ფინეთის ნაკრების ლიდერმა ლაური მარკანენმა ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მათ უბრალოდ ხელი არ შევუშალეთ, რომ სისულელეები ეკეთებინათ... ვიცოდით, რომ ქართველები ფიცხები არიან და არ იყო გამორიცხული, რაღაც მომენტში ემოციები ვეღარ მოეთოკათ.

პირველი ტაიმის შემდეგ ვიცოდით, რომ ისინი არ დანებდებოდნენ და ცდას არ დააკლებდნენ, ეს თითქმის გამოუვიდათ და ერთ მომენტში ძალიან მოგვიახლოვდნენ.

სიმშვიდე გვჭირდებოდა და შანსს უნდა დავლოდებოდით, ბურთი მოგვეხსნა და შეცდომები არ დაგვეშვა, საბოლოოდ, ეს გამოგვივიდა", - მარკანენის სიტყვებს Iltalethi ციტირებს.

შეგახსენებთ, ფინეთის ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდება, მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

გიგო პაპა
დდდ, თითს სალამურს რომ ადარებ, ვერ ხვდები? რუსებივით რა პროვოკაციაზე წამოგაგეს ან როდის იდგნენ და ელოდნენ თავის მომენტს? ბურთი თავზე გადაგვახიეს, ლამის საკუთარი ეზოებიდან და საუნებიდან ისროდენ და რა პროვოკაციაზეა საუბარი? თუ ყოფილი ხელისუფლების გინება გინდა, აგინე, მაგრამ ცუდი შედარებაა. ჩვენ წაგებას ვერ ვიტანდეთ, ფინელების რა ბრალია? სხვათა შორის, 2008-შიც დიდხანს ითმინეს რუსები პროვოკაციები, შენ სადამდე მოითმენდი საზღვრის იქედან საზღვრის აქეთ ქართველი ბიჭების ჩიტებივით ხოცვას წლების მანძილზე? არავითარი პროვოკაცია არ ყოფილა ფინელების მხრიდან, პირიქით, ჩვენები ეუხეშნენ და ეგაა ზუსტად პროვიკაციაზე წამოგების მცდელობა. აქ იმოქმედეს მათ ცივსისხლიანად, რომ არ აგვყნენ და მოიგეს კიდეც. არც ფინელების ბრძოლა არაა გასაბაიბურებელი სოსოიას წინააღმდეგ. ფანტასტიურად იომეს და დაიცვეს სამშობლო.
tngh
სიფიცხე და რადიკალიზმი ყველა საქმეში მტერია...
დდდ
კარგი და ეგ " უსამშობლო გიჟი" ვიღან აირჩია?!... იქნებ, არც ის ვიცოდით, რომ როცა ქვეყნის მმართველს ირჩევ, მაშინ მაინც უნდა დაიგრილო გონება და როცა მთელი შენი ისტორიის მანძილზე ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევანის კეთება, მაინცდამაინც უარესი არ აარჩიო?!...

გეთანხმებით , მაგრამ კობკრეტულად 2008 წელს სიფიცხემ კი არა , გიჟმა უსამშობლომ და მისმა ბანდამ დაგვღუპა. კალათბურთელების ქცევას კი ქართულ სიფიცხესთან კავშირი არ აქვს , ჰაბიტუსითაც და ქცევითაც იქცეოდნენ ქაჯურად , მაგრამ არცერთ მეტოქეზე მგონი ასეთი სიტყვები არ გამოუყენებიათ . ისე ,კი ემოციები ხშირად გვღუპავს ხოლმე . მაგრამ
jemali
მე კიდე დედაშენის ხასიათი ვიცოდი თავის დროზე. მოკითხვა რიიკას....
დდდ
ცნობისთვის: მაგ რუსეთის აწ უკვე ყოფილმა კოლონიამ ერთადერთმა შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება მეფის რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ და ეგ ლოთი ფინელები ველოსიპედებით ებრძოდნენ "სოსოია"-ს მთელი ევროპის გადამთელავ ტანკებს, მოლოტოვის კოკტეილიც მაგათი მოგონილია... თანაც ისე იბრძოდნენ, რომ "სოსოია"-მ ხელი ჩაიქნია და მხოლოდ სტრატეგიული 11%-ის ოკუპაციით დაკმაყოფილდა... არც ის მგონია, ფინელები ჩვენზე დიდი ყანწებით მიირთმევდნენ სასმელს და მერე გალეშილები ავტობუსის მოსაცდელში გამვლელებზე ცდიდნენ საკუთარი ავტომობილების გამძლეობას, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საკუთარ ქალებს ჩვენ არავინ გვიგზავნის ჯიშ-ჯილაგის გასაუმჯობესებლად, უფრო ჩვენი ქალები მიილტვიან იქით, სადაც უწინ ძალით მიერეკებოდნენ...
გიორგი 61
1944-ში კი არა, 1940-ში. არ მოუღო კი არა, ვერ მოუღო
სოსოიას ბრალია-s
მაინც რო არ გრცხვენია ამ აბსურდებს რო წერ? :) ვინ რა გაალოთა ნომერ პირველი ქვეყანაა ცხოვრების დონით და ადამიანის უფლებების დაცვით. ფინეთი იყოს სწორედ სტალი ერთი ადგილით რო დასვა და 200 ათასიანი საბჭოთა არმია ჩააწვინა ჭაობში :)
დდდ
დახეთ, მარკანენს სცოდნია ის, რაც არც ჩვენმა მწვრთნელმა, არც სამწვრთნელო შტაბმა და არც თვით მრავალჭირგამოვლილმა ქვეყნის პრეზიდენტმა არ იცოდა თურმე?!... ფინელები მშვიდად უცდიდნენ, როდის დაიწყებდნენ ფიცხი ქართველები სისულელეების კეთებას და ჩვენი ბიჭები კი არავინ გააფრთხილა, რომ ფინელები, შესაძლოა, სწორედ ამას უცდიდნენ?!... არაფერს გაგონებთ?!... აბა, მე რატომ გამახსენდა 2008-ის აგვისტო?!... აკი, გვაფრთხილებდნენ, უამრავ პროვოკაციას მოგიწყობენ, მაგრამ თუ ქვეყნის დაღუპვა არ გინდათ, უნდა გაუძლოთ, რადგან თქვენი გულისთვის რუსეთთან ომში არავინ ჩაებმებაო?!... იმათ რომ ჰკითხო, გვაფრთხილებდნენ კიარადა, იმოდენა კონდოლიზა სწორედ მაგისთვის ჩამოგვივლინეს, კაიმაღი და ელარჯი არ ნაყვარება მაგას... და რო არ გავეფრთხილებინეთ, ჩვენით არ უნდა გვცოდნოდა?!... და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ მარკანენს და კალათბურთს, ამ ყველაფრის მერე რომ ქვეყანაში " აბა, ომი გინდა?"-ზე ვქილიკობთ, ჩვენ ცივი გონებით მოქმედებას და საკუთარ შეცდომებზე სწავლას დავაპირებთ ოდესმე?!...
სოსოიას ბრალია
მაგ რუსეთის კოლონია ფინლანდიას სტალინმა რო 1944 ში ბოლო არ მოუღო და მხოლოდ გაალოთა - ამის ბრალია ასეთი ტონი. მათი დედები და ქალები მხურვალე ყურადღებას ითხოვენ1 ხოდა სანამ არ მივართმევთ და ჯიშს არ გამოვასწორებთ ასე იბლატავებენ

აქაც კი ბევრმა გავაკრიტიკეთ ზუსტად სიფიცხისათვის . სტელევიზორის წინ უფრო მკაცრადაც , მაგრამ თუ ზუსტი თარგმანია , ეგეთ სიტყვებს არ ხმარობენ ხოლმე მეტოქის შეფასებისას . ჯიკიჩმაც თქვა , რომ სიფიცხით და ემოციებით სერბები და ქართველები ვგავართ ერთმანეთს და უნდა მოთოკონ ნერვებიო. თანაც , ვინც ასაკობრივ ჩემპიონატს ან სუპერლიგას დასწრებია , იცის როგორ უბერავენ არამარტო ბიჭები , არამედ მწვრთნელები , მაყურებელი . მოკლედ , არაა ეს სიფიცხე კარგი საყურებელი და შედეგსაც აზიანებს , მაგრამ მეტოქისგან ასეთი შეფასება ჭორაობა უფროა . მაგის პრობლემა არაა , სიტყვები შეარჩიოს .
უცხო მოყმე ვინმე
რას ერჩი ლაურის, მართალია! ჩვენი მთავარი მტერი ცხოვრებასა და სპორტშიც სიფიცხე და დისციპლინის ნაკლებობაა, რითაც ყოველთვის კარგად სარგებლობდა და სარგებლობს ნებისმიერი მოწინააღმდეგე. სანამ ემოციების მოთოკვასა და ცივსისხლიანობას არ ვისწავლით გაგვიჭირდება უფრო დიდ შედეგებზე გასვლა. არადა ინდივიდუალურად რომ შვადაროთ, არაფრით არ ჯობდა მათი კალათბურთელები ჩვენსას, უბრალოდ კარგად იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და როგორ. გოგა, სანდრო, თოკო რაღა თქმა უნდა მსოფლიო დონის კალათბურთელები არიან, თუმცა პროფესიონალიზმი მოიცავს ემოციების მოთოკვასა და კონტროლსაც, განსაკუთრებით საკვანძო მომენტებში, რაშიც სამწუხაროდ ჩვენებურები ძლიერ მოიკოჭლებენ. როგორც არ უნდა იყოს მადლობა ნაკრებს მიღწეული ისტორიული შედეგისთვის და უკეთესის იმედი ვიქონიოთ მომავალში.
ანაგელი
სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეს ამბობს. ბიჭებმა სული და გული ჩადეს არა მარტო ამ თამაშში. ასეთები ვართ და ხშირად ამიტომაც ვიმარჯვებთ. რვა საუკეთესოში მოვხვდით, დიდი წარმატებები წინ არის. თავს ვიხრი ჩვენი ნაკრების წინაშე.🇬🇪🙌
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი - ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
უარი რუსებს ძალიან მომხიბვლელ წინადადებაზე - რატომ არ მიჰყიდა დავითაშვილს გუნდმა მოსკოვის ცსკ-ს ერთ-ერთი ლიდერი
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა
კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა
რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს
[PHOTOS] "თავისი სილამაზით ბაქო დაიპყრო" - უკრაინელ ჟურნალისტს მრავალი კომპლიმენტი უძღვნეს
"ხოხვისთვის დაბადებული ადამიანი ფრენას ვერ შეძლებს" - საბომ აზერბაიჯანთან ფრის შემდეგ უკრაინის ნაკრებზე მძიმე შეფასება გააკეთა
გურული და ყურშიტაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] დებიუტი შედგა - ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი - ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
სცენარი, რომელიც ჩიკაგო ბულსს ჭაობიდან ამოიყვანს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა