ლიგა 1-ის მეათე ტურში პსჟ „ლორიენს“ ესტუმრება და „პარიზიენის“ მტკიცებით, გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს აპირებს.

როტაცია ისევ არ შეეხება მეკარე ლუკა შევალიეს. ოთხდღიანი შვებულება მიიღო აშრაფ ჰაკიმიმ და მას უორენ ზაირ-ემერი შეცვლის. 22 სექტემბერს „მარსელთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად იქნება სასტარტოში მარკინიოსი. დაცვაში აგრეთვე ლუკას ბერალდოს და ნუნო მენდეშს დააყენებს. ფაბიან რუისი და ჟოაო ნევეში მწყობრში ჩადგნენ, მაგრამ ისინი თავიდანვე არ დაიწყებენ თამაშს. ძირითად თერთმეტეულში დაბრუნდება უსმან დემბელე. იმისათვის, რათა ხვიჩა კვარაცხელიას და ბრედლი ბარკოლას დასვენების საშუალება მიეცეთ, მათ ესპანელი სპეციალისტი გონსალო რამუშით და იბრაიმ მბაიეთი შეცვლის.

„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში, ლი, ვიტინია, დუე, მბაიე, დემბელე, რამუში.

სათადარიგოები: საფონოვი, მარინი, პაჩო, ზაბარნი, ბოლი, ერნანდესი, კამარა, ნევეში, კვარაცხელია, მეილიუ, ნტანჯუ, ბარკოლა.

მატჩი „სტად დუ მუსტუარზე“ თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სურიკა- 222-ს
სურიკ, შე უსამშობლო ხიხოვ......................... გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხნობ.
zura222
წავიდა კვარას პარავოზი. სხვა ვარსკვლავი უნდა ვეძებოდ. ამისგან უკვე აღარაფერი არ გამოვა. ტყვილა გაქვთ ამის იმედი.

ნაკრებში არ თამაშობს, გუნდში არ ათამაშებენ, რა ქნას ამ ბიჭმა? დარჩა მარტო ბუტიკებში სიარული და ამასაც ამადლიან ქაჯები.
გიორგი
გოლები ვერ გააქვს?შედით ტოტალიზატორების საიტებზე და მიზეს ეგრევე მიხვდებით შეიძლება იცით კიდევაც მაგრამ ვერ ამბობთ და ხვიჩას ლანძღავთ რომელიც მსოფლიოს მარცხენა გარემარბებში საუკეთესოთ აღიარეს ოქროს ბურთის ნომინაციაში კი მეთორმეტეთ
ბოჩია
ყოველგვარი ირონიის და ქვეტექსტების გარეშე - ჰაკიმ ფაშა და ვიტინია გასაგებია, მაგრამ კვარა სად გადაიღალა საინტერესოა, აღარც მახსოვს როდის ითამაშა ბოლოს 90 წთ პსჟ-ს შემადგენლობაში, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია როტაციის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რა დასვენება!, უკვე ჩემპიონატის მე-3 გავიდა და ამხელა გაქანების და გაპიარებულ ფეხბურთელს[ყოველ შემთხვევაში ჩვენში და არა მარტო] გოლიც არ აქვს გატანილი ლიგა-1 -_ში, ვერც სკამიდან თამაშობს ტრადიციულად შედეგიანად, ისე როგორც იგივე დეუ, მე თუ მკითხავთ, ენრიკემ პირიქით სასტარტოში უნდა დააყენოს, მეტოქე არც ისე ძლიერია და თამაში თუ წაუვიდა იქნებ შეაგდოს კიდეც....
გიგო პაპა
თუ ხვიჩა არ იქნება, თავში ქვაც უხლიათ ვის დააყენებენ სასტარტოში. ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი ნაპოლიზე ან პსჟ-ზე....ცუდი ისაა რომ ამდენი როტაციით და შუა თამაშიდან გამოყვანით ან პირიქით - ბოლო 20 წუთით შეშვებით, სეზონის ბოლოს 10 გოლიც არ დაუგროვდება. აი ეს კი ყველაზე მეტად არ აღელვებს მწვრთნელს. ამიტომაც ავიდნენ მესი და რონალდო ლამის 1000 გოლამდე, რომ სულ ძირითადში იყვნენ თუ ტრავმა არ ჰქონდათ ან მესამედივიზიონის გუნდთან თამაშობდნენ. მაგათ რეკორდებს 100 წელი კიდევ ვერავინ მოხსნის. გამოდის რომ თუ იამალივით ან ჰოლანივით არ დაფრინავ, შენი ხვიჩობა, ბარკოლობა ან თუნდაც დეზირე დუობა არავის ჭირდება. ასე თუ გაგრძელდა ვეღარც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება და ბომბარდირობაზე და მით უმეტეს ოქროს ბურთის მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ჯობია ვილიარეალივით საშუალო დონის გუნდში გადახვიდე, სტაბილურად მაინც იქნები ძირითადში და სტატისტიკაც უკეთესი გექნება. ყველას გვინდა რეალში ვიხილოთ ხვიჩა, მაგრამ სადაც მბაპეს და ვინისიუსს ცვლიან, იქ ხვიჩასაც არ გაუწევენ ანგარიშს და იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება, როგორშიც დღეს იმყოფება. სწორედ ლორიანისნაირ გუნდებთანაა შესაძლებელი ჰეთრიკების შესრულება გოლების დაგროვება, თორემ ბარსელონასთან ან სიტისთან ისედაც არა აქვს ამის დიდი შანსი. ელოდები მთელი კვირა რომ შენიანს ძირითადში იხილავ და უგულშემატკივრებ და ერთი საათით ადრე იმედები გიცრუვდება. ეხლა კი ვხდები რატომ თამაშობდა ხოლმე ხვიჩა ზოგიერთ თამაშს უღიმღამოდ. ძირითადიდან ამოგდება ნამდვილად იმოქმედებს ნებისმიერის განწყობაზე.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
"ნიცას" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "მეცი" ზედიზედ მერვედ დამარცხდა [VIDEO]
წიტაიშვილმა 84 წუთი ითამაშა - "მეცმა" "ლორიენთან" ქულა მოიპოვა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო