მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. ნამატჩევს „ჯვაროსნების“ დისკვალიფიცირებული მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად მისმა თანაშემწემ, ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა:

"განსხვავებული მატჩი ვიხილეთ. ბიჭებს მადლობა, მათ ძალები სწრაფად აღიდგინეს და ჩვენი დავალებები ზუსტად გავითავისეთ. დიდი მადლობა მამარდაშვილს, მან დასაწყისში 99-პროცენტიანი გოლი არ გაუშვა და ამან დიდი როლი შეასრულა.

კაშიას დიდი პატივისცემა. ყველასთან გვქონდა საუბარი, ვინ თავს როგორ გრძნობდა და აქედან გამომდინარე, მისი ართამაში სანიოლის გადაწყვეტილება იყო. გურამი დიდი პროფესიონალია, 38 წლისაა და ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო.

ლომინაძე დებიუტანტი იყო და თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო, დიდი პერსპექტივა აქვს. კაკაბაძის ინდივიდუალური შეცდომებიც ფეხბურთის ნაწილია. გოგლიჩიძე როცა ნაკრებში მოვიდა, ყველა ძალიან მოვიხიბლეთ - სწრაფი, მებრძოლი. ის უკეთეს გუნდში გადავიდა, იტალიის ჩემპიონატს თამაშობს და მომავალში ჩვენი დაცვის ლიდერი იქნება.

ვიცე-კაპიტნები კიტეიშვილი, კვარაცხელოა და კაკაბაძე არიან. სამკლავური ვის ექნება, ეგ გადამწყვეტი არაა. ჩვენ ლიდერები გვჭირდება.

ვერ ვიტყვით, რომ პრობლემები არ არსებობს, ოქტომბერში უფრო მეტს დავინახავთ. მაქსიმალისტობა კარგია, მაგრამ ყველაფერი რეალურად უნდა შევაფასოთ. დღეს საუკეთესო ალბათ, ნიკა გაგნიძე იყო, ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა, თუ დააკვირდებით, გუნდში დიდ როლს თამაშობს.

გადამწყვეტი მაინც სწრაფი შეტევები იყო. ბულგარეთის ნაკრები გავწელეთ, შეტევაში წარმატებული როტაციები იყო".

მალხაზ ჯობავა
შე გახარებულო, საუკეთესო! გუნდი იყო ახალი კაპიტნის მეთაურობით! ფეხბურთში ასეთ გამოცდილ კაცს ეს არ უნდა გეშლებოდეს, მითუმეტეს ასეთი თამაშის მერე, ვინმეს გამოყოფა. თუარადა სხვა მიზანი გამოძრავებს. გასინჯე აბა კვარაცხელიას გარეშე ნაკრების თამაში და ნახავ სხვაობას. კვარაცხელი როცა გუნდშია, ის უკვე საუკეთესოა! მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელებისთვისაც და იმიტომაც ამუშავებს ყველა გუნდის მწვრთნელი, კვარას განეიტრალების ტაქტიკას. პირადა მე, მთლიანად გუნდის ერთიანობა და მოწინააღმდეგის კედლის კბილებით გატანა მიხარია, ისე როგორც წაქცეული ბუდუ იბრძოდა თავით ბურთისთვის, ისე როგორც ანწუხელიძე ვერ დააჩოქეს ორკებმა და მერე, ჩვენი დიდი გამარჯვებაც აუცილებლად მოვა!

საბოდიშო რა არის?ორივე გაგნიძე,უკვე დღეს არის კარგი ფეხბურთელი,საქართველოს მასშტაბით.ორივეს საკმაო რესურსი აქვს მოსამატებლად და კარგ გუნდში თუ მოხვდნენ,ძალიან მაგრადაც მოუმატებენ.
გგგ
ვინაა? ლადო?
amataki-ს
1000%
amataki
ეს არ იყო ჯერ კიდევ მატჩამდე რომ იძახდა, მაგარი დუეტი შევკარით კაშია - გოგლიჩიძეო (ახალგაზრდა და გამოცდილი)?. როგორც ჩანს მისი შედევრია და კინაღამ ქე გაგვაბითურეს თურქებმა. არადა რასაც ეს "უძლეველი" თურქები წარმოადგენდნენ კი დაანახეს ესპანელებმა. ამჯერადაც კაცი რომ იტყვის საუკეთესო ჩვენს მატჩში გაგნიძე იყო, მას ან პირადი მიზნები ამოძრავებს, ანაც საერთოდ აზრზე არაა. ფეხბურთის უცოდინარობას ხიზანიშვილს ვერ დააბრალებ, თუმცა გვინახავს მასზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელები მწვრთნელობისას სასწაულ სისულეებებს რომ სჩადიოდნენ და ამბობდნენ. ეხლა რასთან გვაქვს საქმე ჯერ გაურკვეველია, მაგრამ დრო ყველაფრის წამალიაო და სიმართლე თავის გზას ადრე თუ გვიან აუცილებლად იპოვის. რაც შეეხება თამაშს: ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, არ იყო ურიგო თამაში და მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. კვარას კაპიტნობა და დაცვაში ცვლილებები კი სწორედ გულშემატკივრის დამსახურებად მიმაჩნია. თითოეულ თქვენთაგანსაც გილოცავთ, გულშემატკივრისა და ჟურნალისტთა უმრავლესობის მოწოდებებმა, ამჯერად მშვენიერი ნაყოფი გამოიღო.

კაპიტანი არის გუნდში ყველაზე ავტორიტეტული და მოთამაშე რომელსაც შეუძლია გუნდის დაქოქვა, პირველ რიგში საკუთარი თავის მაგალითით. კანკავა იყო ასეთი, მერე თაობაც შეიცვალა და იმათში კვარაზე ავტორიტეტული არის კაშია? რას ერჩით კაშოს, როდის "უკაპიტნია" თავის თამაშით მოედანზე? ბოლო 5 წელია მის ასაკს და დაკარგულ სისწრაფეს განვიხილავთ და ლაპიტნის ტვირთს კიდებთ. ბოლოსდაბოლოს მკგუაიერივით ხომ არ უნდა გააშარჟოთ. პ.ს. ისე რაც სამკლაური ჩამოართვეს კი მოუმატა მკგუაიერმა - მოიხსნა ტვირთი.
ბექა
თუ ინდივიდუალურად იწყებ ფეხბურთელების გამორჩევას მაშინ კვარათი და მამარდათი დაიწყე ერთმა 100% გოლოსგან გვიხსნა და კაცმა არ იცის მერე როვორ წავიდოდა თამაში და მეორემ თამაში შექმნა მთლიანად
ძალად მწვრთნელს
ვერ ელევიან კაშიას, როგორ გაუსვა ხაზი ხვიჩას ვიცე-კაპიტნობას და კიტეც გაურია მარაქაში. ვიცე-კაპიტანი კი არა, მუდმივი კაპიტანია ხვიჩა და ასე იქნება მინიმუმ მანამდე, ვიდრე უკეთესი ფეხბურთელი არ გამოჩნდება ნაკრებში! მსოფლიო იცნობს და პატივსაცემი კაპიტანი გვჭირდება ნაკრებში. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ხვიჩას ავტორიტეტი. საერთოდ რა ესაქმება პარტიულ წარმომადგენელს სამწვრთნელო შტაბში ან თუნდაც ფედერაციაში? ცოტაა ქვეყანაში კომპეტენტური და ნეიტრალური ხალხი?
კაპიტანი
ვის მიმართავ?
C
გაგნიძე ძალიან კარგი იყო, მარა საუკეთესო იყოო ამას რომ ამბობს მწრვთნელის თანაშემწე, ესეიგი აზრზე არაა! საუკეთესოც და სულიცა და გულიც, იყო ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია! ამას თუ კაცი ვერ ხედავ ან მიმერძოებული ხარ , ან აზრზე არ ხარ ფეხბურთის. გუშინ საფრინავდა, ყველგან იყო და სამივე გოლი მისი დაწყებული იყო, ერთი თავისი, მეორე კი სრულიად მისი გაკეთებული. დაცვაშიც მაგრად ითამაშა და ტემპსაც და კლასსაც ის აჩვენებდა , ასე თავდაჯერებულობას ღებულობა გუნდი. ხვიჩა მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავია. მადლობა
გულ-შემატკივარი
ვიცე-კაპიტნები კი არა,კვარა კაპიტანია უკვე.კიდევ ვერ შელევიან კაშიას.მიუხედავად გამარჯვებისა, რისთვისაც დიდი მადლობა გუნდის ყველა წევრს,სანიოლი არ გახლავთ იმ კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის გამოდგება.ნუ წაართმევთ ამ ნიჭიერ ტაობას წლებს,მოუყვანეთ მაგარი მწვრთნელი.

თქვენი ნაპროფესორალი 4-4-2 ის და არასწორად დაყენებული უკანა ზაზის დამსახურებაა კრიზისში მყოფ თურქეთთან რომ წავაგეთ და საერთოდ 0:3 ს ვაგებდით ისე რომ იმათ არც კი მოუნდომებიათ.
ზურა
38 წლის ფეხბურთელმა ნორმალურად მაინც რომ ითამაშო, თავის დროზე ძალიან ძლიერი უნდა იყო, მაგ. ისეთი, როგორიც რონალდო იყო.
მალხაზი-ს
გუდიაშვილი პასებს ვეღარ ისწავლის, აღარა გვყავს, გაღმაა.
დავით 67
ეხლა ამან მოვიგეთო და ვერავინ შემედავებაო. ეგ ვარიანტია. ცუდად არ უთამაშია გაგნიძეს, მაგრამ საუკეთესო როგორ იყო. ხომ ვიცით ისედაც საუკეთესო ვინ იყო?
Achi
Kaia mogeba 3:0 magram uproar Didi sxvaobitac sheileboda aq burtebi magram cagvadgeba ise midis saqme naxet turqets ras ushveba espaneti haimee

თამაში ზუსტად ისე დაიწყო,როგორც თურქებთან.დაცვა ძალიან დაძაბული იყო და შეცდომებს უშვებდა.საბედნიეროდ მამარდამ ძალიან ახლოდან დარტყმული თავურის მოგერიება შესძლო,თორემ კიდევ უფრო ავირეოდით.ბულგარელების გრძელ პასებზე,ჩვენი დაცვა პოზიციურად შეცდომებს უშვებდა და აშკარად დაძაბულები იყვნენ,თუმცა თანდათან დაწყნარდნენ და თამაშიც საგრძნობლად დაალაგეს.სამწუხაროა,ნიკა გაგნიძეს ტრავმა რომ შეუშალა ხელი.ეს რომ არა,დღეს უკვე რამდენიმე თამაში ექნებოდა ნაკრებში ნათამაშები და თურქებთან მატჩში,დასაწყისიდანვე მას დააყენებდა სანიოლი.როგორც კი ის შემოვიდა,ნახევარდაცვის თამაშს აშკარად შეეტყო დალაგება.დღეს უკვე გაცილებით უკეთესი და თავდაჯერებული იყო,თუმცა თურქეთი და ბულგარეთიც,ორი სხვადასხვა დონის გუნდია.ვფიქრობ ნახევარდაცვაში მისთვის სათამაშო დროის მიცემა,ნაკრებისთვის პრობლემებს არ შექმნის.ქოჩორას,კიტეს და ჩაკვესთან ერთად,ისიც სრულფასოვანი ოპცია იქნება,კიდევ ორიოდე თამაშის გამოცდილების მიღების შემდეგ.ერთი სიტყვით,ნაკრების შემადგენლობის სიღრმე თანდათან იზრდება.
მალხაზი
გუდიაშვილი უნდა მიხვდეს, რომ აუცილებელი არ არის, მაგან გაიტანოს, პასები უნდა ისწავლოს და ეგოისტურად არ უნდა მოიქცეს.
კოტე
ხიზანა და კვეკვესკირი უდიდესი მწვრთნელები დადგებიან
ხვიჩა მაგარია!
როგორ გენიოსობს, ნამდვილი ვანგაა რა, თვეც კი გამოიცნო - ოქტომბერიო. )))))))))))))))))))))
სასიამოვნოთ გაკვირვებული
მომავალში არ ვიცი როგორ იქნება მაგრამ ლომინაძე ისე ჩაერთო თამაში რომ მგონი ძალიან ნიჭირ და ფიზიკურად მაგ ბიჭთან გვაქს საქმე.
გიორგი
პრობლემები გვაქვსო და უნდა ვიმუშაოთ რათა გამოვასწოროთო ამის მაგივრად ოქტომბერში უფრო მეტს დავინახავთო
ესეც გასაშვებია სანიოლთან ერთად
ხიტრობს ხიზანა, მთლიანად სანიოლს შეტენა კაშიას უთამაშებლობა. არადა, ხო ფაქტია რომ სანიოლა აზრს თანაშემწეებსაც დაეკითხებოდა? ))) ესენი არ გათეთრდებიან. ახალი ფედერაცია და მწვრთნელი გვჭირდება სასწრაფოდ!
სირბილის სწავლების ცენტრი
როდესაც სწრაფი შეტევები გაქვთ საუკეთესოები ხართ, მაგრამ ინტენსივობის მომატება არის საჭირო. სხვაგვარად მომდევნო თვეში ძალიან გაგიჭირდებათ!
ვაჟა მასწავლებელი
დიდი ბოდიშით, მაგრამ დარწმუნებით მგონია, რომ მეორე გაგნიძეც (მანუჩარას მაგონებს) კარგი ფეხბურთელი დადგება ნაკრებისათვის.
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ენრიკე პსჟ-ში კიდევ დიდხანს? - პარიზელებს სურვილი აქვთ, ესპანელი მოიფიქრებს
ფავრი დაგვემშვიდობა - შვეიცარიელმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა