მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს.

ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. შეკრებაზე ჩატარებული მესამე ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი): "იდეალური გარემო შეირჩა თამაშებისთვის მოსამზადებლად. ძალიან კარგია, რომ ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით დიდი დრო გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ ამ შეკრებისთვის ასი პროცენტით მზად ვყოფილიყავი. მაქსიმალურად კარგად მოვემზადე მომდევნო მატჩებისთვის.

ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მინიმალური შანსი გვექნება. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება".

გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ნაკრებში ასეთ დიდ დროს ატარებ შენს მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან, სადაც 8 წელი გავატარე, დიდი ემოციური კავშირი მაქვს.

ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კვლავ კარგი თამაში შევთავაზოთ".

გიორგი მიქაუტაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. ვილიარეალში კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის. მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება".

10 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს ალიკანტეს რეგიონში, ალგორფაში, ლა ფინკას საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. 16:00 საათზე, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, სასტუმრო ლა ფინკაში მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

NAKREBI.GE

ცოტაა
5 არა- 25 ვე დაცვაში, სანიოლთან ერთად. კარში სამი მეკარე. იქნებ გადსვრჩეთ:)
ალფა
საჭიროა დროებით 5 მცველზე დაბრუნება და იმედია ეს არ შეეშლებათ საწვრთნელ შტაბში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რო ბურთების შეფარდება გადამწყვეტია ქულების შემდეგ.
არაფერზე ინერვიულოთ
ავსტრიამ სან მარინოს 10:0 მოუგო. ანუ ასეთი ანგარიშით წაგებაც სენსაცია არ იქნება:)
დდდ
6 ქულა... ექვსი ქულაო?!... რატომაც არა?!... გენერლობაზე მეოცნებე ჯარისკაცის ენაზე რომ ვთქვათ, შევარცხვინე ისეთი თავდამსხმელი, რომელიც ესპანეთში და თურქეთში გასამართ შეხვედრებში ექვს ქულაზე არ ოცნებობს... ვინც ტოტალიზატორში ერკვევით - მანქანა რომ გავყიდო და მაგ ექვს ქულაზე დავდო, ერთ მომცრო იახტას ვერ ვიყიდი?!...
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ