვას და ერთი ერთზე გაყავდათ ერთმანეთი მეკარესთან პირისპირ. ძნელია ამათ რამე ტაქტიკა დაუპირისპირო. დიდი ომი მოგვიწევს.

• Hitman

საზონოვის გვარის წარმოთქმა რით ვერ ისწავლეთ ზოგიერთებმა, ხან საზანოვიო ხან სანზონოვიო რა არის ამისთანა სირთულე.

• დავით 67

აქ ზოგი ვერ არჩევს კრიტიკას და შეურაცხყოფას.ზოგიც აღნიშნავს რომ კრიტიკამ მოიტანა შედეგიო, კაშიას არყოფნამაცო. ბულგარეთს ვაჯობეთ, მაგრამ ეს ის გუნდი არ არის რომ თავი დავიმშვიდოთ. რაც არ მომეწონა ისაა რომ ცუდად ვიწყებთ, დასაწყისში მამარდას რომ არ გადავერჩინეთ ვინ იცის მატჩის ბედი როგორ გადაწყდებოდა. თანაც პირველი გოლი მაგრად ჭამა იმათმა მეკარემ. ასეა თუ ისე შედეგი კარგია. რასაც ვისურვებდი ესპანეთთან თამაშის მერე ისაა რომ ნაკლებად იპროფესოროს ზოგმა შემადგელობაზე და შეურაცხმყოფელი კომენტარები არ იყოს. ბურთი კი არის მრგვალი მაგრამ თუ რა შედეგით დამთავრდება მატჩი ესპანეთთან ალბათ ბევრი უკვე ხვდება წინასწარ

• ემიგრანტი

კიდევ კარგი რომ არ გაჯიუტდა სანიოლი ბავშვივით და შეცვალა შემადგენლობა, ლოჩოს ნაცვლად დვალი ჯობია და კრაის მცველები უნდა იცვალოს ჩემი აზრით მეტოქიდან გამომდინარე, მაგალითად ესპანეთთან აზაროვი არ გამოგვადგება ვითომ პატარაა სწრაფია და იამალს უკეთ გაუმკლავდება მაგრამ არ მგონია... დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებს.

თავის გუნდში არ ღორობს ხოლმე.რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი.მაინც ანგარიშის ბრალი მგონია.თან ცუდი პოზიციაც არ ჰქონდა და სველი ბურთი ვერ ჩაახვია.

რაღა არა უშავს?! ბურთების სხვაობა რელევანტურია ჯგუფში. კაცმა არ იცის, როდის შეიძლება წამოგვეწიოს ეგ ვერ გატანილი გოლი.

• რაო, რა გვინდაო ვილიმ ხიზააან?

სრულად ვეთანხმები ამბაკოს. კაკაბა და ლოჩო არ არიან ძირითადის ფეხბურთელები. ლომინაძე მცველად ჯობია იყოს. საზანოვი აკლია ნაკრებს. აზაროვი დაცვაში დაბალია, უჭირს მაღალი ბურთების გამოტანა, წინ არა უშავს, ეტყობა ხვიჩაზე რომ თამაშობს.

• ჟორა

გილოცავთ, კარგი იყო. რაც შეეხება გულიაშვილს, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს "ღორობა" იმიტომ მოუვიდა, რომ ანგარიში 3-0 იყო და სხვა შემთხვევაში სხვაფერ მოიქცევა.

• წინ საქართველო

რა შტერობებს წერთ ვიღაცეები? თურმე ვინც გუნდს ვაკრიტიკებდით ჩასაფრებულები ვყოფილვართ და ეს გამარჯვებაც არ გაგვიხარდა. ხომ დაინახეთ თუ თვალები გაქვთ ჩვენმა კრიტიკამ როგორ არგო გუნდს? არ შეიძლება მცველი ყოველთვის ისე ცდებოდეს როგორც ჩვენი მცველი ცდებოდა. მას ფიზიკურად აღარ შეეძლო მაგრამ ემოციურად გულით უნდა სულ ნაკრებში იყოს. ახლგაზდების დროა და იმედია ამ ბიჭებს მალე საზონოვიც შეემატებათ. ეს ბიჭები რომ აკრეფავენ ფორმას და გამოცდილებას მერე ნახავთ ყველა როგორი ნაკრებიც გვეყოლება.

• გიგო პაპა

არავინ აგინებს გულიაშვილს, უბრალოდ ბევრს იღებს თავის თავზე და ასე არ შეიძლება. გასაგებია რომ ძალიან უნდა თავის გამოჩენა, მაგრამ როცა თავსხმა წვიმაში ნახევარი გუნდი მოგდევს, გეხსნებიან და შენგან პასს ელოდებიან, არ უნდა იღორო. აი მე მაგალითად, ზურიკოს პასი, გოლი რომ გაეტანა, იმას ათასჯერ მირჩევნია. ორ გოლს უდრიდა ისეთი პასი გაუკეთა გაგნიძეს. სწორედ აქ გამოჩნდა რომ მოაზროვნე და დიდი ფეხბურთელია და არა ქუჩის ფეხბურთელი, ზოგიერთები რომ ადარებდნენ. ბულგარეთი საზომად მაინც არ გამოგვადგება. დაველოდოთ ესპანეთთან თამაშს. გაგნიძე მომეწონა ძალიან. რაც მაგან და ქოჩორამ ირბინეს, ყოჩაღ რა. ასე რომ შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს. კიტესაც ჩაანაცვლებენ და ჩაკვესაც, ამის რესურსი ნაღდად გვაქვს, მთავარია სურვილი იყოს ნაკრების გაახალგაზრდავების, რომ მომავალში არ აღმოვჩნდეთ მძიმე სიტუაციაში.

• რუსთაველს თავი დაანებე

ის, რომ გულიაშვის ზედმეტად მძაფრად აკრიტიკებენ, რათქმაუნდა არასწორია, მაგრამ არცერთი მათგანი არც ავია და არც ბოროტი. უბრალოდ მაქსიმალური შედეგი უნდა ყველას და სჯობს თვოთონაც სწორად დააყენო აქცენტები. ვერც მე გავამართლებ გულიაშვილს, მაგრამ სამართლიანობა ითხოვს აღვნიშნოთ, რომ აქტიურად ჩაერთო თამაშში, თავდამსხმელის ინსტინქტმა გადაძალა და გადაცემის მაგიერ კარში დაარტყა. ცუდი ის იქნება თუ ზოგიერთებივით თავი გაიმართლა ვერ დავინახეო. ახალგაზრდაა და იმედია გაიგებს, რომ გუნდის ინტერესი უფრო მეტია პირად სტატისტიკაზე. მითუმეტეს, რომ ამშესარჩევში გატანილი გოლების რაოდენობა პრინციპულად მნიშვნელოვანი ხდება. წარმატებები საქართველოს და თავში ნუ აგვივარდება ეს ბულგარეთი სტოიჩკოვის და კოსტადინოვის დონის კი არა უფრო დღევანდელი სომხეთის დონისაა (ცოტათი შეიძლება სჯობნის) ბიჭებო თუ შეიძლება ოქტომბერში მინიმუმ 2 ქულა მაინც მინდა (ექვსი მირჩევნია,4-იც მაგარი იქნება მაგრამ ორს ვიკმარ), ნოებერზე მერე შეგითანხმდებით :)

• ამბაკო

გამარჯვებულებს არ ასამართლებენო.მოდი შევაფასოთ,გამოვხატავ საკუთარ აზრს.1)ბულგარეთმა დატოვა ძალიან სუსტი გუნდის შთაბეჭდილება,იმ ფონზე როცა ჩვენებიც ბევრს სცოდავდნენ.აქ მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი,მათ შორის ცუდი მეტეოროლოგია და კატეგორიული შეფასებები საბოლოო დასკვნებისათვის არ გამოგვადგება და მაინც:ჩვენები რაღაც შიშით,ზედმეტი სიფრთხილით მოქმედებდნენ.შეიძლება ბარათების მიღებას ერიდებოდნენ ,მაგრამ როცა ბურთი გაქვს გასატანი და წინ პარტნიორი გეხსნება,უკან პასი რატომ უნდა გააკეთო? 2)რაც შეეხება შეფასებებს,ჩემი აზრით კარგი იყო გაგნიძე და მომავალში მასზე დაყრდნობა შეიძლება.კარგი იყო დავითაშვილი და ძალიან კარგი ხვიჩა.ძალიან სასარგებლო იყო ქოჩორაშვილი,თუმცა ბევრი ჰქონდა ტექნიკური წუნი.უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა გოგლიჩიძე,ვიდრე წინა თამაშებში.აზაროვი კარგი იყო ტაიმნახევარი ,ბოლოს დაკარგა კონცენტრაცია და რამოდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.მეტს მოველოდი მიქაუტაძესა და მექვაბიშვილისაგან.არასაიმედოა კაკაბაძე და კიდევ უფრო არასაიმედო ლოჩოშვილი და ერთი აზრი დამებადა__ ლომინაძე ,რომ გამოგვეზარდა ცენტრალურ მცველად იქნებ და.....მას აქვს (ჩემი შეტყობით) ის უნარ-ჩვევები რაც ცენტრალურ მცველს ჭირდება და გამახსენდა ალექსანდრე ჩივაძე.მან ნახევარმცველად დაიწყო და ცენტრალურ მცველად მიაღწია მსოფლიო აღიარებას. რაც შეეხება გულიაშვილს,მოდი ნუ შევჭამთ ამ ბიჭს.უფრო გამოცდილ და ცნობილ ფეხბურთელებს დაუშვიათ შეცდომები ამ დროს და პასის ნაცვლად კარში დაურტყამთ.მე კი მომეწონა,რომ მან აიღო თავის თავზე და ფეხისაუკანკალებლად დაარტყა კარისაკენ,თანაც ორივე შემთხვევაში დარტყმა აბსოლიტურად სწორად შეასრულა,უბრალოდ ტექნიკური შესრულება არ გამოუვიდა მთლად დახვეწილად.იქნებ წვიმის გამოც?

• ალექს

გულიაშვილზე დასაწერი დაიწერა და ნამდვილად სასაყვედუროა თან ძალიან, თანაგუნდელებისგანაც მათ შორის, თუმცა შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ და ხაზს ნუ გადაუსვამთ,რადგან ნამდვილად აქვს პერსპექტივა- სწრაფია, ტექნიკურია, კარგად იხსნება და მოძრაობს, აპრესინგებს, ზედმეტად მონდომებულიცაა, ერთ ეპიზოდში კარგი პასიც გააკეთა ბუდუზე. მაგრამ გოლის გატანის დიდმა სურვილმა უკიდურესად ეგოისტური გადაწყვეტილება მიაღებინა. 100%-ით დარწმუნებული ვარ სამწვრთნელო შტაბიც და ბიჭებიც შესაფერისად დაელაპარაკებიან.

• პროგნოზი

ისე სუპერკომპიუტერმა დასვა შედეგი, ვერაფერს იტყვი :-)

• ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა-შოთა რუსთაველი

მაინც არ ისვენებთ ავი კაცები და სანიოლის გინებიდან ახლა გულიაშვილის გინებაზე გადახვედით

ირლანდიელებს იქვე ინგლისი აქვთ და მაქსიმალურად ხელს უწყობენ, ორ ნაბიჯში პრემიერლიგა აქვთ გახსნილი თუ ვინმემ გაიფაფხურა რამე. გაგვიჭირდება. : ))

• მანამდე რას ამბობდი?

ეხლა გასაგდებია ხო? მანამდე სანიოლის კრიტიკოსებმა ბუდუ ბუდუთი აიკლეთ ყველაფერი, გულიაშვილი და სხვა დააყენოსო. სანიოლი ძლიერი სპეციალისტია და იციწ ვინ და რისი მაქნისია. ოხ ეგ დივან ექსპწრტები ჩამაგდებინა ხელში..

• pepe

ლიხტენ სტეინი ჯობია ამ გუნდს ტურქეტს უნდა მოუგო ესე მამიიი

• ardiles78

ამას ჰქვია გამარჯვება კლასით.კალათბურთელების "ბრალი" იყო თუ რა,ემოციებისგან დაცლილი ,მაგრამ 100% გამარჯვებაში დარწმუნებული ვუყურე თამაშს.დიდი მადლობა ბიჭებს!

• რაბუ

ძალიან კარგი. ბულგარელებს სადაც დავიჭერთ იქ უნდა გავაშავოთ )) ისეთი ანგარიშებით გვიგებდნენ ადრე. ირლანდიის მუღამი მაქვს კიდე ნეტა როდის შევხვდებით

• ბესო

ეს ცხრიანი გულიაშვილი გასაგდებია ნაკრებიდან. ორჯერ ასიან შანსის დროს იღორა!! თორემ მეტი ანგარიშით მოვიგებდით!. ბურთებს კი რამხელა მნიშვნელობა აქვს, თანაბარი ქულების დროს, თქვენც იცით

• ლუკა

ასე იხარეთ მუდამ ქართველებო როგორც დღეს გავიხარეთ!!! ღმერთმა დალოცოს საქართველოოო!!!

• მალხაზ ჯობავა

გულიაშვილმა კიარ უნდა ივარჯიშოს, არამედ ღორობას უნდა დაანებოს თავი, თუარადა მწვრთნელმა თუ არ გააგდო, გუნდელები გააგდებენ. ორი სუფთა გოლი დააკლო ნაკრებს! ის ორი გოლი როდის დაგჭირდება რა იცი.

• lasha

კარგია სანილოი რო მიხვდა თავის შეცდომებს მაგრამ საქმე ისაა ნაკრების მწვრტნელი არ უნდა ცდებოდეს. მითუმეტეს გადამწყვეტ მატჩში და უნდა შეეძლოს სწორი შმადგენლობის დაყენება ნუ რას ვიზამთ ჯობს გვიან ვიდრე არასდრსო ურემი რო გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო ისეა სანიოლის საქმე არ ვიცი თბილისში წაგებული მატჩის ტურქეთთან ამის ამოქაჩვა რამდენად არის შესაძლებელი ალბათ ესპანეთთან 4 ქულის არება და თურექტში მოგება. ნუ ბულგარეთში მოგება თავისთავად :)

• იბერიელი

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, გილოცავთ მეგობრებო ყველას მთელ საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,

სულ სხვა საფეხურზე გადავდართ და გულიაშვილისნაირი ღორბურთელებით ნუღა მოვიკლავთ თავს. არის აბუაშვილი, არის კვერნაძე, რო რამე კადისშიც გვყავს ტაბატაძე.

• ზურა

გილოცავთ გამარჯვებას კალათბურთში და ფეხბურთში.კვარამ გააცოცხლა ქართული ფეხბურთი.

• tngh

დიდი შანსია დღეს თურქეთი-ესპანეთი ფრედ დამთავრდეს... და შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყება

• ჯერ კიდევ წინაა ყველფერი.

სიმართლე უნდა ვთქვა ძნელ გამარჯვებას ველოდი., მარა ჩვენებმა საერთოდ გააქრეს ბულგარელები მინდვრიდან. კვარა საუკეთესო იყო კაპიტნის სამკლაურით ნამდვილი კაპიტანი. ბრავო კვარა გილოცავ კაპიტნობას. დავითაშვილი მშვენიერი იყო და პროდუქტიული, ასისტიც ამაზე მეტყველებს. როგორც იქნა “ გავარსიკინეთ” სანილოს ყველამ ერთად და წვიმაში მშრალადაც შევინახეთ კარი. მგონი გულიაშვილმა კიდევ უნდა ივარჯიშოს ჯერ ნაკრები ადრეა ჩემი აზრით. ლომინაძეს ბევრი დრო უნდა მიეცეს მშვენივრად წაიღო ბურთი და საგოლედ უპასა მაგრამ გულიაშვილი სუსტი ყოფილა, ამდენი ცდიდან ვერცერთი ვერ გაიტანა.

• Gurulo

v-ს 😂 მაგრად გესმის ფეხბურთი,მშურს შენი😂

• ჭ კლასი

გულიაშვილი ახლა რამდენს სცოდავს/თავხედობს და რამეს რომ მიაღწიოს მერე რაღას იზამს... დასამუნათებელია უეჭველი და არც უნდა გამოიძახონ ერთხანს

• ალექს

პირველ რიგში გილოცავთ! ისეთი დღეა არ მინდა ვინმეს მიმართ საყვედური,მაგრამ გულიაშვილი პასი.. პააასიიი.. ფეხბურთი გუნდური სპორტია გულიაშვილი!

• ალფა

გადასარევი თამაში იყო. იმედია იაღლიშებს აღმოფხვრიან. სამწუხაროდ, გულიაშვილი არაა სანაკრებო დონე და რაც მალე მიხვდებიან მით უკეთესი. აბუაშვილი და კვერნაძე სადაცაა, იქ ფლანგზე გულიაშვილს რატო ათამაშეენ გაუგებარია.

• გეგი

გავიხაროთ! ყველას გილოცავთ ხალხო და მადლობა ჩვენს ოქროს ბიჭებს! კიდევ ბევრი მოგება და წარმატების საწინდარი იყოს ეს!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..