ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ალგორფაში UFC-ს მსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი, ილია თოფურია ესტუმრა.

ქართველი მებრძოლი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში გამარჯვება უსურვა.

შეხვედრის შემდეგ, ილია თოფურიას საქართველოს ნაკრების მაისური გადაეცა. ქართველმა მებრძოლმა ეროვნული გუნდის ფეხბურთელებთან და სფფ-ის მენეჯმენტთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ილია თოფურია: "ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია ნაკრებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მთელი ქვეყნის ახდენილი ოცნება იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. სულით და გულით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით".

NAKREBI.GE

nika
ეე, თქვენ ვისი გულშემატკივრები იყავით ან ვის უნდა უგულშემატკივროთ, ვის ატყუებთ ან თავს რას იტყუებთ. ჭორაობით კლავიატურაზე ხელებგადატყავებული ხალხის გულშემატკივრობა არ გაიშვას. ყველა სპორტსმენს ელოდებით, ოღონდ რამე ისე ვერ თქვას ან რამე ისე ვერ ქნას და იწყება კომენტარებში გრიალი — ეს ლოგოლ ქნა კაცო, არადა ისე ვქომაგობდი — ჯელ ალ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ თუ მართალია, მაგის ასე და ისე — ეგრევე იწყება კომენტარების შეჯიბრი, ვინ უფრო გულმხურვალედ დაამცირებს წარმატებულ ქართველს, რომ თვითონ უკეთესი გამოჩნდეს, თუნდაც კლავიატურის რახუნის იქით არაფერი ეკეთებინოს. ვისაც გული მართლა შესტკივა ქართველებზე, ის ჩასაფრებული არავის გაჭორავდა და ერთ ღამეში ვერ მოასწრებდა ამდენი სისაძაგლის ვინმეზე წერას — გული კი არა ბოღმა განაგებს აქაურობას მაგრამ სადაა ამის აღიარების თავი.
მოღალატე შენც ხარ
შენ უარესი მოღალატე ხარ. საჭიროების შემთხვევაში ქართველს გაწირავ და ხელს მოითბობ

შესარჩევი ტურნირი,მხოლოდ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება არ არის და წარმატებები,მაინც და მაინც გამარჯვებას არ ნიშნავს.როგორ უნდა მოქცეულიყო,როცა შენი ორი ძვირფასი ადამიანი ერთმანეთს ერკინება?ჭიდაობაში,სეკუნდანტებ არ ეხმარებიან ხოლმე სპორტსმენებს.ამან კი,ორივე გუნდს წარმატებები უსურვა.თუ ჯგუფიდან გავალთ,რა მნიშვნელობა აქვს,ამ თამაშის შედეგს?თან იმდენი ფეხბურთელი გამოაკლდათ ესპანელებს,რომ უკვე ქულის(ების) აღების იმედიც გვიჩნდება.ილიას ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს,ესპანელ ფეხბურთელებთან,ის ისტორია გამახსენდა,თბილისის დინამო კიევში რომ თამაშობდა და ჩელებაძეს კიეველი ფეხბურთელის ბავშვი უნდა მოენათლა,მეორე დღეს.კოჭებში არ მირტყათო,კიეველები შეიპირა და ბოლოს,მისი დუბლით,გავიმარჯვეთ.ესპანელებისაგან ლიდერების დასვენება,ჩვენთვის მაინც დიდი შეღავათია და ვნახოთ,რა მოხდება.ახლა უფრო იმედიანად ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს წარმატებებს,ამ ორ მატჩში.
Aleko
Am.kacs.ori.samshoblo aqvs saqratvelo erovnebit saidanac tavisi ojaxia da espaneti sadac daibada da gaziarda . Imas estumra amas estumra neta sqartvelom.moigos tu.unda saakashvils estumros vivamedshi
Achi
Eg isedac iasni iyo ase ro iqneboda dagegmili magram am xalxis Ra eshveleba xvelapers ukuxmaro igeben warmateba usurvao vai Ra tqvao aba ras etxoda chveulebrivi ambavia
Guderian
გუშინ ესპანეთი, დღეს საქართველო, სომხური რადიო გამახსენა, არარატი-ნეფთჩი 1:1 არარატის სასარგებლოდო) რავი აბა ორივეს წარმატება როგორ გამოვა. მესმის მაგისიც რო ესპანეთს უნდა ურევერანსოს, მაგრამ ზოგადად როგორც დედა, სამშობლოც ერთია, არ არსებობს 2 სამშობლო, ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს, ეს შეკითხვები დვალიშვილის შემთხვევაში ნამდვილად არ გამჩენია. წარმატება ჩვენ ბიჭებს, რა მნიშვნელობა აქვს იქ ვინ მივა, მთავარია, თავიდანვე არ ჩაიკეტონ და ცენტრი არ დათმონ, თორემ მერე გინდა თოფურია მიუყვანე და გინდა მაიკ ტაისონი. კალათბურთელებმა დაამტკიცეს რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება თამაში, ჩვენზე მოკლე სკამი არც ერთ გუნდს არ ჰყავდა, მაგრამ შედეგი მაინც დადეს ბიჭებმა.

საღოლ ძმაო ჩაგეთვალა. რა მაგრად ვიცინე :)
AL
დღევანდელი მისვლა გუშინდელ საქციელს არ ამართლებს, უფრო მოვალეობის მოხდას გავს, მაგრამ მაინც კარგია რომ მივიდა დღეს.
zura222
კარგია მაგრა საინტერესოა ორივეს რომ უსურვა გამარჯვება ვისთან იყო გულწრფელი ? ბევრი რამის თქმა მინდოდა მაგრამ იქეთა სტატიაზე ძალიან მაგარი კომენტარი ვნახე და იმაზე კარგად ეხლა ვერ დავწერ ! რაც თავი ინტერნეტში მახსოვს ეს კომენტარია ტოპების ტოპი !! თითქოს თვითონ ჭაბუამ დაწერაო ! --ასეთი კაი კაცი იყო მამაჩემი ბიკი ყუფარია ნამეტანი.... როცა ნახავ ფეხბურთის თამაშს იწყებენ ქართველები და ესპანელები, მიდი ესპანეთის ბანაკში გაამხნევე, წარმატება უსურვე მაგრამ მთალდ წარმატებულადაც არა.. მერე წამოდი ქართველებთანაც ესენიც გაამხნევე ამათ მთლად ხმამაღლა ნუ უსურვებ წარმატებას არავინ გაგიგოს მაინც იქ ხარ ესპანეთში და ისე ჩაილაპარაკე ჩუმად.... მერე წადი სახში ჩართე ტელევიზორი და უყურე მარა მთალდ ბოლომდეც არ უყურო...... აი ასეთი კაცი იყო ბიკი ყუფარია.. აი ასეთი კაცია ჩვენი ილიკო(ბიკი)თოფურია(ყუფარია)))) განსაკუთრებით ტელევიზორზე დაგლიჯაა DDDD
Კეკე
Აგერ ვარ, გუშინ რასაც ვაკომენტარებდი ისევ იგივე აზრზე ვარ.ერთი ამბავი რომ ატყდა კომენტარებში მერე,, გაირკვა"რომ თურმე საქარათველოს ნაკრებსაც უნდა სტუმრებოდა,რა იცი რაში დაჭირდეს))) ადამიანს ან ჩაცმის სტილზე შეხედეთ ან ცხოვრების სტილზე, არ არის მასში არაფერი ქართული და აქ მისი დაბადების ადგილი არაფერ შუაშია. Ან მისი და დვალიშვილის ურთიერობას შეხედეთ,ის სულ აკითხავს ბრძოლებზე, ეს პოსტებით შემოიფარგლება)))
Lobotka
ჰო იტყუეთ და დაიმშვიდეთ თავები ეხლა :)))
ლევანი
რას ამართლებთ, რა გამოდით, რის გამოდით, რა? მდლობა უთხრათ დღეს რომ მივიდა? გაიგო რა ამბავიც ატყდა და ადგა და მივიდა, გუშინაც ვთქვი, ეხლაც ვამბობ, ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გუშინდელი დღის შემდეგ, სად მივა ეგ ადამიანი, ან სად არ მივა. თოფურია კი არა, აქ დაბადებული და გაზრდილი ხალხი ვიცი, უკრაინა-საქართველოს წინ რომ იძახდნენ უკრაინამ უნდა მოიგოს, მაგათ უფრო სჭირდებათო, აბააა? დიდება საქართველოს!
Napoleoni
ასიანი ხარ
თოფურიას ადვოკატებს (ლშა და ა.შ.)
მაინც ვერავის მოატყუებს ეგ თქვენი თოფურია! 100%-იანი ვიღაც თქვენგანმა ან ახლო ნათესავმა გადასცა თუ რა ამბავი ატყდა აქ. ჰოდა, იმ მიქარვის მერე ეგრევე მიაკითხა საქართველოს შტაბს, აქაოდა ჩამეთვალოს რომ ქართველი ვარო. სინამდვილეში კი ფაქტია - ის სულით ხორცამდე ესპანელია!
ქორ-პარიკმახერი
ხომ ვთქვი, მოვითმინოთ და დაველოდოთ რა მოხდება უახლოეს დღეებში მეთქი. არ ეგების რია რია და ნაჩქარევად ხტუნაობა
ლშა
გამოდით თქვენი არასწორი ნაცხოვრები ვისაც ილიაზე სიტყვა დაგცდათ , იმ სტატიოს ქვეშ აატრიალეთ კომენტარებით ყველაფერი და ეხლა სულ 10 კომენტარია , გამოდით სადახართ თქვე ქათმებო თქვენა
ქორ-პარიკმახერი
კუკურელიას თურმე ეშმაკიც ვერ აშინებს, აქეთ აშინებს თურმე რომ შეხედავს
100%
ყველა ეტიკეტის დედა ..... როცა საქმე რწმენას, სამშობლოს და ოჯახს ეხება.
გიგლია
ეხლა მაინც უნდა შაგრცხვეთ ყველასა, ვინაც გუშინ აქა რაღაცა ორი აბზაცი სტატია წაიკითხეთ და ამ ბიჭის სახელი ეგრევე ლაფში ათრიეთ, იმის მაგივრად რო დაგეცადათ, გაგერკვიათ ჯერ კარგად რა მოხდა, რა მიზეზი ჰქონდა იმათთან მისვლისა, რა უთხრა სინამდვილეში, იმ ნათქვამიდან იმათ რა ამოკრიფეს სათავისოდა, ამ ჩვენმა ჟურნალისტებმა როგორ გაიგეს და თარგმნეს და ა.შ. ამანა და მერაბამა ქვეყნიერებას გააგებინეს ქართული გულისა და მუშტის ამბავი! ჰფარავდეთ ღვთის ძალა და ეწეოდეთ წმინდა გიორგი, მართალ გზაზე ევლოთ სულა! ჩვენ ხალხსა კიდე იმდენი ტვინი მოგვცა, რო ჩვენიანს ეგრევე არ მივესიოთ და "დავკორტნოთ, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
ჰაჰა
სამაგიეროდ ფრე ხომ არსებობს.
ხვიჩა მაგარია!
ილიას ყველა შეუშინებია, მარტო კუკურელიაა ძირითდიდან.)))
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რაამბავში იყო გუშინ სურიკა 222 და ქოცები რა არ აკადრეს. ამას რო ქართველობა აქვს იმის 10% რო ქონდეს ქოცებს რა უჭირს ქვეყანას. ტიპები ქვეყანას 5 კგ კარტოფილზე გაყიდიან და ისეთები ილიას რეები აკადრეს. პირი გამოიბანეთ სანამდე ილიაზე ილაპარაკეთ გვარდაგეკეთებულო სურიკებო. სურიკს რაც შეეხება წადი ინდოეთში და დაგვასვენე და ნუ აპირისპირებ ქართველებს ერთმანეთს შენი უჯიშო სომეხი დედა...ადმინ არ დაბლოკო თუ ნამუსი გაქ
საკმარისია
მოდით, რაც არ უთქვამს, იმას ნუ დავაბრალებთ, იქაც არ გავუფუჭოთ საქმე.
გიგო პაპა
დაანებეთ თავი ილიას. საკმარისად გვყავს ქვეყანაში გამყიდველებიც, აგენტებიც, მოღალატეებიც, გაუნათლებლებიც, უჯიგროებიც და სერა-ბურა-მალინოვებიც. ჯობია, ჯერ კარგად გავერკვეთ სიტიუაციაში და მერე გამოვიტანოთ ხოლმე დასკვნები. კაცის გინება ყველაზე ადვილია, აი, მასში დადებითის აღმოჩენა კი - ყველაზე ძნელი. ილიასაც გაუმარჯოს და ჩვენს ნაკრებსაც! იმედია, დღეს ჩვენი ბიჭები გვასახალებენ და სრულიად მსოფლიოს გააოცებენ როგორ შედეგით, ასევე ლამაზი თამაშით! წინ საქართველო!!!
აბა შენა ხარ
ნიკზე ემოჯიკების მიხატვას წაკითხულიდან აზრის გამოტანა გესწავლა შე დალოცვილო.
წარმატება ნაკრებს და თოფურიას. 🇬🇪❤️
რა საზიზღრობები აღარ დაუწერეს აქ კომენტარებში ილიას. ახლა სად ხართ აბა გამოდით და აგინეთ ჯერ ესპანელებთან რატო იყო და მერე ჩვენთან? რატომ მაშინ არ აგინებთ როცა ორი დროშით გამარჯვებას აღნიშნავს ყოველთვის? იქ გაიზარდა ვინც ვერ ხვდებით, უმადურობა არ იქნებოდა ესპანეთის უგულველყოფა? მადლობა მის მშობლებს რომ საქართველოს სიყვარული ჩაუნერგეს ბავშვობიდან. სირცხვილია ამ ადამიანის გინება და დიდი დაუნახავობა.
ევროსაბანძეთს
თქვენ რა გინდათ აბა, ასეთია ევროპული გაგება?! ამის შემდეგ თურქეთის ნაკრებსაც ესტუმრება!
დდდ
ნუ გვაბოლებთ, თქვენსავე მოყვანილ ციტატაში ესპანეთი ნახსენებიც არ აქვს და ალბათ, ყურში უჩურჩულა ბიჭებს?!...
Კეკე
Ახლა ეგ როგორ ლაგდება, ორი სამშობლო აქვს და ფრე დავამავროთ? Ორი სამშობლო არ არსებობს.
llcl
ესეც ვიცოდი, ილია ქართველია, მაგრამ ესპანეთმი ჩამოყალიბდა, ამიტომ ეთიკეტი დაიცვა და ჯერ ესპანელებთან მივიდა, საბოლოოდ კი ჩვენს ლომებს უსურვა გამარჯვება! ესე რომ არ ღირს ხოლმე აკაცუკებივით ყველაფერზე ვაი-ვიშის ატეხვა!
ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია
ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა
"სექსუალური მანიაკია, გამუდმებით თავისი პენისის სურათებს მიგზავნიდა" - ბრაზილიელმა მოდელმა ვინისიუსზე სკანდალური ამბავი მოჰყვა
"თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა" - მბაპემ იამალი დაიცვა
ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
კრივში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა
ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია
"ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი" - პედი პიმბლეტი
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
"ჩეჩნეთში ან დაღესტანში რომ ჩავიდეს, მოყვარულიც კი დაამარცხებს" - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!
"შენ ხარ ადამიანი, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა" - თოფურიამ დვალიშვილს მიმართა
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იბრძოლებს? - მებრძოლის პოსტი სოციალურ ქსელში [PHOTO]
"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი