ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, რუსებს იმედი მიაცათ, რომ მათ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნების საშუალება მიეცემათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, განიხილება რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული გუნდების ამხანაგური მატჩის ჩატარება. რუსეთის ფეხბურთის კავშირის გენერალურმა მდივანმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ ალასკაზე შეხვედრის გამართვას მოსკოვში ან ვაშინგტონში თამაში სჯობია, ვინაიდან საამისოდ ამ ქალაქებში უკეთესი პირობებია.

კომენტარი „სპარტაკისა“ და ცსკა-ს ყოფილმა თავდამსხმელმა ვალერი მასალიტინმა გააკეთა: „ეს საკითხი ქვეყნების პრეზიდენტების და არა ფედერაციების დონეზე წყდება. მთელი სპორტი ახლა პრეზიდენტების ხელშია. ტრამპს შეუძლია ჩვენი კლუბების ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს.

მას შეუძლია ევროპაზე ზეწოლა განახორციელოს, ისეთი შეთავაზება გაუკეთოს, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება. მაშინ საერთაშორისო არენაზე დაგვაბრუნებენ. იქ ისრაელის კლუბები თამაშობენ, მათ არავინ არაფერს ეუბნება. ჩვენ კი წნეხის ქვეშ მოვექეცით. პუტინი ტრამპთან ჩვენი სპორტსმენების ტურნირებზე დაშვების შესაძლებლობას განიხილავს“.

ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოლოსკოვის აზრით, საქმე სავარაუდოდ უკეთესობისაკენ მიდის: „შედეგებზე საუბარი ნაადრევია, ჯერ საჭიროა მოილაპარაკონ. ასეთი თამაშის ჩატარება შესანიშნავი იქნებოდა. ეს სპორტული დიპლომატიის მუშაობის რეალური მაგალითი გახდებოდა. საერთაშორისო ფეხბურთისთვის გარღვევა იქნებოდა. თანაც აშშ საკმაოდ ძლიერი მეტოქეა.

ალბათ, უკეთესია ორი მატჩის გამართვა: ერთის ამერიკაში, ხოლო მეორის რუსეთში. ისე როგორც თავის დროზე ჰოკეიში. დიდებული სიახლეა და საბოლოო ჯამში მისი რეალიზება ჩინებულია. ტრამპმა ადრე საკუთარი აზრი გამოთქვა მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის შესაძლო დაშვების შესახებ. ე.ი. საქმის კურსშია“.

მუნდიალი 2026 წლის ზაფხულში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება და ტრამპმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინის დაპატიჟებას არ გამორიცხავს: „ვფიქრობ, პუტინს ჩამოსვლა შეუძლია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, უახლოეს ხანში რა მოხდება. შეიძლება ჩამოვიდეს, შეიძლება - არა. ძალიან ბევრი სხვადასხვა მოვლენა ხდება“.

მან ჟურნალისტებს 15 აგვისტოს ალასკაზე პუტინთან გადაღებული სურათი აჩვენა.

ერთი სიტვით, სპორტული და კერძოდ საფეხბურთო საკითხები მაღალ პოლიტიკურ დონეზე წყდება.

კაი ერთი
სანამ ამ სიბრძნეებს დაწერდე, იქნებ გაგერკვია რას გულისხმობს ტრამპი, როდესაც დიფ სტეიტზე ლაპარაკობს და როგორ გიხსნიან ამ სიტყვის მნიშვნელობას ქოცპროპაგანდისტები ტელეიმედში და პოსტტივიში. საერთოდ კი შენი ნაწერის მიხედვით ერთი კომენტარის გაკეთება შეიძლება - აააბი გლუკოზა! თანაც საჩქაროდ!))))
zura222-ს
რა ვქნათ, რა გიშველოთ, აღარ ვიცით. ავლიპა მაინც იყოს ცოცხალი, მოგხედავდა.:)
zura222
ტრამპი კი არა რეიგანი რუზველტი და ვაშინგტონიც რომ გაცოცხლდნენ ისინიც ვერ დააბრუნებენ რუსეთს ! ყველა ფედერაცია დიფსტეიტ-ლიბერალების ხელშია და ტრამპი უკვე მარცხდება დიპსტეიტთან იმიტომ რომ მარტოა @ ვისაც შეუძლია დაეხმაროს იმათთან კონტრაშია. ტრამპი პუტინი და სი ძინ პინი რომ შეერთდნენ ყოფას უტირებენ დიფსტეიტს და ლიბერალებს მაგრამ ვერ გამოვა ეგ @ საზღვარგარეთ ვერ მოძებნა მოკავშირეები და ამერიკაშიც ცუდად აქვს საქმე აგერ მისი ყველაზე ძლიერი და პოპულარული მოკავშირე ჩარლი კირკი მოკლეს! თანაც ისე საეჭვოდ ადვილად მოკლეს რომ ამერიკელი მცოდნე ხალხი ამბობს რომ სპეცსამსახურის აგენტები ეხმარებოდნენო ! და მართლა საეჭვოა სახურავზე მყოფი სნაიპიერი სპეცაგენტებმა "ვერ დაინახეს" სამაგიეროდ დაინახა ხალხმა და უყვიროდნენ აგერ სახურავზე საეჭვო ტიპი დავინახეთო და იმათგან არანაირი რეაქცია არ იყო@ უკვე მკვლელობის მერე ყვიროდა ხალხი--აგერ გარბის მკვლელი შავ ტანსაცმელშიო და ისევ ნული რეაქცია @ სამაგიეროდ "სპეცებმა" ყოჩაღად დააკავეს ადგილზე უდანაშაულო ორი ტიპი ანუ ამით ხალხს აჩვენეს--აი ხედაავთ ვმუშაობთო ! ეს კი იმას ნიშნავს რომ დიპსტეიტის ხელშია ამერიკის სპეცსამსახურები და ყველაფერი@ როგორც ამბობენ ტრამპის მოსვლის მერე დიპსტეიტის მონა სასამართლოებმა ასობით მკვლელი და ყაჩაღი გამოუშვეს და უკვე შეუდგნენ ისინიც საქმეს--უკვე 50 რეზონანსული მკვვლელობა მოხდა შტატებში ის უკრაინელი გოგოც მოსამართლის მიერ გამოშვებულმა მანიაკმა მოკლა @
მეგრელი
სულ ევროპას აგინებენ და მაინც ევროპაში უნდათ))))
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
იამალმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"რუსები განსაკუთრებულნი არ ვართ, პუტინმა ყველაფერი და მომავალი წაგვართვა" - კარპოვა რუსულ აგრესიასა და ომზე საუბრობს
რა უთხრა პსჟ-ის განადგურების შემდეგ ტრამპმა პალმერს - ფეხბურთელმა ამბავი მოჰყვა
დიდი სკანდალი სტამბოლში - თურქებმა უკრაინელების გოლზე პუტინის სკანდირება დაიწყეს, ლუჩესკუ პრესკონფერენციაზე არ მივიდა, უეფა გამოძიებას იწყებს [VIDEO]
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
"პუტინი მიყვარს; ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ..." - მოსკოვში მყოფი ადებაიორი რუსეთის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
საფრანგეთი აშშ-ს დუბლებთან წაგებისგან მბაპემ იხსნა, ჟირუს თავი გაუტყდა [VIDEO]
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ აშშ-ს 21:12-ს უგებს
"გააგრძელეთ პუტინის გინება, ჯარიმას მე გადავიხდი" - ლიეტუველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა
მიაზგამ ადრე მეტოქეს სასქესო ორგანოზე წაავლო ხელი, ახლა კი სიმაღლის გამო დასცინა
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
ამერიკის ნაკრების მწვრთნელი ბრიუს არენა გადადგა
"პუტინს დავუჩოქებდი, რომ ეს საშინელება შეეწყვიტა" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჰყვება, როგორ დაბლოკა რუსულმა მედიამ
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა