ქართველების გუნდებით დახუნძლული დღეა. თუ ინგლისსა და ესპანეთში თასის მატჩებია, საფრანგეთში მორიგი ტურია.

ლიგა 1-ში კვლავ გალიდერებული პსჟ მე-10 ტურში "სტად დე მუსტუარს" (16 787) და "ლორიანს" ეწვევა - დღეს, ჩვენი დროით 22:00 საათზე.

ლუის ენრიკეს გუნდმა ტრავმებისა თუ როტაციის გამო ცხრა ტურში 7 ქულა დაკარგა. პარიზელები ოპტიმალურ კონდიციებს აშკარად იბრუნებენ (ბოლო სამ მატჩში 13 შესანიშნავი გოლი) და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, გასულ კვირაში გოლი და ორი საგოლე პასი რომ ჰქონდა.

"ლორიანს" მიმდინარე სეზონში 8 ქულა აქვს და აქედან 7 შინ მოიპოვა, ეს კი მათ იმედს აძლევს. ამ გუნდს 12 გოლი აქვს გატანილი, რაც ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ 21 გაუშვეს, ეს კი ბევრია. რადგანაც "ლორიანმა" გასული სეზონი ლიგა 2-ში გაატარა, "კვარას" მათ წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია.

რაც ვიცით, დუბლის შემდეგ ჰაკიმის დასვენების საშუალება მიეცემა. სავარაუდოდ, მის ადგილს ზაირ-ემერი დაიკავებს. ნევეში და რუიზი, მინიმუმ, განაცხადში დაბრუნდებიან. შეტევის სამეულად დუე-დემბელე-კვარაცხელია უნდა აღდგეს. შესაბამისად, ძირითადად, ქართველი მარცხნიდან იქნება. გასული სეზონის გადამწყვეტ და წარმატებულ დროს სწორედ ისინი თამაშობდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით, ეს არ მომხდარა. ბარკოლამ აუცილებლად უნდა დაისვენოდ, "კვარას" გარდა (თუკი მასაც დაასვენებენ) კიდევ ერთი ალტერნატივა კი მბაიეა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე - ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში - ლი, ვიტინია, მაიულუ - დუე, დემბელე, კვარაცხელია(ან მბაიე).

"ლივერპული" EFL თასის მერვედფინალში "კრისტალ პალასს" დღეს, 23:45 საათზე, "ენფილდზე" უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ამ თასის წინა ეტაპზე, “მამარდამ” “საუთჰემპტონთან” (2:1) მოგებულ მატჩში ითამაშა და ალისონის ტრავმა რომ არა, მის გამოჩენას ისევ EFL-ზე ველოდით. იმ ვითარებაში, როცა გიორგი დიდი ხანია თამაშობს, სამშაბათს სასტარტოში გუნდის მესამე მეკარეს, ფრედერიკ ვუდმანს ელიან.

“ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა: ვუდმანი – რემსი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი – ენდო, მაკ ალისტერი – კიეზა, სობოსლაი, ნგუმოჰა – ეკიტიკე.

ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის 1/64-ფინალში "ვილიარეალი" ქვედალიგელ "სიუდად დე ლუსენას" ეწვევა - დღეს, 23:59 საათზე. ტურნირის ეს ფაზა დიდებულად დავიწყეთ - ლუკა გაგნიძემა და იური ტაბატაძემ 2-2 საგოლე პასი შეასრულეს.

დიდი ალბათობით, მარსელინო შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს და მიქაუტაძეს დასვენების საშუალება მიეცემა. მითუმეტეს, ამ კვირაში კიდევ ერთი ტური და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაა.

მეგრელი
რეალურად მთავრი ფავორიტია პსჟ, მაგრამ ლიგაზე ცოტა იღბალიც გინდა და შესაბისად უმეტეს შემთხვევაში ფავორიტები ვერ იგებენ, შარშან გაიხსენე, პსჟ ჯგუფიდან ძლივს გავიდა და მერე იფრინეს

ახლა შეიძლება ასე ჩანს,მაგრამ მთავარია,გაზაფხულის პირზე,ვინ რა ფორმაში მივა და რამდენი ტრავმირებული ეყოლება.გადატვირთული წინა სეზონის შემდეგ,ამ სეზონის სტარტზე უამრავი ტრავმა მიიღეს და ნელ-ნელა გამოდიან,მაგრამ არავითარი გარანტია არა აქვთ,რომ საფუძვლიანი ფიზმომზადების კურსის გაუვლელი ფეხბურთელები,დატვირთვების ზრდის ფონზე,კიდევ არ დაიტრავმებიან.ლუის ენრიკე სწორედ ამიტომ ცდილობს,ყველას გადაუნაწილოს დატვირთვები და სათამაშო დრო,მაგრამ გადამწყვეტი თამაშების დრო რომ მოვა,ასე ეკონომიურ რეჟიმში თამაში აღარ გამოუვათ და რეალური საფრთხეა,რომ ძირითადის ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდეთ.კარგი ის არის,რომ ახალგაზრდა ბიჭები გამოცდილებას აგროვებენ და საჭირო მომენტში,იქნებ სრულფასოვნადაც ჩაანაცვლონ,ტრავმირებული ლიდერები.
lasha
პესეჟე არის გუნდი, რომელსაც სულ მცირე 5-6 მოთამაშე ყავს, რომლებიც დღეს-დღეობით საკუთარ პოზიციებზე არიან საუკეთესონი. ერთადერთი ამ გუნდას რეალი თუ გაუწევს კონკურენციას წელს
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეს იცავს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტები, დუეს გაცუდებული პენალტი - პსჟ-მ "ჰავრს" მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
დღეს: ქართველი მეკარე "ჩელსის" წინააღმდეგ, ფორვარდი - "რეალის" - "კვარა" არ იქნება