ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 98:79 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯიმი ბატლერმა 21 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სტეფ კარიმ 19 ქულა, 2 მოხსნა, 2-იც ჩაჭრა და 8 გადაცემა მიითვალა.

ბრენდინ პოძიემსკიმ და კუენტინ პოსტმა 12-12 ქულა ჩააგდეს.

რაც შეეხებათ ლოს ანჯელესელებს, ჯეიმს ჰარდენმა კალათში 20 ქულა მოათავსა, ხოლო კავაი ლეონარდმა - 18.

ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი ივიცა ზუბაცმა. ხორვატმა აქტივსი 14 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა.

ამრიგად, "უორიორსი" 4 გამარჯვებითა და 1 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს სტუმრად, "მილუოკი ბაქსთან" გამართავს.

"კლიპერსი" 2 მოგებითა და ამდენივე წაგებით იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ ნოემბერს კი "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლებს.

zura222
ის ფაჩულია ზის სტეფ კარის გვერდზე ?
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
დანაკლისით - საქართველოს ნაკრები კაუნასში გაემგზავრა
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
"ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ..." - პეტიმ დემბელე გააკრიტიკა
თუ კვარაცხელიას ტრანსფერი არ გამოვა - არტეტას და "არსენალს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვთ