პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდა.

მერსისაიდული გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა.

მასპინძლებმა დებიუტში მეტოქის შეტევები მოიგერიეს, უპირარესობას დაეუფლენ და კაისედოს ლამაზი გოლით დაწინაურდნენ. მამარდაშვილი ბურთს შეეხო, მაგრამ ცხრიანში იმდენად ძლიერი დარტყმული იყო, რომ მოგერიება ვერ შეძლო. შემდეგ გარნაჩომ ბურთი ძელს გაარტყა. სობოსლაისთან კონტაქტისას გარნაჩო საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. „ლივერპული“ პასიურად გამოიყურებოდა და ერთადერთი მომენტი შექმნა, როდესაც ისაკის თავური არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ, სალაჰმა ორჯერ ვერ უწია მიზანს, გაკპომ კი ანგარიში გაათანაბრა. თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, სალაჰმა მორიგი შანსი ვერ გამოიყენა, გიტენსის განივი ჩაწოდებისას გრავენბეხმა კინაღამ მამარდაშვილის კარში ჩაჭრა ბურთი, მერე ქართველმა ორჯერ გადაარჩინა „წითლები“, კაისედოს დარტყმულიც მოიგერია, თუმცა ბოლოს ესტევაომ მაინც შეძლო გიორგის კარის დალაშქვრა.

სლოტის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 15 ქულით მეორე ადგილზეა და 19 ოქტომბერს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

ჩელსი - ლივერპული 2:1

გოლები: 1:0 კაისედო (14), 1:1 გაკპო (63), 2:1 ესტევაო (90+6)

ბოდიშს ვიხდი,შეცდომისათვის.პირველი გოლი,32კი არა 21 მეტრიდან დაურტყეს.რიცხვის აკრეფის დროს,ერთი უჯრით მარჯვნივ დამიწკაპუნებია და ვერ შევამჩნიე.
ДДД-ს
სურიკ, ალიოშა აბრამიანი უფრო მაგარი იყო, არა? რა ხდება იჯევანში?
დდდ
ორივე გოლზე წინ იყო გამოსული. 1 მეტრით ან ცოტა მეტით.ხაზთან ახლოს რომ მდგარიყოს შეიძლება აეღოს რეაქცია კარგი ქონდა. არ იყო კარგი დებიუტი და ნუ გვაბოლებთ. ბევრი მუშაობა ჭირდება ბევრი ვარჯიში
მამუკა
მაინცდამაინც მაშინ გაუშვა ორი ბურთი როცა 1:1 მეწერა ანგარიში, წამები იყო გასაძლები(((
უფროსი
სლოტმა დაცვა მოაწესრიგოს, თორემ გაუშვებენ მალე. პირველი გოლი 21 მეტრიდან გაიტანეს - მოედნის ცენტრიდან ისე იარეს, ვითომ ნახევარდაცვა და დაცვა არ არსებობდა. მეორე გოლის მომენტში ლივერპულის 6 ფეხბურთელი იყო საჯარიმოში - ექვსივე უბრალოდ იდგა და არ უშლიდა ხელს ჩელსის.

ლივერპულმა დამსახურებულად წააგო!დარტყმებში თუ პასებში ამდენი უხეში შეცდომა,ქვეყნის ჩემპიონს არ ეპატიება და აკი დაისაჯნენ კიდეც.პირველი გოლის ეპიზოდში,ჯერ მაკალისტერმა თავისუფლად გაატარა კაისედო,მერე კი არც დაცვის ცენტრიდან შეეგება ვინმე,დარტყმის სექტორის შესამცირებლად.32 მეტრიდან ასე დამიზნებულად და თავისუფლად დარტყმა,პენალტზეც კი ძნელი ასაღებია.მეორე გოლის ეპიზოდშიც თავისუფლად შეატარეს ფლანგიდან ბურთი და კარის გასწვრივ ჩაწოდებული,შორეულ კუთხეში ჩაკეტა,ესტევაომ.არც აქ ჰქონდა შანსი,მამარდას.დაცვა ამდენ უხეშ შეცდომას არ უნდა უშვებდეს,საკუთარი საჯარიმოს წინ,დაცვიდან ბურთის ამოტანაში.
გეო
ჩელსის პალმერი არ ჰყავდა და მაინც აჯობა სლოტის უნიათო ლივერპულს
L.J.
Sloti kiezas imenna dzalian cudad eqceva!!!
გიო
კარგი სეივები აკეთა მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა, პრემიერლიგის ტემპს რომ მიეჩვევა ყველა ფეხბურთელისთვის დიდი უპირატესობაა რეალი და ბარსაც პრემიერლიგიდან ახდენენ შევსებას
ტორო
ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა დასაწყისში მაგრამ მოდი და არ ინერვიულო ასეთ დონეზე როცა გაქვს დებიუტი. სათამაშო პრაქტიკა და თანდათან მოვა თავდაჯერებაც
A
კიდევ ერთი მტკიცებულება რომ ბევრი ვარსკვლავის ყიდვა, თუ გუნდი შეკრული და ურთიერთგაგებაში არაა, ყველა მარტო ცდილობს თავის ფასი გაამართლოს, შედეგს ვერ იძლევა
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია