სუპერლიგის მეორე ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. ერთდროულად, 18:30 საათზე დაიწყო მატჩები ტყიბულსა და რუსთავში, სადაც ამ ქალაქების გუნდები საკმაოდ ამბიციურ მეტოქეებს მასპინძლობდნენ. ტყიბულს, ორბთან სათამაშოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ესტუმრა, ხოლო რუსთავში მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი ჩავიდა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავი სუპერლიგას დაუბრუნდა. პირველ ტურში ქვემოქართლელები ისვენებდნენ, დღეს კი სუპერლიგის ახალ სეზონში დებიუტი ჰქონდათ. მეტოქე მოქმედი ჩემპიონი და ამ სეზონში ევროტურნირში მოასპარეზე ქუთაისი გახლდათ, რომელსაც რუსთაველებმა ღირსეული ბრძოლა გაუმართეს.

მატჩის უმეტეს დროს ქუთაისელები იგებდნენ, თუმცა იყო ეპიზოდი, როცა მასპინძლებმა საკუთარი თამაში იპოვეს და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ. ეს მოხდა მესამე პერიოდში, როცა რუსთაველები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდნენ ფონს, თუმცა ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდა. მესამე პერიოდის მიწურულს 50:57 ჩამორჩენილმა ქუთაისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო ბოლო პერიოდის დასაწყისიდან თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს.

რუსთავს დალაგებული თამაშისთვის რესურსი არ ეყო, რადგან 3 მოთამაშე მეორე პერიოდის მიწურულს გამოაკლდათ იმ უსიამოვნო ეპიზოდის გამო, რომელიც თამაშის დროს მოხდა. ჯერ შელაპარაკება, შემდეგ კი უშუალო კონფლიქტი მოხდა რუსთაველ ვახტანგ გაფრინდაშვილსა და ქუთაისელ დაჩი ქავთარაძეს შორის. კონფლიქტში სხვა მოთამაშეებიც ჩაერთნენ და საბოლოოდ მოედანი ხუთმა კალათბურთელმა დატოვა. რუსთავიდან ესენი იყვნენ გაფრინდაშვილი, მიხეილ ჭოჭუა და დავით ლორია, ხოლო ქუთაისიდან დაჩი ქავთარაძე და ბაქარი ბერეკაშვილი.

ამის შემდეგ რუსთაველები მესამე პერიოდში ინერციით, ინდივიდუალობის ხარჯზე გავიდნენ ფონს და როგორც ვთქვით, ხელჩასაჭიდი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ ამ პროცესმა დიდხანს არ გასტანა. ქუთაისელებმა კომბინაციური და დალაგებული თამაშის ხარჯზე ბლო პერიოდში გარდატეხა მოახდინეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდნენ – 81:67 (სტატისტიკა). გამარჯვებულებს 18 ქულით და 11 მოხსნით ჯავიონ ოგუნიემიმ ულიდერა, 21 ქულით ბომბარდირი გახდა დეტრეკ ბრაუნინგი, რომელსაც 9 მოხსნა და 8 პასიც ჰქონდა. 19 ქულა ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა. რუსთავში 12 ქულა ჰქონდა ელაია ბიუქენენს, 10-10 ქულა ვახტანგ ქადარიამ და დონოვან ნიუბიმ მიითვალეს.

რაც შეეხება ტყიბულს, იქ გაცილებით დაძაბული მატჩი გაიმართა. წინა სეზონში “ა” ლიგაში დაქვეითებას გადარჩენილმა ორბმა ამჯერად უფრო სოლიდური გუნდი შეკრა და პირველ ტურში ჯერ ქუთაისს ეომა, ახლა კი ამბიციური თსუ დაამარცხა. თსუ-მ 1 კვირის წინ სუპერთასი ქუთაისს მოუგო და პირველ ტურშიც ზესტაფონთან იოლი გამარჯვება მოიპოვა. ცხადია, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი უნივერსიტეტის გუნდი მეშახტეთა ქალაქში მოსაგებად ჩავიდა, მაგრამ…

ორბი თსუ-ს მედგრად დაუდგა. არც თავიდან დაანება რამე, არც მეორე ნახევარში დაუთმო. თამაში ნიადაგ მასპინძლებს მიჰყავდათ, თსუ კი არ რჩებოდა. შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტი ნაბიჯი მაინც ორბმა გადადგა, როცა ბოლოსწინა წუთზე 5-ქულიან უპირატესობას დაეუფლა და მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა – 85:80. ორბში ილია ლონდარიძე გამოირჩა, რომელმაც 13 ქულა ისე შეაგროვა, 9-დან 8 სროლა ჩააგდო, რასაც 9 მოხსნა მოაყოლა. 18-18 ქულა გაიფორმეს ნიკოლოზ თოთლაძემ და თომას მურმა. შონ მურის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

GBF

ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..
ნოდარ ლომინაძე "ეშტორილის" თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა
Le Parisien: იქნება ხვიჩა "სტრასბურგთან" სასტარტოში, თუ ლუის ენრიკე "ბაიერთან" მატჩის წინ არ გარისკავს?
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
MOPO: გოჩოლეიშვილმა ვარჯიშზე გაიტანა, მაგრამ თავის ტრავმა მიიღო
პსჟ-ს მეკარემ კლუბი გააღიზიანა და შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს
სალაჰს სემენიო შეცვლის? - "ლივერპული" გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ემზადება
"მისმა ფეხბურთელებმაც იციან, რომ სისულელეებს ლაპარკობს" - პეტიმ ამორიმი გააკრიტიკა