ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი

"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი

ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების გასვლას, ჩვენი გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ცოლი, სალომე ჯუღელი ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

"მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა პროფესიონალიზმზე და სიყვარულზე — სამშობლოს , ოჯახის და კალათბურთისადმი. ის, რაც შენ ამ ერთ წელში გააკეთე, ნამდვილად გმირობის ტოლფასია.მთელი სეზონი არანორმალური რეჟიმით ჩაატარე — კვირაში სამი თამაში, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე. რა თქმა უნდა, იყო აღმართი და დაღმართი, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალი იყავი, ყოველთვის იქ , სადაც საჭირო იყავი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთან სრულფასივანი დროის გატარებაც კი არასდროს დაგიკლია.

ერთი მატჩის მერე მეორე, სამი თამაში ოთხ დღეში — სამ სხვადასხვა ქვეყანაში… ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უპირობოდ და წარმოუდგენლად გიყვარს შენი სამშობლო — საქართველო და ქართველი ხალხი.ყველამ იცის, რა პერიოდი გადაიტანე — სისხლმდენი წყლულის გახეთქვა, გამოწვეული ფიზიკური სტრესით და იმ წამლებით, რასაც მხოლოდ ტკივილის გასაყუჩებლად სვამდი… და მაინც ყოველთვის იქ სადაც საჭირო იყავი, შენი ქვეყნის და ნაკრების გვერდით.ფენომენალური პლეიოფები იტალიურ ლიგაში, თუნდაც მაშინ, როცა დარტყმის შემდეგ ტვინის შერყევა დაგემართა, მაინც ითამაშე, იმიტომ რომ გუნდი შენზე იყო დამოკიდებული.

გუნდს გამარჯვება მოუტანე და მოიპოვე MVP-ის ტიტული იტალიის ჩემპიონატში.დასვენების და აღდგენის დრო საერთოდ არ გქონდა, მაგრამ მაინც მზად იყავი ნაკრებისთვის. და, რა თქმა უნდა, ისევ მთელი გულით, 100%-ით. და მაშინ მოხდა — გულის პრობლემა თამაშის დროს და გადაუდებელი ოპერაცია — კათეტერით აბლაცია.ექიმებმა მკაფიოდ თქვეს „არა“ — მინიმუმ პირველ სამ თამაშში მონაწილეობა არ შეიძლებოდა. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება შენი კითხვა ოპერაციიდან ეგრევე: „თუ ვითამაშებ რა იქნება?“ იმ წამს გული გამიჩერდა. დარწმუნებული ვიყავი რომ მანდ უკვე გადაწყვეტილი გქონდა თამაში, ვერაფერი გითხარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი — შენს აზრს ვერაფერი შეგაცვლევინებდა.მეფიქრებოდა: ნეტა იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის, რამხელა სიყვარული გაქვს, რამდენად შეგიძლია თავდადება.

EuroBasket-ზე ითამაშე მაშინ, როცა საერთოდ არ უნდა გეთამაშა, ჯერ კიდევ ნაკლებად ფორმაში, მაგრამ სულით და გულით, ნამდვილად თავდაუზოგავად. მიუხედავად კრიტიკისა და არა კეთილი კომენტარებისა, მე ზუსტად ვიცოდი, რას გრძნობდი, როგორი თავდადება და მოტივაცია გქონდა. დიდ უსამართლობად მიმაჩნია არა კეთილი კომენტარები შენს მიმართ, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, ლანძღვა ნამდვილად დაუმსახურებელია, შენს და მთელი ნაკრების მიმართ! მაგრამ დღეს შენ შეუძლებელი გააკეთე, შეუძლებელი შეძელით მთელმა გუნდმა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა!!! სიტყვებიც არ მყოფნის, მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: შენ ხარ ჩემი გმირი. შენ მხოლოდ კალათბურთელი ან MVP არ ხარ — შენ ხარ დიდი ქართველი კაცი, დიდი გულით. კაცი, რომელსაც უყვარს ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და კალათბურთი. კაცი, რომელმაც შექმნა ისტორია, იმით რისი კეთებაც უყვარს! შენ ხარ ჩემი სიყვარული და შენით უსაზღვროდ ვამაყობ. და ეს მხოლოდ ერთი წელია, რაც ახლა მოვყევი. თუ წარსულ წლებზეც ვიტყვი — წიგნი გამოვა! მიყვარხარ.ვამაყობ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებით!!!".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთს დაუპირისპირდება, მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

• დავით67-ს

კაცებსაც კარგად გაქვთ ენები გატლეკილი!

• დავით 67

მოპასუხეებს! ჰო დამავიწყდა მიმეწერა, ვისაც წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაგაქვთ, ნუ გამომეხმაურებით თქო. ასევე ყველას თავის აზრი უნდა გააჩნდეს. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მითუმეტეს ქალებისთვის.მიუხედავად იმისა რომ ენები გაქვთ გატლეკილი

• კარგ, ქართველს ლადოს!

ფაქტიურად ჩემი სათქმელი სთქვი! მეც მაგ აზრზე ვარ, რომ ცუდი ტენდეცია წამოვიდა უცხოელებზე დაქორწინება,ამით დიდ შეურაცყოფას ვაყენებთ ქართულ ჯიშს და გენს! გონს მოდით ქართველებო! გია.

• დავით 67-ს

რა სიტყვებია არ გრცხვენია?თუმცა მორალისგან დაცლილ ადამიანებს მორალზე ვერ დაელაპარაკები,ნიფხავი კი შენ გაქვს ჩამოფარებული!ახლა ქალებზე ეჭვიანობა დაიწყეთ?!

• ლადო

მამაკაცებო ვინც ამ საიტზე ხართ!მოგწონთ რო ქართელი სპორტსმენები ოჯახებს ქმნიან სხვადასხვა წარმომავლობის ქალებთან,არ მოგწონთ როცა ამაზე მივუთითებთ სპორტსმენებს და ზოგადად ქართველ კაცებს,მაშინ ქართველ ქალებთანაც ნუ გექნებათ პრეტენზიები,როცა უცხოელებს მიყვებიან ცოლებად,ხოდა ასე უპრეტენზიოდ გადაშენდეს ქართული გენი?!ისედაც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს!!

• ქალთმოძულეებ-ს

რატომ "გეპაზორებათ"ქალების კომენტარები სპორტზე?უცხოეთშიც ძალიან ჩართულები არიან ცოლები ქმრების კარიერაში,შენგელიას ცოლმა კი პირველად დაწერა რაღაც,ამ გოგოზე მანამდე გაგიგიათ რამე,როგორმე შეარგეთ ეს სიხარული,ნუ იცით ყველაფერზე ჩიჩინი,კვლიტინი,ჩასაფრება, და წვრილმანებს!სირცხვილისა!!

• საქართველო-ს-ს

მამუკელაშვილის გელფრენდი ნანახი გყავს??

• დავით-ს

შენ ის უნდა ნახო უცხოელ ქალებს როგორ ადიდებენ ,ხოტბას ასხამენ და ქართველ ქალებს აკნინებენ,ვიღაც ქართველმა იუთუბერმა იმხელა რეკლამა გაუკეთა მამუკელაშვილის ამერიკელ გელფრენდს!

• ზაკო

აქ დისლაიქი ვინც დაუწერა ამ კაცს იმის ოჯახს არ ეღირსოს ბაია პატარაიაზე მეტი ქალი ოჯახში, რა მარაზმატები არიან

• Sani

ქვეყნის ნაკრების სახელით გამოსვლა მართლა უზარმაზარი პატივია და იშვიათი ადამიანების ხვედრია! იმედია ამას აცნობიერებენ ეს იშვიათი ადამიანები. თორნიკეს რაც შეეხება, რამდენჯერმე გვიჩვენა, რომ მშვენივრად ესმის ამ პატივის ფასი და დასაფასებელია ამისთვის. ჩვენც ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ადამიანები ხშირად საკუთარ ჯანმრთელობას, დროს, კომფორტს გვერდზე გადადებენ ხოლმე და მოედანზე, სტადიონზე, ტატამზე და ა.შ. გადიან ჩვენ რომ გაგვახარონ, მაგრამ მე რომ ასეთი პატივი მერგოს და ქვეყნის სახელს ვიცავდე რომელიმე ასპარეზზე, სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი, ასე მგონია. Აგერ, შერმადინისნაირი ტიტულოვანი სპორტსმენი იშვიათია და ამ ასაკშიც მაინც არასოდეს უთქვამს უარი ნაკრებში ჩამოსვლაზე, ბუ იყო და მთელი კარიერა სწორედ ნაკრების მოთამაშედ დარჩა, ხან ცალფეხა თამაშობდა, ხან ცალხელა, გასოლი გამახსენდა 36 წლისა გამოვიდა ევრობასკეტზე და უდიდესი როლი ითამაშა ესპანეთი ჩემპიონობაში თავის ტიტულების და საქმის მიუხედავად, ბოლომდე დაიხარჯა გუნდისთვის, ქვეყნისთვის. ასეა თორნიკეც და იმედია მაქვს ყველა სხვასაც ასეთი განწყობა აქვს და უდიდესი მადლობა ყველას, მაგრამ გავიმეორებ, Მე პირადად ეს ნორმალური მგონია!

• არჩი

ხალხო, ასე რამ გაგამწარათ?! რატომ არ გიხარიათ წარმატებები?! რამ შეგაზიზღათ ქართველები და საქართველო?!

• Საქართველო-ს

საწყენად არ გეუბნებით, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი საქმეა ვინ ვის აირჩევს. ამ სამყაროში სადღაც თითოეული ჩვენგანის მეორე ნახევარი დაიარება და თუ ვიპოვით, მაშინ ვართ ბედნიერები! ბედნიერებას გისურვებთ თქვენც და ბიჭებსაც იმ ადამიანებთან, ვისაც შეიყვარებთ, გააბედნიერებთ და გაგაბედნიერებთ!

• ნენე

მართლა რა უგულო უნდა იყო ასეთ კომენტარს რომ დაწერ და ჺსეთ თავდადებას გაუფასურების, მხოლოდ ფულის მთავარი?

• სოსო-ს-ს

ვინ გყავს მხედველობაში?

• დავით 67

როგორ მომრავლდნენ საქართველოში ქალის ნიფხავს ამოფარებული მამაკაცები. შენგელიაზე არ ვამბობ, კომენტარებიდან გამომდინარე დავასკვენი. ზოგმა ისიც კი უთხრა თორნიკეს მეუღლეს შენი დამსახურებააო თორნიკეს წარმატება. მე კვარაცხელიას ცოლს უფრო დიდ პატივს ვცემ. არასოდეს არ ჩაუყვია ცხვირი ხვიჩას საქმეში. თან რამხელა ბულინგი იყო მასზე. ლამის ყველაფერი მას დააბრალეს და ხმა არ ამოუღია. მე ამას ვთვლი ღირსებად. თან მერე როგორი გულიანი გოგო ყოფილა. ვინც ჯეო" თიმს" უყურებს ის მიხვდება. რამხელა დიდსულოვნება გამოიჩინა ლიგის ფინალის ბილეთზე. ამ ქალბატონის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს რა თქმა უნდა. (მე ვინ მეკითხება) მაგრამ ეს თბილი და გულისამაჩუყებელი სიტყვები რა საქვეყნოდ გამოსაქვეყნებელია. ჩემი აზრი გამოვთქვი უბრალოდ

• ადიდეშენგელია

ოოო დიადო, ოოო უდიადესო, ოოო მხსნელო და ტანჯულო. ნაკრებში თამაში არის ფასდაუდებელი და რჩეულთა ხვედრი, ქვეყნის სამსახრში დგომა და მისი სახელისთვის საკუთარი ეგოს და საკუთარი კეთილდღეობის დათმობა ყველა ქართველის ვალია და თუ ვიღაცა ამას აკეთებს მადლობა მას, გილწრფელი და მთელი სულით და გულით, მაგრამ ნუ გადაგვაყოლებთ. 3 მილიონი მისცეს ამ ერთ თამაშში და უამრავი ბავშვია 3 ლარი ემატრება, იცი როდის უნდა დაუწეროს ცოლმა მსგავსი კილომეტრიანი დითირამბები? იმ 3 მილიონს ყველა კალათბურთელი ქართველ ბავშვებს რომ ჩაურიცხავს, გაჭორვებულ და უსქხლკაროებს, ან ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის რომ გადაროცზავენ. სხვამხრივ კი მადლობა თქვან რომ ხუთჯვრიანი დროშის ტარების პატივი ერგოთ და საქართველოს სახელს იცავენ. დაგვამადლა აქ თურმე უყვარს ნაკრები და ქვეყანაო.

• ვაჟა მასწავლებელი

გადაეცით - გადაეცთს, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაზე არ არის. თორნიკე საკალათბურთო გუნდის თავია და არა მასწავლებელი.

• Pepelu

კრეტინო შენ ხომ არ აფრენ?!!!! რამდენს ბედავ?!!!

• Pepelu

ყოჩაღ სალომე!!! ძალიან ვამაყობთ თორნიკეთი და ნაკრების თითოეული წევრით!!ადლობა ასეთი სიტყვებისთვის!! მადლობა ბიჭებო!! მადლობა თოკო!! ვამაყობთ თქვენით!! დიდება უფალს! საქართველოს გაუმარჯოს!!!

მე კვარაცხელიას ცოლზე მაქვს საუბარი,პირადად მას აბულინგებდნენ კვარას ჩაგდებული თამაშების გამო

• მარი

სალომე ბედნიერები გამყოფოთ უფალმა მრავალჟამიერ საყვარელი გოგო ხარ, შესანიშნავი მეუღლე, უძლიერესი კალათბურთელი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. ღმერთმა გაგახაროთ თქვენ შვილებთან ერთად.

• გადაეცით

ამხელა წარმატებას რომ მიაღწია ხომ და აქვს ძალა კარგია მაგრამ რა გააკეთა მომავალი ბავშვებისთვის რომელი ბავშვი დააყენა გზაზე.და ხელი გაუმართა. მარტო არ უნდა იყოს სხვასაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

• მარი

მადლობა ბიჭებო. უძლიერესები იყავით უძლიერეს გუნდთან. ფინეთთანაც მასე თუ გააგრძელებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

• Bs

და კიდევ დავამატებ! თოკოს არა მხოლოდ ულამაზესი მეუღლე ჰყოლია, რაც აქამდეც ვიცოდი. არამედ ნამდვილი ქართველი ქალი და მეუღლე ჰყოლია მხარში ამომდგარი და უღალატო უღლის გამწევი. მადლობა და წარმატებები ამ ლამაზ ქართულ ოჯახს!

• საქართველო

ძალიან კარგი ქართველი ცოლები ყავთ ჩვენს სპორტსმენებს,გამრავლდით და გაიხარეთ,გაახარეთ საქართველო!!!

• Bs

ჩვენი კაპიტნის თავდადებაში მე პირადად ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. ძალიან მაგარი კალათბურთელია და ჩვენი სამშობლოს უდიდესი პატრიოტი. ის დაკარგები და შეცდომებიც რაც თამაშის დროს მოსდის ხოლმე სწორედ მისი უზომო თავდადების ბრალია ხოლმე. მაგ დროს სხვები თუ აუბავენ მხარს კი გამოგვდის ხოლმე მერე ხმაურიანი გამარჯვებები!

• !!!-ს

რა თქმა უნდა , ღირსეულად გაუძლო და წერილსაც არ დაწერს ალბათ , კვარას უამრავმა გულაშემატკივარმა ვიცით როგორი ქართველი და სპორტსმენიცაა. თავად კვარა კი ერთადერთი რასაც გვეუბნება ,ესაა “ უფლის იწამეთ მარად !”

• KQ

მადლობა ბიჭებს! გაიხარეთ!!!

ყოჩაღ ქართველი სპორტსმენების ქართველო ცოლებო!კვარაცხელიას ცოლმაც რამდენ ბულინგის გაუძლო!

• საბა-ს

ამერიკული ტიპაჟია,ამერიკელებს ბაძავს,მაგიტო ევასება შავკანიანი ქალები!

• mamuka09ze

ძნელია ემოციის გარეშე შეაფასო საქართველოს ნაკრების გამოსვლა. ერთ ტურნირში ესპანეთის და საფრანგეთის დამარცხება ნებისმიერი გინდისთვის უდიდესი წარმატებაა, მითუმეტეს ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის. მე ისიც ვიცი, ეს ბოლო არაა და ერთ სენსაციას კიდევ გამოაცხობენ ბიჭები. ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები. წინ, საქართველო!!!

• alexandre

აი, დავაკოპირებ სალომეს სიტყვებს! ყოველ სიტყვაზე ხელს მოვაწერ, დასამატებელიც არაფერია! "შენ ხარ ჩვენი გმირი. შენ მხოლოდ კალათბურთელი ან MVP არ ხარ — შენ ხარ დიდი ქართველი კაცი, დიდი გულით. კაცი, რომელსაც უყვარს ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და კალათბურთი. კაცი, რომელმაც შექმნა ისტორია, იმით რისი კეთებაც უყვარს! შენ ხარ ჩვენი სიყვარული და შენით უსაზღვროდ ვამაყობთ. ვამაყობთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებით!!!". გაიხარე, თოკო. სულ წარმატებებს გისურვებ კარიერაში, პირად ცხოვრებაში. და კიდევ ერთს დავამატებ. შენ ხარ სამაგალითო ქართველი! დიდება უფალს ასეთები რომ არიან ქვეყანაშ! აი ვისგან უნდა აიღოთ მაგალითი თქვენ, ახალგაზრდებო, ჩვენო შვილებო! მთავარია გიყვარდეს შენი ქვეყანა და არაფერს არ იშურებდე მისთვის. დიდი მადლობა თოკო, დიდი მადლობა ბიჭებო! გაიხარეთ და გაახარეთ ჩვენი სამშობლო.

• მამუკა

ერთი ის გამაგებია ვინაა დისლაიქებს რომ უწერს ყველას და ...

• საბა

მამუკელაშვილი რატო არასდროს მღერის საქართველოს ჰიმნს??არ იცის თუ უტყდება?

• მერსიკო

ერის მშვენება და სიამაყე ხართ ❤️❤️❤️ იხარეთ მრავალჟამიერ 🙏🙏🙏

• საქართველო -ს

არ უნდათ და ნუ უნდათ,ამით ქართველ ქალებს არაფერი დააკლდებათ,თვითონ კი ბევრი დააკლდებათ!!

• ნინო

სალომე,საოცარი გოგო ხარ❤️

• ქალთმოძულეებ-ს

აჰა,გამოგორებულან კომენტარებში ქალთმოძულეები

• ზაკო

ნამდვილი ქართველები, ნაღდი ქართული ოჯახი!!!, ისე ახლა რამდენია აქ თოკოს რომ ცსკ-ში გადასვლას ლანძღვით უპასუხეს,ხოლო თოკომ პირველი რაც მოითხოვა კონტრაქტში ნაკრებში უსიტყვოდ ჩამოსვლა იოყ, აქ სანაიები და მისნაირე ლანძღავდნენ და დღეს კაცმა ნაკრების გულისთვის და სამშობლოს გულისთვის ჯანმრთელობა შეირყია და თავი გადადო. ქ-ნი სალომე კი ალბათ ცალკე დიდებაა როგორც ოჯახის ისე ქვეყნის

• ჯუმბერაა-ს

ვაი შენს პატრონს,მართლა ჯუმბერააა

• ვახო

გამრავლდით და გაიხარეთ თქვენს ლამაზ,ქართულ ოჯახთან ერთად!!

• ნიკა

მიბაძეთ თორნიკეს სხვა სპორტსმენებმაც და ასეთი ქართველი,ცოლები მოიყვანეთ!

• ჯუმბერა

ცოლი კუხნაში!!!

• დაიწვა ჯიგარი

ეგ ცალკე უნდა უთხრას ცოლმა ქმარს და არა საქვეყნოდ! ხალხი ისედაც კარგად ხვდება და არჩევს როგორც ცუდს, ისე კარგს. არ იყო საჭირო ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ თოკოს განხილვა. ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენს ნაკრებს ფინელებთან თოკოს წინამძღოლობით და იმედია ნახევარფინალსაც დავძლევთ!!!

• გაგა

თქვენი დამსახურებაცაა ქალბატონო,თორნიკეს ასეთი წარმატებები.

• ნიკა

ყოჩაღ კაპიტანო!!საოცარი მეუღლე გყოლია!

• ნიკა

ნამდვილად!!

• timo

ქალბატონო სალომე თქვენ შემოგევლეთ,თქვენს ოჯახს შემოვევლეთ. ვიცით და რაც მთავარია ვგრძნობთ თოკოს სიყვარულს და ვინც ვერ გრძნობს ეს უკვე სხვა პრობლემის ნაწილია! არც ჩვენს ქვეყანაში და არც არსად არ გამოილევა მავნებელი და შურიანი და დაუნახავი ადამიანები< ასე რომ საქართველოსაც ძალიან უყვარს თოკო... ნეტა იცოდეს თორნიკემ მე როგორ მიყვარს თოკო შენგელია!!!!!!

• გიორგი

"შენ ხარ ჩემი გმირი.ვამაყობ შენით".ეს არის ის სიტყვები,რომელიც ყველა კაცს მთებს გადაადგმევინებს.ულევი ბედნიერება თქვენს ოჯახს!!!

• ყოჩაღ

პირველი პოსტია რომლის კომენტარებსაც არცერთი დისლაიქი არა აქვს.

• სოსო-ს

ზუსტად,შვილებს ქართველებად გაზრდის და არა ისე,აღარ ჩამოვთვლი სპორტსმენებს,რომლებსაც უცხოელმა ცოლებმა სისხლი გამოუცვალეს და საერთოდ დაავიწყეს საქართველო და ქართველობა!💔

• გოᲩა

აფერუმ,ქალბატონო,არ ინერვიულოთ ვინ რას დაწერს,თორნიკეს დიდი მადლობა,მთელ ნაკრებს დიდი მადლობა,ისე ვისაც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ იმათმა დაგლიჯეს,თორნიკესთან ერთად კამარ ბოლდუინს ვგულისხმობ,ფინეთსაც მოვუგებთ,წარმატებები ჩვენს ნაკრებს და პირადად თორნიკეს.

• მერაბი ჩხოროწყუ

წავიკითხე და ცოტა ცრემლები წამომივიდა, მადლობა თქვენ ბიჭებო, მადლობა თქვენს ოჯახებს, თქვენ ხართ საქართველო, თქვენ ხართ საქართველოს საამაყო შვილები, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს ოჯახებს, თქვენ გენაცვალეთ,

• ქუთაისი

თოკო შენგელია - ნამდვილი პატრიოტი...ვინც არ იცით,თუ რა არის კათეტერით აბლაცია...ეს არის ოპერაცია გულზე,რომელიც ტარდება გარკვეულ შემთხვევებში არითმიისგან განსაკურნებლად...მთავარ არტერიაში შეჰყავთ კათეტერი,რომელიც აღწევს გულამდე და მოწვავს ან მოყინავს იმ ადგილს,საიდანაც განვითარდა არითმია...ოპერაცია დაახლოებით გრძელდება ერთიდან ორ საათამდე...არითმიის რეციდივის,ანუ განმეორების შესაძლებლობა არის ძალიან მცირე...ოპერაციიდან ფაახლოებით ხუთ დღის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული საშუალო და მაღალი ხარისხის ფიზიკური დატვირთვა...შენგელიას არითმია დაემართა ევროპის ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ პერიოდში...დატოვა შეკრება და გაემგზავრა ესპანეთში...დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა,შეუერთდა გუნდს და შემდეგ მალევე ითამაშა ევროპის ჩემპიონატის თამაშები...ხვალ ითამაშებს მეოთხედფინალს...დარწმუნებული ვარ,რომ ათიდან ათივე ჩვენთაგანი,გულზე მსგავსი ოპერაციული ჩარევის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში სახლიდან ცხვირს არ გამოყოფდა...შენგელია არის ნამდვილი გმირი...იხაროს შენმა ოჯახმა,დიდო ქართველო!

• საქართველო

როგორ მწყდება გული მამუკელაშვილზე და ქოჩორაშვილზე,აი ასეთ ქართველ ცოლებს იმსახურებენ!!

• ჯუღელი

ჯუღელების ჯიშის ალალი სიტყვა...

• გიგი

მაგალითი ყველა ქართველი სპორტსმენისთვის,თუ როგორი მეუღლეები უნდა მოიყვანოთ ცოლად,სამ ვაჟკაცს უზრდის ეს ოჯახი საქართველოს!!

• SOS

თქვენნაირი მეუღლე,რომ არ უმაგრებდეს გვერდს,ეს ყველაფერი შეუძლბელი იქნებოდა!🙌❤️

• გიგა

გენაცვალეთ!!! თოკო მარტო თქვენი კი არა ჩვენი გმირია და გვიყვარს იმ კაცობისთვის იმ გულისთვის და იმ თავგანწირვისთვის რასაც აკეთებს ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი პროფესიონალები და პატრიოტები მოგვცა ყველა საქმეში და არა მარტო სპორტში

• ლადო

რა კარგი ქართული ოჯახი გყოლია თორნიკე!👏ყოჩაღ!

• სოსო

აი რას ნიშნავს ქართველი ქალი და ქართველი ცოლი,კლდესავით იდგება შენს გვერდით,ამიტომ მინდა,რომ ქართველმა სპორტსმენებმა შექმნან ქართული ოჯახები!!

რა კარგი ცოლი ყოლია თორნიკეს,როგორ ემოციურად გულშემატკივრობს ხოლმე,ხშირად იღებენ ტრანსლაციის დროს ოპერატორები,ძალიან ლამაზი და კარგი გოგო ყოფილა!!

• Lasha

ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატება თქვენ ოჯახს!

• არჩი

გენაცვალე თოკო, ჯიგარი ხარ!!! წარმატებები ჩვენს კალათბურთელებს, ყველა სპორცმენს, ჩვენს საყვარელ საქართველოს!!!

• rigiti

აბსოლუტურად გეთანხმებით ქალბატონო სალომე, არც ერთი გადაჭარბებული სიტყვა არ გითქვამთ!!!! დარწმუნებული ვარ მთელი ქართველი ერის სათქმელს ამბობთ! "ვინ შეამკოს ღირსეულად ..."

• ქუთაისი

იხაროს თქვენმა ოჯახმა.

• ცოტნე

რა ბედნიერი კაცი ხარ თოკო.. ესეთი ცოლი რომ გყავს გვერდში.. როგორ გაფასებს და უყვარხარ გვერდში გიდგას.

• llcl

გაუმართლა ჩვენს საამაყო კაპიტანს, ულამაზესი სულის და ვიზუალის მეუღლე შეხვდა! უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახს!

• Irakli Apkhaidze

სათაური რომ წავიკითხე, ცოტა მეწყინა, რას ჰქვია არ ვიცითთქო, მაგრამ კი ბატონო, აბსოლუტურად სწორად და ადეკვატურად აფასებს ყველაფერს და იმ დაუმსახურებელ კრიტიკასაც. ასე, რომ მხოლოდ სათაურზე ნუ დააკომენტარებთ, ჯერ წაიკითხეთ. თორნიკე არის თანამედროვე გმირთაგანი! - სამაგალითო სპორტსმენი, პატრიოტი, პროფესიონალი, დიდი ქართველი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვლელობთ)! წარმატებები!!!!!

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის

გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა

"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა

[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ - ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა

"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება

"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა

კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა" - შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა

"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება