მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის დისკვალიფიცირებულმა მწვრთნელმა სანიოლმა თურქეთთან წაგების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში კაშიას და წიტაიშვილის ნაცვლად აზაროვი და გაგნიძე დააყენა და „ჯვაროსნებს“ კვარაცხელიამ უკაპიტნა.

წვიმიან ამინდში დებიუტში უფრო აქტიური სტუმრები იყვნენ, რომლებმაც პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან დიმიტროვის თავური მამადაშვილმა მოიგერია. ამას მასპინძელთა შეტევები მოჰყვა და კაკაბაძის დარტყმული ბურთი მეკარე ვუცოვმა მოიგერია. უკვე დასაწყისში მიიღეს ყვითელი ბარათები მექვაბიშვილმა და ლოჩოშვილმა. შემდეგ კვარაცხელიამ უშედეგოდ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. მოწინააღმდეგე დაცვაში ჩადგა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. 30-ე წუთზე ხვიჩამ მცველის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. ქართველი ფეხბურთელების უპირატესობა უკვე აშკარა იყო, ბულგარელებზე ზეწოლას აძლიერებდნენ და ლოგიკური მეორე გოლიც გავიტანეთ - დავითაშვილმა გაგნიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე ტაიმი თავიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა როგორც კი სანიოლის შეგირდები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას, მესამე გოლი ვუცოვს მიქაუტაძემ გაუტანა, რის შემდეგაც ფრანგმა სპეციალისტმა რიგი წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, ბოლოს გულიაშვილმა ორჯერ ვერ უწია მიზანს და 3:0.

ერთი სიტყვის, ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ საფრანგეთის ძლევის მერე ფეხბურთელებმაც გაგვახარეს.

მომდევნო შეხვედრას 11ოქტომბერს გასვლაზე ესპანეთთან ჩავატარებთ.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ბულგარეთი 3:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 გაგნიძე (44), 3:0 მიქაუტაძე (65)

საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე (ლომინაძე 83), ქოჩორაშვილი (მამუჩაშვილი 77), მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია (გულიაშვილი 77), დავითაშვილი (ლობჟანიძე 83), მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)

ემიგრანტი
კიდევ კარგი რომ არ გაჯიუტდა სანიოლი ბავშვივით და შეცვალა შემადგენლობა, ლოჩოს ნაცვლად დვალი ჯობია და კრაის მცველები უნდა იცვალოს ჩემი აზრით მეტოქიდან გამომდინარე, მაგალითად ესპანეთთან აზაროვი არ გამოგვადგება ვითომ პატარაა სწრაფია და იამალს უკეთ გაუმკლავდება მაგრამ არ მგონია... დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებს.

თავის გუნდში არ ღორობს ხოლმე.რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი.მაინც ანგარიშის ბრალი მგონია.თან ცუდი პოზიციაც არ ჰქონდა და სველი ბურთი ვერ ჩაახვია.

რაღა არა უშავს?! ბურთების სხვაობა რელევანტურია ჯგუფში. კაცმა არ იცის, როდის შეიძლება წამოგვეწიოს ეგ ვერ გატანილი გოლი.
რაო, რა გვინდაო ვილიმ ხიზააან?
სრულად ვეთანხმები ამბაკოს. კაკაბა და ლოჩო არ არიან ძირითადის ფეხბურთელები. ლომინაძე მცველად ჯობია იყოს. საზანოვი აკლია ნაკრებს. აზაროვი დაცვაში დაბალია, უჭირს მაღალი ბურთების გამოტანა, წინ არა უშავს, ეტყობა ხვიჩაზე რომ თამაშობს.
ჟორა
გილოცავთ, კარგი იყო. რაც შეეხება გულიაშვილს, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს "ღორობა" იმიტომ მოუვიდა, რომ ანგარიში 3-0 იყო და სხვა შემთხვევაში სხვაფერ მოიქცევა.
წინ საქართველო
რა შტერობებს წერთ ვიღაცეები? თურმე ვინც გუნდს ვაკრიტიკებდით ჩასაფრებულები ვყოფილვართ და ეს გამარჯვებაც არ გაგვიხარდა. ხომ დაინახეთ თუ თვალები გაქვთ ჩვენმა კრიტიკამ როგორ არგო გუნდს? არ შეიძლება მცველი ყოველთვის ისე ცდებოდეს როგორც ჩვენი მცველი ცდებოდა. მას ფიზიკურად აღარ შეეძლო მაგრამ ემოციურად გულით უნდა სულ ნაკრებში იყოს. ახლგაზდების დროა და იმედია ამ ბიჭებს მალე საზონოვიც შეემატებათ. ეს ბიჭები რომ აკრეფავენ ფორმას და გამოცდილებას მერე ნახავთ ყველა როგორი ნაკრებიც გვეყოლება.
გიგო პაპა
არავინ აგინებს გულიაშვილს, უბრალოდ ბევრს იღებს თავის თავზე და ასე არ შეიძლება. გასაგებია რომ ძალიან უნდა თავის გამოჩენა, მაგრამ როცა თავსხმა წვიმაში ნახევარი გუნდი მოგდევს, გეხსნებიან და შენგან პასს ელოდებიან, არ უნდა იღორო. აი მე მაგალითად, ზურიკოს პასი, გოლი რომ გაეტანა, იმას ათასჯერ მირჩევნია. ორ გოლს უდრიდა ისეთი პასი გაუკეთა გაგნიძეს. სწორედ აქ გამოჩნდა რომ მოაზროვნე და დიდი ფეხბურთელია და არა ქუჩის ფეხბურთელი, ზოგიერთები რომ ადარებდნენ. ბულგარეთი საზომად მაინც არ გამოგვადგება. დაველოდოთ ესპანეთთან თამაშს. გაგნიძე მომეწონა ძალიან. რაც მაგან და ქოჩორამ ირბინეს, ყოჩაღ რა. ასე რომ შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს. კიტესაც ჩაანაცვლებენ და ჩაკვესაც, ამის რესურსი ნაღდად გვაქვს, მთავარია სურვილი იყოს ნაკრების გაახალგაზრდავების, რომ მომავალში არ აღმოვჩნდეთ მძიმე სიტუაციაში.
რუსთაველს თავი დაანებე
ის, რომ გულიაშვის ზედმეტად მძაფრად აკრიტიკებენ, რათქმაუნდა არასწორია, მაგრამ არცერთი მათგანი არც ავია და არც ბოროტი. უბრალოდ მაქსიმალური შედეგი უნდა ყველას და სჯობს თვოთონაც სწორად დააყენო აქცენტები. ვერც მე გავამართლებ გულიაშვილს, მაგრამ სამართლიანობა ითხოვს აღვნიშნოთ, რომ აქტიურად ჩაერთო თამაშში, თავდამსხმელის ინსტინქტმა გადაძალა და გადაცემის მაგიერ კარში დაარტყა. ცუდი ის იქნება თუ ზოგიერთებივით თავი გაიმართლა ვერ დავინახეო. ახალგაზრდაა და იმედია გაიგებს, რომ გუნდის ინტერესი უფრო მეტია პირად სტატისტიკაზე. მითუმეტეს, რომ ამშესარჩევში გატანილი გოლების რაოდენობა პრინციპულად მნიშვნელოვანი ხდება. წარმატებები საქართველოს და თავში ნუ აგვივარდება ეს ბულგარეთი სტოიჩკოვის და კოსტადინოვის დონის კი არა უფრო დღევანდელი სომხეთის დონისაა (ცოტათი შეიძლება სჯობნის) ბიჭებო თუ შეიძლება ოქტომბერში მინიმუმ 2 ქულა მაინც მინდა (ექვსი მირჩევნია,4-იც მაგარი იქნება მაგრამ ორს ვიკმარ), ნოებერზე მერე შეგითანხმდებით :)
ამბაკო
გამარჯვებულებს არ ასამართლებენო.მოდი შევაფასოთ,გამოვხატავ საკუთარ აზრს.1)ბულგარეთმა დატოვა ძალიან სუსტი გუნდის შთაბეჭდილება,იმ ფონზე როცა ჩვენებიც ბევრს სცოდავდნენ.აქ მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი,მათ შორის ცუდი მეტეოროლოგია და კატეგორიული შეფასებები საბოლოო დასკვნებისათვის არ გამოგვადგება და მაინც:ჩვენები რაღაც შიშით,ზედმეტი სიფრთხილით მოქმედებდნენ.შეიძლება ბარათების მიღებას ერიდებოდნენ ,მაგრამ როცა ბურთი გაქვს გასატანი და წინ პარტნიორი გეხსნება,უკან პასი რატომ უნდა გააკეთო? 2)რაც შეეხება შეფასებებს,ჩემი აზრით კარგი იყო გაგნიძე და მომავალში მასზე დაყრდნობა შეიძლება.კარგი იყო დავითაშვილი და ძალიან კარგი ხვიჩა.ძალიან სასარგებლო იყო ქოჩორაშვილი,თუმცა ბევრი ჰქონდა ტექნიკური წუნი.უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა გოგლიჩიძე,ვიდრე წინა თამაშებში.აზაროვი კარგი იყო ტაიმნახევარი ,ბოლოს დაკარგა კონცენტრაცია და რამოდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.მეტს მოველოდი მიქაუტაძესა და მექვაბიშვილისაგან.არასაიმედოა კაკაბაძე და კიდევ უფრო არასაიმედო ლოჩოშვილი და ერთი აზრი დამებადა__ ლომინაძე ,რომ გამოგვეზარდა ცენტრალურ მცველად იქნებ და.....მას აქვს (ჩემი შეტყობით) ის უნარ-ჩვევები რაც ცენტრალურ მცველს ჭირდება და გამახსენდა ალექსანდრე ჩივაძე.მან ნახევარმცველად დაიწყო და ცენტრალურ მცველად მიაღწია მსოფლიო აღიარებას. რაც შეეხება გულიაშვილს,მოდი ნუ შევჭამთ ამ ბიჭს.უფრო გამოცდილ და ცნობილ ფეხბურთელებს დაუშვიათ შეცდომები ამ დროს და პასის ნაცვლად კარში დაურტყამთ.მე კი მომეწონა,რომ მან აიღო თავის თავზე და ფეხისაუკანკალებლად დაარტყა კარისაკენ,თანაც ორივე შემთხვევაში დარტყმა აბსოლიტურად სწორად შეასრულა,უბრალოდ ტექნიკური შესრულება არ გამოუვიდა მთლად დახვეწილად.იქნებ წვიმის გამოც?
ალექს
გულიაშვილზე დასაწერი დაიწერა და ნამდვილად სასაყვედუროა თან ძალიან, თანაგუნდელებისგანაც მათ შორის, თუმცა შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ და ხაზს ნუ გადაუსვამთ,რადგან ნამდვილად აქვს პერსპექტივა- სწრაფია, ტექნიკურია, კარგად იხსნება და მოძრაობს, აპრესინგებს, ზედმეტად მონდომებულიცაა, ერთ ეპიზოდში კარგი პასიც გააკეთა ბუდუზე. მაგრამ გოლის გატანის დიდმა სურვილმა უკიდურესად ეგოისტური გადაწყვეტილება მიაღებინა. 100%-ით დარწმუნებული ვარ სამწვრთნელო შტაბიც და ბიჭებიც შესაფერისად დაელაპარაკებიან.
პროგნოზი
ისე სუპერკომპიუტერმა დასვა შედეგი, ვერაფერს იტყვი :-)
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა-შოთა რუსთაველი
მაინც არ ისვენებთ ავი კაცები და სანიოლის გინებიდან ახლა გულიაშვილის გინებაზე გადახვედით

ირლანდიელებს იქვე ინგლისი აქვთ და მაქსიმალურად ხელს უწყობენ, ორ ნაბიჯში პრემიერლიგა აქვთ გახსნილი თუ ვინმემ გაიფაფხურა რამე. გაგვიჭირდება. : ))
მანამდე რას ამბობდი?
ეხლა გასაგდებია ხო? მანამდე სანიოლის კრიტიკოსებმა ბუდუ ბუდუთი აიკლეთ ყველაფერი, გულიაშვილი და სხვა დააყენოსო. სანიოლი ძლიერი სპეციალისტია და იციწ ვინ და რისი მაქნისია. ოხ ეგ დივან ექსპწრტები ჩამაგდებინა ხელში..
pepe
ლიხტენ სტეინი ჯობია ამ გუნდს ტურქეტს უნდა მოუგო ესე მამიიი
ardiles78
ამას ჰქვია გამარჯვება კლასით.კალათბურთელების "ბრალი" იყო თუ რა,ემოციებისგან დაცლილი ,მაგრამ 100% გამარჯვებაში დარწმუნებული ვუყურე თამაშს.დიდი მადლობა ბიჭებს!
რაბუ
ძალიან კარგი. ბულგარელებს სადაც დავიჭერთ იქ უნდა გავაშავოთ )) ისეთი ანგარიშებით გვიგებდნენ ადრე. ირლანდიის მუღამი მაქვს კიდე ნეტა როდის შევხვდებით
ბესო
ეს ცხრიანი გულიაშვილი გასაგდებია ნაკრებიდან. ორჯერ ასიან შანსის დროს იღორა!! თორემ მეტი ანგარიშით მოვიგებდით!. ბურთებს კი რამხელა მნიშვნელობა აქვს, თანაბარი ქულების დროს, თქვენც იცით
ლუკა
ასე იხარეთ მუდამ ქართველებო როგორც დღეს გავიხარეთ!!! ღმერთმა დალოცოს საქართველოოო!!!
მალხაზ ჯობავა
გულიაშვილმა კიარ უნდა ივარჯიშოს, არამედ ღორობას უნდა დაანებოს თავი, თუარადა მწვრთნელმა თუ არ გააგდო, გუნდელები გააგდებენ. ორი სუფთა გოლი დააკლო ნაკრებს! ის ორი გოლი როდის დაგჭირდება რა იცი.
lasha
კარგია სანილოი რო მიხვდა თავის შეცდომებს მაგრამ საქმე ისაა ნაკრების მწვრტნელი არ უნდა ცდებოდეს. მითუმეტეს გადამწყვეტ მატჩში და უნდა შეეძლოს სწორი შმადგენლობის დაყენება ნუ რას ვიზამთ ჯობს გვიან ვიდრე არასდრსო ურემი რო გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო ისეა სანიოლის საქმე არ ვიცი თბილისში წაგებული მატჩის ტურქეთთან ამის ამოქაჩვა რამდენად არის შესაძლებელი ალბათ ესპანეთთან 4 ქულის არება და თურექტში მოგება. ნუ ბულგარეთში მოგება თავისთავად :)
იბერიელი
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, გილოცავთ მეგობრებო ყველას მთელ საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,

სულ სხვა საფეხურზე გადავდართ და გულიაშვილისნაირი ღორბურთელებით ნუღა მოვიკლავთ თავს. არის აბუაშვილი, არის კვერნაძე, რო რამე კადისშიც გვყავს ტაბატაძე.
ზურა
გილოცავთ გამარჯვებას კალათბურთში და ფეხბურთში.კვარამ გააცოცხლა ქართული ფეხბურთი.
tngh
დიდი შანსია დღეს თურქეთი-ესპანეთი ფრედ დამთავრდეს... და შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყება
ჯერ კიდევ წინაა ყველფერი.
სიმართლე უნდა ვთქვა ძნელ გამარჯვებას ველოდი., მარა ჩვენებმა საერთოდ გააქრეს ბულგარელები მინდვრიდან. კვარა საუკეთესო იყო კაპიტნის სამკლაურით ნამდვილი კაპიტანი. ბრავო კვარა გილოცავ კაპიტნობას. დავითაშვილი მშვენიერი იყო და პროდუქტიული, ასისტიც ამაზე მეტყველებს. როგორც იქნა “ გავარსიკინეთ” სანილოს ყველამ ერთად და წვიმაში მშრალადაც შევინახეთ კარი. მგონი გულიაშვილმა კიდევ უნდა ივარჯიშოს ჯერ ნაკრები ადრეა ჩემი აზრით. ლომინაძეს ბევრი დრო უნდა მიეცეს მშვენივრად წაიღო ბურთი და საგოლედ უპასა მაგრამ გულიაშვილი სუსტი ყოფილა, ამდენი ცდიდან ვერცერთი ვერ გაიტანა.
Gurulo
v-ს 😂 მაგრად გესმის ფეხბურთი,მშურს შენი😂
ჭ კლასი
გულიაშვილი ახლა რამდენს სცოდავს/თავხედობს და რამეს რომ მიაღწიოს მერე რაღას იზამს... დასამუნათებელია უეჭველი და არც უნდა გამოიძახონ ერთხანს
ალექს
პირველ რიგში გილოცავთ! ისეთი დღეა არ მინდა ვინმეს მიმართ საყვედური,მაგრამ გულიაშვილი პასი.. პააასიიი.. ფეხბურთი გუნდური სპორტია გულიაშვილი!
ალფა
გადასარევი თამაში იყო. იმედია იაღლიშებს აღმოფხვრიან. სამწუხაროდ, გულიაშვილი არაა სანაკრებო დონე და რაც მალე მიხვდებიან მით უკეთესი. აბუაშვილი და კვერნაძე სადაცაა, იქ ფლანგზე გულიაშვილს რატო ათამაშეენ გაუგებარია.
გეგი
გავიხაროთ! ყველას გილოცავთ ხალხო და მადლობა ჩვენს ოქროს ბიჭებს! კიდევ ბევრი მოგება და წარმატების საწინდარი იყოს ეს!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა