იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს თქმით, მისი ნაკრები 14 ოქტომბერს უდინეში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

რამდენიმე დღის წინ უამრავი პრო-პალესტინელი ფლორენციაში "სკუადრა აძურას" საწვრთნელ ბანაკთან შეიკრიბა და აღნიშნული დაპირისპირების არ ჩატარება მოითხოვა. ეს ყოველივე კი ღაზაში მიმდინარე ომსა და იქ ისრაელის ქმედებებს უკავშირდებოდა.

თავის მხრივ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ FIFA და UEFA ისრაელის მოკვეთის საკითხს განიხილავენ, თუმცა გატუზომ თქვა, რომ თუ ახლა ისინი მოედანზე არ გამოვლენ, ტექნიკური 0:3 წაგება ჩაეთვლებათ.

"თამაში მშვიდ გარემოში არ მოგვიწევს. სტადიონის გარეთ 10 000 და მეტი ადამიანი იქნება, ტრიბუნაზე კი მხოლოდ 5-6000 ადამიანს ვიხილავთ. ეს შეხვედრა უნდა ვითამაშოთ, თუ ამას არ გავაკეთებთ, ტექნიკურ მარცხს მივიღებთ.

შემაშფოთებელია იმის დანახვა, რაც ახლა ხდება, თუ რა ემართებათ უდანაშაულო ხალხსა და ბავშვებს... გული ძალიან მტკივა", - ციტირებს გატუზოს ESPN.

როგორც "სკუადრა აძურას" თავკაცმა აღნიშნა, უდინეს "ფრიულის" სტადიონზე ძალიან ცოტა გულშემატკივარია მოსალოდნელი, რადგან პროტესტის ფონზე ბოლო მონაცემებით მხოლოდ 4000 ბილეთია გაყიდული.

იტალიასთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მომდევნო ორი მატჩი უმნიშვნელოვანესია. გატუზოს შეგირდები 11 ოქტომბერს გასვლაზე ტალინში ესტონეთს ეთამაშებიან, 14 ოქტომბერს კი უდინეში ზემოთ ნახსენებ ისრაელს დაუპირისპირდებიან.

თავის მხრივ, ისრაელი თავის შესარჩევის შეხვედრას იტალიამდე 11 ოქტომბერს ოსლოში ნორვეგიასთან გამართავს. ჯგუფს 15 ქულით ნორვეგია ლიდერობს, იტალაისა და ისრაელს კი 9-9 ქულა აქვთ.

ზვიადი
აფერისტი მატერაცის ჯიშის იტალიელები
Jaguar
ისრაელს გაუმარჯოს!!!!
იდეა
კაი იდეაა- ფიფას მივმართოთ რომ ესპანელი კოლონიზატორების და ინკვიზიციის გამო მოიკვეთოს ფეხბურთიდან და ჩვენ მოგება ჩაგვეთვალოს. თურქეთიც- გემოციდის პონტში და იქაც მოგება. ბულგარეთს რამეს მოვუხერხებთ და ეგაა:)))
გიგო პაპა
ე ბიჯო, იქნებ ესპანეთმაც მიბაძოს და არ ითამაშონ ჩვენთან. რას დაგვხატავდა 3-0? სავსეა ქართველებით ესპანეთი. გაინძერით, მიადექით ბაზაზე და მოითხოვეთ რომ არ გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად. მგონი ეგრე პირველი ადგილიც დავიკავოთ ჯგუფში.)))
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
"გატუზო ნამდვილი ადამიანია და პირადად გესაუბრება" - ლოკატელის მინიშნება სპალეტიზე?
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"ეს რა ჯანდაბაა? სუნამოს დაისხამ და მსოფლიო ჩემპიონატზე წახვალ?!" - გატუზო კანავაროს უზბეკეთის ნაკრებში დანიშვნას გამოეხმაურა
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო