კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ჯამში 10 გოლი გავიდა. ორივეში საკვანძო გამოდგა 87-ე წუთი... ტორპედო ფოთში ორჯერ აგებდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. გაგრა კი ორი ბურთის სხვაობით აგებდა გარეჯთან, მაგრამ ქულის აღება მოახერხა.

კოლხეთი 1913 2:4 ტორპედო

ფოთელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის დამატებულ წუთებზე კიდევ ორი გოლი მიამატეს და საბოლოოდ, 2:4... საინტერესოა, რომ ტორპედომ ბოლო ორ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

მასპინძლები დავით ფაღავას ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.

მეორე ნახევარში ტორპედომ ასე გაათანაბრა: სორი მანეს თავური მეკარე დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია და დამატებაზე მოჰამედ შერიფმა ძლიერი დარტყმით გაიტანა.

თუმცა კოლხეთი 1913 ისევ წინ გავიდა ნიკოლას-ნიკა კაპანაძის გამოზომილი დარტყმით...

ფოთელები 2:1-ს იგებდნენ 87-ე წუთამდე, მერე კი მასპინძელთა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია ალეკო ბასილაძე. არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი, რომელიც ბიორნ იონსენმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა...

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ტორპედოელი პაატა ღუდუშაური გაექცა მცველებს, გიუნაშვილმა კი წააქცია და ისევ პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ იონსენმა აქცია გოლად - 2:3. პლუს, გიუნაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და გააძევეს.

ბოლოს კი ტორპედოს კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და 2:4. ეს მამუჩაშვილის პირველი გოლია ტორპედოს მაისურით.

გარეჯი 2:2 გაგრა

საგარეჯოელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ. ეს მათი ზედიზედ მეოთხე ფრეა. აი, გაგრას კი ამ ტურამდე მიჯრით 4 თამაში ჰქონდა მოგებული.

გარეჯი 21-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა დააწინაურა. გოგოლაშვილმა ახლოდან დასწრებაზე ითამაშა კარგად.

ტაიმის ბოლოს არბიტრმა ირაკლი შენგელიამ VAR-ზე გადამოწმების მერე, გაგრას კარში პენალტი დანიშნა. ნიკა კაჭარავამ მოიპოვა ის პენალტი, ხოლო თორნიკე ძებნიაურმა თეთრი ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და 2:0...

მე-60 წუთზე გაგრას მწვრთნელმა გიორგი ონიანმა შეცვლაზე შეიყვანა დავით გოცირიძე და ეს გამოდგა გადამწყვეტი: გოცირიძემ ორი გოლი გაიტანა, ორივეჯერ მარცხნიდან ჩაწოდების მერე თავურებით... ჯერ ვანდერსონ სილვას, მერე კი საბა ზოიძის პასით. ეს მეორე გოლი 87-ე წუთზე გავიდა. შეგახსენებთ, გოცირიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელია.

erovnuliliga.ge

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს