ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე მალტა 5:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველივე წუთები საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. 37-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ, საბა ხარებაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა, მალევე ნიკოლოზ დადიანმა ულამაზესი დარტყმულით სხვაობა გაზარდა, მეორე ტაიმში "ჯვაროსნები" კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქეს არანაირი შანსი არ დავუტოვეთ.

68-ე წუთზე კიდევ ერთი ეფექტური გოლი გავიდა, ამჯერად თავის გამოჩენა გიორგი ტაბატაძემ მოახერხა.

მალევე, 71-ე წუთზე ნარიმანიძემ თავური დარტყმით სხვაობა გამანადგურებელი გახადა, ბასილაძემ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებს.

ტა’ქალი. "სენტენარი"

მალტა - საქართველო 0:5

გოლები: 0:1 ხარებაშვილი (37), 0:2 დადიანი (44), 0:3 ტაბატაძე (68), 0:4 ნარიმანიძე (71), 0:5 ბასილაძე (81)

საქართველო: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ბუკია (ქარსელაძე 83), დადიანი, ეგოიანი, ჯაფარიძე (ბასილაძე 77), წულუკიძე (ლორთქიფანიძე 77), ტაბატაძე (პარკაძე 69), დეისაძე (გოცირიძე 69)

ნიკა
აბა რას ელოდი?საერთოდ როგორ უშვებ ეგეთ გააზრებასაც კი გერმანიას მოვუგოთ?
toy
აი ამ დონის გუნდებთანაა ჩვენი ადგილი.
მწვრთნელი
გილოცავთ 3 ქულას ყველას მაგრამ ვაღიაროთ,მალტა იყო ჭ კლასის ძალიან დაბალი დონის სასაცილო გუნდი და 2-3 საგოლე მომენტი მაგათმაც შეგვიქმნეს. იმათი მეკარის 3 საჩუქარიც ვაღიაროთ.კი, დამსახურებულად მოვიგეთ, კარგია მაგრამ ვისთან? ეგეც ხომაა და ბევრი ისევ თავდაღუნული მატაობდა,დაცვა მეკარემაც აურიეს მე 60 წუთიდან.სათამაშო დისციპლინის პრობლემა ჩანს,რასაც კარგი გუნდები არ გვაპატიებენ. ნამდვილი გამოცდა ნოემბერში გველის და იმედია,რეალურად შეაფასებენ ამ თამაშსაც.

წინა თამაშბის სტარტზეც ვფლობდით უპირატესობას,მაგრამ საფრთხეს ვერ ვქმნიდით,ახლა ცოტა უფრო შეთამაშებულები ვჩანდით,მაგრამ საჯარიმოში გამწვავებას მაინც ვერ ბედავდნენ,ინდივიდუალურად.პირველი გოლის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ,მაგრამ მეორე გოლი-ლამაზმანის შემდეგ,ბიჭები მხრებში გაიშალნენ და ლაღად ათამაშდნენ.გამოდის რომ შესძლებიათ!შორიდან დარტყმებიც,ჭკვიანური პასებიც,კომბინაციებიც...თითქოს ვიპოვეთ თამაში და ახლა მისი განმტკიცება გვჭირდება.მომდევნო მეტოქეები,გერმანია და საბერძნეთი,სულ სხვა რანგის და შესაძლებლობების ნაკრებებია.მანდ გამოჩნდება,ჩვენი რეალური შესაძლებლობები და ბიჭები თავდაჯერებულები ვერ იქნებიან,საეჭვოა რამე გამოგვივიდეს.არადა დაკარგულმა,არდასაკარგმა ქულებმა,უკვე მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო.თუ რაღაცას ვაპირებთ,სულ ცოტა გერმანიას მაინც უნდა მოვუგოთ.არადა თუნდაც სათქმელად როგორია,გერმანიას უნდა მოვუგოთ?!
ალფა
სამწუხაროდ, მეკარე გამოსაცვლელია, ამ მოგებულ თამაშშიც გამოჩნდა. ჩამშლელის ამპლუაა კიდე საყურადღებო, მცირე მონაკვეთში მაგ პოზიციიდან ზედიზედ თავისუფლად დაგვირტყეს მალტელებმა ბურთები სახიფათოდ.
Ბიძინა სააკაშვილი
Დიდი წარმატებაა
სულშემატკივარი
გილოცავთ ბიჭებო!არ ვეთანხმები სათაურს - "გაანადგურა". "დაამარცხა დიდი ანგარიშით"-მგონი,ასე უკეთესია. ჩვენ რომ მოგვიგონ დიდი ანგარიშით,მოგვეწონება ასეთი შეფასება? გაანადგურა,მოსპო და ა.შ. :)))
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
"არ მესმის, ხმა ჩაიკმინდე, დემბელე" - რას ნიშნავდა დუეს აღნიშვნის ჟესტი?
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია