„ეკიპმა“ პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლიგა 1-ის 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 2 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასია, როგორც ჩანს, საფრანგეთის ჩემპიონატზე ძალებს ზოგავს და ამან შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს:

„დეზირე დუეს გამოკლება „პარი სენ ჟერმენის“ შეტევისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. ლუის ენრიკე იმპროვიზაციას განაგრძობს და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები თავს წარმოაჩენენ. ამ დროს თვით უსმან დემბელე საჭიროებს დასვენებას. იგივე შეიძლება ითქვას ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული არ არის, სეზონის დასაწყისში დასვენების საშუალება მიეცა. ქართველი 24 წლისაა და ჯერ კიდევ შეიძლება ახალგაზრდა ფეხბურთელად ჩაითვალოს.

ლიგა 1 არ შთააგონებს „კვარას“

გასული სეზონის მეორე ნახევარში ის ენერგიით აღსავსე მოვიდა, ბოლომდე დაიხარჯა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც, თუმცა შემდეგ აშკარად გადაიღალა, ბოლო ხანს მატჩებს შერჩევით უდგება და თავს ზოგავს. ლიგა 1-ში 8 მატჩში 1 საგოლე პასი გასულ უქმეებზე „ბრესტთან“ ჰქონდა. ხანდახან დაცვითი ფუნქციების შესრულებით და დრიბლინგებითაც არ გამოირჩევა.

ჩემპიონთა ლიგაზე კი „კვარა“ ისევ ფორმის პიკზეა. „ბარსელონასთან“ ტრავმის გამო დაპირისპირების გამოტოვების მერე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. სტატისტიკის გარდა სტაბილურად შესანიშნავი თამაშითაც გამოირჩევა. ქართველს ბრალს სდებენ იმაში, რომ მატჩებს შერჩევით უდგება და ლიგა 1-ში ბოლომდე არ იხარჯება, სადაც მისი აზრით, გაბრწყინება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რაც საეჭვოა ლუის ენრიკეს მოეწონოს და ეს დიდხანს გაგრძელდეს.

თუმცა, ესპანელ სპეციალისტს დიდი არჩევანი არ გააჩნია, მით უმეტეს დეზირე დუეს ტრავმის გათვალისწინებით და როგორც ჩანს, ქართველს ეს შესანიშნავად ესმის. აიძულებს ეს პსჟ-ს ზამთარში ახალი ფეხბურთელის დამატებას, რაც დაგეგმილი არ იყო? პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, რამეთუ გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, მოთამაშეები უკვე გამოფიტულები ჩანან, რასაც უსმან დემბელეს შემთხვევაში ვხედავთ, რომელიც ისევ საჭიროებს კლუბის სამედიცინო პერსონალის დახმარებას“.

Gio
Miecit 10 weliwadshi ertxel romelime klubs chempionoba da nanatri ligis mogebit kidev ertxel dagatkbobt.
ვაჟა მასწავლებელი
თუ ასე აკეთებს კვარა სწორადაც იქცევა. ლიგა 1-ში უნდა დაზოგოს თავისი ფეხები, იმიტომ, რომ კვარას მუდამ ვიღაცა ფეხებში ურტყამს - ფრანგი მსაჯები კი ვითომ ვერ ხედავენ. ჩემპიონთა ლიგაზე კვარას თამაშებს არაფრანგი მსაჯები მსაჯობენ და ამიტომ, ფეხებში ნაკლებად ხვდება - გააგებინეთ ეკიპის რედაქციას, იქნებ არც უყურებენ თამაშებს!
ლია
წარმატებული ქართველის კორტნა იცით მარტო... რამდენი ითამაშა? მარსელთან სადაც ჩეხაცდნენ და იმ დღეს ნომინირებულ ბიჭებს ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი წაართვეს... თუ მერე რომ დააზიანეს 28 წუთზე? ხო ფრანგებს უნდა დასვენება და კვარას არა? ტრავმის მერე ახლა დაბრუნდა და ბრესთან კი ითამაშა... თან ეს მარჯვენა ფლანგი... არწივს ყვავების კორტნა ვერაფერს დააკლებს... კვარა საუკეთესოა...
ლეპენი
ეს გაზეთი,ხომ გადაკიდებულია კვარაზე, ერთი დადებითი არ წამოცდება მასზე.
nika
არა ბიჭოს ისე მოდის, მუდრიკს რომ აღმერთებდნენ აქ, ეგ ხომ გამოვიდა ახალგაზრდულზეო, ხომ არ დაღლილაო და ბოლოს დოპინგზე ჩავადრა. ადამიანის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი, შავკანიანებივით ყველა ვერ ირბენს ენაგადმოგდებული. და დედაც ვატირე იმ 21-წლამდელთა პაროდიული ჩემპიონატის, არცერთ ქართველს რომ არ ეცოდინება მაგის რომელიმე გამარჯვებული მაინც, სამაგიეროდ ბოღმის სანთხევად კი კარგად გამოიყენეს. ქართველს მეტი რა უნდა, ოღონდ წარმატებულ ქართველზე აძახებინე – არ ჩამოვიდა, არ ჩამოვიდა – რა მნიშვნელობა აქვს სად
ზვიადი
მასე დაიღალა 21 წლამდელთა ჩემპიონატზეც, ასე დიდი ფეხბურთელობა არ მოდის
ამატაკი
შენ გეიხარე, რას დახატავდა!
zura222
რატომ არ უნდა მოეწონოს ენრიკეს ? საფრანგეთის ჩემპიონობას ისევ ადვილად გაჩარხავენ და ჩემპიონთა ლიგაში კი დიდი ბრძოლა მოუწევთ და ყველა ჭკვიანი მწვრთელი კმაყოფილი უნდა იყოს პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშით !
უმადურები , მარჯვენა მხარეს რაჯანდაბა უნდა აბა ბოლო წუთებზე.
გეთანხმები
მეგრელი
სასწრაფოდ გაცვალეთ ვინისიუსში, ზამთარშივე)))
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" "ალვერკას" ისევ სძლია
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
მბაპე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ - ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია
სენსაცია მწიფდება - მოახერხებს "ბარსელონა" ოსიმენის შეძენას?
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ნუთუ სულ არ რცხვენია? - არშავინი ყოფილმა მეუღლემ ტყუილსა და სიხარბეში ამხილა
"იუვენტუსმა" სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი
"ვერც კი წარმოიდგენთ, ალისონი ისე გვჭირდება" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ მეკარეზე ისაუბრა
მადრიდის "რეალმა" ვინისიუსის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
"იუვენტუსმა" სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!" - მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
კვარაცხელია და მიქაუტაძე როტაციაში აღარ მოხვდებიან, მამარდაშვილი აგრძელებს...
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს