კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 24-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. გაგრამ დინამო თბილისს მოუგო, კახური დერბი ფრედ დასრულდა, ხოლო იმერულ დერბიში 8 გოლი ვნახეთ: ტორპედომ 6:2 აჯობა სამგურალს. ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩია...

დინამო თბ 0:1 გაგრა

გაგრამ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ამჯერად დინამო თბილისს მოუგეს დინამო არენაზე.

პირველი ტაიმის ბოლოს დინამო ათი კაცით დარჩა, რადგან ლეო ასუნსეუ გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ბრაზილიელმა გიორგი ხარებაშვილი წააქცია ზედ საჯარიმო ხაზის წინ.

გადამწყვეტი გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გავიდა. დავით გოცირიძემ პენალტი მოიპოვა და ვანდერსონ სილვამ ზუსტად დაარტყა - 0:1. ცხრილში გუნდებს ადგილი არ შეუცვლიათ, გაგრა ისევ მეექვსეა და დინამო თბილისიც ისევ მესამეზე.

თელავი 0:0 გარეჯი

კახური დერბი კვლავ უგოლოდ დასრულდა. ასე იყო მეორე წრეშიც.

საგოლე შანსებიც ცოტა იყო. ჩაკეტილი თამაში გამოვიდა. საბოლოოდ, გარეჯი მერვეზე დარჩა, თელავი მეცხრეზე. მათი ფრე კი კონკურენტებს აწყობდათ: სამგურალსა და კოლხეთი 1913-ს.

თელავში დებიუტი ჰქონდა ბაჩანა არაბულს, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რვაწლიანი შესვენების მერე დაბრუნდა. არაბული საქართველოს ორგზის ჩემპიონია: დინამო თბილისშიც გახდა და სამტრედიაშიც.

ბაჩანა ამ რვა წლის განმავლობაში იყო უნგრეთის ბალმაზუივაროშსა და პუშკაშ აკადემიაში, საბერძნეთის პანიონიოსსა და ლამიაში, ავსტრალიის მაკარტურში, უზბეკურ ფერგანას ნეფთჩიში, სამხრეთ კორეის გეონგსანგში და რუმინეთის უნირეა სლობოციაში.

ტორპედო 6:2 სამგურალი

მეზობლების დაპირისპირება. ქუთაისელებმა წყალტუბოელებთან 6:2 გაიმარჯვეს. ამ ტურამდე ორივე გუნდს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა აი ტორპედომ შეწყვიტა.

თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა მოჰამედ შერიფმა შორიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა ტორპედო.

33-ე წუთზე სამგურალის ბრაზილიელი მცველი პაბულუ რიანი გააძევეს და სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მალევე, შერიფის ჩაწოდებას მოჰყვა ალეკო ბასილაძის თავური და 2:0.

სამგურალმა ცოტა ხნით დაძაბა სიტუაცია, როცა გიორგი ფანცულაიამ შეამცირა სხვაობა. ფანცულაია საჯარიმოში კარგად გაერკვა და დაბალი დარტყმით გაუტანა ფილიკ კლიაიჩს. თუმცა ტაიმის ბოლოს ისევ აღდგა ორბურთიანი სხვაობა: ისევ ბასილაძე, დარტყმა არამუშა მარჯვენა ფეხით და 3:1...

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე ფელიპე პირესმა პენალტით გაიტანა. ესეც მეოთხე გოლი.

რამდენიმე წუთში კი თითქმის ზუსტად განმეორდა მეორე გოლის ეპიზოდი: შერიფმა მარჯვნიდან ჩააწოდა და ბასილაძის ზუსტი თავური. უკვე 5:1.

ბასილაძეს კი ყოჩაღ... 19 წლის ტორპედოელმა ჰეთ-თრიქი მიითვალა.

86-ე წუთზე სამგურალმა სხვაობა შეამცირა: ირაკლი ჯანჯღავამ მოიპოვა პენალტი და ფანცულაიამ დუბლი შეასრულა.

ბოლოს კიდევ ერთი გოლი ვნახეთ: ტორპედოელთა ფრანგმა მცველმა კისლე ზიტამ ცაციით უხერხული პოზიციიდან დაარტყა და 6:2...

სხვათა შორის, ეს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა: 8 გოლი...

erovnuliliga.ge

ლაშა
ტორპედოში ქუთაისელები რომ იტამაშებენ ისე გულით და სულით თბილისელი ვერ ითამაშებს! ზუსტად ეს დაამტკიცა ლექსომ! ასეთი გვყავდა მახო, რომელმაც არცერთ სხვა ქართულ გუნდში არ ითამაშა! ესაა ტორპედოს სული და არა ზოგიერთი ფულის გამო ყველგან მოხტუნავე ტიპები!
tngh
ბასილაძე ქუთაისელია და ის ასაკოვან ნაკრებში უნდა იყოს!!!
წერტილა-სურიკას
სურიკ, არარატში რა ხდება?

ისე მგონია,ძალიან მაგარი თავდამსხმელი გვეზრდება.ტორპედომ და ყველამ,განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ბიჭს.მას სათამაშო დრო სულ უნდა ჰქონდეს და ხელმძღვანელობამ ბიჭი იმისთვისაც მოამზადოს,რომ უცხოეთში წასასვლელად ყოველმხრივ მზად იყოს.ასწავლონ სხვადასხვა უცხო ენები,მინიმალურ დონეზე მაინც და ინგლისური გაძლიერებულად.მენტალურადაც მოამზადონ,რომ უცხოეთში,უცხოობაში არ დაიბნეს.6-7 წლის წინ,საქართველოში თავდამსხმელი აღარავინ ჩანდა,ახლა კი,ერთი მეორეზე ნიჭიერი ბიჭები ჩნდებიან!
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა