ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ლოლუამ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, ფინალამდე ჩინელი ხუოინ ში, რუმინელი დენის ფლორინ მიხაი და თურქი მუხამედ ჩაქირი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ახმად ბალუტაკს 9:7 სძლია.

გელა ბოლქვაძე (82 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა - უკრაინელ რუსლან აბდიევს, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ადლეტ ტიულიბაევს, იაპონელ ტაიზო იოშიდას აჯობა, ფინალი კი ირანელ ჯავად ფაროხისენჯანთან 0:4 წააგო.

ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ამირან შავაძე (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) იჭიდავებენ და ტურნირზე გამოსვლას ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) დაიწყებენ.

გულშემატკივარი
ვახ, შენ გენაცვალე ჩვენი გახარებისთვის. სულ წინსვლა და წარმატება მოგცეს ღმერთმა. დიდებული ვარსვლავი დაიბადა გუშინ
მალხაზ ჯობავა
ყოჩაღ ლოლუა, ცხონებული ნუგზარ წურწუმიას მიერ 2019 მოგებული ჩემპიონობა, ექვსი წლის მერე გაიმეორე და საქართველოს ახალი, ხოლო ხობს მეორე მსოფლიო ჩემპიონი მოუვლინე, თან ნუგზარის სულიც ზეიმობს ზეცაში.
რევაზ ჭანტურია
ვულოცავ,წარმატებები!

შენ გენაცვალე,ვახტანგ!გილოცავ!ჯერ მთლად ბავშვია და უკვე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!ცხონებული ნუგზარის ნაცვლადაც იბრძოდა და მას ვერ უმტყუნებდა.კიდევ ერთი ვარსკვლავი გაბრწყინდა.გელა ბოლქვაძესაც ვულოცავ.რა თქმა უნდა ყველას გვინდოდა გამარჯვება,მაგრამ ვერცხლის მედალიც არ არის ცუდი შედეგი.რაც თავისუფლებმა ჩააგდეს,იქნებ კლასიკოსებმა მათი წილი მედლებიც აკრიფონ.
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზოიძემ ვერცხლის, მელიამ კი - ბრინჯაოსი [VIDEO]
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა
საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან