საქართველოს ნაკრებთან ევრობასკეტი 2025-ის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ფინეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ტეემუ რანიკომ თავისი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის საიტთან ისაუბრა:

„საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც ტემპის დაგდებას და მის მიერ კონტროლირებადი იერიშების წარმართვას ცდილობს, სადაც საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება შეუძლია - ინდივიდუალური მოქმედებები და შეტევაში ფარზე მოხსნები.

ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე მათთან შეხვედრებმა ნათლად დაგვანახა, როგორ უნდა მეტოქეს თამაში. ამავ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ კონკრეტულად ამ გუნდს არ დავპირისპირებივართ, რადგან ახლა NBA-ს კალათბურთელებმა მამუკელაშვილმა და ბითაძემ ძალიან გააძლიერეს.

უფრო სწრაფად თამაში უნდა ვაიძულოთ, მთელ მოედანზე აქტიურები ვიყოთ და ორივე ფარზე ბურთები მოვხსნათ, განსაკუთრებით დაცვაში. გამბედაობა წარმატების გასაღებია. ჩვენ ხომ ფიზიკურად მძლავრი მოწინააღმდეგე დაგვიპირისპირდება“.

აღნიშნულია, რომ მათთვის კარგად ნაცნობ საქართველოს ნაკრებს არ აქვს გრძელი სათადარიგოთა სკამი, მაგრამ შესანიშნავი და შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავს, შეკრული, სახიფათო გუნდია, ჯგუფურ ეტაპზე წაგებების შემდეგ პლეი-ოფში გასვლა იმაზე მეტყველებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეუძლიათ და ფინელებს დიდი გამოცდა ელოდებათ.

მოკლედ, მეტოქეს სტრატეგია შემუშავებული აქვს. რა თქმა უნდა, თავისი გეგმა აქვს ჩვენი გუნდის მწვრთნელს ალექსანდარ ჯიკიჩს და ვნახოთ, მისი შეგირდები დავალებას როგორ შეასრულებენ. ერთი სიტვით, სიურპრიზის შემომთავაზებელი ორი ნაკრების დიდი და დაძაბული ბრძოლა იქნება. ქართველი კალათბურთელები ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლებულები უნდა იყვნენ, რადგან ტურნირზე გმირობა უკვე ჩაიდინეს. თუმცა, იგივე ითქმის ვიზავიზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივრებისთვის მეორე სუბსიდირებული ჩარტერი დაემატა. ასე რომ, „რიგა არენაზე“ ქართველი ქომაგები მრავლად იქნებიან.

სოს-სს-ს
მამუკელაშვილი მელოტდება
გიგი
მარკანენის შეჩერება გაგვიჭირდება!
ლევანი
მხოლოს და მხოლოდ, გამარჯვება ბიჭებო! დიდება საქართველოს!
უნაგი
ეგ პრემიერი იქნება კაი ჭილაყს, რომ უთავაზებს ბარე-ორ!! ბარე ორ-სამ დღეში!! აგერ ხართ თქვენ და აგერ არის გერმანიის ელჩი!!!
FANTOMAS ROMANOV
მფრინავი ტრი-ტრი გამოგრჩა ვაჟა მასწ, ჰირაკლიუს გარიბოვი, ბობოყვათის ნორჩი ლენინელში თამაშობდა.
tngh
ფინელები ძალიან კარგად ისვრიან 3 ქულიანებს. რა თქმა უნდა, ისინიც ალბათ 50%-ს მაინც "გამაზავენ". მთავარია ასხლეტილი ბურთები ფარზე მოვიგოთ.
tngh
ფინელები ძალიან კარგად ისვრიან 3 ქულიანებს. რა თქმა უნდა, ისინიც ალბათ 50%-ს მაინც "გამაზავენ". მთავარია ასხლეტილი ბურთები ფარზე მოვიგოთ.
სოს სს
რატომ ჰამასს , ერთი 50 წელს ზემოთ ქალს გავს ჩვენი კაი არ აინტერესებთ , გაიხედ -გამოიხედონ , ვის აქვს კოსა და ასეთი წვერი მამუკელაშვილი დამთრგუველი მაინც არაა .

სოლიკო თორთლაძე არ დავივიწყოთ . დიდწილად მისი დამსახურებაა საამაყო ქართ . კალათბურთელების დონე .
შეგირდი
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის ვაჟა მასწ...
ვაჟა მასწავლებელი
კიდევ ერთი გამარჯვება ვისურვოთ ქართველებო!!! მინდა ყველას შევახსენო და ყველა მოვამარაგო საინტერესო ინფორმაციით, რომელიც გამოდგება უცხოელებთან და ქართველ "უცოდინარებთან" დისკუსიისათვის: - საქართველოში კალათბურთის თამაში "გუშინ" არ დაწყებულა: - ჯერ კიდევ 1960წ თბილისის დინამომ ითამაშა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი რიგის ფეფ-თან და სამწუხაროდ წავაგეთ (ვერცხლი); - 1962წ ჩემპიონთა თასის ფინალი ჩატარდა ნეიტრალურ მოედანზე ჟენევაში (ესპანელმა "დიქტატორმა კაუდილიომ"= ფრანკო, არ შეუშვა ჩვენი გუნდი ესპანეთში), სადაც თბილისის დინამომ დაამარცხა მადრიდის რეალი და გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი; ქართულ კალათბურთს ყავს აღზრდილი ოლიმპიური თამაშების: - 4 ბრინჯაოს პრიზიორი(ზ.საკანდელიძე, მ.ქორქია, ს.კოვალენკო, ნ.დერიუგინი); - 5 ვერცხლის პრიზიორი (ნ.ჯორჯიკია, ო.ქორქია, გ.მინაშვილი, ვ.უგრეხელიძე, ლ.მოსეშვილი); - 3 ოლიმპიური ჩემპიონი (ზ.საკანდელიძე, მ.ქორქია, ს.კოვალენკო). საკმარისია? - დანარჩენი თქვენ თვითონ გაიხსენეთ, ან მოიძიეთ. ფინეთთან გამარჯვებას გისურვებთ ქართველებო!!!
დიმიტრის
აბა, გამოიცანი! )))
ჩვენ გვიყვარს ჩვენი პრემიერი
ქუთაისელი
თავიდანვე ეცდებიან სწრაფ აგრესიულ თამაშს, რომ წინ გავიდნენ და შემდეგ ჩვენ უკან ვსდიოთ და ვინერვიულოთ. ჩვენც თავიდანვე აგრესიული თავდაცვა უნდა დავუპირისპიროთ, რომ არ წაუვიდეთ სამქულიანები. ორივე ნაკრებისთვის ნახევარფინალში გასვლა ისტორიული იქნება. ისინიც ინერვიულებენ, იმათაც აუკანკალდებათ ხელი. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. მადლობა ბიჭებს, ვეტერანებს სადამდეც გავედით. ვისიამოვნოთ, კონცენტრირებული ვიყოთ და მჯერა გავიმარჯვებთ. <3
დიმიტრი
ამ ჩარტერულ რეისზე ხალხი, როგორ ხვდება გამაგებინეტ თუ შეიძლება?
გივი
ბითაძეს კარგი სპორტული ფსიქოლიგი ჭირდება და ყველას რომ გაიხსნას და თავისუფლად ითამაშოს.
duo
ვიგებთ 7 ქულით. და რაც მთავარია დანამდვილებით გეუბნებით ბრინჯაოს ავიღებთ !
sos-s
100%-იანი მართალი ხარ მეგობარო! ძალიან უშნოდ აქვთ წვერები მოშვებული, რათ უნდათ ეს ჰამასის მსგავსი წვერები, მომკალით და ვერ ვიგებ.
BOSS
წარმატებები ბიჭებს!თავი არსად დაუზოგავთ და ღვთის წყალობით ისტორიული მეოთხედფინალი დაიდო!იმედია ნახფინალშიც გავალთ! ღმერთი ჩვენკენ!
SOS
ბიჭებო,იქნებ ახლა მაინც მოიწესრიგოდ წვერი?ცოტა ესთეთიურად რო გამოიყურებოდეთ,მთელი ევროპა გიყურებთ და საქართველოს წარმოადგენთ!!
სტალინი
თუ მოვიგეთ ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევალთ, ასეთი წარმატება რაგბისტებსაც არ აქვთ. ერთი უსიამოვნო ტრადიციის დასრულება მოუწევთ ჩვენ ბიჭებს, აქამდე ბანკეტზე საქართველოს ზედიზედ ორი მატჩი არასოდეს მოუგია
მდაა
სადაც კი შანსები გვქონდა მოგების ყველგან წააგეს ( კვიპროსს არ ვთვლი ) სადაც 0,000001% არ იყო იქ თავი გაიგჟეს და ისე დამაჯერებლად მოიგეს რომ თითქოს ესპანეთი და საფრანგეთი კი არა ვიღაც ჭ კლასის გუნდებს ეთამაშებოდნენ …აი დღეს რომ მოგების შანსი 70/30 აჰააა 65/35 გვაქვს იმათ ერთი კალათბურთელი ყავთ და ეგაა კი სუპერი მაგრამ ჩვენ გუნდში 5-6 გვყავს ისეთი რომ მათ 11-ს შანსი არ ქონდეთ წესით მაგრამ ზუსტად ეგ მაშინებს ჯერ ერთი რომ ამ ევროპაზე ის ერთი კალათბურთელები იგებენ თამაშებს ( ავდია , დონჩიჩი, შენგიუნი, ნურკიჩი, ადეტოკუნბო, და აქამდის მარკაინენი) და არა გუნდები გარდა ჩვენი ნაკრებისა და მეორე სამწუხაროდ სადაც უნდა მოგვეგო და ფურცელზე იყო ამის შანსი ყველგან წავაგეთ და თან ისე უმოწყალოდ რომ ნახვაც შეუძლებელი იყო ….აი დღეს რა იქნება ნეტავ …მთავარია ყველამ ითამაშოა თავიანთ დონეზე თორემ ხან მამუ თამაშობს და სხვებს ძინავს თოკომ მხოლოდ ფრანგებთან ითამაშა არა იფრინა სამაგიეროდ მანამდის მფრინავ ბითაძეს ჩაეძინა …რა ვი მგონია და ყოველთვის ეგრე იყო გუნდურობა ჯობდა და იგებდა ვიდრე ერთი თუნდაც ვირტუოზი … მაგრამ ვიმეორებ ამ მხვრივ უცნაური ჩემპიონატია თან რა უქნეს იოკიჩის და იოვიჩების სერბეთს ….ვნახოთ იმედია ზღაპარი გაგრძელდება მათ თუ ყავთ ერთი ( ოღონ ძაან მაგარი ) ნბა-დან ჩვენ ორი გვყავს მათ ევროპაში ნორმალურ ( ფენერბახჩე) გუნდში მოთამაშე 1 ყავთ ჩვენ ევროპის საუკეთესო კალათბურთელი გვყავს აი რაშიც გვჯობნიან მათ ყავთ ამერიკის სტუდენტურ თუ სხვა ლიგებიდან კალათბურთელი ნაკრებში ჩვენ ეგეთები გვყავს უამრავი ათობით მაგრამ ნაკრებში ჯერ არ მინახავს არავინ არასდროს …მაგიტომაც არ გვაქვს შევსება ნაკრებში ბავშვი წამოიზარდა. წავიდა ამერიკაში სტუდენტურ ლიგაში სათამაშოდ ( უფრო მეტად კი დიპლომის გამო )და დაიკარგა ნაკრებისთვის ეგეთები გვყავს ათობით ვინმემ როგორმე მოაგვარეთ ეგ სიტუაცია თორემ დღეს თუ ევროპის ჩემპიონატის ოთხეულში ვიქნებით 3-4 წელიწადში მაგ ევროპაზე გასვლა სანატრებლად გაგვიხდება …აბა ნახეთ შესარჩევში ბითაძე და მამუ ვერ ჩამოვლენ ხოლო შენგელიას და შერმადინის ასაკები ნახეთ არც სანაძე და ბურჯანაძე არიან პატარები რჩება მხოლოდ რატი და სხვა არავინ ჩანს ….დააბრუნეთ ის “სტუდენტები” ნაკრებში როგორმე რამე მოიფიქრეთ რომ ასაკობრივთა ნაკრებების ყველა ლიდერი სასწავლებლად არ გარბოდეს ამერიკაში და შემდეგ იკარგებოდეს ან მათი ჩამოყვანა მოახერხეთ ნაკრებში როგორმე აი ფინელებმა ხომ შეძლეს ….აბა ჰეე წარმატებები გამარჯვებები ( თუ ამ ტემპით გააგრძელბთ ფინალსაც გაქაჩვთ მიუხედავად ცუდი ბადისა …დონჩიჩი დღეს დაანგრევს გერმანიას და ჩვენთან გადაღლილი იქნება ))) ) და გაიხარე საქართველოვ ….!!!
გიორგი
ბითაძეს რა მძიმე ხასიათი ჰქონია,ცოტა ემოციები უნდა აკონტროლოს,პატარა ბავშვი აღარ არის!
ნაცარქექია
ჩვენი ფიზიკური სიძლიერის ეშინიათ. მაქსიმალურად უნდა შეუტიონ თოკომ და მამუმ. გოგას იმედიც მაქვს, დროა ფარზე ბატონობა დაიწყოს. შერმომაც უნდა იყოჩაღოს. არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ვისაც რა ეხერხება კარგად, ის უნდა აკეთოს. არ გვინდა ეს ალეუპის მცდელობები და ბურთის უაზრო კარგვები. სამიანებით ჩვენც უნდა დავბომბოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩემი პროგნოზია 70-30 ჩვენს სასარგებლოდ.
lasha
რასავ ვერ დავიჯერებდი ეს იყოს ჩვენი ნაკრების 1/4 გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის სასწაული ანუ ვერ ვაფასებთ ჩვენს კალათბურთელებს როგორი მაგრები და გმირები ყოფილან წინ საქართველო ფინეტიც უნდა გამოვთიშოთ ყველაფერი შეიძლება ბრძოლით :)
ბეხლეწი არხეინა
ეს ფინელი ვერაა მოტორზე - თამაშს შენთვის სასურველი ტემპით თუ წაიყვან, ორივე ფარზე ბურთს თუ მოხსნი და სროლებში აჯობებ, ნბა-ს ნაკრებსაც მოუგებ
ვაჟა
ეგ კარგია, ჩვენი გულშემატკივარიც რომ მრავლად იქნება, ახლა ჯერი თქვენზეა ბიჭებო, გამარჯვეა საქართველო.
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა