ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩემპიონატებში როგორც წესი, შემადგენლობების დიდი დოზით როტაცია და ბევრი მოულოდნელი შედეგია. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურს კლასიკა დახურავს, "მარსელი" "სტად ველოდრომზე" (67 394) პსჟ-ს უმასპინძლებს - კვირას, 22:45 საათზე.

ლუის ენრიკეს გუნდს ისეთი პრინციპული შეხვედრა აქვს, ახლა ექსპერიმენტების დრო არაა, თანაც დანაკლისი ისედაც სოლიდურია. ასე იყო 16 მაისსაც - პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული ამბები ჰქონდათ, მაგრამ "ოლიმპიკს" ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდა და 3:1 აჯობა.

დედაქალაქელებს "მარსელთან" 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ, 2023 წელს კი "პსჟ" სერხიო რამოსის გოლის მიუხედავად, დამარცხდა. ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, რუიზი და ზაირე-ემერი მაშინაც თამაშობდნენ, მეორე მხარეს კი ახლა გუნდში არავინაა, ვინც მაშინ მოედანზე გავიდა.

"მარსელს" მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და შუა კვირაში "რეალსაც" ებრძოლეს. 36 წლის პიერ-ემერიკ ობამეიანგი ისევ აქაა.

წინა შეხვედრაში ტრავმირებულს ჟოაო ნევეშიც დაემტა, ბერალდო, დუე და დემბელე კი კვლავ არ იქნებიან.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ატალანტასთან" იფრინა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონზე პირველი გოლი გაიტანა, მანამდე საქართველოს ნაკრებშიც შედეგიანი იყო და ახლა ანგარიშის გახსნას შიდა ასპარეზზეც აპირებს!..

მანამდე, 19:15 საათზე, აბუაშვილისა და წიტაიშვილის "მეცი" "მონაკოს" ესტუმრება.

რაც შეეხება გერმანიას, დღეს, 17:30 საათზე, ქართული დუელი უნდა გვენახა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძე დისკვალიფიცირებულია. მისი "ჰაიდენჰაიმი" გიორგი გოჩოლეიშვილის "ჰამბურგს" 17:30 საათზე ესტუმრება; უფრო ადრე, 15:30 საათზე გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულს" "ევერტონთან" დერბი აქვს, გვიან, 22:45 საათზე კი იტალიაში საბა გოგლიჩიძის "უდინეზე" "მილანს" მასპინძლობს.

დღეს განსაკუთრებით გამოვარჩევთ ესპანეთის "ლა ლიგის" მე-5 ტურს, სადაც გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ოსასუნას" 20:30 საათზე დაუხვდება. ქართველ ფორვარდს საწყისი ორი შეხვედრა ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ჰქონდა და მისგან პირველი გოლის (ცოტა ხნის წინ ნაკრებში გაიტანა, მანამდე კი - ლიონში) მოლოდინი ახლა გვაქვს.

"გამაშები აიწია და "კვარადონა" დაგვიბრუნდა" - რა არ ჰყოფნის მარგალიტს ნამდვილი ლიდერობისთვის?" - ფრანგული მედია
ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა
[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს
[VIDEO] ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 4:1 მოუგო
იურიჩი: "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
დაბრუნდება თუ არა ევროპაში? - მესიმ გადაწყვეტილება მიიღო
"ამ გუნდის მსგავსი ღრმა შემადგენლობა არავის ჰყავს" - ტიერი ანრი
61 წელი ციხეში - ესპანეთში მწვრთნელი დასაჯეს
"კვარა" - არასასიამოვნო აურიდან ლიდერობამდე ფორმის პიკის პერსპექტივით
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
"გამაშები აიწია და "კვარადონა" დაგვიბრუნდა" - რა არ ჰყოფნის მარგალიტს ნამდვილი ლიდერობისთვის?" - ფრანგული მედია
"კვარა" - არასასიამოვნო აურიდან ლიდერობამდე ფორმის პიკის პერსპექტივით
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
იურიჩი: "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] ყველა გალაკტიონი ვერ იქნება - კარაგერმა კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ლექსი მიუძღვნა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება