ჩემპიონთა ლიგის, სადაც უკვე ოცდაათმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, მეორე ტური კიდევ უფრო მეტ საინტერესო მატჩს გვპირდება. ჩვენი და მთელი საფეხბურთო სამყაროს მთავარი ინტერესი კატალონიისკენაა, სადაც "ბარსელონა" პსჟ-ს უმასპინძლებს. კარგია, იამალი რომ ბრუნდება, სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელი ვერ ითამაშებს და ცუდია რაფინია, დემბელეს, დუეს, მარკინიოსის ტრავმები - ასეთ დაპირისპირებებს დიდი ფეხბურთელები ძალიან უხდებიან!..

"ესტადიო ოლიმპიკოზე" (55 926) ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჩადის - დღეს, 23:00 საათზე. როგორც პსჟ-მა, ასევე "ბარსელონამ" ტურნირი წარმატებით დაიწყეს, ერთმა "ატალანტას", მეორემ კი "ნიუკასლს" სძლია.

ლუის ერიკეს ფაქტორი ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ლუჩომ ჩემპიონთა ლიგა ჯერ კატალონიელებს მოაგებინა, 10 წლის შემდეგ კი პარიზელები აზეიმა.

შეუძლებელია, ამ გუნდების დაპირისპირების დროს ლეგენდარული 6:1 არ გაგახსენდეს. აღსანიშნავია, რომ ბარსელონაში ბოლო ორი სტუმრობა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა და პარიზელებმა 8 გოლი გაიტანეს.

ამ შეხვედრას უსმან დემბელეს თამაში კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა - დიდი ისტორიები "ბარსასთან", გატანილი გოლი ბოლო მატჩში და სულ ახალი ინტრიგა - "ოქროს ბურთი", სადაც ფრანგმა იამალს აჯობა.

კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე შინ განსაკუთრებით ბევრი გააქვს, ბოლო შვიდიან ექვსში მინიმუმ სამი გოლი და ბოლო 17-ში 75 შედეგიანი დარტყმა - ასტრონომიული მაჩვენებელი.

ძალიან კი გვინდოდა ხვიჩა კვარაცხელიას ეთამაშა, მაგრამ... "კვარა" კატალონიელებს საკმაოდ სუსტი "ნაპოლით" დაუპირისპირდა და იქ ბევრი შანსი არ ჰქონია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: შჩესნი - კუნდე, კუბარსი, არაუხო, მარტინი - პედრი, დე იონგი - იამალი, ოლმო, რაშფორდი - ლევანდოვსკი;

პსჟ: შევალიე - ჰაკიმი, ზაბარნი,პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში(ან ზაირ-ემერი), რუისი - მბაიე, რამოში, ბარკოლა.

მსაჯი: ოლივერი (ინგლისი).

ამ მატჩის პარალელურად, გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ქართველის გუნდმა პირველ ტურში "ტოტენჰემთან" წააგო, იტალიელებმა კი "ბორუსიას" ვერ აჯობეს(4:4); გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგი" "ნაპოლის" ესტუმრება.

nika
და მაგას ვინ იტყვის, ისიც დააზუსტე, ქართველები ხომ არა? შენ რატომ წერ ამ ენაზე, ისაა სათქმელი
L.J.
Xvichas garda due da dembelec araa,anu sharshandeli dziritadis sami shemtevi..
ბონდო 007
ბარსა დაადებს და მერე იტყვიან აუუ ხვიჩა არ იყო თორე პსჟ გახევდა...კაით რაა:)))

იუვენტუსს ძალიან ბევრი გააქვს,ისევე,როგორც ბევრს უშვებს.ვფიქრობ ჟორჟს საგოლე შანსები შეექმნება და გამოიყენებს.აი ვილიარეალის არამყარი დაცვა რას იზამს,ეგ ეგ კი,ცოტა რთული სათქმელია,მით უფრო,იუვენტუსის სათამაშო სტილისაგან გამომდინარე,სანერვიულო ბევრი ექნებათ.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა