ტელეკომპანია "სილქ სპორტზე" გადაცემა "ბურთი და მოედანი"-ს ეთერში სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

სალუქვაძის თქმით, საქართველოს ნაკრებში ფრანგი სპეციალისტის დრო ამოიწურა და თანამდებობა უნდა დატოვოს.

"მოვიდა დრო დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს, რომელმაც გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიტანა სიხარული და მთელი ცხოვრება მისი სახელი საქართველოს სპორტის ისტორიაში დარჩება. მოქალაქეც არის საპატიო და ყველაფერი და როცა სადმე მის სახელს გავიგებთ, სასიხარულო ემოცია გვექნება, მაგრამ ხდება სპორტში ასეთი რამ, დიდი გამარჯვებების შემდეგ იწყება კრიზისი, ეს დამშვიდობება არ არის ტრაგიკული, შეურაცხმყოფელი და ხელს ჩამოართმევენ და მიდიან. ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლოს და უცნაური ჩემთვის იყო "ლესტერიდან" რანიერის გაშვება, რადგან ამ კაცმა საუკუნის სენსაცია მოახდინა, ასეთი რამ ალბათ ვეღარ განმეორდება. ქარხნის მუშები მოდიოდნენ სამსახურიდან, სპეციალურ სამოსს იხდიდნენ, შემდეგ კი გადიოდნენ და უგებდნენ მილიარდებ დახარჯულ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის"

ვერავინ ვერ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ სანიოლზე კვალიფიციური მწვრთნელი არ არსებობს. მან რაღაც ეტაპზე თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, მაგრამ ახლა სხვა დროა. დე ლა ფუენტეთი აღფრთოვანებულები ვართ, რომელმაც ესპანეთის ნაკრების ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, ახლა კი ეროვნულ გუნდს წვრთნის და საქმეს შესანიშნავად უძღვება.

ვინ უნდა ჩამოვიდეს? ვინმე კარგი. თუმცა სულ არ არის სავალდებულო ჩამოვიდეს, ჩვენც გვყავს ჩვენი დე ლა ფუენტე, ეს არის ჩვენი რამაზ სვანაძე, რომელიც უკვე მესამე თაობის 21-წლამდელებს გვიზრდის და გაჰყავს იმ ევროპის ჩემპიონატზე და გაჰყავს ჯგუფებიდან. ჩვენ რომ ვიძახით, რომ ნაკრებში ახალი სისხლია საჭირო, ის ახალი სისხლი ყველაზე კარგად სვანაძემ იცის, რადგან უმეტესობა ხელშია გაზრდილი. არ ვამბობ, რომ ეს უალტერნატივო წინადადებაა, მაგრამ განხილვა ღირს", - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.

გიორგი
ჩემი აზრით ვილი მაინც იმსაურებს 1 შანსს კიდევ. ვილის მართლა დიდი სიხარული აქვს მონიჭებული ჩვენთვის და ვინ თუ თუ არა ის იმსახურებს ამ 1 შანსს.
zaza
ყველაზე გამართული ფეხბურთი ნაკრებმა ითამაშა ცხადაძის დროს. ნახევარდაცვა მაგაზე კარგად ვერავინ დაალაგა. დააბრუნეთ ცხადაძე. ამ ფეხბურთელებით შედეგს დადებს
ვილი
კარგი გაუშვით ვილი.სვანადძე შაყირია.არც ავტორიტეტი აქ ფეხბურთელებში მითუმეტეს კვარას და მამარდას ჩანკვეტაძესთან.მერე ნახევარ ფინალი იზრაელთან გადავსებულ სტადიონზე.მე ესე ვიტყვი რომ სვანადძე იყოს იკ სადაც არის.ეხლა სანიოლი წავიდა მოვა ვიგაც მწვრთნელი რომელიც იტყვის 2-3 წელი მჭირდება.ამ დროში ესენიც დაბერდებიან.ახალგაზრდულიდან მე პირადათ 2-3 კაცი შეიძლება დაემატოს.ეგოიანი რიჟა იგროკია ეგ ვერ გაძლიერებს ნაკრებს.ეს მწვრთნელი ვერაფერსაც ვერ დადებს შედეგს და ჩაიდებს მაყუთს როგორც ადრე მიქონდათ კუპერებს და ტოპ მიულერებს.და წავა სახლში ანუ გადაიდება 10 წელი შედეგი.თუ ესე ძალიან გინდათ ახალი მწვღთნელის მოყვანა ისევ ვაისი.ან მომავალი შესარჩევი უნდა ვაცადოთ.ჩემი ბიძაშვილი კი არა სანიოლი.რეალურად ჩვენ გულშემატკივრებმაც უნდა ვისწავლოთ ანალიზი და მოთფენა.ჩემი აზრით რისკია ეხლა მწვრთნელის მოყვანა.ამან იცის ვინ ვინა ბევრი კარგი რამე ქნა...ვიგაცებს რო უსმინო აქ ისეთი ზიზგით იძახიან აზრზე არა საშუალო დონის მწვრთნელია.მაგ საშუალო დონის მწვრთნელმა გაგვახარა.ეხლა გინდა ისე თქვი გინდა ესე თქვი.ამ ნაკრებშია არის მაქსიმუმ 3 მაგალი კლასის ფეხბურთელი!!!დანაღჩენი კი ვხედავთ ყველა.ასე რომ დაოკდით და ნუ პროფესორობთ.იმდენი მაინც დაიმსახურა ამ მწვრთნელმა შემდეგი შესარჩევი რომ იყოს.და ეგრეც იკნება აგერ ნახავთ თუ არა.ტუ ეგრე არ იკნება მაშინ ძალიან ბრიყვები ყოფილან GFF.მადლობა და წარმატებები ყველას.
ზიზუ
ეხლა ისეთი სიტუაციაა ვერ გაგვიგია ვისი ბრალია ეს თამაშები,მწვრთნელის,ზოგადად ფედერაციის თუ ფეხბურთელების..ძაან გაუგებრობაში ვართ
lasha
იყოს ხიზანიშვილი. მე პრობლემას ვერ ვხედავ ამაში :)
Tedo
სვანაძე არა მუჯირი ! ნორმალური მწვრთნელი გვინდა . ძვირი დაგვიჯდება რას ჰქვია ? იაფი ყველია სათაგურშიო ტეტჩერი ამბობდა . ვიგლიჯოთ ნერვები მაშინ და ვიყოთ . სვანაძეც მშიშარა და საკუთარ ავტორიტეტს დამკანკალე ტიპია . ევროზე რაც ქნა ისრაელთან მაგის ვითომ ტაქტიკამ , იმის მერე მაგისი არაფერი მჯერა . სანიოლთან ერთად კობახიძე მოაშორონ 17 წლიანებს -საქვეყნოდ გვჭრიან თავს . არაფრის აზრზე არ არიან . ჩიტაურს დააფარონ თბილი საბანი კიდევ , არ დევიღუპოთ , არაფერი მოუვიდეს . ისეთი მწვრთნელი გვინდა , საშუალო დონის გუნდებთან შეტევაზე რომ იფიქრებს , ნახევარდაცვას დააყენებს ( უნდა შეარჩიოს ახალი სახეები )და მაღალი დონის გუნდებთან თამაშის დაწყებამდე არ ჩაისველებს . რა სვანაძე , ხიზანიშვილი , დვალიშვილი და მაგისთანები !
Tedo
sსანიოლი კი არა , დავით აღმაშენებელი წავიდა , რას ჰქვია მერე რას ვშვებით ?!

არ დაგავიწყდეთ რომ მწვრთლობის გარდა, ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი მაგარ გუნდებში რომ თამაშობენ, მისი რეკომენდაციების დამსახურებაცაა!! და ასევე ისე არ გამოვიდეს რომ სანატრელი გაგვიხდეს ისევ სანიოლი!!
Martali
Ra qnas mcvrtnelma ise nerviulobdnen burts ver acherebdnen pass ver idzleodnen
Გენა
Ჩვენი ჯუბზიკა დანიშნეთ
გვაცალეთ ბატონო, გვაცალეეთ
ხოდა აცალეთ ბატონო- ეხლაც მსოფლიოზე გავალთ მესამე ადგილიდან თუ კარგად მოვიქცევით
მორიელი
ჩემი აზრით, თუ მწვრთნელს შევცვლით, ისეთი რთული გუნდი გვყავს, რომ მინიმუმ 8-10 წელი იმ შედეგს ვერ გაიმეორებს რაც სანიოლმა შეძლო. ამიტომ სჯობს დავტოვოთ. ისეთი მაგალითები მოყავთ ჟურნზლისტებს, რომელიც აწყობთ რაღაცაში. თორემ ეგრე მეც მოვიყვან ბევრ მაგალითს რომ ზოგი მწვრთნელი, 10-15-20 წელი ერთიდაიგივე გუნდს უძღვებოდა და თანაც იდეალურად
Levan
ვის გვთაზობთ ბატონო ლევან
Lelo
Დიდი დიდი მადლობა სანიოლი ყველაფრისთვის.ახლა გუნდი საჭიროებს ახალ იდეებს, გუნდს გარედანაც ეტყობა რო სხვა იდეები და სხვა სიმაღლეებზე ასვლა ჭირდება,არის ამ გუნდში რესურსი საკმაოდ კარგ გუნდებმა და ჩემპიონატებში თამაშობენ. Უცხოელი მწვრთნელიც შეიძლება ჩვენ სათამაშო და ჩვენ ფილოსოფიაზე მორგებული. Ასეთები სამხრეთ ამერიკაში არიან, ესპანეთშიდაც, ნიდერლანდებშიდაც, ისე სავანაძეც კარგი იქნება მან ბევრჯერ დაამტკიცა რო კარგი მწვრთნელია, ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებით გრანდებს ეჭიდავებოდა.
ჯუსიფრუტ
სანიოლმა თუ ნაკრები ევროპაზე ვერ გაიყვანა მაშინ შეიძლება ამაზე მსჯელობა. მაგ შემთხვევაში უნდა გადადგეს, რადგანაც თავის შედეგსაც ვერ გაიმეორებს, სხვა შენთხვევაში აზრს ვერ ვხედავ ამ ეტაპზე მისი შეცვლის. კარგია ამბიცია უნდა გვქონდეს, მაგრამ ასეთი შიდა ჩემპიონატის პატრონებმა ცოტა რეალობასაც უნდა გაუსწოროთ თვალი. კლაუს ტოპ-მიოლერიც იყო ლიგის ფინალისტი და ჰეკტორ კუპერიც შედეგი იცით. და ამ ჯურნალისტებს კიდე გირჩევთ ცოტა დაიხვეწოთ და იფიქროთ ეროვნული ჩემპიონატის დონოს გაზრდაზე, ეგ თამაშები განიხილეთ დრო დაუთმეთ და ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს სტიმული მიეცით. რომელი ერთი ხართ იმ დონის საკუთარი საქმის სპეციალისტი როგორიც ვილიია და რა გაქვთ ქართული ფეხბურთისათვის იმაზე მეტი გაკეთებული ვიდრე ვილის? აცალეთ ვერ გაუსწორდება თავის თამასას ვერ გავა ევროპაზე, დაიწყებს უსახურად ერთა ლიგას ან შესარჩევს ევროპაზე კი ბატონო გადადგეს, მარა მსოფლიოზე თამაში ნუ მომინდომეთ გუშინ აეწყო გუნდი, ჩვენი მსოფლიოზე მოხვედრა სენსაციის ტოლფასი იყო და თან ჯგუფშიც უნდა გაგვართლებოდა. ერთდადერთი შეცდომა რომელიც სანიოლმა დაუშვა ეს იყო აქ ალბანეთთან წაგება 0-1, ეხლა დაველოდებოდით ფლეი ოფფს, და ის ტაქტიკაც თუ გაიხსენებთ ჯურნალისტები ჭამდით მთელ პრესას დროა შეტევითი პოტენციალი გამოვიყენოთო გაიხსენეთ კარგად, ჩვენი სტილია და რა შეტევა გვყავსო. ვინმე თქვით შევცდით და არასწორად ვფიქრობდითო. არა და ეგ იყო პირველი თამაში როცა ტაქტიკის შეცვლა დავიწყეთ. ბურთით ვითამაშეთ, წინ სივრცეები არ გვქონდა და უკან სიცარიელე დაგვრჩა. შედეგი სახეზეა. უკრაინის ნაკრებმა ტალახში გვათამაშა და აქ პლიუს მუდრიკი რომელმაც სულ რაღაც 2 თვეში დოპინგ ტესტი ჩააგდო, ისეთი ირბინა მოტოციკლეტით გეგონებოდა მოედანზე. გასაგებია წარსულია მაგრამ რა დასკვნაც გამოგაგვთ და ამბობთ უნდა წავიდესო ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ევროპაზე გასასვლელი საწყისი თამაშებიდან გამომდინარე უნდა მსჯელობდეთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროფესორობთ რაღაცეებს და ზედმეტად წნეხს ზრდით უაზროდ. მესმის კრიტიკა მარა წავიდეს დღევანდელი რეალობიდან არაა სწორი დასკვნა. სანიოლიც იზრდება და ნიჭიერი კაცია ფაქტია და ამ უდონო ჩემპიონატს მიხედოთ ჯობია და მაგაზე იფიქროთ, სტიმული მისცეთ აქ მოთამაშეებს განხილვებით და გამართული კრიტიკით. P.S. "თქვენ აქედანაც ეს გინდათ და იქიდანაც ისო" გითხრეს ერთხელ და ვერ გაიგეთ ეტყობა. თან ამ გუნდს ერთი ჭანჭიკიც როცა აკლია ვერაა ხოდზე ჩაკვე შესარჩევზე ევროპაზე კიტე ხო გამოჩნდა, არ გვაქ ჩვენ იმის ფუფუნება რო ამ დონის მოტამაშეები ჩავანაცვლოთ. მიხედეთ ეროვნულ ჩემპიონატს.
ოცნებამ გაათამამა
რაც ამათ ფული ურუცხეს ..რად უნდათ ისედაც ამდენი ხელფასები აქვთ ფეხბურთელებს
FaBro
სანიოლის წასვლა ადრე თუ გვიან გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა აქ მთავარია პასუხი კითხვაზე - ვინ მოგვყავს მის ნაცვლად? გავითვალისწინოთ ის ამბავი, რომ მისი წლიური ანაზღაურება 200000 ევროს ფარგლებშია, რაც სანაკრებო დონეზე მიზერული ხელფასია და მინიმუმ უნდა გაათმაგდეს, იმ შემთხვევაში თუ მართლაც გამოცდილი ან თუნცაც ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელის მოყვანა სურს ფედერაციას. გარდა ამისა არანაკლებ მნიშვნელოვანია მომავალი პრეტენდენტის განვლილი სამწვრთნელო გზა, ტემპერამენტი, ეთნოფსიქიკა, თამაშის სტილი და ის, თუ რამდენად მოერგება მისი პიროვნება ჩვენს ნაკრებს. ყველამ და პირველ რიგში ფედერაციის მესვეურებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბოლო რამოდენიმე წელიწადში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების გვარიანი ზრდა მოხდა,როგორც ინდივიდუალურად (კლუბებში), ასევე სანაკრებო დონეზე. ჩვენი ნაკრები აღარაა ის ნაკრები, რაც 10 წლის წინ იყო, მუდმივად დაცვასა და კონტრ-შეტევაზე ორიენტირებული. მომავალი მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს შემტევი ფეხბურთის მიმდევარი და ამავდროულად ძლიერი მოტივატორი, რომელიც საჭირო მომენტში დამატებით ნაპერწკალს შესძენს გუნდის თამაშს და არ მისცემს ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას. მე მაინც მიმაჩნია, რომ სამხრეთელი მწვრთნელი გვესაჭიროება, რომლის მენტალიტეტიც ახლოს იქნება ქართულთან, რომელიც კარგად გაიაზრებს დღევანდელი ნაკრების საჭიროებებს და ადაპტირდება მათთან.
ვოოტ
ამაოდ ვიღლებით, სანიოლის გაშვებას არც ჩვენ და არც სტატიის ავტორს არავინ გვეკითხება, ისევე, როგორც დანიშვნა არავის უკითხავს.... ჩვენგან მხოლოდ უპირობო მხარდაჭერას მოითხოვენ და ხეირიანად ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ....
PS
რა გინდათ ამ სანიოლისგან? თავი დაანებეთ, საშუალო დონის მვრთნელია, მაგაზე უკეთესებიც გვყოლია, მაგრამ ვერაფერი გაუკეთებიათ, სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, ის არის, რომ ფეხბურთელები არა გვყავს, გვყავს ოთხი-ხუთი საშუალო დონის ფეხბურთელი და ეგ არის მთელი გუნდი? ფიზიკური მომზადება ამათ არა აქვთ, ტექნიკა ამათ არა აქვთ, კლასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,ევროპის ჩემპიონატს რომ მისტირით, იქ ბევრ რამეში გაუმართლათ,არ ღირს ახლა აქ ჩამოთვლა, უმოტივაციო პორტუგალიის დუბლებთან თამაში გუნდის დონის შესაფასებლად არ გამოდგება, მოიყვანთ ახალ მწვრთნელს და იგივე პრობლემები არსად გაიქცევა, უკვე 30 წელია ასეა, მწვრთნელებში ფულის ყრას არ ჯობია რომ ეროვნულ ჩემპიონატს მიეხედოს,რომელიც სულს ღაფავს და უცხოური გუნდების ქომაგებად რომ არის ხალხი გადაქცეული? როდესაც ეროვნული ჩემპიონატი მაღალ დონეზე იქნება, ფეხბურთელებიც გვეყოლება და აღარ მოგვიწევს სხვა კლუბებში მოთამაშე ფებურთელების იმედზე ყოფნა, რომლებიც თავს არიდებენ უშეღავათო ბრძოლას და მთელი ძალით არ თამაშობენ გასაგები მიზეზების გამო.როდესაც გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელებია, მათ მაღალი კლასის მრწვნელი არ ჭირდება და ჩვენი მწვთნელებიც კარგად გაართმევენ თავს.
თბილისელი
რომ არა უეფას და ფიფას ცვლილებები შერჩევით ეტაპზე და გვერდითი გზით ჩემპიონატზე მოხვედრა,ეს ნაკრები ვერავითარ ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდა.ფანტაზიებში ნუ დაფრინავთ.
Მამაუკა
Სვანაძეზე კარგად ამ ბიჭებს არავინ იცნობს. Ჩემი მოკრძალებული აზრით იმსახურებს რამაზი ნდობას.
ზაზა
წავიდა სანიოლიდა მერე მერე რასშვებით თუ შედეგი ვერმივიღეთ იმასაც დედის ანდერძს აუგებთ აბარახსნილიაო როგორც ჩვენში იციან თქმა.ან ვინოხერი მოვა ამ ნაკრებში ნორმალური და თავის რეპუტაციას შეალახიებს ამ ნაკრებს.თან გინება და ლანძღვა იცოცხლეთქვა კი გვეხერხება.კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობაა ჩვენი მთავარი ნაკლი და არა მწვრთნელი და სანამ ამას არმიეხედება არაფერიც არ შეიცვლება .
ჰაიმე
სიმწარის რა გითხრა და უკუღმა კი სწერ ყველაფერს.
დდდ
ქართველი მწვრთნელებიდან ამ ეტაპზე რამაზ სვანაძე ნამდვილად უალტერნატივოა... რაც შეეხება უცხოელს, სახელიანი და ამბიციური მწვრთნელი ჩვენთან არ ჩამოვა, სტაჟიორი კიდევ ჩვენ არ გვჭირდება... მაგრამ ჯერ სანიოლი უნდა გავისტუმროთ და საამისოდ, არ მგონია, მაინცდამაინც დიფ სთეითის დამარცხება დაგვჭირდეს...
მალხაზ ჯობავა
ბევრი მტკიცება არ უნდა იმას რომ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორი თავით გაასწრეს სანილის როგორც, მწვრთნელის განვითარებას! ამიტომ სასწრაფოდ ახალი, კვალიფიციური მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს. თუ არადა სანიოლის დარჩენა 2028 წლამდე ნაკრებში ნიშნავს, ამ ბრწყინვალე ახალგაზრდების გუნდის, საშუალოზე დაბალ გუნდად გადაქცევას!
მწარე
სვანაძე რომელი? ლატვიელებს და ირლანდიელებს რომ ვერ მოუგო? სვანაძე დღეს სანიოლის დონე არ არის. ხვალ, შეიძლება, ზეგ შეიძლება ბევრსაც აჯობოს მსოფლიოში. სანიოლს არ ვიცავ. წასვლა სჯობს წამსვლელისაგან, მაგრამ სანიოლს არ ეშინია გარისკვის, ან არ ეშინოდა. მან ნაკრებში რამდენიმე ტაქტიკური სიახლე გამოიყენა, შეუძლია თამაშის მსვლელობაში ტაქტიკით ლავირება, არის პრინციპული, ის არ ათამაშებს ფეხბურთელს ვისაც თავს გაუვა. ცნობილია თავისი პრინციპულობით, ტიპი ზიდან ს ეჩხუბა, შენი პირადული გუნდურზე მაღლა რატომ დააყენეო. მაგრამ, დროა წავიდეს. ოღონდ სიაფანდი არ უნდა მოვიდეს. ან ზედმეტად სახელიანიც არ ვარგა, მაგალითად მაურინიო დამთავრებული სიმღერაა. არც ადგილობრივი არ უნდა იყოს. როგორც წესი გავლენების ქვეშ ექცევა. პ.ს. ამ ორ თამაშს არაფერი არ ეშველება, დრო არის იანვრამდე ვინმე პერსპექტიული უნდა მოიძებნოს.
A
გმირი არა მძლეთამძლე, მაგის მწვრთნელობით არაფერი მომხდარა არც ევროპამდე და არც ევროპაზე, დაბრალდა რა, ტაქტიკა მაგან არ იცის და შემადგენლობის დაყენება, ლუქსემბურგთან წავაგებდით მსაჯს რომ არ ემარჯვა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა - ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს" - რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
"კარიერის გაგრძელების მხოლოდ 1 ვარიანტი აქვს" - Diario Sport-ი ნეიმარზე წერს
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
იქნება კვარაცხელია სასტარტოში? - Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს
თოფურია: კლასიკოში "რეალი" გაიმარჯვებს - ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის რაღაც უნიკალურს მძენდნენ
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს - სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა
საქართველოს ქალთა ნაკრები მოლდოვას ფრედ ეთამაშა
WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
ევრო 2026-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია
კვარაცხელია და დემბელე კვლავ ერთად - დღეს საინტერესო მატჩებია
"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"ახალგაზრდაა, მაგრამ..." - რა თქვა ჩაბი ალონსომ არდა გიულერზე?
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება