ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „კაირატი“ 4:1 დაამარცხა.

მასპინძელებმა თავიდანვე შეუტიეს, ქოჩორაშვილი აქტიური იყო, მეოცე წუთზე კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ იულმანის დარტყმული ბურთი 18 წლის კალმურზამ მოიგერია. ცნობისათვის, ალმათელთა ორი გოლკიპერი დაშავებულია და მას ამიტომ მოუწია თამაში. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგიმ ქუსლით პასი გაუკეთა ტრინკაოს და მან საჯარიმოს გარედან დალაშქრა მეტოქის კარი.

შესვენების შემდეგ „სპორტინგმა“ კიდევ სამი გოლი გაიტანა, "კაირატმა" ერთით უპასუხა და მატჩი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

ქოჩორაშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: flashscore 7.2, sofascore 6.6, whoscored 6.5.

სტუმართა გუნდში გიორგი ზარია ტრავმის გამო არ იყო განაცხადში.

„სპორტინგი“ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას გასვლაზე „ნაპოლისთან“ ჩაატარებს, „კაირატი“ კი 30 სექტემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“

სპორტინგი - კაირატი 4:1

გოლები: 1:0 ტრინკაო (44), 2:0 ტრინკაო (65), 3:0 სანტოსი (67), 4:0 კენდა (68), 4:1 ედმილსონი (86)

გამოუყენებელი პენალტი: იულმანი (21, სპორტინგი)

Geo
უბრალო უთავმოყვარეო უზრდელი ხარ!
Geo-ს
ფიფიამ რა შუაშია?რის თქმა გინდა? შენ გინდა და შეგიძლია ფიფიაზე მეტი გააკეთო ქართული ფეხბურთისთვის??? გინდა??? საერთოდ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში??? თუ გული გერჩის იყიდე რაიმე გუნდი,გურის იყიდე და დაგვანახე რა შეგიძლია.თუ არ შეგიძლია შათ აფ და დააყენე ერთი ადგილი

რამდენჯერმე ბურთი ცუდ ადგილზე დაკარგა,მაგრამ პასი სრულიად გამიზნულად გააკეთა.განმეორებაზე კარგად ჩანს.შედარებით დაბალი შეფასება,გაფრთხილების გამოც მიიღო.კაირატი ძალიან თამამად თამაშობდა და სანამ დაიღლებოდა,ბევრი უსიამოვნებაც მიაყენეს,სპორტინგის დაცვას.მხოლოდ ქოჩორა კი არა,სხვებიც ადვილად ატარებდნენ შემტევებს,ქოჩორას კი,გაფრთხილებაც ჰქონდა და იძულებული იყო,უფრო ფრთხილად ეთამაშა.ეგეც არ იყოს,გუშინ სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა და დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის,რა თქმა უნდა მაინც მოქმედებს,ფეხბურთელზე.ვფიქრობ მეტოქის ასეთი სითამამე,ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა სპორტინგისათვის და მხოლოდ შეცვლების შემდეგ,როცა შეცვლაზე შემოსულებმა ახალი დავალებები მიიღეს მწვრთნელისაგან,მიაღწიეს სასურველ შედეგს.მეორე გოლმა გატეხა კაირატი,მაგრამ პირველმა გოლმა,სპორტინგი დაამშვიდა.პირველ ტაიმში 0-0 ზე რომ გასულიყვნენ,სულ სხვა თამაში შეიძლება წასულიყო.სელტიკთან მათ თამაშს ვუყურე,მაგრამ ასე უშიშრად წინ წასვლა,მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, ამ ახალგაზრდული გუნდისაგან.სპორტინგი შეტევაზე იყო დამიზნებული,უკან საფრთხეს არ ელოდნენ,დაცვაში ნელა გამორბოდნენ და ამის გამო,მათ კართან სიხალვათე იგრძნობოდა,სივრცეს კი მეტოქე კარგად ითვისებდა.ისედაც მგონია,რომ სპორტინგის დაცვა,ყველაზე სუსტი რგოლია და ძლიერ გუნდებთან,უშანსოდ იქნება.
Geo
ქოჩორა მიყვარს მარა ძაან სუსტად ითამაშა. ხშირად კარგავდა ბურთს და ზონები ღია რჩებოდა.ბევრი მომენტი შექმნა კაირატმა ქოჩორას შეცდომებით. ფიფიამ თუ უყურა კაირათს მაინტერესებს.
toy
არა საჭირო ყვითლებს უნდა ერიდოს.
რატი
ძალიან გამიკვირდა, რომ დაბალი შეფასება დაუწერეს საიტებმა და რა ვიცი მგონი კარგი მატჩი ქონდა
დათი
ყველაზე სუსტი იყო მოედანზე, ცოტა ძლიერი მეტოქე 3-ჯერ დასჯიდა გოლით!
papai
სამწუხაროდ პირველ ტაიმში მძიმე შეცდომებს უშვებდა, იმედია ერთეული ჩავარდნა იყო
Emakhuashvili
ქართველი ფეხბურთელები ჩვენც არანაკლებ გვიყვარს, მაგრამ ამ შეხების საგოლე პასად ჩათვლა თავის მოტყუებაა. ალბათ ყველაზე სუსტი იყო ამ თამაშში ქოჩორაშვილი. იმედია მომავალში მოუმატებს და საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს!!!
Ferta Gama
საგოლე პასი? :)
Unagi
ეს არის საგოლე პასი?!!ამას ქვია გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო!
კახა
სამი ისეთი შეცდომა დაუშვა კინაღამ გოლი მიიღეს ამის გამო საკუთარ კარში. თუმცა მაინც წარმატებული დებიუტი გამოუვიდა გიორგის.
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] "თუ "კაირატი" "რეალს" დაამარცხებს, ყველა ფეხბურთელს მანქანას გადავცემ" - ყაზახი ბიზნესმენი
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
"მისით არ ვინტერესდებით" - "სპორტინგმა" საფონოვთან დაკავშირებული ჭორები უარყო
დღეს - კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე "სიტის" დასამწუხრებლად
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
"სპორტინგი" შეიძლება ქოჩორაშვილის უშუალო კონკურენტმა დატოვოს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება
"ბარსელონამ" "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა - ზარიას "კაირატმა" "პაფოსს" ვერ მოუგო
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს