„შანდუნ ტაიშანის“ 32 წლის შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩში გამოიჩინა თავი.

„შანხაი შენხუასთან“, რომლის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკია, ფრედ დასრულებულ დაპირისპირებაში (3:3), ყაზაიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა - მიმდინარე სეზონში 22, ბოლო 7 შეხვედრაში კი 14 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე აგრეთვე 5 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

„შანდუნ ტაიშანი“ 24 ტურის შემდეგ 41 ქულით მეხუთე ადგილზეა და 20 სეტემბერს სტუმრად „ცინდაო ჰაინიუს“ დაუპირისპირდება.

Დათო
Არ უნდა გამოიძახონ. Სულ მთლად ვარსკვლავები რომ ჩამოხსნა ციდან, მაინც არ არის მისი და მისნაირებს ადგილი ნაკრებში. Რაც შეეხება მის ცოლი მას, ჩამიყალიბდეს. Ქურდული გარჩევები და ქუჩა სპორტში არ უნდა იყოს და ყაზაიშვილი უნდა გახდეს მაგის მაგალითი.
nika
პრეცედენტია — მომავალში სხვა „ცოლისძმები“ აღარ გაბედავენ მსგავს რამეს და საზოგადოებასაც უფრო მკაცრი დამოკიდებულება ექნება ეგეთი ტიპების მიმართ, რომლებიც ყველას აზარალებენ, ქვეყანას
toma
მეც წამომივიდა ცრემლი 63 წლის კაცს,მაგრამ როგორ წარმოგიდგენია ვაკო,კიტეს ან ჩაკვეს პოზიციაზე?თუ მიქაუტაძის ნაცვლად ითამაშებს?
გიორგი
რატომ უნდა აგოს უდანაშაულო ადამიანმა სხვის ქმედებებზე პასუხი მით უმეტეს ცოლის ძმა ოფიციალურად ოჯახის წევრიც არაა არც დაწერილი და არც დაუწერელი კანონით ვაკო დასასჯელი არაა ამას სხვა რაღაცა ქვია
ვახტანგი
წლებია უაზრო მიზეზის გამო (ცოლის ძმა თუ რეგვენია რა ამის ბრალია?!) არ იძახებენ ამ ბიჭს ნაკრებში, არადა გოლის გატანა ზოგჯერ როგორ გვიჭირს ხოლმე, მოედნის ხედვა, ინდიბიდუალიზმი და პასებიც კარგად გამოსდის ხოლმე. კიტეიშვილი შემცვლელად მე უკეთესი არავინ მეგულება, ცენტრში ფორვარდის უკან 10-იანად ან ფლანგებზე ვინგერად ყველგან შეუძლია თამაში
Porto
ვალერიან ყაზაიშვილი ნაკრებისთვის 100% დაკარგულია თუ ისევე ბიჭებმა არ თხოვეს სანიოლს და ფედერაციას და არ დააბრუნებინეს!!! მაგისმა გარემკცვამმისეთები იკადრა უბრალოდ მოსაყოლადაც კი რთულია!!
inviz9
ვაკოს დედ მამა შემთხვევით გავიცანი შარშან ახალციხეში-სამკურნალოდ ვიყავი და ვაკოს დედასაც იგივე დაავადება აქვს რაც მე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი კეთილი, თავმდაბალი და წესიერი ხალხია. ასეთი ოჯახის შვილი გამორიცხულია ცუდი ადამიანი იყოს. ვაკო კრიმინალი ცოლის ძმის გამო საკმარისად დაისაჯა და იმასაც ცარიელი მუქარის გარდა ხომ არაფერი უმოქმედია. ვაკოს მამამ ბატონმა გელამ მითხრა ამერიკიდან ნაკრებში რომ გამოიძახებდნენ აკლიმატიზაციის გამო ღამე არ ეძინებოდა და ძილის წამლებს სვამდაო და რამდენჯერმე რომ ტყუილად გამოიძახეს და არ ათამაშეს ამის გამო დაიმუქრა იმ ცოლის ძმამ-თუმცა არც უცდის მისი მუქარის და უაზრო საქციელის გამართლება კობი, მუმუ თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებათ მაგ ოჯახის ამბავი და ისიც რის გამო ნერვიულობაზე დაემართა ეს დაავადება ვაკოს დედას-მაგრამ ვაკოს სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა და რა გამოდის ბიჭმა სიყვარულის გამო რამდენჯერ უნდა გადაიხადოს საფასური-ჯერ დედის განუკურნებელი ავადმყოფობით და მერე ნაკრებიდან მოკვეთით, როცა თვითონ დამნაშავე არაფერშია მიეცით შანსი ვაკოს დააბრუნეთ ნაკრებში-მით უმეტეს არც ჩაკვე გვყავს და არც კიტე და ბურთის ამომტანი არავინაა-თორემ თურქეთში ისევ სამარცხვინოდ წავაგებთ-ესპანეთთან მარცხს ისედაც შეგუებულები ვართ. ამ სტრიქონებს , რომ ვწერ ცრემლები მომდის 60 წლის კაცს-საკმარისია ამ ბიჭის დასჯა-სასჯელი მან უკვე მოიხადა იმისთვის რაც არ ჩაუდენია
Gurulo
:)) გაიტანს არაბიძე,არაბიძე ნაკრებში,გაიტანს ვაკო,ვაკო ნაკრებში,გაიტანს ბუდუ,ბუდუ ძირითადში,გაიტანს სადღაც ვიღაცა, ნაკრებში..
nika
უსინდისობა მისი ცოლისძმის მუქარა იყო, ქურდი ძმაკაცით ევროპაზე გამსვლელი ნაკრების ახალგაზრდა ბავშვებს რომ ემუქრებოდა მუხლების დახვრეტით – სამწუხაროდ, ამაზე უწევს პაუხისგება მასაც და საზოგადოებასაც, ჯერ კიდევ რომ არსებობენ ეგეთები
უფროსი
სლუცკის ატირებული სახე რომ დაინახეთ, ყველამ ბევრი ვიცინეთ.
უფროსი
კობიაშვილს თუ დღესაც აქვს ყაზაიშვილის ნათესავებთან კონფლიქტი, როგორმე მოაგვარონ. დააბრუნეთ კაცი ნაკრებში.
gia jashi
ასეთ ფორმაში მყოფი ყაზაიშვილი ნაკრებში დასაბრუნებელია,ამის არგაკეთება უბრალოდ უსინდისობა იქნება!
ვაჟა მასწავლებელი
ვაკოს თვალების ჭრილი დაწვრილებია, ისედაც მგონი ჯაპანიდანაა არა? ხუმრობა იქეთ იყოს და პრეზიდენტის ბრძანებულება უნდა ვაკოს ნაკრებში დაბრუნებას? საქართველოს სად ყავს შვილი - ფეხბურთელი დასაკარგავი?!

სამჯერ დაწინაურდნენ ჩემპიონობისათვის მებრძოლი მასპინძლები და ვაკომ სამჯერ გაათანაბრა ანგარიში.საწყალი სლუცკი,სიმწრით კინაღამ ტიროდა და თმებს იგლეჯდა.
ხვიჩა მაგარია!
ეხუმრები მილიარდნახევრიანი ქვეყნის ჩემპიონატში ბომბარდირობას?
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
აზრთა სხვადასხვაობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - ტუხელის სიტყვებმა ბელინგემი გააბრაზა
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში