ჩემპიონთა ლიგა არაა, მაგრამ დღეს ქართველების საინტერესო ორი მატჩია. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენი დროით 23:00 საათზე, ინგლისის EFL თასზე (1/16 ფინალი) "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი "საუთჰემპტონთან" "ენფილდზე" შედგება. უკვე 23:30 საათზე გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "სევილიას" ესტუმრება.

თუკი "ლივერპული" პრემიელიგაში ყველაფერს იგებს, მისი მეტოქე ჩემპიონშიპშიც ვერ ყოჩაღობს. არნე სლოტის გუნდი ცოტა გადაიღალა და თასზე როტაცია დიდი დოზით იქნება. "წითლებმა" ბოლო ექვს მატჩში 14 გოლი გაიტანა, პრემიერლიგის 39 საშინაო შეხვედრა კი გოლის გარეშე არ დაუტოვებია. გულშემატკივარს ის თუ შეაშფოთებს, რომ ლივერპულელები ორ გოლს საკმაოდ ხშირად უშვებენ და მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე უწევთ.

"მამარდას" გუნდმა თასი, სადაც ქართველი მეკარის დებიუტი შედგება, 2023-24 წლების სეზონში მოიგო, მარტში კი ფინალში "ნიუკასლთან" (1:2) დამარცხდა.

"ლივერპული" "სატონს" მუდმივად ამარცხებს, გამონაკლისი კი 2021 წელს იყო, როცა ჰაზენჰუტლის გუნდმა კლოპის ბიჭებს (1:0) აჯობა. იმ შემადგენლობიდან ალისონი, რობერტსონი და სალაჰი ახლაც გუნდში არიან, მეორე მხრიდან კი სტეფანსი.

არნე სლოტმა უკვე დაადასტურა, რომ ვან დაიკი, კონატე, გრავენბერხი, სობოსლაი და სალაჰი დაისვენებენ, რადგან ისინი ბევრს თამაშობენ. ნახევარდაცვაში 18 წლის ტრეი ნიონს ელიან, ვისაც იაპონელი ვეტერანი, ვატარუ ენდო შეუწყვილდება. მარჯვენა ფლანგზე ფედერიკო კიეზა ითამაშებს.

მამარდაშვილის წინ ცენტრალური მცველები ჯო გომესი და 18 წლის იტალიელი, ჯოვანი ლეონი იქნებიან.

"ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, ფრიმპონგი, ლეონი, გომესი, რობერტსონი - ნიონი, ენდო - ნგუმოჰა, ჯონსი, კიეზა - ისაკი.

"ყვითელ წყალქვეშა ნავს" კი გიორგი მიქაუტაძე მშვენივრად შეეწყო და ამის გაგრძელება "სანჩეს პისხუანზე" გვსურს.

"სევილიას" სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და საკუთარ არენაზე, სადაც ამ სეზონში არ მოუგია, მის გაგრძელებას გეგმავს, "ვილიარეალს" - წარმატებული პერიოდის დაბრუნებას.

გასულ ტურში ალექსის სანჩესმა გაიტანა - 36 წლისა და 275 დღის ასაკში. უდიდესი კარიერის მქონე ჩილელი ახლა ვილიარეალელებს ემუქრება.

მიქაუტაძის გუნდი ტურის წინ მესამე ადგილზეა, ხუთი მატჩიდან კი მხოლოდ ერთში დამარცხდა. "ვილიარეალმა" "სევილია" უკანასკნელ სამ შეხვედრაში დაამარცხა, მათ შორის "რამოს სამჩეს პისხუანზეც."

"ოსასუნასთან" დაპირისპირებისგან განსხვავებით, მარსელინიოს გუნდის სასტარტოში მოურინიოს, ვეიგას, კარდონას, კომესანასა და ბუშანანის ელიან, შეტევაში კი კვლავ პეპესა და მიქაუტაძის დუეტს.

tngh
ჟორჟი კიდევ ბევრ ბურთს გაიტანს... ესპანეთში და საქართველოს ნაკრებშიც...........
L.J.
Liverpuli sauthenptoni magari matchia????Mamardas ugolo tamashia,jorjs bevri goli!!!!!

ჟორჟმა პირველი გოლი გაიტანა და დარწმუნებული ვარ,მომავალ თამაშში,გაცილებით მეტად მოამარაგებენ პასებით.ნდობა თანდათან მოდის,ურთიერთ გაგებაც.ვილიარეალს სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს,სევილიას წინააღმდეგ და არა მგონია მასპინძლებმა ამ თამაშშიც გამარჯვება გაატანონ სტუმრებს,თუმცა არც ვილიარეალი დაანებებს გამარჯვებას.სევილიას თამაში წელს არ მინახია,მაგრამ მგონია რომ კარგი თამაში იქნება და ლოგიკურად ფრეს ველოდები.იმასაც დავამატებ,რომ თუ შევცდი და ვილიარეალმა გაიმარჯვა,განსაკუთრებით ჟორჟმა თუ გაიტანა,ძალიან გამიხარდება.
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!