17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ისლანდიასთან 1:5 დამარცხების შემდეგ ჩვენს ნაკრებს სამგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა, მწვრთნელმა კობახიძემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, ქართველი ფეხბურთელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ბართიშვილმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან დალაშქრა გეიტონასის კარი. თუმცა მალე ბერძნებმა ორი გოლით გვიპასუხეს. აღსანიშნავია ამ ორ გოლს შორის ბართიშვილის მომენტი, როდესაც ის საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა კი წესების დარღვევა არ დააფიქსირა და ქართველი სიმულაციისათვის გააფრთხილა. ბოლოს ჩვენი გუნდის შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო და წავაგეთ.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

საქართველო - საბერძნეთი 1:2

გოლები: 1:0 ბართიშვილი (49), 1:1 სოუილატიზისი (56), 1:2 პაპასარაფიანოსი (70)

საქართველო: ცარციძე, გოგიჩაიშვილი (გეთიაშვილი 71), ფოცხვერია, ცქვიტაია, შარიქაძე, ავდოევი, შარვაშიძე (ლაგვილავა 79), გორგაძე (სვანიძე 71), კვარაცხელია (მიქაუტაძე 60), კუნჭულია, ბართიშვილი

გიგი
სანდრო კობახიძის მწვრთნელობა არ გაიშვას,მოკლედ საახლობლო,საძმაკაცო კანტორაა ფედერაცია!
მწარე
ნაცნობობის, ძმაკაცობის და ფულისტობისაც მჯერა. არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთავარი მიზეზი ბავშვებს ზრდიან გასული საუკუნის მეთოდით, ანუ მიეცი ბურთი და თვითონ ისწავლის თამაშს. მე ეს სისულელე მგონია. ბურთის ფლობის ტექნიკა კარგია, მაგრამ თუ ჭკუა არ გაქვს, გქონდეს ეგ ბურთი, ვერაფერს ვერ იზამ. ჭკვიანი მოგიგებს. ამიტომ ბავშვობიდან უნდა ასწავლონ კოლექტივიზმი, მოედნის ხედვა, პასის კულტურა, ბურთზე გახსნა, ზონების გადაკეტვა, ინდივიდუალური დაცვა, კარში დარტყმა, ბურთის გაჩერება, უსწრაფესად დამუშავება და სხვა. თორე ვიძახით ტალანტებიო და ისლანდიასთან საშინლად მარცხდებიან.
1981
მსაჯის ბრალია და ბურთი იყო ჩაფუშული
zura222
მიქაუტაძემ კვარაცხელია შეცვალა DD
ლაშა
ფულიანი მამიკოევიჩების არაა ფეხბურთი!
კობახა
ჩავარდა დაცვა ორივე თამშში
გიგო პაპა
გაუმარჯოს ბართიშვილს! ეს რა მაგარი ბიჭი გვყოლია, ძალიან მომეწონა. მე რომ მწვრთნელი ვიყო, აუცილებლად მივიწვევდი პირველ ნაკრებში და შევაჩვევდი. ძალიან დიდი მომავალი აქვს, ტარანივით გაარღვია მთელი ბერძნების დაცვა, პირდაპირ გადავირიე. თანაც აზროვნებს ბიჭი, გრძნობს მოედანს, სივრცეს. ჯარიმაც დიდებულად შეასრულა მიუხედავად შორი მანძილისა. ვერც ხვიჩას ვადარებ, ვერც ჟორჟს, ვერც შოთას და ვერც შენგელია-გუცაევს. არ ჭირდება ამ ბიჭს ყველა ასაკობრივის გავლა, იამალივით უნდა შეუშვა მთავარ ნაკრებში და აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. მთავარია ბევრი იშრომოს და თავში არ აუვარდეს. წარმატებებს ვუსურვებ.
zaza
ბართიშვილი ძალიან მაგარია და ჯუღელი იმედია მიხედავს დროზე უნდა წაიყვანოს აქედან სანამ დანარჩენების დონეზე არდაშვებულა ძალიან სუსტები არიან 16წ-ი როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად .ისე ბართიშვილი 21 წლამდელებსაც მაგრად გააძლიერებდა ძალიან სწრაფი, ტექნიკური, და გონიერია.11მ-ის დადება შეიძლებოდა მაგრამ სიმართლე ითქვას ევროპაზე ამ გუნდს ესეთი თამაშით არაფერი ესაქმება.
გოგა
სრული კატასტროფა ქართულ ფეხბურთში, ნეტა ფედერაციას როდის მიადგება შშს
ალფა
მსაჯმა რეალურად გაგვწირა და გარდატეხა მოახდინა შედეგზე, ვინც უყურა - დამეთანხმება. თუმცა, კობახიძის და მარცვალაძის ადგილს ვერ ვხედავ ნაკრებში. დამწყები მწვრთნელობა გასაგებია, მაგრამ ეს რო ნაცნობობით შერჩეული კანდიდატურაა ჰო ცხადია. ვერ და არ უმკლავდება ფედერაცია ვერაფერს.
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..