კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა. გორის დილა უკვე ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გორელებმა ბოლო 11 შეხვედრიდან 10 გამარჯვებით დაასრულეს. დინამო თბილისმა დერბიში მოუგო იბერია 1999-ს, ხოლო თელავმა ბათუმში გაიმარჯვა...

სამგურალი 1:2 დილა

ლიდერმა დილამ კვლავ მოიგო და უკვე 4 ქულით გაუსწრო იბერია 1999-ს, აი წყალტუბოს სამგურალს კი ზედიზედ 4 მარცხი მოუგროვდა...

დილა წყალტუბოში პირველივე წუთზე დაწინაურდა. მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ ზუსტად დაამატა...

მე-15 წუთზე გიორგი ფანცულაიამ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და 1:1.

მეორე ტაიმის შუაში სამგურალი ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან. ირაკლი ჯანჯღავას დარტყმული ბურთი მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია და ძელს მოხვდა, დამატებაზე ველისოლი ურტყამდა და... ისევ კერესელიძე.

მე-80 წუთზე კი დილამ კარგი კონტრშეტევა დაასრულა გოლით. აბუბაქარ კონტეს პასს მოჰყვა სირილ ედუძის გოლი. ეს გადამწყვეტი გამოდგა.

დინამო თბ 2:1 იბერია 1999

თბილისურ დერბიში დინამოელებმა მოიგეს. არადა, თავიდან იბერია 1999 იგებდა გურამ გოშთელიანის მოულოდნელი დარტყმით. გოშთელიანმა ზურგით მდგომმა დაარტყა და გიორგი ლორია აშკარად არ ელოდა.

დინამომ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, კერძოდ, ბარნს ოსეის პასს მოჰყვა გიორგი ხარაიშვილის შესრულება და 1:1. ხარაიშვილი, როგორც იცით, იბერია 1999-ის (მაშინდელი საბურთალოს) აღზრდილი და ამ გუნდის ყოფილი ლიდერია.

როგორც სამგურალი-დილაში, აქაც მე-80 წუთზე გადვიდა გადამწყვეტი გოლი: ხარაიშვილის კარგ პასს მოჰყვა ირაკლი სირაძის პირისპირ გასვლა. სირაძემ მეკარე გიორგი მაკარიძე მოატყუა და ისე გაიტანა - 2:1.

სხვათა შორის, ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირება იბერიელებს ჰქონდათ მოგებული და აი, დინამომ ეს ტენდენცია შეწყვიტა.

დინამო ბთ 1:3 თელავი

თელავმა ბათუმში მოიგო და მერვეადგილოსან გარეჯს ქულებით დაეწია, თუმცა საგარეჯოელებს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვთ.

აი, დინამო ბათუმს კი რთული პერიოდი აქვს, ზაფხულის შესვენების მერე გუნდმა 7 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

თამაშს რაც შეეხება, ბათუმელები 29-ე წუთზე ათი კაცით დარჩნენ, რადგან რევაზ ჩიტეიშვილი გააძევეს ტატო ჟივიძის წინააღმდეგ უხეშობისთვის. ამის მერე, თელავმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანა. ორივეჯერ ესპანელმა ინიგო მარტინმა... ჯერ თავით, მერე ფეხით.

მეორე ტაიმში თელაველთა საყრდენმა ანდრია დევდარიანმა საჯარიმოში ერთი შეხებით კარგად შეასრულა და ანგარიში 0:3 გახდა. ბათუმელებმა კი პენალტით გაქვიტეს ერთი ბურთი, კერძოდ, ბაჩანა არაბულმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი დაინიშნა და მასპინძელთა ალბანელმა ნახევარმცველმა უერდი მარამ ზუსტად დაარტყა...

erovnuliliga.ge

nika
ჟურნალისტების მცდელობა დასაფასებელია ნამდვილად, მაგრამ სამწუხაროდ თავის მოტყუებაა ეროვნული ლიგა, საქმე ასე არ კეთდება. ფეხბურთი შოუა და თუ შოუდ არ ვარგა, ხალხი ხელოვნურად ვერ დაინტერესდება და ვერ მივა სტადიონზე. ჯერ ხალხი და მერე სანახაობა, ეგეთი რამე არ არსებობს. მაყურებელი მაშინ ეყოლებათ, თუ საქმისადმი თავდადებული ხალხი იმუშავებს ლიგაში — თუნდაც კვარაცხელია იყო ამის მაგალითი — მაშინვე გაავსო სტადიონები, რადგან საქმის ბოლომდე მკეთებელი გამოჩნდა და სანახაობაც შეიქმნა. ფეხბურთს თუ ვერ აბამენ თავს, კონცერტები მაინც დაამატონ მატჩის წინ ან შესვენებაზე, ახალგაზრდების მიზიდულობის ცენტრად მაინც აქციონ სტადიონები, ბანერები გამოაკრან ქალაქში, ყურადღება მიიქციონ — მაგრამ ამის გააზრებასაც მცოდნე მარკეტოლოგები სჭირდება, მექრთამეობით კი არაფერი გამოვა.
აკაცუკი
ვის რაში აინტერესებს ეს ჩემპიონატი საერთოდ გააუქმეთ რა საჭიროა .
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს