beinsports ბერძნულ გამოცემა Proto Thema-ზე დაყრდნობით წერს, რომ 38 წლის ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი საცხოვრებლად ათენში გადავიდა და ამის მიზეზი თავისი ქვეყნის მთავრობასთან დაპირისპირებაა.

სერბეთში გასული წლის ბოლოდან მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რაც ნოვი სადში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.

ჯოკოვიჩმა საჯაროდ დაუჭირა მხარი სტუდენტებს, ისაუბრა მომხდარ ტრაგედიაზე და იანვარში გამარჯვება საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ ახალგაზრდა ქალს მიუძღვნა. 15 მარტს, როდესაც ბელგრადის ქუჩებში 300 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ჩოგბურთის ლეგენდამ აქციის ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა და მას ისტორიული და ბრწყინვალე დღე უწოდა.

ის ბელგრადში ერთ-ერთ საკალათბურთო მატჩსაც დაესწრო, სადაც მაისურზე წარწერა "სტუდენტები ჩემპიონები არიან" ჰქონდა დატანილი. მან პროტესტის მონაწილეებს მხარი სოციალური ქსელის მეშვეობითაც დაუჭირა და შემდეგი სახის გზავნილი გააჟღერა:

"როგორც ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამს ახალგაზრდობის ძალისა და უკეთესი მომავლისკენ მათი სურვილის, მჯერა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა მოისმინონ. სერბეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მისი განათლებული ახალგაზრდობა მისი უდიდესი ძალაა. რაც ყველას გვჭირდება, არის გაგება და პატივისცემა. მუდამ თქვენი ნოვაკი", - დაწერა ჯოკოვიჩმა.

ამ ყოველივეს შემდეგ ჯოკოვიჩს საცხოვრებლად ათენში გადაბარგება მოუწია, რაც beinsports-ის ცნობით, პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან დაახლოებულ პირებთან მწვავე დაპირისპირებას უკავშირდება.

მათ ნოვაკს მოღალატე უწოდეს. ახლა ადგილობრივი ზოგიერთი მედია, რომელიც მას წარსულში ეროვნულ გმირად მოიხსენიებდა, ჯოკოვიჩს ძალადობის წამხალისებელს არქმევს და იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც მის დოპინგის მოხმარებაშიც შეიტანეს ეჭვი.

ნოვაკმა მისი ორი შვილი 11 წლის სტეფანი და 8 წლის ტარა ათენის წმინდა ლავრენტის კოლეჯში შეიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ათენში ზღვისპირა სახლი იყიდა და შესაძლოა, "ოქროს ვიზაზე", რომლითაც ბინადრობის მოპოვება შეეძლება, შესაძლოა, განაცხადი შეიტანოს.

შეხსენებისთვის, ჯოკოვიჩს 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რითაც ყველა დროის რეკორდსმენია.

კარგი კაცი ყოფილხარ, ყოჩაღ
რუსის-ურბნის
რატომ რუსული? იმიტომ,იმიტომ,იმიტომ! ყველგან როგორ სულ რუსული გელანდებათ?
ანდრო ანთიძეს
ისენც შენ?დდდდ
დავით 67-ს
ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობამ, ერთი უდიდესი პოლიტიკოსი ვიცით, რომელიც ჯერ არ იციან მოსახლეობამ, რომელიც გონიათ ნაცების მხარდამჭერი,მის სახელს და გვარს, რომ გაიგებთ ერთ ადგილზე მოჯდებით,განსაკუთრებით როთიკა დავითა.
პეტუხ კრიშტიანოს.
ხოდა აღარ მიქარო! უნდა იცოდე, ვის რა აკადრო!
ბუხუტი
სპორტი და პოლიტიკა უნდა გაემიჯნა. აქაურები მიჯნავენ :)
რუსის-ურბნისი
რაღაც მეცნობა - ძალიან რუსული სტილია
პეტუხი კრიშტიანო!
მე ბოდიშს ვუხდი ლეო მესის მომხრეებს, ლეოზე ცუდი კომენტარის გამო (მასზე გაბრაზებული ვარ და მაგიტომ, ჩემს საყვარელ გუნდს სისხლს უშრობდა) მივხვდი,რო ზედმეტები მომდის ლეგენდის მიმართ.
ლიბერასტ დავით 67-ს
დავით ნაცო! რა გეშველება? ერთი საცოდავი ევროპელი ლიბერასტი ხარ და მაგიტომ ვერ იტან ყველაფერ ქართულს: ტრადიციებს, ოჯახს, ეკლესიას და ასე შემდეგ. საქმე იქამდე მიდის, რომ თქვენი დრო უკვე მიდის , შენაირების და იქაურების ბოლო გაბრძოლებააა! მაგრამ როგორც ყოველთვის მანდაც ჩაიკუკებთ!

შესთავაზოს ჩვენმა მთავრობამ ბინადრობა :)
“ნაცი”
ნოვაკი ეტყობა საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა და განაწყენდა😀🤣
hi-ს
ალბათ გაიხუმრე თორემ სად გინახია რომ ნაცი აზროვნებდეს? მაგალითად ხაბეიშვილი, ძალიან ეტყობა როგორი "მოაზროვნეცაა" ჰაჰაჰა...
ანდრო ანთიძე
ყოჩაღ! ჩვენს კორუმპირებულ სპორტსმენებს არ ჰგავს!!!
გიორგი
წმინდა ლავრენტის სკოლა ათენში და მემარცხენე ლიბერალების მხარდაჭერა ვუჩიჩთან დაპირისპირება რაღაც ზღაპრად ჩანს. უბრალოდ გადავიდა უფრო წყნარ და თბილ ქვეყანაში, რისი საშუალებაც არ აკლია.
Novak Djokovic
მადლობა,გაიხარეთ.

ჩვენი ნომერ პირველი🎾,ნოშიკო ნამორაძის და კალაძის ძმაკაცია!
გიგი
ნოვაკ,ჩემპიონი ხარ ყველაფერში!
დავით 67
ველოდები რას იტყვიან რუსქოცბიძინტორგის წარმომადგენლები. ისინი ხომ ჯოკოვიჩს აღმართებდნენ იმის გამო რომ სერბია და ამით ეგონათ რომ ევროპის მაგინებელი იყო. ჯერ სადა ხართ. მე ერთი უდიდესი ქართველი სპორტსმენის პოზიცია ვიცი,რომელიც ჯერ ხმას არ იღებს და ამით ამ მთავრობის მხარდამჭერი ჰგონიათ.
hi
:)))) აპა ასეა: თუ ადამიანი აზროვნებს, მაგას ნაცს ეძახიან.
რაფა
დედა, აი ნაცი ყოფილა!
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
ორივე ქართველი სასტარტოში და "მეცის" მორიგი წაგება
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" დამარცხდა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია
ორივე შემთხვევაში გავარდნენ - "ვესტ ჰემის" ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 52 წლის განმავლობაში
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება - პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
[VIDEO] მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები - "ლივერპული" "ბრენტფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
დავითაშვილის კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "ანსისთან" განადგურდა
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ინტერს" უმნიშვნელოვანეს მატჩში სძლია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?