პრემიერლიგის მერვე ტურში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. უკვე დებიუტში მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა მბემომ სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებს თანაფარდობის აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ გაკპოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მერე გიორგის სამჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა, თავისი გუნდის გადარჩენა შეძლო და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „წითლები“ იერიშებზე გადავიდნენ, გაკპომ ისევ გაარტყა ბურთი ძელს, სალაჰმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, გაკპომ კი შეცვლაზე შესული კიეზას პასით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მალე მაგუაირმა თავურით დალაშქრა მამარდაშვილის კარი და მატჩის მოულოდნელი გმირი გახდა. ბოლოს სლოტის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, გაკპომ დუბლის შესრულების შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, როდესაც სამიოდ მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი ლამენსის კარში და „ლივერპულმა“ მარცხი განიცადა.

„ლივერპული“ 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

„იუნაიტედი“ 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება და 25 ოქტომბერს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - მანჩესტერ იუნაიტედი 1:2

გოლები: 0:1 მბემო (2), 1:1 გაკპო (78), 1:2 მაგუაირი (84)

მამუკა
შარშან რომ არ გადავიდა იჯარით ბრენტფორდში მანდ დაუშვეს შეცდომა, არ ვიცი ვისი გადაწყვეტილება იყო თავისი თუ ოჯახის, მაგრამ მაგ ერთ წელს გამოიყენებდა ინგლისურ ფეხბურთთან აკლიმატიზაციისთვის.
გივი
პოზიციებს ვერ არჩევს და სად უნდა იდგეს როდის გამოვიდეს და ასე შემდეგ
davit
სამწუხაროდ მამარდას რეგრესი სახეზეა ისევე როგორც ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშის. თამაშის დროს შეიძლება მაგარი ბურთი აიღოს და მერე გაუშვას ისეთი რომელიც კარგმა მეკარემ უნდა აიღოს(მეკარემ გადარჩინა გუნდიო რომ იტყვიან ისეთი).თუ გუნდის შედეგი უარყოფითია, არ ახსოვთ აღებული და ახსოვთ გაშვებული რაც აისახება მეკარის რეიტინგზე და შეფასებაზე.და კიდევ ერთი: მოუმატა ფეხით თამაშს, თუმცა გამოსვლებზე აშკარად სუსტია(მაღალი კლასის თან მაღალი მეკარე ჩაწოდების დროს დროულად უნდა გამოვიდეს ბურთზე).არ ვიცი ეს ჩემი აზრია.
ავთო
პირველ ბუთზე გამოსვლა დააგვიანა.
მალხაზ ჯობავა
მართალია, ძლივს ამოაქვთ ბურთი. აი თურმე რას ნიშნავს ძლიერი ფეხბურთელი ცენტრში, ჟ ო ტ ა !!
Guest
ვინც წერთ რო მამარდას ბრალია, გამოდის იშვიათად უყურებთ მამარდას თამაშებს… ვალენსიაში უფრო ნაკლებად უშვებდა დაცვა შეცდომებს ვიდრე ეხლა ეს ლივერპულოს დაცვა… 10 დან 8 ბურთს მაინც იგერიებს მამარდა, მაგრამ როცა დაცვის ბრალია იქ მეკარე ვერაფერს იზავს თუ ბუფონი არ ხარ… ხო მამეტ ბუფონსაც და დონარუმასაც გასვლია დაცვის გამო გოლები… თუ მამარდას შეაწმინდეს ხელები გამოდის სირები ყოფილან და საერთოდ არ აძლიერებენ დაცვის ხაზს… და კიდებ აშკარააა რო ეს ის ლივერპული აღარ არის, როდის იყო ლივერპული ასე ცოტა გოლს იტანდა? მთელი ცენტრი და შეტევა ჩავარდნილია ძლივს ამოაქვთ ბურთი რაღაცეებია შესაცვლელი, თორე აგერ მობა ალისონიც და კი გაუვა მაგასაც გოლები ისე ვარდება დავცვა…
zura222
არადა როგორ მქონდა იმედი ალისონის ტრავმას გამოიყენებს და ძირითადის ადგილს დაითრევს მეთქი(როგორც ვალენსიაში გამოიყენა შანსი) ორივე გოლზე შეძლო უკეთ ეთამაშა. გამოსვლები ისევ რჩება მთავარ უბედურებაად((( ვინმე მწვრთნელი მაინც აიყვანოს ვინც გამოსვლებს ასწავლის თორემ ბრიტანეთში უამისოდ არაფერი არ გამოუვა !
მამუკა
ტიპი წინა დღით თამადა იყო ქორწილში და გოლი გაუტანა, თან მთელი დაცვა იხმარა მთელი თამაშის განმავლობაში

ჯერ ერთი წინა კუთხეში გადახტა და შორეულ კუთხეზე რომ გადადიოდა,კუთხის ჩასაკეტა,საპირისპრო მოძრაობაზე დაიჭირა მაკგუაიერმა.მის უკან კი,კიდევ ორი მანჩესტერელი ელოდა მაგ ბურთს.ნამეტანი ბევრ შეცდომას უშვებს,ლივერპულის დაცვა,მამარდას კი,კარიდან გამოსვლაზე თამაშის ეტყობა ეშინია და ბურთის ხელში დაჭერასაც არ ცდილობს.მისი ბრალია თუ არა,მის კარში დადგომას დაემთხვა კლუბის ჩავარდნა და მეშინია ხელი მას არ ჩამოაწმინდონ,მწვრთნელთან ერთად.ზედიზედ 4 წაგება,ისეთი დარტყმაა,რომლის გატარებასაც, მწვრთნელს დიდხანს არ დააცდიან.
H
თამაშს არ უყურე? როგორ უნდა გამოსულიყო ერთი წამით ადრე მიწაზე იწბა და წამოდგომა ძვლივს მოასწრო.
ამ ჩემს გუბაზის ფეხებს
ლივერპულმა დაყვინა
გიორგი
მანჩესტერის მოგება მინდოდა თან არ მინდოდა გიორგის ბრალეულობით გოლი გასულიყო მგონია მაგუაერის გოლზე შეეძლო გამოსულიყო თუმცა მცველები მეტს სცოდავდნენ ამხელა ორ მეტრიან კაცს მეკარის საჯარიმოში ასე თავისუფლად არ უნდა ტოვებდნენ
Achi
Mamardas ashkaraaro dacva aruvarga magram eg is mamarda axaraatitqos rac valensiashi iyo exla rac gaushvan tavisi brali iyo 70 procentit
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდში თამაშობს" - ტენ ჰაგი მაგუაიერზე
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
მაგუაიერს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს და "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლაზე უჭირავს თვალი
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
ტრანსფერი რეალურია - "ნაპოლი" მაგუაიერის დამატებას ცდილობს
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
მაგუაიერი ლონდონური გუნდების რადარზე - ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც "იუნაიტედია"