ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვილიარეალმა“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ 2:1 მოუგო, მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ კი ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და კრიტიკოსებს საკადრისად უპასუხა, რომლებიც წერდნენ, რომ კარში ვერ ურტყამდა.

მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, პირველ ტაიმში ჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ცოტა ხანში ახომაში მეკარე ერერასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ ქართველის დარტყმული ბურთი გოლკიპერმა მოიგერია. მე-40 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა მცველმა როზიემ, პამლონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა კომპენსირებულ დროში პენალტით დაწინაურება შეძლეს.

მეორე ტაიმში „ყვითელმა სუბმარინამ“ ზეწოლა გააძლიერა, განუწყვეტლივ უტევდა, მომენტებს ქმნიდა და მიქაუტაძემ ტანმაღალი მცველების გარემოცვაში თავურით ანგარიში გაათანაბრა. მალე მეორე მომენტიც ჰქონდა, თუმცა ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით კარში ვერ გადაგზავნა, ხოლო 59-ე წუთზე გუიემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვილიარეალი“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 სექტემბერს გასვლაზე „სევილიასთან“ ჩაატარებს.

ვილიარეალი. „კერამიკა“

ვილიარეალი - ოსასუნა 2:1

გოლები: 0:1 ბუდიმირი (45+6, პენ), 1:1 მიქაუტაძე (69), 2:1 გუიე (86)

სტატიაში,სადაც კითხვა იყო დასმული,გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წამქცევი ტოტენჰემის ფეხბურთელი,დავწერე,რომ ისიც გასაძევებელი იყო და ხავი სიმონსიც.ისიც ვთქვი,რომ მიქაუტაძე უფრო მაღალი კლასის გუნდში გადავიდა სათამაშოთ,ვიდრე ადრე გადადიოდა და სავარაუდოდ,ამის გამო გუნდთან შეგუების და პირველ გოლამდე ლოდინის პერიოდი,უფრო მოკლე იქნებოდა,ვიდრე ადრე ჰქონდა ხოლმე.ანუ დაახლოებით ერთი თვე,ან ცოტა მეტი.ვარაუდი გამიმართლდა!მესამე მატჩში,მეთორმეტე დღეს გაიტანა პირველი გოლი და კარშიც,კიდევ რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყა.ეს უკვე სრული ადაპტაცია არ არის,აშკარად ჩანდა,რომ როცა დასარტყმელ პოზიციაში იყო,პარტნიორები დიდად არ ამჩნევდნენ,თუმცა რამდენჯერმე მაინც მიიღო ბურთი და ხიფათიც შექმნა.გოლი გაიტანა,კლასიც დაუმტკიცა და ორიოდე თამაშში,მასაც ისევე დაუწყებენ პასებით მომარაგებას,როგორც პეპეს აწვდიდნენ,ამ თამაშში.პეპეც დაიწყებს მასთან ურთიერთქმედებას,რადგან აშკარაა,რომ ჟორჟი ,მასზე უკეთესად განკარგავს ბურთს.დაწოლით რომ ვერ გაიტანეს,მწვრთნელმა მაღალი ბიჭები შეუშვა შეტევაში და ჟორჟმა მათი ყოფნით ისარგებლა.ჩაწოდებულზე,მცველები მაღალი თავდამსხმელების ამოკეტვაზე გადაერთნენ და მიქაუტაძემ,უმეთვალყუროდ დარჩენა და ზუსტი თავური დარტყმა მოახერხა.პეპეს აუცილებლად მოუწევს,მისი დანახვა,რადგან საბნის თავისკენ გადაქაჩვით,გუნდის შეტევით ძალისხმევას,სიმწვავეს ართმევს და ენერგიას უშედეგოდ ახარჯვინებს.მგონი შეტევის ლიდერობის დაჩემებას ცდილობს,მაგრამ უფრო ძლიერი კლუბები,ამას არ აპატიებენ.
ლევანი
გილოცავ ჟორჟ! ძალიან უინტელექტო და ეგოისტებით სავსე გუნდია, სწრაფად ვერ თამაშობენ, პასების კულტურა, საერთოდ არ აქვთ, რა თქმა უნდა ჟორჟი ყველს აჩვენებს რა შეუძლია, მაგრამ მთლიანად გუნდი, საშინლად არ მომწონს. წარმატებები ჟორჟ! დიდება საქართველოს!
Riki
ეჰჰ წინ ეს ჩორნიმენები საერთოდ ვერც აზროვნებენ და არც მოედნის ხედვა აქვთ. ეს ახალი ებრაელები ბიჭი სოლომონი ძალიან მაგარია იმედია მალე გახდება ძირითადის ფეხბურთელი, მაგარი დუო იქნება ეგ და გიო.
ჯეიმი კარაგერი
მიქაუტაძე გიორგი,ჩქიმი ჯიმა რექ,მიორქი.
ჯუჯი
ისევ პასს ჟორჟს არ აძლევენ.ფერადკანიანებიერთმანეთში თამაშობენ,ან უაზროდ ურტყამენ..
ვასილიჩი
სად იყო ეს ეგოისტებით სავსე გუნდი. მწვრთნელმა უნდა დააბალანსოს სიტუაცია. ჟორჟ კარგი ხარ
გიგო პაპა
როგორი დამთხვევაა, 69 -ე წუთზე გაიტანა. ::) ეგ ერთი და სხვა მრავალი ჟორჟ! გუნდი ძირითადად პეპეზე თამაშობს, როგორც ერთ დროს ნაპოლიში ოსიმენზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჟორჟი ისევე გახდება ლიდერი, როგორც ხვიჩა გახდა.
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
კიტეიშვილი დაბრუნდა - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგს" მოუგო
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
"ასეთი გრძნობა არცერთ ჩემს ყოფილ კლუბში არ განმიცდია" - მოურინიო "ბენფიკაში" დანიშვნის შემდეგ
"დილა" წინ... თბილისური დერბი "დინამომ" მოიგო; "თელავმა" ბათუმში გაიმარჯვა
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
"ბარსელონა" ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია" - ბრუნო გიმარაეში
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე "ფრენის" შემდეგ
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა
მოურინიო: "ფენერბაჰჩეში" მუშაობა ჩემს დონეს არ შეესაბამებოდა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
პამპლონის "ოსასუნამ" მწვრთნელი გააძევა
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
პამპლონის "ოსასუნას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე "ფრენის" შემდეგ
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
[VIDEO] "თავი გავწირე კლუბისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს" - მიქაუტაძემ "ლიონიდან" წასვლის მიზეზზე ისაუბრა
ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია
ლა ლიგა. წინასასეზონო მზადება: დაუმარცხებელი "სევილია"