საქართველოს ნაკრები იგებს იმ მატჩებს, სადაც ფავორიტია და რომელშიც უნდა გაიმარჯვოს - სანიოლის ფორმაციის პირობებშიც, ეს სერიოზული პროგრესია. შესადარებლად ბულგარელებთან რამდენიმე წლის წინანდელი შეხვედრა გამოგვადგება, როცა თბილისში უნდა მოგვეგო, მაგრამ აუტსაიდერის სტატუსითა და ტაქტიკით მოთამაშე მოწინააღმდეგეს ვერ გავუტანეთ. ვაი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 ქულა ბოლოს დიდი ხნის წინ, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას, ბელარუსთან იყო.

რატომ მოიგო საქართველოს ნაკრებმა? გუნდურობას ხაზს ყოველთვის გავუსვამთ, არც სამწვრთნელო შტაბს დავივიწყებთ, მაგრამ კვირა საღამოს "ჯვაროსნებს" ჰყავდა ლიდერი, ვარსკვლავი და უკვე კაპიტანიც, ვისი შესაჩერებელი მექანიზმი მეტოქეს ხომ არ ჰქონდა და თავადაც მოედნის ყველა წერტილში, ბოლომდე შემართული იყო და თავად იქეთ "აჩერებდა". ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩა კვარაცხელიასგან, როგორ უნდა დაისახო მიზნები, რა გააკეთო მის მისაღწევად, არ დააბრალოთ არაფერი ამინდსა და ვარსკვლავების განლაგებას და მთავარი - გაითავისეთ, როგორ შეხვდეთ ამ წარმატებას, როგორ გაამრავალფეროვნოთ ის.

კვარაცხელიას კაპიტნობის გაგების შემდეგ ორი ურთიერთსაპისპირო ფიქრი ტრიალებდა - ხომ არ დაძაბავდა ზედმეტი პასუხისმგებლობა "კვარას" თუ... აქამდე რაც დავწერეთ, დაივიწყეთ, დაძაბა კი არა, ეს იყო გაძლიერებული პასუხისმგებლობა, "პატიჟისგან შიში" კი არა, გაცნობიერება, რომ უბრალოდ სამკლაური კი არა, უფრო მაღლა ახტომაა, ვიდრე შეგიძლია. გუნდში ავტორიტეტი ხვიჩას არასდროს აკლდა, დიდია, სამაგალითოა. თანაგუნდელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს "შვიდიანის" კაპიტნობა, გიორგი მამარდაშვილმა მას ნამდვილი ლიდერი უწოდა. მსაჯებთან კამათი უყვარსო, რომ შიშობდნენ - როგორც კაპიტანს, ამის უფლება ყველაზე მეტად აქვს და კვარაცხელია ახლა გაცილებით მშვიდია, ვიდრე წლების წინ, მის მიმართ უხეშობასაც შეეჩვია. ჩვენ ამ თემაზე საკმაოდ დიდი ხნის წინ დავწერეთ, ხვიჩას კაპიტნობა კარგი რატომაც იქნებოდა.

საბოლოოდ კარგი გამოდგა ისიც, სანიოლი გუნდს პსჟ-ის ტაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოებულად რომ ათამაშებს. კი, "კვარა" იდეალური მარცხნიდანაა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილთან პოზიციების ცვლა და მოწინააღმდეგის გაკვირვება კარგად შეუძლია. გიორგი მიქაუტაძე წმინდა ცენტრფორვარდია და მისი ფლანგზე გამოჩენა, როგორც ეს უსმან დემბელეს შემთხვევაში ხდება, სასურველი არაა.

ამასობაში, საქართველოს ნაკრების საბაზისო ტაქტიკაც გამოიკვეთა: 4-3-3. შუა ხაზში ნიკა გაგნიძის გამოჩენა კონკურენციას გაზრდის. დაცვა? ლაშა დვალი ახალ გუნდს კარგად უნდა მოერგოს და დროულად ათამაშდეს - კაშია უკვე წარსულში უფრო უნდა ვახსენოთ, ლუკა ლოჩოშვილი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გააფრთხილეს და ის უფრო სამკაციანი დაცვისთვისაა შესაფერისი. საზონოვი, გელაშვილი - ამ ბიჭებმა უნდა მოუმატონ!..

მოსაგებ თამაშში წარმატებაზე ვწერეთ და როდის უნდა გავიმარჯვოთ "არამოსაგებში?" - ისეთი, ფავორიტი რომ არ ხარ და მხოლოდ გამართლებისა და კონტრშეტევების იმედად არ იქნები. კალენდარზე ეს შეხვედრები ოქტომბერშია, მაგრამ მიდი და ამ ესპანეთის ნაკრებთ რამე დაგეგმე. მაგრამ თურქეთი? სტუმრად უნდა დავუმტკიცოთ, თბილისური ანგარიში რეალობას რომ არ ასახავდა. თურქები სტაბილურობით ვერ დაიკვეხნიან, მათ იქნებ ბულგარეთთანაც (მათ მწვრთნელს ჩვენ კონკურენტებთან წარმატება ვუსურვეთ) დაკარგონ ქულები და პლეი-ოფისთვის გზა გაგვიხსნან. თუ პრესინგზე უფრო თამამები ვიქნებით და უაზრო შეცდომებს არ დავუშვებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვხედავთ, ნახევარდაცვას რამხელა ძალა აქვს, "ჩაკვე" დროულად უნდა დაბრუნდეს(კიტეიშვილი უფრო მალე მომჯობინდება).

ახლა კი ყველას მადლობა, მამარდაშვილიდან გუნდის ექიმებამდე - ჩვენ ისევ ბრძოლაში ვართ და მოსაგებს ვიგებთ!..

დიმო და ლაშა ავად ხართ
არ იყო ის მსოფლიოს შესარჩევი, ევროპის იყო. ჰაერზე გადით
დიმო
თბილისში არ მოგვიგია და მაგას გულისხმობდა ჟურნალისტი:))) შვედეთს ბათუმში მოვუგეთ და კოსოვოს გასვლაზე
ლაშა
კოსოვოს მოვუგეთ გასვლაზე, შვედეთს - სახლში. "ჟურნალისტი", სანამ მსგავს მჭახე დებულებას დაწერს, თვითონ უნდა გადაამოწმოს. ჟურნალისტმა თუ არა, რედაქტორმა მაინც, თუ ჰყავს ამ საიტს.
unagi
ნიჭიერო :))))) აბა დაწერე მსოფლიოს შესარჩევში როდის ავიღეთ ბელარუსის მერე სამი ქულა? სად გაიზარდეთ ასე ამხელა ......... :)))))))
ირაკლის ბავშვობა არ ჰქონდა
დაწერე სასწრაფოდ მსოფლიოს შესარჩევში ბელარუსის შემდეგ ვის მოვუგეთ, იქნება გვატყუებს ავტორი და გელოდებით!
ხვიჩა მაგარია! -s
გოჩოლეიშვილია ეგეთი და არ აყენებენ კაშიასავით არიან ჩაციკლული კაკაბაძეზე. ბიჭი მუნდესლიგაში თამაშობს და ნარკების ძირითადში ვერ ხვდება :) კიდე კაი დვალი არ იყო ფორმაში თორე დარწმუნებული ვარ სერაი ა-ს მოთამაშე გოგლიჩიძესაც არ დააყენებდენ
გოგის
მაგ უაზრო დელიკატურობის გამოა, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, კაშია რომ დროულად არ წავიდა, ახლა სკამზე გადასვეს და მალე აღარ მიიწვევენ. რომც მიიწვიონ,ხვიჩასთვის კაპიტნობის ჩამორთმევა არ შეიძლება
კაპიტონ შეყილაძე
ვისაც ენდობა სანიოლი ჩანს,მაგრამ ახალი ფეხბურთელებიც უნდა მოისინჯოს!
ქუთაისელი
მადლობა საინტერესო სტატიისთვის. პრობლემური პოზიცია გვყავს დაცვა. აზაროვი როგორც შემტევი მცველი ძალიან მაგარია, მაგრამ დაცვისას ბულგარელები სპეციალურად მასთან მიდიოდნენ, მეორე სართულზე რომ უპირატესობა ჰქონოდათ. მენდეში რომ ყავს პსჟ-ს, დაცვაშიც და შეტევაშიც მაგარი, მასეთ გვინდა. ძმა ხომ არ ყავს იმ მენდეშს, ნეტა?
ხვიჩა მაგარია!
კაკაბაძეს ადგილას გვჭირდება ახალგაზრდა ბიჭი და შეიძლება ითქვას მეტ-ნაკლებად გაახალგაზრდავებულ შემადგენლობას მივიღებთ. რა თქმა უნდა იქნება შეცდომებიც, მაგრამ ბიჭები შეთამაშდებიან და უახლოესი 10 წლის მანძილზე ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება. დაცვა დაიხვეწება(ლოჩოშვილი მაშინებს მხოლოდ) და ცენტრიც სუპერმოძრავი გვეყოლება ესპანეთივით. ერთი მაგარი მწვრთნელიც (თუნდაც სპალეტის დონის) და წამოვა მოგებები ძლიერ გუნდებთანაც!
irakli
ბავშვებს ატყუებს აშკარად
gogi
კაშიასთან მიმართებაში ავტორს ცოტა მეტი დელიკატურობა არ აწყენდა.
lasha
როგორც ამბობენ გამარვებულ შემადგენლობას არ ცვლიან მომეწონა ბულგარეთთან. სწორი შემადგენლობა რაც სასიხარულოა. ნახევარდაცვის ნაწილში გამოჩნდენ ძალიან კარგი ბიჭები. ბულგარეთთან სწორედ ეს შეცვალეს. მე იმ აზრზე ვარ რომ ნაკრების ღერძი უნდა იყოს შუახაზი და ეს ნაწილი უნდა დაიტვირთოს მაქსიმალურად. მინიმუმ 5 მოთამაშე უნდა იდგეს. მე პირადად ჩაკვეტაძეს და კიტეიშვილს არ დავაყენებდი შემდეგ თამაშში ძირითადში ჩაკვეტაძე არის შემტევი ნახევარმცველი და როცა ნაკრები აუცილებლად თამაშობს კვარაცხელია -მიქაუტაზის დუეტით. ჩემი აზრით იქ მე-3 შემტევი არაა საჭირო ეს დაასუსტებს შუახაზს და დაცვას. ჩაკვეტაძე უნდა შემოვიდეს მეორე ტაიმში როცა გვჭირდება გოლი.
გუგა
რას ამბობ კაცო, 3 ქულა მსოფლიოს შესარჩევზე ბოლოს ქეცბას ავიღეთო? :))))
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ